1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურებისა და ფასთა გამოკითხვის შედეგად ხელშეკრულება ფორმდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
2. პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება იმ მიმწოდებელთან, რომელთანაც შემსყიდველი ორგანიზაცია მიაღწევს შეთანხმებას.
3. ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ არის საქართველოს საჰაერო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისის დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობის შემთხვევებში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას, რა დროსაც, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (ინვოისი, ჩეკი, ქვითარი და სხვ.