2. ოფერტის აქცეპტი ძალაში შედის იმ მომენტში, როდესაც აღნიშნული თანხმობა  მიღებულია ოფერენტის მიერ. აქცეპტს ძალა არა აქვს, თუ ოფერენტი არ იღებს აღნიშნულ თანახმობას დადგენილ ვადაში, ხოლო თუ ვადა დადგენილი არ არის - გონივრულ ვადაში, ამავდროულად, მხედველობაში მიიღება გარიგების პირობები, მათ შორის ოფერენტის მიერ კავშირის საშუალებათა გამოყენების სისწრაფე. ზეპირი ოფერტა აქცეპტირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ, თუ გარემოებებს სხვა რამ არ მოჰყვება.

3. მაგრამ თუ ოფერტის ძალით ან იმ პრაქტიკის შედეგად, რომელიც დაადგინეს მხარეებმა თავიანთ ურთიერთობაში ან ჩვეულების თანახმად, ოფერტის ადრესატს შეუძლია ოფერენტისათვის შეუტყობინებლად გამოხატოს თანხმობა რაიმე მოქმედების შესრულების გზით, კერძოდ მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება საქონლის გაგზავნას ან ფასის გადახდას, აქცეპტი ძალაში შედის ასეთი მოქმედების შესრულების მომენტში იმ პირობით, რომ იგი შესრულებულია წინა პუნქტში გათვალისწინებული ვადების ფარგლებშ