1. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობის მინიჭების საკითხი წყდება ხელშეკრულებით.
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) ხელშეკრულების საგანს;
გ) ხელშეკრულების ღირებულებას;
დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან სამუშაოების შესრულების ვადას;
ე) საქონლის მიწოდების, გასაწევი მომსახურების ან/და სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესს;
ვ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს;
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
თ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს;
ი) დავის შემთხვევაში, მისი განხილვისა და გადაწყვეტის წესს (მათ შორის, გამოსაყენებელ სამართალსა და კომპეტენტურ სასამართლოს).
3. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურების გაწევისთვის ან სამშენებლო სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადა