1. ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხასა და შესყიდვების განხორციელების წესს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებების მიერ გაწეულ ხარჯებზე