2. თუმცა პასუხი ოფერტაზე, რომელიც მიზნად ისახავს აქცეპტის როლის შესრულებას, მაგრამ შეიცავს დამატებით ან განსაკუთრებულ პირობებს, რომლებიც არსებითად არ ცვლის ოფერტის პირობებს, წარმოადგენს აქცეპტს, თუ ოფერენტი გაუმართლებელი შეყოვნების გარეშე ზეპირად არ გამოთქვამს აზრს ამ განსხვავებათა წინააღმდეგ და ამის შესახებ შეტყობინებას არ გაგზავნის, მაშინ ხელშეკრულების პირობები იქნება ოფერტის პირობები იმ ცვლილებებით, რომლებსაც შეიცავს აქცეპტი.

3. მიჩნეულია, რომ დამატებითი ან განსხვავებული პირობები, მათ შორის საქონლის ფასთან, გადახდასთან, ხარისხსა და რაოდენობასთან, მიწოდების ადგილსა და ვადასთან, ერთ-ერთი მხარის პასუხისმგებლობის ზომასთან მეორის წინაშე ან დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, არსებითად ცვლიან ოფერტის პირობებ