1. ანგარიშსწორების წესი და პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით.

2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია, გარდა ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისებისა.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებელი შესაძლებელია გათავისუფლდეს:

ა) მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით;

ბ) თუ იგი სახაზინო დაწესებულებაა;

გ) საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას;

დ) თუ არსებობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი თანხმობა.

4. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისა