1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს.
3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ ხარჯებისათვის, რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-1117(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
…ყველა ინსტანციის სასამართლოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამავე მერიის ისნის რაიონის გამგეობასთან წარმოქმნილ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. კლიენტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე და 717-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, ვალდებულია ეტაპობრივად გადაიხადოს 2 000 ლარი. ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც…
საქმე №ას-814-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2024
…იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-895-845-2015, 29.01.2016წ; №ას-1281-2018, 27.03.2019წ; იხ: ასევე, ცისკაძე მ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 394, 395). 11. სსკ-ის 717-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები; 2. ამ მუხლის…
საქმე №ას-1121-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…მითითება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას; სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები. 8.2.…
საქმე №ას-877-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
…500 ლარი, დარჩენილი 6 343.18 ლარი კი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია. 3.7. სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.…
საქმე №ას-731-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
…უგონოდ იყო, ვერ ავლენს ნებას სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან მიმართებით, ვერ გამოდგება ვარგის არგუმენტად სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თვალსაზრისით, ვინაიდან მას ასეთი ნება უკვე გამოვლენილი აქვს. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული…
საქმე №ას-1386-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
საქმე №ას-930-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2018