განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
010210118001079686
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001079686

საქმე №2/ბ-926-2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - სს ,,ს--–-----ი“

წარმომადგენელი- დ----- ც---------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,B----- M---- G---“

წარმომადგენელი- გ--–- ს-----ე

დავის საგანი - სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

2015 წლის 01 სექტემბერს სს „ს--–-----მა“ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელით მიმართა ბ-------ს საქალაქო სასამართლოს შპს „B----- M---- G----“-ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ გადაუხდელი საიჯარო ქირისა და მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისათვის თანხის - საერთო ჯამში 26 787.64 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2.2. სარჩელის საფუძვლები

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2.1.2-----–-–------------ ს.ს. ,,ს--–-----სა“ და შპს ,,ბ------- მ----- გრუპს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ,,ს--–-----ის“ სატელეკომუნიკაციო კანალიზაციის იჯარა და ტელეფონით მომსახურება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის თანახმად სს,,ს--–-----ი“ ვალდებული იყო მიეწოდებინა მომსახურება ხარისხიანად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტის მიხედვით შპს ,,ბ------- მ----- გრუპი“ ვალდებული იყო სრულად და დადგენილ ვადაში გადაეხადა მომსახურების საფასური. მომსახურების ტარიფები განსაზღვრული იყო ხელშეკრულების დანართით. სს,,ს--–-----ის“ მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ მომსახურების ხარისხიანად მიწოდება, ხოლო შპს ,,ბ------- მ----- გრუპმა“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მომახურების გადახდა. შპს ,,ბ------- მ----- გრუპს“ მომსახურების საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად შესაბამისი საანგარიშო თვიდან მომდევნო თვის 25 რიცხვამდე, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწიენბული მომსახურების ღირებულების ნაწილი სარჩელის წარმოდგენის დღემდე გადახდილ არ იქნა. შპს ,,ბ------- მ----- გრუპის“ დავალიანება ხელშეკრულებისა და დარიცხვის გადახდის ცხრილის მიხედვით შეადგენს 4899.82 (ოთხი ათას რვაასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 82 თეთრი)ლარი.

2.2. 2014 წლის 28 მაისს შპს ,,ბ------- მ----- გრუპს“ გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების -დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ და დავალიანების დაფარვისათვის განესაზღვრა 10 დღე, თუმცა უშედეგოდ- ზემოაღნიშნულ მოთხოვნას შესაბამისი რეაგირება არ მოყოლია.

2.3. 2014 წლის აპრილის თვიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით სს,,ს--–-----ი“ შპს ,,ბ------- მ----- გრუპს“ ფაქტობრივი ურთიერთობის საფუძველზე უწევდა კანალიზაციაში კაბელის გატარების მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება და მასზე დასარიცხი მომსახურების საფასური ასახულ იყო მხარეთა შორის ყოველთვიურად გაფორმებელ ე.წ. ,,საოქმო გადაწყვეტილებებში“, რასაც მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენდა სს,,ს--–-----ი“ და ყოველთვიურად უგზავნიდა შპს ,,ბ------- მ----- გრუპს“,რაც მოპასუხე მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის, თუმცა სს,,ს--–-----ის“ მიერ ყოველთვიურად გაგზავნილ წერილებში აღნიშნულ იქნა იმის თაობაზე, რომ თუ შპს ,,ბ------- მ----- გრუპის“ მიერ წერილში აღნიშნულ ვადაში არ იქნებოდა დაბრუნებული ხელმოწერილი საოქმო გადაწყვეტილება, სს ,,ს--–-----ი“ უფლებას იტოვებდა ჩაეთვალა, რომ შპს ,,ბ------- მ----- გრუპი“ ეთანხმებოდა ჩაბარებულ საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით წარმოებულ დარიცხვებს და მოხდებოდა საოქმო გადაწყვეტილების მიხედვით დარიცხული თანხის მოპასუხის ფინანსურ ვალდებულებებში ჩათვლა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სადაო არ გაუხდია საოქმო გადაწყვეტილებაში დარიცხული თანხა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ეთახმებოდა აღნიშნულის დარიცხვის სისწორეს, თუმცა, გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული საფასური 21 887.82 ლარი სარჩელის წარმოდგენის დროისათვის მოპასუხეს გადახდილი არ აქვს. 2015 წლის 27 იანვარს მოპასუხე მხარისათვის გაგზავნილი იქნა შეტყობინება ფაქტობრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ, რომლითაც მას მიეცა გონივრული ვადა დავალიანების გადახდისათვის, თუმცა უშედეგოდ. ამდენად, საერთო ჯამში, მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 26 787.64 ლარი.

2.3. მოპასუხე შპს „B----- M---- G----“-ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა წარმოდგენილი იქნა მარტივი, არაკვალიფიციური შესაგებელი , მიუთითა რა მხოლოდ იმაზე , რომ არ ეთანხმება სარჩელით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნებს.(იხ.შესაგებელი.ს.ფ.123-130)

საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ახსნა-განმარტებაში მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილია, თუმცა, სადავო გახადა ფაქტობრივი მომსახურების გაწევის ფაქტი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. ასევე, შეცილებული იქნა საოქმო გადაწყვეტილებების ჩაბარების ფაქტი.

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს მხოლოდ 4 899.82 ლარს (13.06.18 სხდომის ოქმი).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

-სს „ს--–-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- შპს „B----- M---- G----“ სს „ს--–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4899.82 ლარის გადახდა;

- შპს „B----- M---- G----“ სს „ს--–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-144.5 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-27 ლარის გადახდა.

 

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4.1. 2----–-–------------, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, „ს--–-----ი“ („კომპანია“) უზრუნველყოფდა შპს „B----- M---- G----“-ის („აბონენტი“) კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში და ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებას, ხოლო აბონენტი კისრულობდა ვალდებულებას სრულად გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულება მოქმედებდა ხელმოწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტდა მას ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე. ამავე ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, „აბონენტის“ მიერ მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „კომპანია“ უფლებამოსილი იყო შეეზღუდა ან/და შეეწყვიტა მომსახურება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდეგში „რეგლამენტი“) შესაბამისად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 13-16)

 

2.4.2. ხელშეკრულების დანართების შესაბამისად, სატელეფონო კანალიზაციის იჯარის ტარიფები განისაზღვრა მომსახურების მიწოდების მისამართების მიხედვით: ქ. ბ-------, მ---------------------დან ქ--------------------მდე - 70 ლარით, გ---------------------------–--------------- გ---------------------მდე - 140 ლარით, ჭ-------------დან 4--მდე, პ--–-----------დან ბ-----ს №4--მდე, ჭ---------------დან პ--–-------------მდე, ჭ-----------------დან მ----------------მდე, ჭ-----------------დან ა---------------მდე და ა---------------- დან ა---------------მდე სატელეფონო კანალიზაციის იჯარა 2 კმ კაბელით შეადგენდა 140 ლარს, 5 კმ. კაბელით-350 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულების დანართები (იხ.ს.ფ. 17-20)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენამდე აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავოა ფულადი ვალდებულების დარიცხვის მართლზომიერება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს არა მარტო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ფულადი ვალდებულება, არამედ ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ანაზღაურებაც. დავის საგნიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებებია: გადაიხადა თუ არა საიჯარო ქირის დავალიანება მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების თანახმად; გასწია თუ არა კომპანიამ ფაქტობრივი მომსახურება და მიიღო თუ არა ეს მომსახურება აბონენტმა გაზრდილი ტარიფის პირობებში. სასამართლომ აპელირება გააკეთა სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტებზე და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ვალდებულებაა მიუთითოს და დაამტკიცოს მოთხოვნის წარმოშობის განმაპირობებელი გარემოებები, ე.ი. ვალდებულია მიუთითოს და დაამტკიცოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დავალიანების წარმოშობის საფუძვლები და რაოდენობა, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დავალიანება გადახდილი აქვს,რაც შეეხება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურების ანაზღაურების საკითხს , აღნიშნულის თაობაზე განმარტა, რომ საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე მითითება ევალება მეიჯარეს, ხოლო მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება მოიჯარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

2.4.4. ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემტხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერიცხება დავალიანება 4899,82 ლარის, ხოლო ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფუძველზე - 21887.82 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 26787,64 ლარი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ვალდებულების დარიცხვის ცხრილი, პირადი აღრიცხვის ანგარიშები, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე ადასტურებს ხელშეკრულების შესაბამისად აბონენტზე დარიცხული და მის მიერ გადახდილი თანხის რაოდენობას. აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხის მიერ შეცილებული არ ყოფილა. ამ ფაქტის უარსაყოფად მას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამავე დროს მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შეკითხვების ეტაპზე, დაადასტურა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 4 899.82 ლარს.

 

2.4.5. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის აპრილის ბოლოს. 2014 წლის 28 მაისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს არსებული დავალიანების 4 899.82 ლარის გადახდის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდებოდა მომსახურება. 2014 წლის 19 მაისს მოსარჩელემ პირველად გაუგზავნა მოპასუხეს საოქმო გადაწყვეტილება აპრილის თვის მომსახურების გაზრდილი ტარიფით დარიცხვის შესახებ. ამ და შემდგომი პერიოდების საოქმო გადაწყვეტილებებზე თანდართული მომსახურების ანგარიშიდან დგინდება, რომ იმავე მიმართულების კაბელების მიხედვით მომსახურების ტარიფი გაიზარდა. რაც შეეხება მომსახურების ფაქტობრივად მიწოდების საკითხს, ამ თვალსაზრისით სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მან ზუსტად არ იცის, ვის უწევს მომსახურებას ამ კაბელებით კომპანია და სადავო კაბელები ისევ საკანალიზაციო ჭაშია განთავსებული თუ არა.

 

2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 317-ე, 329-ე, 361-ე, 581-ე, 591-ე, 602-ე ,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 131-ე, 132-ე, 219-ე მუხლებზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.2. საქმეში წარმოდგენილი უდავო და დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიაჩნია, რომ 2----–-–------------ მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი სატელეფონო საკანალიზაციო ჭის იჯარა, მასში მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო კაბელის გატარების გზით და სატელეფონო მომსახურეობა და რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ფულადი ვალდებულება და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაწეული ფაქტობრივი მომსახურების მართლზომიერება, ასევე, ამ მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების დარიცხვის კანონიერება.

 

2.5.3. სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო იჯარისა და მომსახურების შერეული ტიპის ხელშეკრულება (ჭის იჯარა და სატელეფონო მომსახურება), რომლითაც განისაზღვრა იჯარის საფასური ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული ტარიფით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ იმაზე, რომ დადგენილია, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულების ფაქტი, დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის აპრილში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, მოპასუხის პირადი ანგარიშებისა და ვალდებულების დარიცხვის ცხრილით კი დგინდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2014 წლის აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 4899.82 ლარს და რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

2.5.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა მისი პროცესუალური ვალდებულება და ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.

 

2.5.5. სასამართლომ არ გაიზიარა სასამართლო მთავარ სხდომაზე გადმოცემული მოპასუხის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება, წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშულის შესახებ მხარეს არ მიუთითებია საქმის მომზადებს ეტაპზე და არც შესაგებელში და რომ ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა აღნიშნული გარემოება, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

2.5.6. სასამართლოს ხაზგასმა გააკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასამართლო მთავარ სხდომაზე მხარემ ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული საიჯარო ქირის დავალიანება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 4899.92 ლარის დაკისრების ნაწილში სამართლებრივად დასაბუთებული იყო.

 

2.5.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცებით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ გააგრძელა ფაქტობრივი საიჯარო ურთიერთობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ ჩაჭრა საკომუნიკაციო ჭაში განთავსებულილ კაბელები, რის გამოც მოპასუხემ გააგრძელა ჭის იჯარა. ამასთან, მისივე აზრით, მოპასუხეს ყოველთვიურად ბარდებოდა საოქმო გადაწყვეტილებები ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების საფასურის შესახებ, რომელიც გამოანგარიშებული იყო გაზრდილი ტარიფის საფუძველზე, ხოლო გაზრდილი ტარიფის შესახებ ოფერტი მან განახორციელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის აპრილში.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოხსენებული განმარტება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საიჯარო ქონება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში გადასული არ ყოფილა. მოსარჩელის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციის ჭაში გატარებული იყო მოპასუხის კუთვნილი საკაბელო ხაზი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საიჯარო ქონების ფაქტობრივი მფლობელის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. ქონება მეიჯარის მფლობელობიდან არ გადასულა მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტისთანავე განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი კაბელების დემონტაჟი ან ჩაჭრა, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდისათვის სახეზე იყო ვალდებულების დარღვევის არაერთი ფაქტი მოპასუხის მხრიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულზე, თავისი ნება მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2018 წლის 25 მაისის წერილით დააფიქსირა მოპასუხესთან.

 

2.5.8. სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ფაქტობრივი მომსახურების გაწევის გამო მოიჯარეს დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა, სახეზე უნდა იყოს საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება, რომელიც ხელს უნდა უშლიდეს მესაკუთრეს გამოიყენოს კუთვნილი ქონება. ფაქტობრივი მომსახურებისათვის დაკისრებული საიჯარო ქირა, პრაქტიკულად არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებაა და წარმოადგენს მიყენებული ზიანის კომპენსირებას ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება, მოსარჩელემ, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, არ მოახდინა მოპასუხის კუთვნილი კაბელის დემონტაჟი, ამასთან მოსარჩელის წარმომადგენელი დარწმუნებით ვერც იმას განმარტავს, კაბელები ისევ სატელეფონო კანალიზაციის ჭაში მდებარეობს თუ არა და რომელ ორგანიზაციას უწევს იგი მომსახურეობას, ყოველივე აღნიშნული კი სასამართლოს თვალსაზრისით, გამორიცხავს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არსებული ურთიერთობის დაკვალიფიცირებას ფაქტობრივ მომსახურებად და მისი ღირებულების დაკისრების მართლზომიერებას.

 

2.5.9. მოსარჩელემ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომსახურების გაზრდილი ტარიფის შესახებ გამოაქვეყნა ოფერტის შეთავაზება, რის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა შეეტყო აღნიშნული გარემოების შესახებ. მისივე განმარტებით, ფაქტობრივი მომსახურების მიღება გაზრდილი ტარიფით, სწორედ ამ ოფერტის საფუძველზე განხორციელდა.

 

სასამართლოს თვალსაზრისით მცდარია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან ტარიფის გაზრდის შესახებ მხარეს აცნობა ოფერტის გზით. ასეთ შემთხვევაშიც, მითითებული ნორმების საფუძველზე, მხარეებს შესაბამისი უფლება-ვალდებულებები წარმოეშვებოდათ მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვინაიდან, კანონი აქცეპტირებას, სწორედ, ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირებს. ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით ხელშეკრულების დადება არის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე აპელირებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილიდან, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ, მოპასუხეს მოწვევის ოფერტზე აქცეპტი არ განუხორციელებია და ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საოქმო გადაწყვეტილებები ფაქტობრივი მომსახურების საფასურის დაკისრების შესახებ, მოპასუხეს ჩაბარდებოდა, მხოლოდ შეცვლილი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ექნებოდა ვარგისი სამართლებრივი საფუძველი 2014 წლის აპრილის შემდეგ დარიცხული თანხების დაკისრებას.

 

2.5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ფაქტობრივი მომსახურების გაწევის წინაპირობები და შესაბამისად, მოპასუხეზე დავალიანების 21887.82 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე სს ,,ს--–-----მა“ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მტკიცებით, არასწორია ბ-------ს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ ზუსტად არ იცის ვის უწევს მომსახურებას სს ,,ს--–-----ი“ამ კაბელებით და სადავო კაბელები ისევ საკანალიზაციო ჭაშია განთავსებული თუ არა.

 

აპელანტის განმარტებით ზემოაღნიშნული განცხადება მართლაც გაკეთდა მის მიერ სასამართლო სხდომაზე, თუმცა ასეთი შეეხებოდა არა 2014 წლის პერიოდს, არამედ პროცესის მიმდინარეობის დროისათვის არსებულ ვითარებას. აღნიშნულ გარემოებეზე მითითებით კი სასამართლო ნებით, თუ უნებლიეთ ავითარებს იმგვარ ლოგიკას, რომ ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროისათვის (და არა 2014 წლის აპრილიდან დეკემბრამდე) არ აქვს ინფორმაცია მოპასუხის კუთვნილი კაბელების განთავსების შესახებ, ასეთი თითქოსდა უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენის საფუძვლად, რომ 2014 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, მოპასუხეს მომსახურება არ მიუღია. რომლის დროსაც ცალსახაა, რომ მოპასუხეს კაბელები განთავსებული ჰქონდა ჭაში, რასაც ადასტურებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დანართებში მითითებულია კაბელის მიმართულება, რაოდენობა და მახასიათებლები.

 

მოსარჩელე მოპასუხეს ედავება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შედეგად დარიცხულ დავალიანებას - 2014 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, რომლის დროსაც ცალსახაა, რომ კაბელები განთავსებული იყო სატელოკომუნიკაციო ჭაში და მოპასუხე იღებდა მომსახურებას, ხოლო ის ფაქტი კი,რომ საქმის განხილვის დროისათვის მოსარჩელის წარმომადგენელს არ აქვს ინფორმაცია მოპასუხის კუთვნილ კაბელებზე არ ნიშნავს იმას, რომ 2014 წლის აპრილიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით მომსახურების გაწევის ფაქტი სათუოა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს თვალსაზრისი იმის თაობაზე, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ რომ 2014 წლის აპრილის თვიდან კაბელები აღარ იყო განთავსებული სს ,,ს--–-----ის“ ჭებში, ისეთ ვითარებაში, როდესაც ფაქტია რომ მხარეს არ მოუხდენია განთავსებული კაბელების ამოღება სატელეკომუნიკაციო ჭებიდან, რასაც მოპასუხე თავადაც არ უარყოფს და ამასთან არც საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

3.2. არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თითქოს 2014 წლის აპრილის თვეში შეწყდა მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულება, აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. 2014 წლის აპრილიდან გამოქვეყნდა მოწვევის ახალი ოფერტი, რომელიც ადგენდა დაშვების ახალ ტარიფებს. გამოქვეყნებული ოფერტით განსაზღვრული იყო აქცეპტის ფორმა, რომლის მიხედვითაც თუ აქცეპტანტი არ ეთანხმებოდა ტარიფების ცვლილებას იგი ვალდებული იყო წერილობით ეცნობებინა ოფერენტისთვის ამის შესახებ, რაც მხარემ არ გააკეთა. მხარეებს არ გაუფორმებიათ არც შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არც წერილობით უცნობებიათ ერთმანეთისთვის, ხოლო ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად იგი მოქმედებდა ერთი წლის ვადით, თუმცა თუ რომელიმე მხარის მიერ არ მოხდებოდა მისი შეწყვეტა წერილობითი ნების გამოხატვის გზით, იგი გრძელდებოდა ავტომატურად.

 

3.3. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეს უფლება ქონდა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტისთანავე განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი კაბელების დემონტაჟი ან ჩაჭრა. აღნიშნულის უფლებამოსილება მხარეს არ გააჩნია ვინაიდან მას უფლება არ აქვს ცალმხრივად, მხარის დასწრების გარეშე განახორციელოს ჩაჭრა ან დემონტაჟი, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის გაუგებრობები და სხვა სამართლებრივი შედეგები. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, მათ შეეძლოთ მხოლოდ მომსახურება შეეწყვიტათ მოპასუხისათვის, რაც წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, აღნიშნული არ გულისხმობს კაბელების ცალმხრივად ამოღებას.

 

3.4. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე, 591-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 394-ე მუხლებზე; "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე და 34-ე მუხლებზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.5. პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.2.2. 2----–-–------------ მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, „ს--–-----ი“ („კომპანია“) უზრუნველყოფდა შპს „B----- M---- G----“-ის („აბონენტი“) კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში და ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებას, ხოლო აბონენტი კისრულობდა ვალდებულებას სრულად გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან ამავე ხელშეკრულების თანახმად:

2.1. პუნქტი - ხელშეკრულება მოქმედებდა ხელმოწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტდა ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე;

3.1. პუნქტი - კომპანიის მიერ აბონენტისათვის მიწოდებული კონკრეტული მომსახურების ყოველთვიური ღირებულება განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართების საფუძველზე;

3.2. პუნქტი - თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების დანართით, ყოველთვიური მომსახურების ღირებულების გადახდა აბონენტის მიერ უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, შესაბამისი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე;

3.4. პუნქტი - მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების ღირებულების ცვლილებები ხორციელდება კომპანიის მიერ ერთპიროვნულად და ცალმხრივად. ცვლილებები ძალაშია მისი საჯარო გამოცხადებიდან ან/და კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებიდან ან/და აბონენტისათვის შეტყობინებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის შემდეგ;

4.2.3. პუნქტი - აბონენტი ვალდებულია მომსახურების მიწოდების ადგილად რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების ან/და უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მომსახურებით სარგებლობით უფლების გადაცემა უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, ან/და წერილობით მოსთხოვოს კომპანიას მომსახურების მიწოდების მისამართის ცვლილება ან მომსახურების მიწოდების შეწყვეტა ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

4.2.4. პუნქტი - აბონენტი ვალდებულია 30 დღით ადრე წერილობით აცნობოს კომპანიას მისთვის არასასურველი მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის შესახებ;

4.3.1. პუნქტი - კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს აბონენტს მომსახურების ღირებულების გადახდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება;

4.3.2. პუნქტი - კომპანია უფლებამოსილია აბონენტის მიერ ხელშეკრულების 4.2.2. და 4.2.3 პუნქტებით განსაზღვრული პირობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოსთხოვოს აბონენტს მიღებული მომსახურების საფასურის გადახდა და მის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს მომსახურების შეზღუდვა ან/და შეწყვეტა;

5.1. პუნქტი - აბონენტის მიერ მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია შეუზღუდოს ან/და შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდეგში „რეგლამენტი“) შესაბამისად;

9.2. პუნქტი - ხელშეკრულების ან/და მომსახურების წესში, ასევე ტარიფების ცვლილებები ხორციელდება კომპანიის მიერ ერთპიროვნულად და ცალმხრივად. ცვლილებები ძალაშია მისი საჯარო გამოცხადებიდან ან/და აბონენტისათვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ, თუ აბონენტი არ ეთანხმება ახალ პირობებს, მას უფლება აქვს აღნიშნული 10 დღის განმავლობაში მოშალოს ხელშეკრულება. აღნიშნულ ვადაში აბონენტის წერილობითი უარის მიუღებლობა ჩაითვლება აბონენტის აქცეპტად და წინამდებარე ხელშეკრულება გაგრძელდება ახალი პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ 13-16).

 

4.2.3. ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს აბონენტის კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში (შემდგომში მომსახურება), ხოლო აბონენტი კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

აღნიშნული დანართების თანახმად, სატელეფონო კანალიზაციის იჯარის ტარიფები განისაზღვრა მომსახურების მიწოდების მისამართების მიხედვით: ქ. ბ-------, მ---------------------დან ქ--------------------მდე - 70 ლარით, გ---------------------------–--------------- გ---------------------მდე - 140 ლარით, ჭ--------------დან №4--მდე, პ--–-----------დან ბ-----ს №4--მდე, ჭ---------------დან პ--–-------------მდე, ჭ-----------------დან მ----------------მდე, ჭ-----------------დან ა---------------მდე და ა--------------- დან ა---------------მდე სატელეფონო კანალიზაციის იჯარა 2 კმ კაბელით შეადგენდა 140 ლარს, 5 კმ კაბელით-350 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართ№1, დანართი №2, დანართი № 3(იხ. ს.ფ 17-19).

 

4.2.4. შპს „B----- M---- G----“-სა სს ,,ს--–-----ს“ შორის 2011 წლის 04 ოქტომბერს დადებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2011 წლის 04 ოქტომბერს სს ,,ს--–-----ის“ კანალიზაციაში ჩაიდო კაბელი შემდეგი მახასიათებლებით: 1) ქ.ბ-------, გ------------------თან არსებული სატელეფონოსათვალთვალო ჭიდან მ.ა--–--ის №------მდე; 2) ჩადებული კაბელის სიგრძე 1208 მ.; 3) ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი ობ.12; 4) კაბელის დიამეტრი 15 მმ-დე; 5) კაბელის მარკირება 7-1-12-159.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ 20).

 

4.2.5. 2014 წლის 28 მაისს სს ,,ს--–-----მა“ წერილით მიმართა შპს „B----- M---- G----“-ს და აცნობა, რომ ამავე წლის 31 აპრილის მდგომარეობით სს ,,ს--–-----ის“ მიმართ მათ ერიცხებათ დავალიანება 4899.82 ლარის ოდენობით, რაც უნდა გადაეხადათ 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული დავალიანების არსებობა მხარეთა შორის სადავო არაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვა, მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ს.ფ 71. სასამართლო სხდომის ოქმები).

 

4.2.6. 2014 წლის მაისის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით სს ,,ს--–-----ი“ შპს „B----- M---- G----“-ს ყოველთვიურად უგზავნიდა საოქმო გადაწყვეტილებებს მომსახურების გაზრდილი ტარიფით მიწოდების თაობაზე და ასევე გაწეული მომსახურების ანგარიშებს, რაც ჩაბარებული აქვს მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საოქმო გადაწყვეტილებები , შესაბამისი მიმართვები , გაწეული მომსახურების ანგარიშები, წერილობითი კორესპოდენციის ფოსტის მეშვეობით მოპასუხეზე ჩაბარების ამსახველი უკუგზავნილები(იხ. ს.ფ 72-109 ).

 

4.2.7. მომსახურების ტარიფის გაზრდა ( 2014 წლის აპრილი) სს ,,ს--–-----ის“ მიერ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის შორის ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ დაიდო 2----–-–------------, რომელიც მოქმედებდა ხელმოწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ამასთან ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტდა მას ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პერიოდის წინარე პერიოდში არ მომხდარა ხელშეკრულების წყვეტა, შესაბამისად ასეთი 2013 წლის 21 ივნისიდან გაგრძელებულ იქნა კვლავ ერთი წლით-2014 წლის 21 ივნისამდე, რაც შემდგომ ასევე გაგრძელებულ იქნა 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.1.პუნქტი

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი, სააპელაციო საჩივარი)

 

4.2.8. გაზრდილი ტარიფის შესაბამისად 2014 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით გაწეული მომსახურების მიწოდების პირობებში მოპასუხეს მიმწოდებლისათვის უნდა გადაეხადა 21 887.82 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საოქმო გადაწყვეტილებები და ანგარიშები (იხ. ს.ფ 72-96).

 

4.2.8. დადგენილია, რომ შპს „B----- M---- G----“-ი სს ,,ს--–-----ს“ არ შედავებია მომსახურების საფასურის გაზრდის თაობაზე. (იხ. სამოქალაქო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები)

 

4.2.9. დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბრის თვის შემდეგ სს ,,ს---–-----მა“ შეწყვიტა შპს „B----- M---- G----“-ისათვის მომსახურების მიწოდება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები.(იხ. სარჩელი. სასამართლო სხდომის ოქმები)

 

4.2.10. დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგინა მარტივი, არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. (იხილეთ შესაგებელი ს.ფ 123-130).

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს იჯარის ხელშეკრულებიდან.

სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არაა 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით საიჯარო ქირის - 4899,92 ლარის ოდენობით ანაზღაურება, სააპელაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს, 2014 წლის მაისის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მხარეები იმყოფებოდნენ თუ არა საიჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მისგან წარმოშობილი საიჯარო ქირის - 21887.82 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება.

4.3.2. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში სარჩელის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.

 

პალატა მიუთითებს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა;

 

4.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

4.3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

4.3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

4.3.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------, მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, „ს--–-----ი“ („კომპანია“) უზრუნველყოფდა შპს „B----- M---- G----“-ის („აბონენტი“) კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში და ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებას, ხოლო აბონენტი კისრულობდა ვალდებულებას სრულად გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4.3.7. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ 2014 წლის მაისის თვიდან მხარეთა შორის შეწყდა იჯარის ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხეს არა აქვს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3.8. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 559-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------ მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების თანახმად, იგი ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტდა ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე. ამავე ხელშეკრულების თანახმად, უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარემ წერილობით უნდა მოსთხოვოს კომპანიისათვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტა ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ამასთან, დადგენილია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული საიჯარო ქირის დავალიანება 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით - 4899,92 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული საოქმო გადაწყვეტილებებით ასევე დადგენილია, რომ სს ,,ს--–-----ი“ 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით აწვდიდა ინფორმაციას შპს „B----- M---- G----“-ს გაწეული მომსახურების თაობაზე მომსახურების შესაბამის ანგარიშებთან ერთად. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან სს ,,ს--–-----ის“ ჭებიდან ამოიღო მისი კუთვნილი კაბელები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მიერ სადავო პერიოდზე მომსახურების მიღებას. ამდენად, პალატა დადგენილად მიინევს, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა ყოველწლიურად ავტომატურად გრძელდებოდა, 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით მანამ, სანამ სს ,,ს--–-----მა არ შეუწყვიტა მოპასუხეს მომსახურების მიწოდება.

 

4.3.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ამავე კოდექსის 330-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს.

 

4.3.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ან/და მომსახურების წესში, ასევე ტარიფების ცვლილებები ხორციელდება კომპანიის მიერ ერთპიროვნულად და ცალმხრივად. ცვლილებები ძალაშია მისი საჯარო გამოცხადებიდან ან/და აბონენტისათვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ, თუ აბონენტი არ ეთანხმება ახალ პირობებს, მას უფლება აქვს აღნიშნული 10 დღის განმავლობაში მოშალოს ხელშეკრულება. აღნიშნულ ვადაში აბონენტის წერილობითი უარის მიუღებლობა ჩაითვლება აბონენტის აქცეპტად და წინამდებარე ხელშეკრულება გაგრძელდება ახალი პირობებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2014 წლის მაისის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მოპასუხეს მიეწოდებოდა მომსახურება გაზრდილი ტარიფით, საერთო ჯამში - 21 887.82 (ოცდაერთი ათას რვაასოთხმოცდაშვიდი ლარი და 82 თეთრი) ლარის ღირებულების, რადგან დადგენილია, რომ სს ,,ს--–-----ი“ შპს „B----- M---- G----“-ს ყოველთვიურად აწვდიდა ინფორმაციას (საოქმო გადაწყვეტილებების სახით) მის მიერ გაწეული მომსახურების მოცულობისა და ტარიფის თაობაზე. დადგენილია, რომ შპს „B----- M---- G----“-ი სს ,,ს--–-----ს“ არ შედავებია მომსახურების საფასურის გაზრდის თაობაზე. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება გაზრდილი ტარიფით.

 

4.3.11. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ კომპანია უზრუნველყოფს აბონენტის კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში, ხოლო აბონენტი კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

4.3.12. პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ ას-233-221-17).

4.3.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.

4.3.14. სააპელაციო პალატა მოუხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის ზემოხსენებული ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით. შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ, ამა თუ იმ, ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად: სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა.

 

4.3.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 2017 წლის 02 მარტის ას-664-635-2016 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.

 

4.3.16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული იქნა მის მიერ მითითებული მომსახურება, რაც მიღებული იქნა მოპასუხის მიერ. პრეზუმირებული ფაქტები ისეთი ფაქტებია, რომელთა გაქარწყლების ტვირთი მოპასუხეს აწევს, მოპასუხის შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს.

 

4.3.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით სასამართლო უნიშნავს ვადას მოპასუხეს იმისთვის, რომ მან წარმოადგინოს შესაგებელი. პალატა მიუთითებს, რომ დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელში არ მოახდენს ფაქტობრივ გარემოებებზე სრულყოფილად შედავებას, შემდგომში მისი ეს უფლება ქარწყლდება და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.

 

4.3.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა.

 

4.3.19. როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგინა მარტივი შესაგებელი, რომლითაც ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებული არგუმენტები, რაც გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მარტივი და არაკვალიფიციური შესაგებელი, ამდენად, არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ისე სააპელაციო სასამართლო შეზღდულია გაიზიაროს მის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეფასება მისცეს მოპასუხის მიერ მითითებულ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებებს.

 

4.3.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

4.3.21. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპზე მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება - კვალიფიციურად შედავებოდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას - პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის მაისის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მხარეები იმყოფებოდნენ საიჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში, რის საფუძველზედაც მოსარჩელე მხარემ გაუწია მოპასუხე მხარეს 21887.82 ლარის ოდენობის მომსახურება, რაც მიღებული იქნა მის მიერ. საიჯარო-სამართლებრივი და ზოგადად ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, სს ,,ს--–-----ს“ წარმოეშვა უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს მის მიერ გაწეული და მიღებული მომსახურების ანაზღაურება, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს--–-----ის“ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,ს--–-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ს--–-----ის“ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხე შპს ,,B----- M---- G---“ს (ს.კ 4--------) სს ,,ს--–-----ი“ს (ს.კ 2--------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 693.74 (ექვსასოთხმოცდაცამეტი ლარი და 74 თეთრი)ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50(ორმოცდაათი) ლარისა და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 871 (რვაასსამოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება(გადახდა).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ს--–-----ი“ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. 2.ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; 3.სს ,,ს--–-----ი“ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. 4. მოპასუხე შპს ,,B----- M---- G---“ს (ს.კ 4--------) სს ,,ს--–-----ი“ს (ს.კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 26 784.64 (ოცდაექვსი ათას შვიდასოთხმოცდაშვიდი ლარი და 64 თეთრი) ლარის გადახდა. 5. მოპასუხე შპს ,,B----- M---- G---“ს (ს.კ 4--------) სს ,,ს--–-----ი“ს (ს.კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 693.74 (ექვსასოთხმოცდაცამეტი ლარი და 74 თეთრი)ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50(ორმოცდაათი) ლარისა და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 871 (რვაასსამოცდათერთმეტი) ლარის ანაზღაურება(გადახდა); 6. მოსარჩელე სს,,ს--–-----ს“ (ს.კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2015 წლის 25 მარტს № 533 ელექტრონული საგადახდო დავალებით სს,,საქართველოს ბანკში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-803.63 ლარის ნაწილი-73.49 (სამოცდაცამეტი ლარი და 49 თეთრი)ლარი და 2015 წლის 25 მარტს № 534 ელექტრონული საგადახდო დავალებით სს,,საქართველოს ბანკში“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 100(ასი) ლარი. (ანგარიშის სახაზინო კოდი 300693150) 7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა