განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
100210018002263809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100210018002263809

საქმე №2/ბ-575-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ნ--- ა------–-----------

წარმომადგენლები - ნ--- ღ--------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქ------- დ----–--ე -კ----–--ე, თ----- კ----–--ე, შ---- კ----–--ე

წარმომადგენელი- გ------- ნ-------–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ს------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი- საკომლო ჩანაწერის გაუქმება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 18 იანვარს ს------ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნ--- ა------–-----------მ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) მოპასუხეების -ქ------- დ----–--ე-კ----–--ისა და თ----- კ----–--ის (შემდგომში მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ საკომლო ჩანაწერის გაუქმების,უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.

 

მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ქ------- დ----–--ე-კ----–--ესთან და თ----- კ----–--ესთან ერთად დამატებით მოპასუხედ დაასახელა შ---- კ----–--ე.

 

1.1.სარჩელის საფუძვლები:

 

სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1. მოსარჩელე ნ--- ა------–-----------ს განმარტებით, იგი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ის შვილს. ა---- კ----–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 15 მაისს წელს. გარდაცვალებამდე იგი ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გ-------– კ----–--ის და პ------ კ----–--ის კომლში, ს------ის რაიონის სოფელ ს-----ში. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული კომლის წევრები იყვნენ მხოლოდ ა---- კ----–--ე და შ---- კ----–--ე (ძმა), ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გ-------– კ----–--ის კომლში ასევე ირიცხებოდნენ ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- კ----–--ე. ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით 1-------- წლების საკომლო წიგნებში ქ------- კ----–--ე ამოწერილია კომლიდან, არ არის მითითებული ჩაწერა-ამოწერის საფუძველი, შემდეგ კი ისევ არის ჩანაწერი. მოსარჩელის თვალსაზრისით, მისთვის გაურკვეველია თუ რა პროცედურით აღირიცხნენ მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- კ----–--ე კომლში, რადგან მათი ჩაწერა კომლში უნდა მომხდარიყო კომლის ყველა წევრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც არ არსებობს. მისივე განმარტებით,მან განცხადებით მიმართა ს------ის არქივს და მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია და გადაწყვეტილებები სოფელ ს-----ში მცხოვრები გრ. კ----–--ის კომლში ქ------- დ----–--ე-კ----–--ისა და თ----- კ----–--ის ჩანაწერის შესახებ, თუმცა წერილობითი პასუხით დადგენილია, რომ აღნიშნული ჩანაწერები ა-------ის სასოფლო-საბჭოს 1-------- წლების აღმასკომის ოქმებში არ აღმოჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხეების - ქ------- დ----–--ე-კ----–--ისა და თ----- კ----–--ის ჩაწერა გრ.კ----–--ის კომლში განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს, ასევე აღნიშნულის საფუძველზე გაუქმებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ჩანაწერები ქ------- დ----–--ე - კ----–--ისა და თ----- კ----–--ის ნაწილში უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-----------; 3-----------; 3-----------; 3-----------; 3----------- და აღნიშნულ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ შ---- კ----–--ესთან ერთად აღრიცხულ უნდა იქნეს მხოლოდ ნ--- ა------–-----------. (იხ.სარჩელი. ს.ფ.1-14;)

 

1.2. მოპასუხეთა პოზიცია

 

1.2.1. მოპასუხეებმა - თ----- კ----–--ემ და ქ------- დ----–--ე - კ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მიიჩნეს რა , სარჩელით ფაქტობრივი გარემოებები არ არის სათანადო წესით წარმოდგენილი და ამდენად მოკლებულნი არიან მასზე შესაგებლის წარდგენის ეტაპზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას და რომ ზოგადად არ არსებობს აღნიშნულით წარმოდგენილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელის.ფ. 91-92)

 

1.2.2. მოპასუხე შ---- კ----–--ის წარმომადგენლის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ცნო ნ--- ა------–-----------ს სარჩელი, სახელდობრ განიმარტა, რომ ნ--- ა------–-----------მ მიიღო მამის - აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ის სამკვიდრო და რომ ამდენად, იგი მხარს უჭერს სარჩელს საკომლო ჩანაწერის გაუქმების ნაწილშიც.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ს------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ნ--- ა------–-----------ს სარჩელი მოპასუხეების -შ---- კ----–--ის, თ----- კ----–--ის და ქ------- დ----–--ე - კ----–--ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 3-----------; 3-----------; 3----------- გაუქმდა ჩანაწერი აწ. გარდაცვლილი ა---- კ----–--ის სახელზე და მოცემულ მიწის ნაკვეთებზე თ----- კ----–--ესთან, ქ------- დ----–--ე -კ----–--ესთან და შ---- კ----–--ესთან ერთად მესაკუთრედ იქნა ცნობილი ნ--- ა------–----------- და საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 3-----------; 3-----------; 3----------- მესაკუთრის გრაფა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ნ--- ა------–-----------, თ----- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე - კ----–--ე, შ---- კ----–--ე. ასევე უძრავ ნივთებზე სკადასტრო კოდებით 3----------- და 3----------- თ----- კ----–--ესთან, ქ------- დ----–--ე -კ----–--ესთან, შ---- კ----–--ესთან ერთად მესაკუთრედ იქნა ცნობილი ნ--- ა------–----------- (ა---- კ----–--ის სამკვიდრო) და საჯარო რეესტრში უძრავ ნივთებზე საკადასტრო კოდებით 3----------- და 3----------- მესაკუთრის გრაფა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ნ--- ა------–-----------, თ----- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე - კ----–--ე, შ---- კ----–--ე. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. მოსარჩელე - ნ--- ა------–----------- (დაბ.1990 წლის 23 აპრილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პასპორტი 7-----------) არის აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ის (დაბ. თარ: 0--------- წ; გარდაცვალების თარ: 1--------- წ) შვილი. ა---- კ----–--ე გარდაიცვალა 1--------- წელს, რომელიც გარდაცვალებამდე ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გ-------– კ----–--ის და პ------ კ----–--ის კომლში ს------ის რაიონის სოფელ ს-----ში.

 

2.1.2. გ-------– კ----–--ესა და პ------ კ----–--ეს ჰყავდათ 3(სამი) შვილი: ა---- კ----–--ე (მოსარჩელე - ნ--- ა------–-----------ს მამა), მ----- კ----–--ე (მოპასუხეების - ქ------- დ----–--ე - კ----–--ის ქმარი და თ----- კ----–--ის მამა) და მოპასუხე შ---- კ----–--ე.

 

2.1.3. გ-------– კ----–--ე გარდაიცვალა 2001 წლის 20 ნოემბერს, პ------ კ----–--ე - 20-- წლის 16 იანვარს, მ----- კ----–--ე (მოპასუხეთა მეუღლე და მამა) - 2009 წლის 2 ივნისს, ხოლო ა---- კ----–--ე - 2016 წლის 15 მაისს.

 

სასამართლო დეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--- ა------–-----------ს დაბადებისა და სახელის შეცვლის მოწმობები (ს.ფ.33-35; 46-48);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 49-51);

- ა---- კ----–--ის დაბადების მოწმობა ( ს.ფ.37);

- შ---- კ----–--ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 38);

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ.39-40; 41;46);

- მხარეთა ახსნა- განმარტება (იხ.ოქმი);

 

2.1.4. ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-----------; 3-----------; 3-----------; 3-----------; 3----------- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრეებად აღრიცხული არიან აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ე და მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე, თ----- კ----–--ე და შ---- კ----–--ე. ქონება რეგისტრირებულია 2017 წლის 19 ოქტომბერს. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია მიღება - ჩაბარების აქტი №6---, ს------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი:22.06.2017 წელი, ცნობა -დახასიათება და საარქივო ამონაწერი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.53-66)

-მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

2.1.5. ს------ის რაიონის სოფელ ს----ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1997 წლის 6 თებერვალს გაცემული №6--- მიწის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ აქტი გაცემულია გ-------–(გიგა) დ-----ის ძე კ----–--ის სახელზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.52)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

2.1.6. 1986 -1995 წლების საკომლო წიგნებში გ-------– დ-----ის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან : გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე- ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი; ა---- კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე- შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, თ----- მ-----ის ასული კ----–--ე -შვილიშვილი. 20-- წლისათვის აღნიშნულ კომლში ირიცხებოდნენ ა---- კ----–--ე, ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- მ-----ის ასული კ----–--ე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საარქივო ცნობები (ს.ფ.15-27)

 

2.1.7. 1980 -1982 წლების საკომლო წიგნებში გ-------– კ----–--ის კომლში ირიცხებიან გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი , ა---- კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე-შვილი, მ-----ი კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, ამოწერილია. საარქივო ცნობით 1983 -1985 წლების საკომლო წიგნებში გ-------– კ----–--ის კომლში ირიცხებიან გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე- ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი , ა---- კ----–--ე- შვილი, მ-----ი კ----–--ე- შვილი, ამოწერილია დროებით 1991 წლამდე, შ---- კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე-რძალი, თ----- მ-----ის ასული კ----–--ე-შვილიშვილი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საარქივო ცნობები (ს.ფ.15-27)

- მხარეთა ახსნა -განმარტებები

 

2.2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე, 953-954-ემუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო (1964 წლის რედაქცია) კოდექსის 122-ე, 125-ე,128-ე მუხლებზე და საქართველოს მიწის (1971 წლის რედაქცია) კოდექსის 74-ე მუხლზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 106, 131-ე მუხლებზე.

 

2.2.1 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე,106-ე და 137-ე მუხლებზე და მუხლზე და განმარტა , რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ და რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

2.2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შ---- კ----–--ის წარმომადგენელმა ცნო ნ--- ა------–-----------ს სარჩელი და ასევე ის, რომ მოპასუხე მხარისათვის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე - ნ--- ა------–----------- არის აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ის (გარდაცვალების თარ: 1--------- წ) შვილი, რომელიც ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მშობლების - გ-------– კ----–--ის და პ------ კ----–--ის კომლში ს------ის რაიონის სოფელ ს-----ში, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე და 1421-ე მუხლის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ--- ა------–-----------ს მიღებული აქვს აწ გარდაცვლილი მამის - ა---- კ----–--ის სამკვიდრო.

 

2.2.3. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე , 173-ე, 311-ე,312-ე მუხლებზე განმარტა რა აღნიშნულ ნორმათა შინაარსი, მიუთითა, რომ საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ, ხოლო მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.2.4. სასამართლომ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმები შეაჯერა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და დადგენილად მიიჩნია, რომ ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 3-----------; 3-----------; 3-----------; 3-----------; 3----------- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მესაკუთრეებად აღრიცხული არიან აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ე და მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე, თ----- კ----–--ე და შ---- კ----–--ე. ქონება რეგისტრირებულია 2017 წლის 19 ოქტომბერს. მოცემული რეგისტრაციის საფუძველია მიღება - ჩაბარების აქტი №6---, ს------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი:22.06.2017 წელი, ცნობა -დახასიათება და საარქივო ამონაწერი.

 

2.2.5.სასამართლომ განმარტა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების შესაბამისი ნორმების შინაარსი და გააკეთა ასეთზე სამართლებრივი დასკვენები, სახელდობრ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტსა და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N949 დადგენილების მე-6 პუნქტზე, რომელთა შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის №199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა, შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, საქართველოს სამოქალაქო (1964 წლის რედაქცია) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წლის რედაქცია) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად კომლის ყველა წევრს, მათ შორის სრულწლოვანსაც და არასრულწლოვანსაც კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად ქონება რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, როლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

2.2.6. დადგენილია, რომ 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში გ-------– დ-----ის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან : გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე-ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი, ა---- კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე-შვილი, ქ------- კ----–--ე -რძალი, თ----- მ-----ის ასული კ----–--ე -შვილიშვილი.

 

2.2.7. ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან კომლის წევრები 1993 წლისათვის, კომლის წევრია ასევე მოსარჩელის მამა - ა---- კ----–--ე და შესაბამისად ისიც წარმოადგენს აღნიშნული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეს სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად.

 

2.2.8. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ--- ა------–-----------ს მოთხოვნა აღნიშნული ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შესაბამისად იგი უნდა აღირიცხოს ქონების თანამესაკუთრედ სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად, რადგან 1993 წლისათვის ა---- კ----–--ე იყო გ-------– კ----–--ის კომლის წევრი, ხოლო მოსარჩელე არის კომლის წევრის -აწ გარდაცვლილი ა---- კ----–--ის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე.

 

2.2.9. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არ არის.

 

2.2.10. სასამართლომ იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა-ქ------- დ----–--ე კ----–--ისა და თ----- კ----–--ის საკომლო ჩანაწერის გაუქმებას იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ კომლის საერთო მეურნეობაში დაკარგული ჰქონდათ კომლის ქონებაზე (საქართველოს სამოქალაქო (1964 წ.) კოდექსის 128-ე მუხლი) საკუთრების უფლება, რადგან არ არსებობს კომლის ჩანაწერის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია,სასამართლომ მიუთითა, რომ იმ დროის მონაკვეთში, რა დროის განმავლობაშიც მოპასუხეები აღრიცხული არიან კომლის წევრებად, მოსარჩელის მამკვიდრებელი- მამაც იყო აღრიცხული იყო კომლის წევრად და რომ ამდენად ლოგიკური და სამართლიანი განაწილება მტკიცების ტვირთისა იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა ადასტუროს მოპასუხეთა კომლის ჩანაწერის ბათილობის საფუძვლები შესაბამისი მტკიცებულებით, რადგან აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მასაც გააჩნდა.

 

2.2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის უტყუარობის საპირისპიროს . ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს - ქ------- დ----–--ე-კ----–--ესა და თ----- კ----–--ეს არ შეუწყვეტიათ სამართლებრივი კავშირი გ-------– კ----–--ის კომლთან და რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო სარჩელი კომლის ჩანაწერის გაუქმების შესახებ.

 

2.2.12. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოუხმო საქართველოს კონსტიტუციი 21-ე მუხლსა და „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გამტკიცებულ უფლებებს და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ეე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, რაც ასევე ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. ამასთან მიუთითა იმაზეც, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

2.2.13 ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდიანრე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისათვის , რადგანქ------- დ----–--ე-კ----–--ის და თ----- კ----–--ის სახელზე არსებული კომლის ჩანაწერის გაუქმებისათვის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო სადაო ქონებაზე ნ--- ა------–-----------ს მესაკუთრედ ცნობისა და სადაო ქონებაზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში კი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და არსებულ მესაკუთრეებთან ერთად მოცემულ ქონებაზე ნ--- ა------–----------- უნდა აღირიცხულიყო თანამესაკუთრედ.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებაში გადმოცემულ მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლი - მამაც იყო აღრიცხული კომლის წევრად, და რომ ამდენად მტკიცების ტვირთი მასზე გადმოდიოდა მტკიცებულებით, რადგან აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა მასაც გააჩნდა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხეთა საკომლო ჩანაწერის უტყუარობის საპირისპიროს, რადგან მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლთაც დადასტურდებოდა მათი კომლში ჩანაწერის კანონიერება, მაშინ როდესაც მისი მხრიდან წარდგენილი იყო უამრავი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეები (მოწინააღმდეგო მხარე) კანონის დარღვევით არიან ჩაწერილი გრ. კ----–--ის კომლში (თ. კ----–--ე მიწერილია რვეულის ფურცელზე).სახელდობრ,სარჩელს თან ერთვოდა მტკიცებულება განცხადება ს------ის რ-ნის არქივისადმი (13.06.2017 წ.) და პასუხი A-----------03 (16.06.2017 წ.), რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი კავშირი მოწინააღმდეგე მხარეს არასოდეს ჰქონია გრ. კ----–--ის კომლთან(რეგისტრირებული არასოდეს არ ყოფილან სოფ. ს-----ში) და რომ გაყალბებული დოკუმენტებით 2010 წელს მოახდინეს ქონების რეგისტრაცია.

 

3.2. აპელანტმა მიუთითა, რომ სარჩელში შუამდგომლობის ნაწილში ითხოვდა სასამართლოს გამოეთხოვა ინფორმაცია ს------ის სრს სამსახურიდან ქ. დ----–--ე-კ----–--ისა და თ. კ----–--ის რეგისტრაციის ადგილისა და რეგისტრაციის თარიღების შესახებ, რათა საქმის განხილვა მომხდარიყო ობიექტურად. ასეთზე შემდგომ, სახელდობრ 2018 წლის 11 იანვარს ასევე წარდგენილი ქონდა დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობა და პასუხები შესაბამისი სამსახურიდან იმის თაობაზე, რომ მას უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემაზე, მაგრამ სასამართლომ არათუ არ გამოითხოვა, არამედ არც იმსჯელა ამ შუამდგომლობაზე, რითაც დაირღვა დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპი, რადგან გამოთხოვილი დოკუმენტებით დადგინდებოდა, რომ მოპასუხეები არასოდეს არ იყვნენ რეგისტრირებული არა თუ ს-----ში, არამედ ს------ეშიც კი, რაც მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რადგან საკოლმეურნეო კომლის ცნებიდან გამომდინარე კომლის წევრი იმავდროულად არ შეიძლება ყოფილიყო სხვა კომლის ან ოჯახის წევრი, ხოლო ერთდროულად ორ საცხოვრებელ ადგილას ჩაწერის უფლება კანონმდებლობით არ გააჩნდათ. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის103-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც არ უნდა იყოს ისინი.

 

3.3. გადაწყვეტილებაში არ არის განხილული საარქივო ცნობებში არსებული უზუსტობა, სახელდობრ, მოპასუხეების მიერ წარდგენილ საარქივო ცნობაში (18.02.2010წ. №-/კ. შ. კ----–--ე საერთოდ არ არის ჩაწერილი, მაშინ როდესაც მის მიერ წარდგენილ სრულყოფილ ცნობაში ასეთი ჩაწერილია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოპასუხეებმა შეგნებულად გააყალბეს დოკუმენტი, რისთვისაც მათ სასამართლო დასჭირდა შ---- კ----–--ის მესაკუთრედ აღდგენაზე. ერთ-ერთი სამართლებრივი უსწორობა არის აღნიშნული ფაქტი. მოპასუხეებს მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგო დოკუმენტი არ წარმოუდგენია და არც სხვა მტკიცებულება.

 

3.4. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლოს მიერ არა მხოლოდ ფაქტობრივად, არამედ არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული თუ რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა 1964 წლის რედაქციით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე, 123-ე, 113-ე, 125, 128 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 109-ე, 111-ე, 112-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60' მუხლი, საქართველოს კანონი ,,საქ. მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და მოქალაქეთა პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3---ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება

 

სამოქალაქო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.7. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და განმარტავს:

 

სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შესაბამისად დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. სააპელაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ--- ა------–-----------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი) გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა-ქ------- დ----–--ე კ----–--ისა (პირადი № 0----------) და თ----- კ----–--ის ( პირადი №0----------) 1980 წლიდან 1993 წლის 01 იანვრის მდგომარეობით სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, რომლის 2018 წლის 06 ივლისის № 0------- პასუხის თანახმად 1980 წლიდან 1993 წლის 01 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით არც თ----- კ----–--ისა და არც ქ------- დ----–--ე-კ----–--ის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ამდენად, სააპელაციო სასამართლო სადავო ფაქტობრივ გარემოებას აფასებს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოშია მხარეთა მიერ წარდგენილი

 

4.1.2.საქმეზე თვით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, სარჩელზე დართული მტკიცებულებით- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის მიერ 2017 წლის 25 იანვარს გაცემული №A------------03 ცნობით, დადგენილია, რომ ს------ის არქივში დაცული, ა-------ის საკრებულოს სოფელ ს----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში გ-------– დ-----ის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე- ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი; ა---- კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე- შვილი,რომელიც 1995 წლის 29 ოქტომბერს გამოიყო კომლიდან, ქ------- კ----–--ე - რძალი, თ----- მ-----ის ასული კ----–--ე -შვილიშვილი. (იხ.ს.ფ.15-16) ;

 

4.1.3. საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, სარჩელზე დართული მტკიცებულებით- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის საქართველოს ეროვნული არქივის ს------ის არქივის მიერ 2017 წლის 01 თებერვლის თარიღით გაცემული №A------------04 ცნობით, დადგენილია, რომ ს------ის არქივში დაცული, ა-------ის საკრებულოს სოფელ ს----ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნებში გ-------– დ-----ის ძე კ----–--ის კომლში ირიცხებიან გ-------– დ-----ის ძე კ----–--ე- ოჯახის უფროსი, პ------ კ----–--ე-ცოლი; ა---- კ----–--ე- შვილი, შ---- კ----–--ე- შვილი. (გამოეყო 1995 წლის 29 ოქტომბერს) ქ------- კ----–--ე - რძალი, თ----- მ-----ის ასული კ----–--ე -შვილიშვილი. (იხ.ს.ფ.20-21);

 

საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, სარჩელზე დართული მტკიცებულებით- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს------ის არქივის დირექტორის მიერ 2010 წლის 18 თებერვლის №-/კ სარქივო ამონაწერით დადგენილია, რომ ა-------ის საკრებულოს 1992-2000 წლების საკომლო წიგნებიდან დასტურდება, რომ აწ გარდაცვლილი გ-------– დ-----ის ძე კ----–--ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან:1) კ----–--ე გ-------– დ-----ის ძე-კომლის უფროსი, დაბ.1919 წ.; 2)კ----–--ე პ------- ნ-----–----ის ასული, ცოლი-დაბ.1922 წელს; 3)კ----–--ე ა----, გ-------–ის ძე-შვილი, დაბ. 1958 წელს; 4) კ----–--ე ქ------- გ------ის ასული-რძალი, დაბ.1959 წელს; 5) კ----–--ე თ----- მ-----ის ასული-შვილიშვილი, დაბ. 1981 წელს. (იხ.ს.ფ.25)

 

ამდენად, სასამართლო უდაოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პერიოდში, სახელდობრ 1993 წლის მდგომარეობით, მოპასუხეები-თ----- კ----–--ე და ქ------- დ----–--ე -კ----–--ე წარმოადგენდნენ გ-------– კ----–--ის კომლის წევრებს, რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ზემოხსენებული საარქივო ცნობები არ შესაბამება სინამდვილეს, რადგან იმ მასალების თანახმად, რის საფუძველზეც აღნიშნული იქნა გაცემული, ქ------- კ----–--ის შესაბამის გრაფაში ს-----ში დიასახლისის სახით დაფიქსირებული პირზე 1985 წლის მდგომარეობით ჩანაწერში მითითებულია ,,თბილისი“, 1991-1992 წლებში კი გაკეთებულია მინაწერი ,,იგივე“, 1985 წლის მდგომარეობით თ----- კ----–--ეზეც მითითებულია ,,თბილისი“, ხოლო 1991-1992 წლებზე კი ,,---------ის მე-9 საშუალო სკოლა“, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხსენებულ პირებს გ-------– კ----–--ის კომლთან გაწყვეტილი ქონდა კავშირი, ასეთს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან გარდა იმისა, რომ აღნიშნული თვისობრივად არ წარმოადგენს იმ უტყუარი სახის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება დაემყაროს სასამართლო გადაწყვეტილება, განსხვავებით იმ მტკიცებულებებისა, რაც წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონშესაბამისად გაცემული ცნობების სახით, იგი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასაც, რადგან შესაბამის გრაფებში თვით მოსარჩელის მამა ა---- კ----–--ესთან მიმართებაში 1982 წელზე ფიქსირებულია ,,ჩ--–-------ი“ , 1991-1992 წლებზე კი ,,იგივე“, ანალოგიურად მოპასუხე შ---- კ----–--ეზე 1983 წლის მდგომარეობით ფიქსირებულია, ჩ--–-------ი“ , ხოლო 1991-1992 წლებზე ასევე მითითებულია ,,იგივე“. ამდენად, თუ მოსარჩელის განმარტება ამ თვალსაზრისით სარწმუნოდ უნდა შეფასდეს, ასეთ შემთხვევაში სამართლებრივ დასაბუთებას ლოგიკურად მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე 1991- 1992 წლების მდგომარეობით მისი მამა -ა---- კ----–--ე და ბიძა-შ---- კ----–--ე იყვნენ გ-------– კ----–--ის კომლის წევრები.

 

ამდენად, არ არსებობს გ-------– კ----–--ის კომლში ქ------- დ----–--ე-კ----–--ისა და თ----- კ----–--ის კომლის წევრად საკომლო წიგნში განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების ფაქტობრივი საფუძველი.

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2.2.1.-2.2.13 პუნქტებში მითითებულ, მათ შორის გასაჩივრებულ მოთხოვნებთან მიმართებაში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს , სახელდობრ:

 

4.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აბსოლუტურად სწორად მიუთითა განახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტსა“ და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N949 დადგენილების მე-6 პუნქტზე, რომელთა შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის №199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა, შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, საქართველოს სამოქალაქო (1964 წლის რედაქცია) კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის (1971 წლის რედაქცია) კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად კომლის ყველა წევრს, მათ შორის სრულწლოვანსაც და არასრულწლოვანსაც კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, როლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს, ანუ უფლების დამდგენ საბუთს. პალატა ასევე მიუთითებს, რომ დასახელებული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ არერთგზის განიმარტა, რომ ა)საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის და ბ) მას შემდეგ კი, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).

ამდენად , განასახილველ შემთხვევაში, გ-------– კ----–--ის კომლის ქონება 1993 წლის მდგომარეობით გარდაიქმნა რა ამ უკანასკნელის კომლის წევრების, მათ შორის მოპასუხეთა ქ------- დ----–--ე-კ----–--ისა და თ----- კ----–--ის თანასაკუთრებად, რეეტრის ჩანაწერი, რომელიც ასახავს უძრავ ქონებებზე მათი თანასაკუთრების უფლებას, სწორია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი, მასში ცვლილება კი აბსოლუტურად კანონშესაბამისად განხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტზე (მოსარჩელზე) სამკვიდრო უფლებიდან გამომდინარე მისი წილი თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციით.

 

4.2.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა (მოსარჩელე მხარემ) მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, უფრო მეტიც, ასეთი სასამართლოს დახმარებითაც შეძლებულ ვერ იქნა, შესაბამისად მან ვერ გააქარწყლა მოპასუხეთა განმარტება იმაზე, რომ ისინი ნამდვილად წარმოადგენდნენ გ-------– კ----–--ის კომლის წევრებს და საკომლო ჩანაწერები აღნიშნულის თაობაზე სწორია, სხვაგვრად რომ ვთქვათ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულება სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის საკმარისად არ მომხდარა, რის გამოც მოპასუხეთა კომლის წევრად ჩაწერის სიყალბის შესახებ ფაქტი არ დადგენილა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერები უძრავ ქონებებზე ქ------- დ----–--ე-კ----–--ეზე და თ----- კ----–--ეზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაფუძნებულია უფლების დამდგენ დოკუმენტზე-შესაბამის საარქივო ცნობაზე და არ არსებობს ასეთის გაუქმების ფაქტობრივი საფუძველი 4.2.3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი, ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობის ქონებით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები - ქ------- დ----–--ე-კ----–--ე და თ----- კ----–--ე არიან რა სადავო ქონების თანამესაკუთრეები, მათი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. 4.2.4.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის საამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად ნ--- ა------–-----------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. 5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა 5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ნ--- ა------–-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში). 6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--- ა------–-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ სვანიძე ლაურა მიქავა