1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჭიროებს წერილობით ფორმა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 713. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით _– მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. 2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჭიროებს წერილობით ფორმას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(36)
საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების…
საქმე №ას-76-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…შედგენილი დავალების ხელშეკრულება. 21. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები…
საქმე №ას-996-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
…თანახმადაც, რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე). სსკ-ის 712-ე მუხლის პირველი ნაწილი: რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები, სსკ-ის 713.1 მუხლი: რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ,…
საქმე №ას-262-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2022
…ეს უკანასკნელი სწორედ მოპასუხის დავალებით გამოცხადდა ექსპერტიზის ბიუროში, შესაბამისად, მისთვის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის შევსებისას, მასში არსებული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, შეტყობინების გაგზავნის მეთოდის შესახებ, სსკ-ის 713.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, პრეზუმირებულად აქცევს იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია მერიასაც მიეწოდა. 37. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დასკვნას, რომ…
საქმე №ას-731-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2021
…არასწორია. ალოგიკურია ნორმა აუცილებელ ხარჯებში ადვოკატის მიერ 5000 ლარის გადახდის ვალდებულებას მოიაზრებდეს. ადვოკატის მოქმედების მთავარი არსი მარწმუნებლის ინტერესების დაცვა და მისი სურვილების შესრულება/სასამართლომდე მიტანაა. სსკ-ის 713-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერი მოქმედება ადვოკატმა უნდა შეუთანხმოს კლიენტს და 712-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა იმოქმედოს მისი მითითებებით. ვინაიდან…
საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
საქმე №ას-1460-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
…საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. იმავე კოდექსის 713-ე მუხლის შესაბამისად ეკისრებოდა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რასაც ახორციელებდა კიდეც. ასევე აწვდიდა ცნობებს დავალების შესრულების მიმდინარეობის…