განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002184290
საქმე №3ბ/1108-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------ დ-------–---–ი;
წარმომადგენელი: ლ----------ი კ--------ე;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი: ნ---- ხ----------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს--–---- ა--–--ე;
მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - ჯ----– მ---------–ი;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მ------ დ-------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სოლიდარულად დაეკისროთ მ------ დ-------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 120 000 (ასოცი ათასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მესამე პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.4. მესამე პირი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, სხდომი თარიღი და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------ დ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისრა მ------ დ-------–---–ის სასასრგებლოდ მორალური ზიანის ანაზაღაურება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელის სხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 1--------- წლის N------------------ წერილის თანახმად, 2----–-–------------–- მ–----ის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. მ–----ის მიმდებარედ ზ----ის პ------–------ში მ------ დ-------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 1--------- წლის N---------------- წრილის თანახმად, 2----–-–------------–- მ–----ის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ. მ–----ის მიმდებარედ ზ----ის პ------–------ში მ------ დ-------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ მ------ დ-------–---–ს აღნიშნულ ტერიტორიაზე მის მიერ მოზომილი მიწის ნაკვეთის დასუფთავების დროს შემთხვევით აუფეთქდა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმი, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზებით დადგინა, რომ მ------ დ-------–---–ს აუფეთქდა ს----------------ის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ დარჩენილი ქვეითთა საწინაღმდეგო П-----ის ტიპის ნაღმი. დასადგენად იმისა თუ ვის ბალანსზე იყო ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოხდა აფეთქება, მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის თაობაზე, რაზედაც მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ იქნა ცნობა, რომ მითითებული ტერიტორია ჯ----------------ის ქვედა მხარეზე, სადაც საბჭთა კავშირის დაშლამდე დისლოცირებული იყო ს----------------ი, ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას საკ. კოდებით 7-----------; 7-----------; 7-----------; 7-----------; 7----------;. 7-----------. 7-----------; 7-----------; 7-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 1--------- წლის N------------------ წერილი (იხ. ს.ფ. 19);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს 1--------- წლის N---------------- წერილი (იხ. ს.ფ. 99)
5.3. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ლ--–------" 1--------- წლით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მ------ დ-------–---–ი, 2----–-–------------–- მოთავსდა სტაციონარში და 1--------- წელს გაეწერა. ტრავმა მიიღო 2--------- წელს ხელში ნაღმის აფეთქების შედეგად. მიყვანილი იქნა სამედიცინო ცენტრ ,,ლ--–---ში" თვითდაზიანებით. ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური გამოკვლევა, მარჯვენა მტევნის და მარჯვენა ტერფის I თითის ტრამვული ამპუტაცია, აღინიშნებოდა უცხო სხეულის არსებობა სახის ქსოვილებში, მრავალგზის ჭრილობები თავისა და კისრის მიდამოში, თვალის კაკლის ნაფლეთოვანი ჭრილობა თვალშიგა გარსის გამოვარდნით. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. გაკეთდა საწარაფო ოპერაციები. სტაციონარიდან გაწერისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
5.4. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ნ--------------–--ის" 2----–-–------------–ით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მ------ დ-------–---–ს 2--------- წელს ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ: ოპერაცია ფერადი გარსის დაზიანებულ უბანზე C----------------------; ოპერაციები რქოვანაზე და სკლერაზე პერფორაციული ტრამვის დროს C-------------; კონიუნქტივის გაკვეთა (სკლერის რევიზია O------) S---------; თავზე და კისერზრ კანის გაკერვა 6----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა (იხ. ს.ფ. 15);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ (იხ. ს.ფ. 12-14)
5.5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1---------), თანახმად, მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი N7-----------. ზ-------–------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–----–-----------------–--------------------------------–-----------------------------------------–------------------------------------------–-------------------------------------------------------------------–---------------------------------------–-–------------–------------------------–-----------------–-----–------------------–----------------------------------------–-–-------------------------–--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 16).
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები და არა მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, კერძოდ, „(საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. " ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
6.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დებულების დამტკიცების შესახებ" 2016 წლის 11 თებერვლის საქართველოს მთავრობის N70 დადგენილების 1.1. მუხლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
ამავე დადგენილების 5 "ა" მუხლის თანახმად, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, სამინისტროს ქონებას შეადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, აგრეთვე სამინისტროს ბალანსზე/სარგებლობაში რიცხული ქონება.
6.3. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების 2"ა" მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზანია ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. ამავე დადგენილების 3"ჰ3" მუხლის თანახმად, სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებას: ჰ3) სახელმწიფო ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და არამართლზომიერი სარგებლობის აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
6.4. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 09 ოქტომბრის N412 ბრძანებულების (მ–----ის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული მ–----ის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ) მე-5 პუნქტით დაევალა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ერთი თვის ვადაში წარედგინა ადრე მიღებული სამთავრობო გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჯ----------------ის მიმდებარე ზონაში არსებული ს---------------ის დემონტაჟის გრაფიკი.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის N79 ბრძანებულების (მ–----ის აღორძინებისა და განვითარების ფონდისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის შესახებ) მე-6 პუნქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაევალა უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 09 ოქტომბრის N412 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესრულების მიზნით, 1998 წლამდე დაამთავროს ჯ----------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ს---------------ის დემონტაჟი-გატანა.
6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. მ–----ის მიმდებარედ, ზ----ის პ------–------ში, ყოფილი ს---------------ის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ 7-----------) 2----–-–------------–- ნაღმის აფეთქბის შედეგად, მოსარჩელე მ------ დ-------–---–მა, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაზედაც მ–---------------ის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მ------ დ-------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117.1. მუხლით. გამოძიებით დადგინდა, რომ მ------ დ-------–---–ს აღნიშნულ ტერიტორიაზე მის მიერ მოზომილი მიწის ნაკვეთის დასუფთავების დროს შემთხვევით აუფეთქდა ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმი, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება. გამოძიების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზებით დადგენილ იქნა, რომ მ------ დ-------–---–ს აუფეთქდა ს----------------ის მიერ აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ დარჩენილი ქვეითთა საწინაღმდეგო П-----ის ტიპის ნაღმი. მ–----ის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მითითებული ტერიტორია ჯ----------------ის ქვედა მხარეზე, სადაც საბჭთა კავშირის დაშლამდე დისლოცირებული იყო ს----------------ი, ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მათ შორის საკ. კოდით 7-----------.
6.6. სასამართლოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობით. სახელდობრ: სახელმწიფო ვალდებული იყო უზრუნველეყო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უსაფრთხოების წესების დაცვა (ტერიტორიის შემოღობვა, საინფორმაციო დაფის განთავსება/გაფრთხილება - შესაძლო საფრთხის არსებობის თაობაზე), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვეაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება გამოხატება უმოქმედობით. შესაბამისად, დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება), მოპასუხე ადმინისტრაციულ უმექმედობას შორის.
6.7. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციულ ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლის დანაწესზე და განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობით (არ დაიცვა ტერიტორია, არ განათავსა საინფორმაციო დაფები, გაფრთხილებით - შესაძლო საფრთხის არსებობის თაობაზე), რის შედეგადაც, მოსარჩელე მიადგა მორალური ზიანი, ვინაიდან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემობების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელე მ------ დ-------–---–ს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანის სახით 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში კი მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ იყო შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, ამდენად არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
7. აპელანტ მ------ დ-------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
7.1. მ------ დ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა ფაქტებს, თუმცა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ მიიღო სათანადო გადაწვეტილება.
8. აპელანტ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
8.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ როგორც მოპასუხე არასათანადოდ ჩართო საქმეში და არ დაადგინა ვისი პასუხისმგებლობა იყო მომხდარი, სახელმწიფოსი თუ სამინისტროსი.
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში მ------ დ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის - 60 000 (სამოცი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის - 120 000 (ასოცი ათასი) ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის29.1. მუხლზე ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ მოხმობილ განმარტებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/3/423) ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა,ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, კერძოდ: ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
პალატა იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
აღნიშნულ შემთხვევაში მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მ------ დ-------–---–ის მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული ამდენად სასამართლოს მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას პალატა გამართლებულად მიიჩნევს.
რაც შეეხება მ------ დ-------–---–ის მოთხოვნას მორალური ზიანის ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსნტაციის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლები სწორად შეამოწმა და შეფასებას სწორი მისცა. იმდენად, რამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას მორალური ზიანის დადგენის და ანაზღაურების ნაწილში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“. (უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმე№ბს-972-936(3კ-08)
,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა."(საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმეNბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ)
პალატა აქვე მოიხმობს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: მორალური ზიანი მთელი თავისი არსით შესაძლებელია წარმოიშვას არა ზიანის მიყენების მომენტში, არამედ იგი შესაძლოა დადგეს მოგვიანებით, მკურნალობის უშედეგობის, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესის და რიტმის შეცვლის, მკურნალობის უშედეგობის გამო. ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვიული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (იხ. სუს 08.04.09წ. გადაწყვეტილება საქმე #ბს-972-936(3კ-08))
სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, კერძოდ, სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული არაქონებრივი ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. (საქართველოს უზენაესი სასამართლო #ბს-34-34(კ-18) 19.07.10).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მორალურ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა. თუ რა სახის ტანჯვა მიიღო ადამიანმა აფასებს სასამართლო და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდიალურად უნდა შეფასდეს საქმის გარემოებები და პირის ფსიქოლოგიური, მორალური მდგომარეობა. მხოლოდ ამის შემდეგ იღებს სასამართლო გადაწყვეტილებას რა ოდენობით და რა სახით აუნაზღაურდეს პირს არაქონებრივი ზიანი.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარს, სადაც აპელანტი აღნიშნავს, რომ არასათანადო მოპასუხეა და სამინისტრო არ არის ის სუბიექტი, ვინც პასუხი უნდა აგოს სახელმწიფო ქონებიდან გამომდინარე საფრთხეზე, ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამინისტრო სწორად ჩართო პროცესის მონაწილე მხარედ - მოპასუხედ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნამდვილად ის სუბიექტია, რომელიც პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების განკარგვასა და მართვაზე, რაც თავის მხრივ მოიაზრებს ქონების სათანადო მდგომარეობაში ყოფნას, განკარგვა და მართვა ისე უნდა იყოს გაგებული, რომ საკუთრებიდან მომდინარე საფრთხეზე, მით უფრო მაშინ როცა შედეგი სახეზე დადგება და სხვა პირის ჯანმრთელობას მიადგება ზიანი, პასუხი აგოს სამინისტრომ.
სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
10. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ და „უ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ დ-------–---–ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა