2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.
3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(53)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 53-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1457-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
კასატორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 712-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მ.ვ–ის ნება იყო, მის შვილისშვილს, ნ.ვ–ს, დროებით, გარკვეული პერიოდით, თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი და არა ამ სახლის გაყიდვა.
საქმე №ას-1123-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2025
მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კომპანიის წინაშე დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, ასევე, სსკ-ის 709-ე მუხლი, 712-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 394.1 მუხლი. 232. შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დაირღვა თუ არა დირექტორის - ა.ლ–ძის მხრიდან საზოგადოებაზე ზრუნვის მოვალეობა.
საქმე №ას-1257-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 712-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას.
საქმე №ბს-304(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712-ე და 720-ე მუხლებიდან გამომდინარე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, ხ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია.
საქმე №ას-306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 709-ე „დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე“, 712-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები „რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას.
საქმე №ას-306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.08.2024
საქმე №ას-1121-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
საქმე №ას-777-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2023
საქმე №ას-1058-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
საქმე №ას-1075-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2022
საქმე №ას-996-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
საქმე №ას-1305-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2022
საქმე №ას-731-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
საქმე №ას-1051-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ას-279-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2020
საქმე №ას-1077-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2020
მუხლი 23— სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 20— აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 712, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-712/