გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13076-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - შპს ,,გ------------ი’’
წარმომადგენელი - ვ------- ლ-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’
მოპასუხე - ბ---- მ----ა
მოპასუხე - შპს ,,მ--–-------ი’’
წარმომადგენელი (დირექტორი) - ბ---- მ----ა
წარმომადგენელი - ტ------– კ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,ქ--------–- რ------–ს’’, შპს ,,მ--–-------ს’’ და ბ---- მ----ას მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13 238.85 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
შპს ,,გ------------ი’’ წლების მანძილზე სარეალიზაციოდ აწვდიდა პროდუქციას შპს ,,ქ--------– რ------–’’-ს, რომელსაც 2017 წლის 7 აპრილის მდგომარეობით დაუგროვდა გადასახდელი დავალიანება 27 048.37 ლარი. მას აღნიშნული დავალიანება სრულად უნდა დაეფარა 2017 წლის 30 აპრილამდე.
მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის შემდეგომ მხარეთა შორის გაფორმდა მიწოდების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა უკვე არსებული დავალიანება (შემცირებული) და დადგინდა მისი გადახდის ბოლო ვადად 2017 წლის 31 დეკემბერი. ამავე ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა თავდები პირებიც - ბ---- მ----ა და შპს ,,მ--–-------ი’’, რომლებიც სრულ სოლიდარულ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ არსებული დავალიანების გადახდაზე.
მიუხედავად არაერთი ზეპირი შეთანხმებისა, მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს დავალიანება დღემდე არ აქვს გადახდილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეთა პოზიცია შპს ,,გ------------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,ქ--------– რ------–ო’’-ს შპს ,,გ------------ი’’-ს სარჩელის და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,მ--–-------’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ არის ინფორმირებული რა ვალდებულებები გააჩნიათ მოსარჩელეს და მოპასუხე შპს ,,ქ--------– რ------–ი’-ს’ ერთმანეთის მიმართ. დღეისათვის, მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია არც მოსარჩელის და არც მოპასუხის მიმართ, პირიქით, აღნიშნულ კომპანიებს აქვთ დავალიანება მის მიმართ სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
მოპასუხე ბ---- მ----ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ასევე არ ცნო და ასევე მიუთითა, რომ იგი არ არის ინფორმირებული რა ვალდებულებები გააჩნიათ მოსარჩელეს და მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს ერთმანეთის მიმართ. დღეისათვის, მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია არც მოსარჩელის და არც მოპასუხის მიმართ, პირიქით, აღნიშნულ კომპანიებს აქვთ დავალიანება მის მიმართ სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-სა და შპს ,,გ------------ი’’-ს შორის დაიდო შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმადაც შპს ,,ქ--------–მა რ------–მა’’ აღიარა, რომ გააჩნდა შპს ,,გ------------ი’’-ს მიმართ 2017 წლის 07 აპრილის მდგომარეობით დავალიანება 27 048.37 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმების თანახმად განისაზღვრა, რომ შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’ აღნიშნული თანხიდან რეალიზებული 4 000 ლარის გადახდიდა 2017 წლის 11 აპრილამდე, რეალიზებული 12 000 ლარს გადაიხდიდა 2017 წლის 27 აპრილამდე, ხოლო დარჩენილ ვალს სრულად გადაიხდიდა 2017 წლის 30 აპრილამდე ან მოახდენდა პროდუქციის მობრუნებას დავალიანების პროპორციულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ (ს.ფ.24 );
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 12 ივლისს შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს, როგორც მყიდველს, და შპს ,,გ------------ი’’-ს, როგორც მიმწოდებელს, შორის დაიდო ხელშეკრულება საქონლის შეძენის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა აღიარა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე მისი არსებული ფინანსური ვალდებულება მიმწოდებლის მიმართ შეადგენდა 18 281 ლარს. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული დავალიანება სრულად გასტუმრებული იქნებოდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ამავე ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, კი 8.1. პუნქტში მითითებული ფინანსური ვალდებულების, ასევე მიწოდებული საქონლის ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს შპს ,,მ--–-------სა’’ და მიმწოდებელს, ასევე ბ---- მ----ასა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.25-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 12 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,მ--–-------მა’’ იკისრა თავდებობა კრედიტორის - შპს ,,გ------------ის’’ მიმართ მოვალე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, თავდები უპირობოდ და არაორაზროვნად აცხადებს, რომ ის მოვალესთან ერთად სრული მოცულობით სოლიდარულად პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე იმ ვალდებულებათა შესრულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულება საქონლის შეძენის ე.ი მოვალის მხრიდან, ხსენებული ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში თავდები პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე კრედიტის ძირითადი თანხისთვის, შესაძლო პირგასამტეხლოსათვის (საურავი, ჯარიმა) შესაძლო სასამართლო (ან არბიტრაჟის) ხარჯებისათვის და სასამართლოს (ან არბიტრაჟს) გარეშე ხარჯებისათვის. ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა შეადგენს 38 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 12 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებით ბ---- მ----ამ იკისრა თავდებობა კრედიტორის - შპს ,,გ------------ის’’ მიმართ მოვალე შპს ,,ქ--------– რ------–ი’’-ს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, თავდები უპირობოდ და არაორაზროვნად აცხადებს, რომ ის მოვალესთან ერთად სრული მოცულობით სოლიდარულად პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე იმ ვალდებულებათა შესრულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულება საქონლის შეძენის ე.ი მოვალის მხრიდან, ხსენებული ხელშეკრულებით/ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში თავდები პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე კრედიტის ძირითადი თანხისთვის, შესაძლო პირგასამტეხლოსათვის (საურავი, ჯარიმა) შესაძლო სასამართლო (ან არბიტრაჟის) ხარჯებისათვის და სასამართლოს (ან არბიტრაჟს) გარეშე ხარჯებისათვის. ამავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა შეადგენს 38 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს გადაუხდელი დავალიანება მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს მიმართ შეადგენს 13 238.85 ლარს.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის საქონლის შეძენის შესახებ ხელშეკრულებების დადების ფაქტი, ამასთანავე, უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა ამ პერიოდამდე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს არსებული დავალიანების მოცულობაც. მოპასუხეს არ წარმოუდგენია საპირისპირო პოზიცია სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს გადაუხდელი დავალიანება მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს მიმართ შეადგენს 13 238.85 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---- მ----ას, როგორც შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს თავმდებმა და ასევე ბ---- მ----ამ, როგორც შპს ,,მ--–-------ის’’ (ასევე როგორც შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს თავმდებმა) დირექტორმა 2017 წლის 11 სექტემბერს წერილით მიმართეს შპს ,,გ------------ი’’-ს. ორივე განცხადებაში თავდები პირები განმარტავდნენ, რომ შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უარს ამბობდნენ (წყვეტნენ) შპს ,,გ------------ი’’-ს წინაშე 2017 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრ თავდებობაზე. ამავე წერილებით მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებით 3 დღიანი ვადა მიღებული გადაწყვეტილების დასადასტურებლად.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 11 სექტემბერს წერილობით განსაზღვრულ ვადაში არც ბ---- მ----ასთვის და არც შპს ,,მ--–-------ი’’-სთვის პასუხი არ გაუცია.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის წერილები შპს ,,გ------------ი’’-ს არ ჩაბარებია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს შეკითხვაზე დაადასტურა მოპასუხეთა მითითებული ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს თავდებებმა ბ---- მ----ამ და შპს ,,მ--–-------მა’’ მიმართეს შპს ,,გ------------ი’’-ს მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და განუსაზღვრეს მოსარჩელეს დამატებით 3 დღიანი ვადა მიღებული გადაწყვეტილების დასადასტურებლად. ამასთანავე, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,გ------------ი’’-მ მიიღო აღნიშნული წერილები ელექტრონული ფორმით, თუმცა მასზე, არც დადებითი და, არც უარყოფითი პასუხი არ გაუცია (იხ. 2018 წლის 08 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:48:24-12:52-23).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გარიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოგვიანებით თავადვე უარყო და სადავო გახადა მის მიერ მითითებული გარემოება მოპასუხეთა მიმართვის ჩაბარების თაობაზე, თუმცა ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გაქარწყლება.
ამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,გ------------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მიმართ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 355-ე, 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 896-ე, 904-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს გადაუხდელი დავალიანება მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს მიმართ შეადგენს 13 238.85 ლარს. შესაბამისად, არსებობს მისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდებობის ხელშეკრულებებით ბ---- მ----ამ და შპს ,,მ--–-------მა’’ იკისრეს თავდებობა კრედიტორის - შპს ,,გ------------ი’’-ს მიმართ, მოვალე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებების თანახმად, თავდებობის ზღვრული თანხა თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრა 38 000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას. მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა ბ---- მ----ას და შპს ,,მ--–-------ის’’ მიმართვა შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თავდებობის ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე. ასევე დადგენილია, შპს ,,გ------------ი’’-ს მიღებულ შეტყობინებებზე, არც დადებითი და, არც უარყოფითი პასუხი არ გაუცია. შესაბამისად, თავდებთა წინადადებაზე მოსარჩელის მიერ გამოხატული დუმილი სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს აქცეპტს, საიდანაც გამომდინარეობს მხარეთა შორის თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე არაა უფლებამოსილი მოითხოვოს დავალიანების გადახდევინება თავდები პირების მიმართაც, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ---- მ----ას და შპს ,,მუშტაიდი’’-ს მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 397.20 ლარი. (ს.ფ.38). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მიმართ, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,გ------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 13 238.85 ლარის ანაზღაურება;
1.2. არ დაკმაყოფილდეს შპს ,,გ------------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,მ--–-------ი’’-ს და ბ---- მ----ას მიმართ;
2. მოპასუხე შპს ,,ქ--------–- რ------–ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,გ------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 397.20 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია