განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-505-2019 წელი
№030100118002647004
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
4 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლების – ა-–---------- კ-------ს, ფ--–--- ჯ--–--------ს,ადვოკატის – ს----- კ-------–--ს,მსჯავრდებულის – ლ-–- ლ-----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ლ-–- ლ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ლ-–- ლ-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს და რუსეთის მოქალა-ქე, პირადი №-----------, უმაღლესი გა--თლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------------–--------–------------------ში, მსჯავრდებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ლ-–- ლ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით სხვისი ნივ-თის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 10 ივნისიდან ლ-–- ლ-----ე და ე---------- კ-------- იმყოფებოდნენ რეგისტრი-რებულ ქორწინებაში. ე---------- კ--------ს, ხ-----------–----–------–---–------------------------------ში, საკუთრებაში გააჩნდა 1785 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთი მეოთხედი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომლის ღი-რებულება (ე---------- კ--------ს წილი) შეადგენს 267 212,5 ლარს.
2011 წლის 2 სექტემბერს სანოტარო აქტით (მინდობილობის საფუძველზე) ე---------- კ---------მ მის მეუღლეს - ლ-–- ლ-----ეს მიანიჭა უფლებამოსილება განეკარგა მის საკუთრება-ში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (მათ შორის გაესხვისებინა, გაეჩუქებინა და ა.შ).
მას შემდეგ, რაც ლ-–- ლ-----ესა და ე---------- კ--------ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, 2017 წლის 18 ივლისს ლ-–- ლ-----ემ, ე---------- კ--------სთან შეუთანხმებლად, კონფლიქტში მყოფი მეუღლის ქონების მითვისების მიზ-ნით, როგორც ე---------- კ--------ს წარმომადგენელმა, თავის დას - ა-- ლ-----ეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა ე---------- კ--------ს საკუთრებაში არსებული ხ-----------–----–---------–------------------------------ში მდებარე 1875 კვ.მ. არასასოფლო-სამე-ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთი მეოთხედი, მასზე განთავსებული შენობა-ნა-გებობით. აღნიშნულის შესახებ შემთხვევით ცნობილი გახდა ე---------- კ--------სთვის და მან 2017 წლის 24 ივლისის სანოტარო აქტით გააუქმა 2011 წლის 2 სექტემბრის სანოტარო აქტი (მინდობილობა), შესაბამისად, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება კვლავ რეგისტრირებულ იქნა ე---------- კ--------ს სა-კუთრებად.
2012 წლის 16 ივლისს სანოტარო აქტით (მინდობილობის საფუძველზე) ე---------- კ---------მ მის მეუღლეს ლ-–- ლ-----ეს მიანიჭა უფლებამოსილება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქ. ზ--------------------------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 15483 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (მათ შორის, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა და ა.შ), რომლის ღირებულება შეადგენს 2,050000 ლარს.
ლ-–- ლ-----ესა და ნ-----–---- კ--------ს ოჯახს შორის ქონების განკარგვასთან დაკავშირე-ბით წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, 2017 წლის 18 ივლისს ლ-–- ლ-----ემ, ნ-----–---- კ--------სთან შეუთანხმებლად, ნ-----–---- კ--------ს უძრავი ქონების მითვისების მიზ-ნით, როგორც ნ-----–---- კ--------ს წარმომადგენელმა, თავის დას - ა-- ლ-----ეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა ნ-----–---- კ--------ს საკუთრებაში არსებული ქ. ზ--------–------------------------------ში მდებარე 15483 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო და-ნიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ჩუქების ხელშეკრუ-ლება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურში და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ა-- ლ------ის საკუთრებად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ-–- ლ-----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვო-კატმა ს----- კ-------–--მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ლ-–- ლ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ლ-–- ლ------ეს არანაირი ანგარება არ ამოძრავებდა და მას ამ გარიგებებით არანაირი ქონებრივი სარ-გებელი არ მიუღია. მან საკუთარ დას ჩუქების საფუძველზე გადასცა სადაო ქონებები, რათა თავიდან აეცილებინა ზ----- კ--------სა და მისი ოჯახის მიერ სადაო ქონებების გადამალვა, რათა მომავალში შეძლებოდა დავის წარმოება. ლ-–- ლ-----ის ფინანსებით და აქტიური სამეურნეო საქმიანობით სადაო ქონებების ღირებულებები არსებითად გაიზარდა.
ზ----- კ-------- და მისი შვილები ე---------- და ნ-----–---- კ---------ი ჩვენებების მიცემი-სას ვერ ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე თუ როგორ ეცრუათ და შეცდომაში შეეყვანათ სასამართლო. ვერ ჩამოყალიბდნენ ლ-–- ლ-----ის მიერ ბიზნესის მართვის პერიოდში მი-იღეს თუ არა შემოსავალი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივლისამდე. რატომ არ გა-აუქმეს მინდობილობები, მაშინ როცა ე---------- კ--------მ ბრძანა, რომ ჰქონდა ოჯახური კონფლიქტი და 2016 წლის დეკემბრიდან ლ-–- ლ-----ეში შეეპარათ ეჭვი. ოჯახის წევრების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი, რაც თავისთავად გამორიცხავს ლ-–- ლ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
დ-------- ა----–--ის ქონებრივი გადასახადის გადაუხდელობა გამოგონილია თავად ზ----- კ--------სა და მისი ოჯახის მიერ, რათა ჰქონოდათ ლ-–- ლ-----ესთან დაპირისპირების მიზეზი. დაპირისპირების დღიდან მოყოლებული ლ-–- ლ-----ე არის მუქარისა და ძალა-დობის მსხვერპლი როგორც ზ----- კ--------ს, ისე მისი ოჯახის წევრების მხრიდან, რის შემ-დეგაც მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ქონებები, რომლებიც ფორმალურად გაფორ-მებული იყო ნ-----–---- და ე---------- კ---------ის სახელზე, შესაძლოა დაკარგულიყო და გადაეფორმებინათ მესამე პირებზე, როგორც ეს შპს „ნ-----ს“ წილის გადაფორმების შემ-თხვევაში მოხდა, ამიტომ გადაწყვიტა უსასყიდლოდ, ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე გადაეფორმებინა მისი დის - ა-- ლ-----ის სახელზე. ლ-–- ლ-----ეს ქონების მითვი-სება რომ ჰქონოდა განზრახული, ნამდვილად იპოვიდა გარეშე პირს და ნასყიდობის ფურ-ცელზე გაასხვისებდა ქონებას და კ---------იც ვერასდროს შეძლებდნენ ქონების დაბრუნე-ბას. ლ-–- ლ-----ეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის დასთან გაფორმებული ჩუქება იქნე-ბოდა დროებითი ღონისძიება, რომ თავიდან აეცილებინა მისი ქონების გადამალვა. ქ. ზ---------–------------------------------ში მდებარე ქონება შეძენილი იქნა ზ----- კ--------სთან ერთად ლ-–- ლ-----ის მიერ მისი ფინანსებით და გადაფორმდა ნ-----–---- კ--------ს სახელზე, რაც დაადასტურა მოწმე ო----- შ-------მ. გარდა ამისა გ--------------------------ში მდებარე ქონება წარმოადგენდა კარკასულ ნაგებობას, რომელიც ლ-–- ლ-----ის მიერ იქნა გარემონტებული მისი თანხებით და დღეის მდგომარეობით აქცია ბიზნეს ცენტრად. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ქონების შეძენაში ლ-–- ლ-----ესაც აქვს თანხა გადახდილი, მან აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა. ასევე მნიშვნელოვ-ნად გაიზარდა ქ. ხობში მდებარე ქონების ღირებულება და მდგომარეობა ლ-–- ლ-----ის ფინანსური დანახარჯით, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა ე---------- კ--------.
ამდენად, ლ-–- ლ-----ემ სადაო ქონება თავის საკუთარ ქონებას კი არ მიუერთა, არამედ გადასცა მესამე პირს უსასყიდლოდ, ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე. შესაბამისად ლ-–- ლ-----ის მოქმედება რეგულირდება სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით.
ლ-–- ლ-----ესა და ზ----- კ--------ს ოჯახებს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ სადაო ქონება ზ----- კ--------ს ოჯახის ფაქტობრივ სარგებლობაში იმყოფებოდა და მათ არანაირი ზიანი არ მიუღიათ.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ-–- ლ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ს----- კ-------–--ს, რომლებიც ითხოვენ ლ-–- ლ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამო-ტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ა-–---------- კ-------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივ-რის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ე---------- კ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის და ლ-–- ლ-----ე ქ. მოს-კოვში დაქორწინდნენ 2005 წელს და 2009 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში. მისმა ოჯახმა ლ-–- ლ-----ეს ჩააბარა მინდობილობით სხვადასხვა ბიზნესების მართვა. 2017 წლის ივნი-სის თვეში გაიგო საჯარო რეესტრში, რომ მისი ქონება, რომელიც მდებარეობს ხობში, იყო გადაფორმების პროცესში ლ-–- ლ-----ის დაზე - ა-- ლ-----ეზე, ხოლო ძმის ნ-----–---- კ---------ს ქონება უკვე გადაფორმებული იყო ა-- ლ-----ეზე. მან დაურეკა ა-- ლ-----ეს და უთხრა, თუ რა უფლებით იღებდა საჩუქრად მის ქონებას ლ-–- ლ-----ისგან, ა-- ლ-----ემ კი უპასუხა, რომ ეს ლ-–-ს სჭირდებოდა. ის განმარტავს, რომ ა-- ლ-----ეზე რაიმეს ჩუქება, რომ ნდომებოდა თვითონ აჩუქებდა, ეს ქმედება ლ-–- ლ-----ემ განახორციელა მის დაუ-კითხავად. მისმა მამამ, ზ----- კ--------მ, 2017 წლის ივნისის თვეში მ----- შ-----–--ს, ვ-------- ც-------ს და რ----- გ-------ს თანდასწრებით მოსთხოვა ლ-–- ლ-----ეს ყველა მინ-დობილობის დაბრუნება, მან მინდობილობები ვ------- ც-------ს მეშვეობით მეორე დღეს გამოუგზავნა ზ----- კ--------ს, რომელთა შორის არ აღმოჩნდა ის მინდობილობები, რომ-ლითაც ლ-–- ლ-----ემ განახორციელა დაზე ჩუქება. მის დედას მოუვიდა შეტყობინება საშე-მოსავლო სამსახურიდან 14 000 ლარის დავალიანების შესახებ, მათ ეგონათ, რომ ლ-–- ლ------ე იხდიდა გადასახადებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირიქით გადახდის ნაცვლად თვითონ ითვისებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ-----–---- კ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ლ-–- ლ-----ე რომ გახდა მისი ოჯახის სიძე, მიანდეს მათი ბიზნესების მართვა. მის ოჯახსა და ლ-–- ლ-----ეს შორის კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც საშემოსავლო სამსახურიდან მოუვიდათ შეტყობინება, რომ ერიცხებოდათ დავალიანება 14 000 ლარის ოდენობით. მას ლ-–- ლ-----ეს სახელზე ჰქონდა გაკეთებული უვადო მინდობილობა. მან ნოტარიუსთან ორ მინდობილობაზე მოაწე-რა ხელი, აღნიშნავს, რომ ქართულად წერა-კითხვა უჭირს, აქედან გამომდინარე, მას ნოტა-რიუსმა წაუკითხა მინდობილობის ტექსტი, სადაც გაჩუქებისა და გაყიდვის უფლებაზე არაფერი იყო ნათქვამი, ერთი სიტყვით მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მინდობილობით ის ლ-–- ლ-----ეს მისი ქონების გაჩუქების და გაყიდვის უფლებას რომ ანიჭებდა. მან არც ის იცოდა, რომ ლ-–- ლ-----ემ მისი ქონება გადაუფორმა თავის დას - ა-- ლ-----ეს. ეს მოხდა მის დაუკითხავად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ-----ი კ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ლ-–- ლ-----ე არის მისი სიძე, ქალიშვილის მეუღლე. მან ზუგდიდში გახსნა შპს „ა---------------“, რომელიც გააფორმა მისი შვილის ნ-----–---- კ--------ს სახელზე, რომელმაც ვერ გაართვა თავი ამ შპს-ს მართვას და მისი რჩევით, მინდობილობის საფუძველზე გადასცა ლ-–- ლ-----ეს. მან ქ.ზ--------–------------------------ში მდებარე „საბითუმო ბაზა“, რომელიც იყო გაფორმებული ნ-----–---- კ--------ს სახელზე მინდობილობით ამ ბაზის მართვაც მიანდეს ლ-–- ლ-----ეს. აღნიშნულ ბაზაში მას დასაქმებული ყავდა მისი ნათესავები, რომლებიც ლ-–- ლ-----ემ ეტაპობრივად მოიშორა, რადგან მისთვის არ ეთქვათ თუ რას სჩადიოდა მანდ. მან 2012 წელს დაურეკა შვილს ნ-----–---- კ--------ს და უთხრა, რომ მიეცა ლ-–- ლ-----ესთვის მინდობილობა აღ-ნიშნული ბიზნესების სამართავად. ამ მინდობილობით ლ-–- ლ-----ეს უნდა ჰქონოდა ამ ბიზნესების სამართავად ყველაფრის უფლება, გარდა გაყიდვისა და გაჩუქებისა. მისი გან-მარტებით ნ-----–---- კ--------ს უჭირს ქართულად წერა-კითხვა, სწორედ ამით ისარგებლა ლ-–- ლ-----ემ და ნოტარიუსს მინდობილობაში ჩაამატებინა გაყიდვისა და გაჩუქების უფ-ლებაც, რასაც ნ---მ ავტომატურად მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა მას შემ-დეგ, რაც მის მეუღლეს საშემოსავლო სამსახურიდან მოუვიდა შეტყობინება 14 000 ლარის დავალიანების არსებობის შესახებ. ის მივიდა საშემოსავლო სამსახურში, რათა გაერკვია თუ რა ხდებოდა, სადაც განუმარტეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნულოვანი დეკლა-რაცია იყო წარმოდგენილი, როდესაც მის თითოეული ოჯახის წევრს აქვს თავის სახელზე ბიზნესი, საიდანაც თითოეული მათგანი ღებულობს მოგებას საიდანაც 20 პროცენტი უნდა შეიტანონ საგადასახადოში. აღნიშნული პროცენტის გადასახდელად მისი ოჯახის წევრები 5 წლის განმავლობაში ლ-–- ლ-----ეს ურიცხავდნენ ყოველ თვე 5000 ლარს, აღნიშნულ თანხას კი ლ-----ე იმის ნაცვლად, რომ შეეტანა საგადასახადოში თვითონ ისაკუთრებდა, რაც გახდა დაჯარიმების მიზეზი, მიუხედავად ყველაფრისა, რადგანაც სიძე იყო ლ-–- მისი, გადაიხადა ეს ჯარიმა. მიუხედავად ამდენი დათმობისა და პატივისცემისა ლ-–- ლ-----ემ მაინც არ მოისვენა და ნ-----–---- კ--------ს სახელზე არსებული ქონება, რომელიც მილიონადაა შეფასებული დაუკითხავად ჩადო ბანკში 119 000 დოლარად. მან დაიბარა ლ-–- ლ-----ე, რათა მიეღო მისგან ახსნა-განმარტება, თუ სად წაიღო ამდენი თანხა. მათ საუბარს ესწრებოდ-ნენ მ-----ი შ-----–--, რომელიც არის ლ-–- ლ-----ეს ბიძაშვილი, ვ-------ი ც------- და რ-----ი გ-------. მას ლ-–- ლ-----ემ ვერ აუხსნა თუ რა მოუვიდა ამ თანხას, აქედან გამომდინარე, მან მოსთხოვა მას ყველა მინდობილობის დაბრუნება და განუმარტა, რომ ის უკვე აღარ იყო მისი წარმომადგენელი. მას მინდობილობები გამოუგზავნა ლ-–- ლ-----ემ ვ------- ც-------ს მეშვეობით, მაგრამ თურმე მას ქონდა გადაღებული რამდენიმე ეგზემ-პლარი ამ მინდობილობების, რომელთა მეშვეობითაც მოახერხა „საბითუმო ბაზა“ გადაე-ფორმებინა თავისი დისთვის ა-- ლ-----ესთვის. ის განმარტავს, რომ მას რა ქონებაც გააჩნია, აქვს ყველაფერი კანონიერად და ოფიციალურად, ლ-–- ლ-----ე კი ცდილობდა მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაფრის წართმევას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ------- ც-------მ განმარტა, რომ ზ-----ი კ-------- მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლ-–- ლ-----ესთან, ანუ თავის სიძესთან, ჰქონდა რაღაც თემები გასარკვევი და სთხოვა დას-წრებოდა მათ საუბარს. ზ-----ი კ--------ს და ლ-–- ლ-----ის შეხვედრას მის გარდა ესწრე-ბოდნენ: ლ-–- მ-------–--, რ----- გ------- და ლ-–-ს ბიძაშვილი მ-----ი შ-----–--. ზ-----ი კ--------მ ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების თანდასწრებით მოსთხოვა ლ-–- ლ-----ეს აეხსნა თუ რატომ ჩადო დაუკითხავად ბანკში მისი შვილის ნ-----–---- კ--------ს სახელზე არსებული ქონება, ამ ქონების ბანკში ჩადების საფუძველზე ბანკიდან გამოტანილი 119 000 დოლარი სად წაიღო, რატომ არ იხდიდა საგადასახადოში პროცენტებს რის გამოც მისი ოჯა-ხი დაჯარიმდა 14 000 ლარით და იყო კიდევ სხვა ფინანსებთან დაკავშირებული თემები, რაზეც ლ-–-მ ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხები. მისი განმარტებით ამ თემაზე სალაპა-რაკოდ ზემოთ დასახელებული პირები ორჯერ შეიკრიბნენ, მაგრამ ლ-–- ლ-----ემ ვერცერთ შეხვედრაზე ვერ გასცა ზ-----ის დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი, რაზეც ზ------- კ--------მ უთხრა ლ-–-ს, რომ გაეყიდა მისი ოჯახის მიერ ნაჩუქარი ორი მანქანა, ქონება, რაც გააჩნდა და მოეგვარებინა ეს პრობლემა, რაზეც ლ-–- ლ-----ემ უარი განუცხადა, რამაც ზ-----ი კ-------- გაანაწყენა და მოსთხოვა ლ-–-ს დაებრუნებინა ყველა მინდობილობა, რო-მელიც გაცემული იყო მის სახელზე კ---------ის ოჯახის წევრებისგან. მისი განმარტებით ლ-–- ლ-----ემ გადასცა მას მინდობილობები და დოკუმენტაცია, რომელიც ჩანთაში იყო მოთავსებული, მან კი ეს ყველაფერი გადასცა ზ----- კ--------ს. ზემოთ აღნიშნულ შეხვედ-რაზე მათი მხრიდან ლ-–- ლ-----ეს მიმართ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა, პირიქით ყველა ცდილობდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო მშვიდობიანად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ----- ს-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ის მუშაობდა ქ. ზ--------–-----------------ის ქუჩაზე მდებარე „საბითუმო ბაზაზე“, რომელიც იყო ზ----- კ--------ს საკუთ-რება და რომელსაც მინდობილობის საფუძველზე მართავდა ზ----- კ--------ს სიძე ლ-–- ლ-----ე. ივნისის თვე იყო, წელი არ ახსოვს, რომ შეესწრო საუბარს ზ----- კ--------სა და ლ-–- ლ-----ეს შორის სესხებისა და ფინანსური დარღვევების თაობაზე საუბარს. ამ საუბარს ასევე ესწრებოდნენ: ლ-–-ს ბიძაშვილი მ-----ი შ-----–--, ვ------- ც------- და რ----- გ--------, ლ-–- მ-------–--. ზ-----ი კ-------- ითხოვდა ლ-–- ლ-----ისგან აეხსნა, თუ რა ხდე-ბოდა, რატომ ჰქონდა ამდენი გარღვევა. ლ-–-მ ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, რის გამოც ზ-----ი კ--------მ მოსთხოვა მას მინდობილობების დაბრუნება, რომელიც კ----------ის ოჯახს ჰქონდა მის სახელზე გაცემული. როგორც მან იცის, ეს მინდობილობები ლ-–- ლ-----ემ გადასცა ვ------- ც-------ს, რომელმაც მიუტა-- ზ-----ი კ--------ს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- მ-------–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ზ----- კ--------სთან აკავშირებს მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა. მას ზ----- კ--------მ უთხრა, რომ მის სიძესთან ლ--–- ლ-----ესთან ჰქონდა უთანხმოება, რომელიც მან გაიცნო 2017 წელს. მან ლ-–- ლ-----ეს თხოვნით დაურეკა ზ----- კ--------ს და შეახვედრა ისინი ერთმანეთს, მათთან ერთად იყო ვ-------ი ც-------, რომელმაც შესთავაზა მათ, რომ შესულიყვნენ მის ოფისში და იქ მშვი-დად ესაუბრათ. იქ იყო საუბარი ფინანსების არამართლზომიერ ხარჯვაზე. ზ-----ი კ---------ს მიერ დასმულ ვერცერთ შეკითხვას ფინანსებთან დაკავშირებით ლ-–-მ ვერ გასცა დამაჯე-რებელი პასუხი, თუმცა აღიარა, რომ მის მიერ იყო ეს თანხები დახარჯული, მაგრამ ვერ შეძლებდა ამ თანხის დაბრუნებას, რადგანაც არ ქონდა ამის საშუალება. ზ----- კ--------მ მოსთხოვა ლ-–- ლ-----ეს ყველა მინდობილობის დაბრუნება, რაც კი ჰქონდა მას და მის ოჯახს მის სახელზე გაცემული. რაც შეეხება თანხის დაბრუნებას, ზ-----იმ უთხრა, რომ გა-ეყიდა მის მიერ მისთვის ნაჩუქარი მანქანები, ემუშავა და ეტაპობრივად გაესტუმრებინა ის დავალიანება, რომელიც მას ქონდა მისი და მისი ოჯახის წინაშე. მოწმის განმარტებით ლ-–- ლ-----ემ მას 2017 წლის აპრილის თვეში სთხოვა თანხა იმ მოტივით, რომ საგადასახადოში ჰქონდა პროცენტი გადასახდელი. მან მისცა შვილის სამკურნალოდ გადანახული 3900 ლარი და უთხრა, რომ ივნისის თვეში შვილი უნდა წაეყვანა სამკურნალოდ და აღნიშნული თანხა მაგ დროისთვის დასჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ლ-–-მ მას ეს თანხა არ დაუბრუნა, პირიქით უთხრა, რომ ეს თანხა მისთვის მას კი არა ზ-----ი კ--------ს უნდა დაებრუნებინა. მას ეს 3900 ლარი მეგობრობის ხათრით გადაუხადა ზ-----ი კ--------მ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- ქ----–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს საკრედიტო ორგანი-ზაცია „ლ---------------–ში" და ლ-–- ლ-----ე არის მათი ორგანიზაციის კლიენტი. ლ-–- ლ-----ემ მათი ორგანიზაციიდან გაიტანა 25 000 ლარი, უზრუნველყოფის მიზნით კი ჩადო ქ.ზ-------–----------------ის ქუჩაზე მდებარე ქონება. როგორც იცის ლ-–- ლ-----ემ მათი ორგანიზაციიდან 2017 წელსაც გაიტანა თანხა, მაგრამ არ იცის რამდენი და რა ქონების საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ეხლა სხვა პოზიციაზე მუშაობს და არ აქვს შე-ხება მომხმარებლებთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე რ----- გ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში, რიც-ხვი ზუსტად არ ახსოვს ესწრებოდა ვ------- ც-------ს ოფისში ლ-–- ლ-----ესა და ზ-----ი კ--------ს შეხვედრას, ამ შეხვედრას, როგორც ახსოვს ესწრებოდა ლ-–- ლ-----ის ბიძაშ-ვილი მ-----ი შ-----–--, სადაც ზ-----ი კ-------- სთხოვდა ლ-–-ს, რომ აეხსნა მისთვის თუ რატომ ქონდა დავალიანება საშემოსავლო სამსახურის მიმართ, რატომ აიღო სესხი მის და-უკითხავად და სად წაიღო ეს თანხა. ლ-–-მ ვერცერთ კითხვაზე ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი, რის შემდეგაც ზ----- კ--------მ მას ყველა მინდობილობის დაბრუნება მოსთხოვა და ლ-–-მაც ვ------- ც-------ს ხელით დაუბრუნა მინდობილობები. მან ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გაიგო, რომ ნ-----–---- კ--------ს სახელზე არსებული „საბითუმო ბაზა“ ლ-–- ლ-----ემ გადაუფორმა თავის დას - ა-- ლ-----ეს, ხოლო მეუღლის ე---------- კ--------ს ქონება, რომელიც მდებარეობს ხობში, ამ ქონების გადაფორმებასაც აპირებდა ა-- ლ-----ეზე მაგრამ ვერ მოასწრო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ----- კ--–-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ლ-–- ლ-----ის მეგობა-რი, რომელსაც „საბითუმო ბაზაზე“ იჯარით ქონდა საამქრო და ამზადებდა ფილებს. მასთან მოვიდა ზ-----ი კ-------- და უთხრა, რომ ლ-–- ლ-----ესთან წყვეტდა ყველანაირ ურთიერ-თობას, მასთან დადებდა ახალ ხელშეკრულებას და თავიდან დაიწყებდნენ ურთიერთობას. მან ზ-----ისა და ლ-–-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გაიგო ლ-–- ლ-----ისგან, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ის ზ-----ი კ--------ს შეხვდა იუსტიციის სახლში, სადაც ზ-----ი კ--------მ უთხრა, რომ ლ-–- ლ-----ეს ბიძაშვი-ლისთვის მ----- შ-----–--სთვის ეთქვა, რომ ა-- ლ-----ეს დაებრუნებინა მისთვის ის ქონება, რომელიც მას ლ-–- ლ-----ემ უკანონოდ და ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადაუფორმა. მან ზ-----ი კ--------ს დანაბარები გადასცა მ----- შ-----–--ს და ურჩია შეხვედროდა პირა-დად ზ-----ის და მისგან მოესმინა ყოველივე, რომელიც დაეთანხმა და წავიდნენ ერთად ბა-ზაზე ზ-----ი კ--------სთან შესახვედრად. ზ-----ი კ--------მ მ----- შ-----–--ს უთხრა იგი-ვე, რაც მას უთხრა იუსტიციის სახლში, რომ დაებრუნებინათ მისთვის ის ქონება, რომელიც ა-- ლ-----ეზე იყო გადაფორმებული, რაზეც მ-----ი შეპირდა, რომ ნახავდა ლ-–- ლ-----ეს და გადასცემდა ყოველივეს. მისთვის უცნობია მ----- შ-----–--მ გადასცა თუ არა ზ----- კ---------ს დანაბარები ლ-–- ლ-----ეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ლ-–- ლ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ის 2005 წელს დაქორწინდა ზ----- კ--------ს ქალიშვილზე ე---------- კ--------ზე, რომელიც გაიცნო ქ.მოსკოვში. საქართველოში დაბ-რუნდა 2008 წლის თებერვალში, რათა ქ. ზ--------–-----------------------ში მდებარე საბი-თუმო ბაზის მართვა ჩაებარებინა. აღნიშნულ ბაზას მართავდა ნ-----–---- კ--------, რომე-ლიც დაპატიმრებული იყო, ამიტომ მიიღო მან კ---------ის ოჯახისგან დავალება ჩად-გომოდა სათავეში საბითუმო ბაზას. მასა და ზ----- კ--------ს შორის დაიძაბა ურთიერთობა 2017 წლის ივნისის თვეში, მას შემდეგ, რაც მან უთხრა მას, რომ მისი ქალიშვილი ე----------- კ-------- მრუშობდა. დ-------- ა----–--ე, ანუ ზ----- კ--------ს მეუღლე, დააჯა-რიმეს ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო. დ-------- ა----–--ემ მას მისცა 7500 ლარი, რომელიც მან გადაიხადა საგადასახადოში. ის ზ----- კ--------ს 2017 წლის ივნისის თვეში შეხვდა ვ------- ც-------ს ოფისში, სადაც ზ-----ი მას დაემუქრა, მოსთხოვა ყველა მინდობილობის დაბრუნება და მანაც ვ------- ც-------ს ხელით გაუგზავნა მას. გ-------------ის ქუჩაზე მდებარე საბითუმო ბაზა იმიტომ გადაუფორმა თავის დას - ა-- ლ-----ეს, რომ მას ემუქრებოდნენ სხვადასხვა ბიზნესების წართმევით და მოკვლით. მართალია, ეს ქონება იყო ნ-----–---- კ--------ს სახელზე, მაგრამ მას იმდენი ხარჯი ქონდა მანდ გაწეული, რომ ქონდა უფლება, მისი დისთვის გადაეფორმებინა, თან დაზე - ა-- ლ-----ეზე ქონდა ნათქვამი, თუ მოკლავდნენ მის შვილებისთვის გადაეცა ყველაფერი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 სექტემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: 1.ექსპერ-ტიზაზე წარმოდგენილი ქ. ზ--------–-----------------------------ში მდებარე უძრავი ქონე-ბის (ს/კ 4-----------) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით საორენ-ტაციოდ შეადგენს 2050000 ლარს; 2. ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ზ--------–-------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 4-----------) საბაზრო ღირებულება დღე-ვანდელი დღის მდგომარეობით შეადგენს 2050000 ლარს.
2011 წლის 16 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე ქ. ხ---–---–------------------------------ში, ფართი – 2028 კვ.მ, დაზუსტე-ბული ფართობი – 1785 კვ.მ, მესაკუთრე არის დ-------- ა----–--ე, ე---------- კ--------, ი------ კ--------, ნ-----–---- კ--------, იპოთეკარი – სააქციო საზოგადოება „ბ-------------“.
2011 წლის 16 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ხ---–------------------------------ში, დაზუსტებული ფართობი – 14850.00 კვ.მ, მესაკუთრე არის ნ-----–---- კ--------, იპოთეკარი – სააქციო საზოგადოება „ს----------–---------“.
საქმეში არსებული, 2017 წლის 18 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების შესა-ბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ე---------- კ---------მ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „მჩუქებელი“ აჩუქა ა-- ლ-----ეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „დასაჩუქრებული“, მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ხ---–---–-------------------------ში, ფართი – 2028 კვ.მ, ე---------- კ--------ს წილი, არა-სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ. 4------------------. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეეს-ტრიდან. მჩუქებელი არის ე---------- კ--------, მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–- ლ------ე, დასაჩუქრებული ა-- ლ-----ე.
საქმეში არსებული, 2017 წლის 18 ივლისის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების შესა-ბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ნ-----–---- კ---------, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „მჩუქებელი“ აჩუქა ა-- ლ-----ეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „დასაჩუქრებული“, მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ზ--------–------------------------------ში, არასასოფლო-სამეურნეო ფართობი: 15483 კვ.მ. (ს.კ. 4-----------), ქონება დატვირთულია იპოთეკით. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მჩუქებელი არის ნ-----–---- კ--------, მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–- ლ-----ე, დასაჩუქრებული ა-- ლ-----ე.
საქმეში არსებული, 2011 წლის 02 სექტემბრის მინდობილობის მიხედვით, ე---------- კ--------- შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–- ლ-----ეს შემდგომში „მინდობილი“ მართოს და განკარგოს (განკარგვა გულისხმობს გაყიდვას, გაცვ-ლას, გაყოფას, გაერთიანებას, იპოთეკით დატვირთვას, ასევე მოხსნას, გაჩუქებას, გაქირავე-ბას, კომერციული საქმიანობისთვის სარგებლობას შენობის აღმართვას და ა.შ), ე---------- კ--------ს (თანასაკუთრებაში) რიცხული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მასზე განლაგე-ბული შენობით, მდებარე: ხ---–---–-------------------------ში (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 4------------------), აქედან გამომდინარე, იყოს სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, სახელმწიფო არ-ქივში, საგადასახადო ინსპექციაში, ნებისმიერ სახელმწიფო კერძო და არასახელმწიფო დაწე-სებულებაში, ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს, განცხადებას, ხელშეკრულებას, ნებარ-თვას, გარიგებას მიიღოს და გადაიხადოს თანხები და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნება აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად.
საქმეში არსებული, 2012 წლის 16 ივლისის მინდობილობის მიხედვით, ნ-----–---- კ-------- შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–- ლ-----ეს შემდგომში „მინდობილი“ მართოს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზ--------–------------------------------ში, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – 4-----------, ასევე, ნ-----–---- კ-------- ანდობს მისი სახელით შეიძი-ნოს უძრავი ქონება საქართველოში თავისი შეხედულებისამებრ, სადაც არ იმყოფებოდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის, შეძენის შემდგომ მართოს და განკარგოს ის (განკარგვა გულისხმობს გაყიდვას, გაცვლას, გაყოფას, გაერთიანებას, მიშენებას, გაფართოებას, იპოთე-კით დატვირთვას, გაჩუქებას, იჯარით გაცემას და ა.შ). აქედან გამომდინარე, იყოს სრულუფ-ლებიანი წარმომადგენელი სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრში, საქართველოს ნებისმიერ არქივში, იუსტიციის სამინისტროს ყველა სამსახურში, ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში, ქალაქის მერიაში, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლებით, ნ-----–---- კ--------ს სახელით გააკეთოს განცხადებები, მიიღოს ცნობე-ბი, გადაიხადოს აუცილებელი მოსაკრებლები, მიიღოს თანხა, მოაწეროს ხელი ნებისმიერ დოკუმენტს, ხელშეკრულებას, გარიგებას და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილე-ბელი იქნება აღნიშნული დავალების შესასრულებლად.
საქმეში არსებული, 2011 წლის 30 მარტის მინდობილობის შესაბამისად, ნ-----–---- კ--------- შემდგომში „მიმნდობი“ წინამდებარე მინდობილობით ანდობს ლ-–- ლ-----ეს მართოს და განკარგოს (განკარგვა გულისმობს გაყიდვას, გაცვლას, გაყოფას, გაერთიანებას, იპოთე-კით დატვირთვას, გაჩუქებას, გაქირავებას და ა.შ) ნ-----–---- კ--------ს საკუთრებაში რიც-ხული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მასზე გაშენებული შენობა-ნაგებობით, მდებარე ქ. ზ---------–-----------------------------, აგრეთვე შეიძინოს ნებისმიერი უძრავი ქონება მისი ნი-კოლოზ კ--------ს სახელით თავისი შეხედულებისამებრ, აქედან გამომდინარე იყოს სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუ-როში, სახელმწიფო არქივში და არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოაწეროს ნების-მიერ დოკუმენტს, განცხადებას, ხელშეკრულებას, გარიგებას და შეასრულოს ყველა ის მოქ-მედება, რაც აუცილებელი იქნება აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად.
საქმეში არსებული, 2017 წლის 25 ივლისის №--------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–---- კ-------- აუქმებს მის მიერ 2014 წლის 31 ივლისს რ-------------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–- ლ-----ე ნ-----–---- კ---------ს მიერ გაფრთხილებულ იქნა.
საქმეში არსებული, 2017 წლის 25 ივლისის №--------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–---- კ-------- აუქმებს მის მიერ 2011 წლის 30 მარტს რ------------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–- ლ-----ე ნ-----–---- კ---------ს მიერ გაფრთხილებულ იქნა.
საქმეში არსებული, 2017 წლის 25 ივლისის №--------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადების თანახმად, ნ-----–---- კ-------- აუქმებს მის მიერ 2012 წლის 16 ივლისს რ------------- გაცემულ მინდობილობას, მინდობილი პირი ლ-–- ლ-----ე ნ-----–---- კ---------ს მიერ გაფრთხილებულ იქნა.
საქმეში არსებული, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადდა 2011 წლის 16 სექტემბერს (განცხადების რეგისტრაცია №-------------16.09.2011 13:09:10), ქ. ხ------------–---------------------, საკადასტრო კოდი: 4-------------------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1785 კვ. მ, შენობა-ნაგებობა- N1, მესაკუთრეები არიან: დ-------- ა----–--ე, ი----- კ--------, ე---------- კ--------, ნ-----–---- კ--------. მათ საკუთრებას წარმოადგენს 2028 კვ.მ. ფართი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელ-შეკრულება, დამოწმების თარიღი - 22.02.2011, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენ-ტო“.
(ტ. 1. ს.ფ. 10).
სანოტარო მოქმედების - რწმუნებულების/ მინდობილობის დამოწმების, რეგისტრაციის ნო-მერი - №---------, რეგისტრაციის თარიღი 0---------წ. (ნოტარიუსი მ--- ფ----------ე, მისამართი: ზ----------------–----------, 1 სართული). 2011 წლის 02 სექტემბერს ე---------- კ--------მ ლ-–- ლ-----ეს ანდო ემართა და განეკარგა (განკარგვა გულისხმობს: გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გააქირავოს და ა. შ.) მის საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) რიცხული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობით, მდებარე: ხ------–----------------- (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 4------------------). აქედან გამომდინარე ყოფილიყო მისი სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენელი საჯარო რეესტრში, სანოტარო ბიუროში, სახელმწიფო არქივში, საგადასახადო ინსპექციაში, ნებისმიერ სახელმ-წიფო, კერძო და არასახელმწიფო დაწესებულებაში, ხელი მოეწერა ნებისმიერ დოკუმენტს, განცხადებას ხელშეკრულებას, ნებართვას, გარიგებას, მიეღო და გადაეხადა თანხები და შეე-სრულებია ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელი იქნებოდა აღნიშნული მინდობილობის განსახორციელებლად. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით სხვა პირზე შემ-დგომი გადანდობის უფლებით. მინდობილობა შედგენილი აქვს თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში, ხოლო ხუთი გადაეცა მინ-დობილ პირს. სანოტარო აქტს ხელს აწერენ: ე---------- კ-------- და ნოტარიუსი - მ--- ფ----------ე.
(ტ. 1, ს. ფ. 13)
საქმეში არსებულ, ქ. ფოთში, 2017 წლის 18 ივლისს შედგენილ უძრავი ნივთის ჩუქების ხელ-შეკრულებაში აღნიშნულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შემ-დეგზე: ე---------- კ-------- (პირადი N-----------), (შემდგომი გრაფა შევსებულია წარმო-მადგენლის მეშვეობით ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, წარმომადგენლის ლ-–- ლ-----ე (პირადი ნომერი 1---------- მეშვეობით, მოქმედი 2.09.2011წ. მ--- ფ----------ე, სანოტარო რეესტრის ნომერი 1--------), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოიხ-სენიება, როგორც „მჩუქებელი“ აჩუქა და ა-- ლ-----ე (პირადი №-----------), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც „დასაჩუქრებული“, მიიღო მჩუქებ-ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი ხ---–---–-------------------------ში, ფართი 2028 კვ.მ. და აქედან ე---------- კ--------ს წილი არასასოფლო-სამეურნეო ს/კ 4------------------. აღნიშნულ უძრავ ნივთზე მჩუქებლის საკუთრების უფლება დას-ტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან №------------, მომზადების თარიღი 16.04.2014 წელი. ჩუქების საგნის ღირებულება მითითებული არ არის. ჩუქების საგანი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა. თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს ჩუქების საგნის ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი. წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი სრულად შეესაბამება და გამოხატავს მხარეთა ნებას, რასაც ადასტურებენ მხარეები ხელმოწერით. მჩუქებელ ე---------- კ--------ს გასწვრივ ხელმოწერა არაა. მჩუქებლის წარმომადგენელი ლ-–- ლ-----ის გასწვრივ არის მისი ხელმო-წერა. ხელს აწერს ა-- ლ-----ე დასაჩუქრებული. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებაზე დასმულია ოთხკუთხედი ფორმის შტამპი №---, 18 ივლისი 2017 წ. საქართველოს იუსტიცი-ის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. გვ. რაოდენობა 2, ხელმოწერა ა.გეთია.
(ტ. 1, ს. ფ. 14-15)
2017 წლის 18 ივლისს ა-- ლ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ ჩუქე-ბის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ხ---–---------–-----------------------ში და მასზე გაეცათ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
(ტ. 1, ს. ფ. 16)
განცხადების მიღების ბარათის შესაბამისად, 24.07.2017წ. 17:35, დამატებით წარმოდგენილია უძრავი ქონების მესაკუთრის განცხადება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის მოთხოვ-ნის თაობაზე.
(ტ. 1, ს. ფ. 17)
2017 წლის 24 ივლისს, ნოტარიუს ნ---- ხ---------ს, სანოტარო ბიუროში, მდებარე: ქ. თ----–--–--------------–--------------------ში, მიმართა ე---------- კ--------მ (დაბ. 2--------- წ, მცხ. თ---–-----------------------------, პ/ნ 0----------), რომელმაც განაცხადა, რომ სურს ლ-–- ლ-----ის (დაბ. 0--------- წ, მცხ. ზ----------------–-------------, პირადი ნომერი 1----------) მიმართ გაცემული მინდობილობის, დამოწმებულ ნოტარიუს მ--- ფ-----------ის მიერ 0--------- წ. რეესტრით №----------ით გაუქმება. მინდობილობა გაუქმებულ იქნა.
(ტ. 1, ს. ფ. 19)
მოსკოვის მმაჩის სამმართველოს იზმაილოვსკის მმაჩ-ში 10.06.2006 წ დარეგისტრირდა ლ-–- მ---------ს ძე ლ-----ისა და ე---------- ზ-----ის ასული კ--------ს (ორივე რუსეთის მოქა-ლაქის) ქორწინება.
(ტ. 1, ს. ფ. 27-28)
საქმეში არსებული, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომელიც მომზადებულია 14.02.2017წ. 17:46:42, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8----------- – 08.02.2017 14:08:24, ნ-----–---- კ--------ს საკუთრებაშია: ქ. ზ------------------------------------, ს/კ – 4-----------., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფარ-თით 15483 კვ. მ. შენობა-ნაგებობები: N-----------------------.
(ტ.1, ს. ფ. 109-111)
საქმეში არსებული, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომელიც მომზადებულია 19.07.2017წ. 16:37:33, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8----------- – 18.07.2017 წ. 17:26:37, ა-- ლ-----ის საკუთრებაშია: ქ. ზ------------------------------------, ს/კ –4-----------., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფარ-თით 15483 კვ. მ. შენობა-ნაგებობები: №-----------------------.
(ტ.1, ს. ფ. 114-116)
საფუძვლად მითითებულია ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 18.07.2017 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
(ტ. 3, ს. ფ. 46 )
2012 წლის 16 ივლისს, სანოტარო აქტით N---------, ნ-----–---- კ--------მ ანდო ლ-–- ლ-----ეს მართოს და განკარგოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზ------------------------------------, მიწის უძრავი ქონების ს/კ 4-----------.,(ტ. 3, ს. ფ.46)
2017 წლის 18 ივლისს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–---- კ---------ს წარმომადგენელმა ლ-–- ლ-----ემ აჩუქა დას ა-- ლ-----ეს (პ/ნ 1----------), ქ. ზ--------–------------------------- მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი 15483 კვ. მ. ს/კ 4----------- (ქონება დატვირთულია იპოთეკით). ამ აქტს ხელს აწერენ: ლ-–- და ა-- ლ-----ეები. დასმული აქვს ოთხკუთხედი შტამპი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შტამპი №---, თარიღი - 18.07.2017 წ. გვ. რაოდენობა 2 და ხელმოწერა - ა. გეთია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ------–---- კ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 18.07.2017 წ. დადე-ბული ჩუქების ხელშეკრულება ლ-–- ლ-----ესა და ა-- ლ-----ეს შორის და უძრავი ნივთი ს/კ 4----------- (მისამართი: ქ. ზ---------------------------------) დაუბრუნდა მესაკუთ-რეს ნ-----–---- კ--------ს.
(ტ. 3, ს. ფ. 134-141)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვ-ლის განჩინებით ა-- და ლ-–- ლ-----ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვ-ლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვე-ტილება.
(ტ. 3, ს. ფ. 170-181)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის №ას - 484-484-2018 განჩინე-ბით ა-- და ლ-–- ლ-----ეების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ლ-–- ლ-----ისა და მისი ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრის მოტ-ივაციას ლ-–- ლ-----ის უდანაშაულობის სესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ლ-–- ლ-----ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქონება, რომელთა მითვისებასაც ბრალდება ედავება, ეკუთვნოდა მას, რადგან საჯარო რეეს-ტრიდან ამონაწერებით დადეგნილია, რომ ხ-----------–----–------–---–------------------------------ში არსებული 1785 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვე-თის მესაკუთრეები არიან დ-------- ა----–--ე, ი----- კ--------, ნ-----–---- კ--------, ხოლო ქ. ზ---------–--------------------------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 15483 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნ-----–---- კ--------.
საქმეში არსებული, 2011 წლის 2 სექტემბრისა და 2012 წლის 16 ივლისის მინდობილობებით დასტურდება, რომ ე---------- კ--------მ და ნ-----–---- კ--------მ, ზემოაღნიშნული მინ-დობილობებით მიანდეს ლ-–- ლ-----ეს მინდობილი ქონების მართვა და განკარგვა (მათ შორის გაყიდვა, გაცვლა, გაყოფა, გაერთიანება და ა.შ.).
ის გარემოება, რომ ლ-–- ლ-----ეს ქონების მესაკუთრეებთან არ შეუთანხმებია ქონების გას-ხვისების, კერძოდ ჩუქების თაობაზე, დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების ნ-----–---- კ--------ს, ე---------- კ--------ს, ზ----- კ--------ს ჩვენებე-ბით. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე თავად ლ-–- ლ-----ის ჩვენებითაც, სადაც ის აღ-ნიშნავს, რომ ქონებები ეკუთვნოდა მას, ვინაიდან შეძენილი იყო მისი თანხებით და ქონებე-ბის გაუმჯობესებაც მისი ფინანსური დანახარჯით მოხდა.
მოწმეების ე---------- კ--------ს, ნ-----–---- კ--------ს, ზ----- კ--------ს, ვ------- ც--------ს, ლ-–- მ-------–--ს, რ----- გ-------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ლ-–- ლ-----ესა და ზ----- კ--------ს შორის შედგა საუბარი წარმოშობილ ფინანსურ პრობლემებთან დაკავ-შირებით, თუმცა ლ-–- ლ-----ემ ვერ შეძლო აეხსნა რის გამო იყო მის მიერ თანხები დახარ-ჯული. ზ----- კ--------მ მოსთხოვა ლ-–- ლ-----ეს ყველა იმ მინდობილობის დაბრუნება, რაც კი ჰქონდა მას და მის ოჯახს ლ-–- ლ-----ის სახელზე გაცემული.
საქმეში არსებული, №--------- მინდობილობის გაუქმების შესახებ განცხადებით დასტურ-დება, რომ ნ-----–---- კ--------მ გააუქმა 2012 წლის 16 ივლისს რ------------- ლ-–- ლ------ის სახელზე გაცემული მინდობილობა. 2017 წლის 24 ივლისის ე---------- კ--------ს გან-ცხადების საფუძველზე გაუქმდა ლ-–- ლ-----ის სახელზე 2011 წლის 2 სექტემბერს გაცე-მული მინდობილობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით დას-ტურდება, რომ დაკმაყოფილდა ნ-----–---- კ--------ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 18.07.2017 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ლ-–- ლ-----ესა და ა-- ლ-----ეს შო-რის და უძრავი ნივთი ს/კ 4----------- (მისამართი: ქ. ზ---------------------------------) დაუბრუნდა მესაკუთრეს ნ-----–---- კ--------ს.
სასამართლომ განმარტა, რომ მინდობილობა, რომლითაც ლ-–- ლ-----ე ნ-----–---- კ---------ს სახელით სადაო გარიგების დადებისას მოქმედებდა, არის დავალების ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის საფუძველზე იგი ვალდე-ბული იყო შეესრულებინა მისთვის დავალებული სხვადასხვა მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დავალების ხლშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მარწმუნებლის ინტერესების დაცვას და მისი ნების განხორციელებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 713-ე მუხლის პირველი ნაწილით რწმუნებული მოვალეა შესარულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუ-ნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვ-ნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
სასამართვლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მარწმუნებლის მითითება არ ყოფილა ქონების ჩუქება ა-- ლ-----ისათვის და მისი განხორციელების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია რწმუნებულს მარწმუნებლისათვის არ მიუწოდებია, რის გამოც მიიჩნევა, რომ გამოვლენი-ლი ნება (ქონების გაჩუქებისათვის) კანონსაწინააღმდეგოა და არ ემსახურება მესაკუთრის ინტერესების დაცვას, პირიქით, მისთვის ზიანის მომტანია.
ამგვარად, დადგინდა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მინდობილობის გაცემით ნ-----–---- კ--------მ ლ-–- ლ-----ეს მიანიჭა მისი უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით განკარგვის (მათ შორის ჩუქების) უფლებამოსილება, არ ნიშნავს იმას, რომ ლ-–- ლ-----ეს აქვს თავისი შეხედულებით არაკეთილსინდისიერად, მარწმუნებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და საზიანოდ, მარწმუნებლისავე სახელით განახორციელოს ქონებაზე საკუთრების უფლების იმგვარი გადაცემა ნებისმიერ მესამე პირზე, რაც არ არის წინასწარ განჭვრეტადი მინდობი-ლობის გაცემის მომენტისათვის.
საქმის მასალებით არანაირი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ბრალდებულმა ლ-–- ლ-----ემ გაასხვისა თავისი და არა ნ-----–---- კ--------ს საკუთრება, რადგან უტყუარად დასტურდება სადავო ქონებაზე ნ-----–---- კ--------ს საკუთრების უფლება მის გასხვისე-ბამდე.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-----ე არ შეთანხმებია არც თავის მეუღლეს და არც ცოლის ძმას, როგორც მარწმუნებლებს, ამ უკანასკნელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ გასხვისების თაობაზე და რომ მარწმუნებელთა ნება-სურვილს არ წარმოადგენდა ქონებების ა-- ლ-----ისათვის ჩუქება. ნიშანდობლივია, რომ აუცლებელი ინფორმაცია რწმუნებულს მარწმუნებლებისათვის არ მიუწოდებია.
სასამართლოს აქტებით დადგენილია ისიც, რომ ა-- ლ-----ე კეთილსინდისიერი არ არის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის გამო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხ-ლი), თუმცა სამოქალაქო დავის განხილვისას მოპასუხეები თავად ადასტურებენ, რომ ქონება ლ-–- ლ-----ისაა (და არა ა-- ლ-----ის).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანა-შაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია, ჰქონდეს სადაო ქონება მართლ-ზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
კონკრეტულ შემთხვევაში ლ-–- ლ-----ეს ქონება მინდობილი ჰქონდა სამართავად და იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და დაეუფლა მას თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ რადგან ლ-–- ლ-----ემ ქონება უსასყიდლოდ გადასცა - გააჩუქა თავის დაზე - ა-- ლ-----ეზე, გამორიცხულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხ-ლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
პალატა არ იზიარებს აღნიშნულს, რადგან სადაო ქონების დისთვის - ა-- ლ-----ისთვის ჩუ-ქება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ლ-–- ლ-----ეს ამოეღო ეს ქონება მესა-კუთრისაგან და შემდგომში განეკარგა თავის სასარგებლოდ. აღნიშნული დასტურდება მო-წმის სახით დაკითხული ე---------- კ--------ს ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ რო-დესაც დაურეკა ა-- ლ-----ეს და ჰკითხა, თუ რა უფლებით იღებდა მის ქონებას საჩუქრად ლ-–- ლ-----ისაგან, ა--მ უპასუხა, რომ ეს ლ-–-ს სჭირდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურ-დება ლ-–- ლ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი დანასაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხის მი-ხედვით, რის გამოც ფოთის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ლ-–- ლ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ლ-–- ლ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ-–- ლ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით (ე---------- კ--------ს უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქ-ტით (ნ-----–---- კ--------ს უძრავი ქონების ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაული-სათვის – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფ-რო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- ლ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-–- ლ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენ-ტიდან – 2019 წლის 13 მაისიდან.
გაუქმდეს ლ-–- ლ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხს-ნას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის – 20000 ლარის უზრუნველსაყოფად ქ. ზ--------–---------------------ში (საკადასტრო კოდი 4------------------.) მდებარე, ზ----- კ--–-------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ 28 კვ. მ. ფართობის უძრავი ქონების 20000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადა-ღა.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe