გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210118002401730
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/11051-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი, ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე - ჟა----–---- მა----------ი

წარმომადგენელი - ს-------------------–---–ი, დ--------–-------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ოპ--------------------------------–--------ი", ვი--------ა მო-------ი

წარმომადგენელი - დ--------–---ძე

დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარებული იქნეს ჟა----–---- მა----------ი.

 

1.2. შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ და ვი--------ა მო-------ის ჟა----–---- მა----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 675 018 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, მხარეები წარმოადგენენ ერთმანეთის ნათესავებს. კერძოდ, 2007 წელს მოსარჩელე დაქორწინდა მოპასუხის შვილზე, კრ------ა მო-------იზე. მოსარჩელეს გააჩნდა განსაკუთრებული ნდობა, როგორც მეუღლის ისე მისი დედის ვი--------ა მო-------ის მიმართ. მოპასუხე მრავალი წელია ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით სხვადასხვა ქვეყანაში, რის გამოც საქართველოში იმყოფება იშვიათად.

სწორედ ამიტომ, ჟა----–---- მა----------ს გაცემული ჰქონდა არაერთი მინდობილობა მეუღლის და სიდედრის მიმართ, რათა მათ განეხორციელებინათ გარკვეული მოქმედებები მისი სახელით.

 

ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს პროექტი იყო შპს „ვ-----“-ის წილის შეძენა, რომლის სახელზე ირიცხებოდა ღვინის ქარხანა და დიდი მოცულობის ვენახები კახეთში. ბიზნესში ინვესტირების მიზნით, მოსარჩელემ მინდობილობა გაუფორმა მოპასუხეს, რათა დაეფუძნებინა კომპანია შპს ,,ოპ--------------------------------–--------ი", რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე უნდა ყოფილიყო მოსარჩელე, ხოლო დირექტორები როგორც მოსარჩელე ისე მოპასუხე.

 

მოსარჩელეს ჰქონდა სრული რწმენა, რომ იგი წარმოადენდა კომპანიის მესაკუთრეს. ასეთად წარმოაჩენდა თავად მოპასუხეც, რომელიც პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა არასდროს უთქვამს მოსარჩელისთვის, რომ არ იყო კომპანიის მესაკუთრედ ან/და დირექტორად რეგისტრირებული.

 

კომპანიის როგორც დაფუძნება, ისე შემდგომი საქმიანობისთვის სრული დაფინანსება და კომპანიის სახელით ქონების შეძენისთვის თანხების ინვესტირება დაახლოებით 700 000 აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებულია მოსარჩელის მიერ.

 

გასულ წელს მოსარჩელემ მეუღლესთან დაიწყო განქორწინების პროცესი, მათ შორის სასამართლო დავები ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში მოსარჩელე დაინტერესდა იმ ბიზნესითა და ქონებით, რომლის მართვა მინდობილი ჰქონდათ მის ყოფილ მეუღლეს და სიდედრს, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მას არ გააჩნდა არც პარტნიორის და არც დირექტორის სტატუსი მის მიერ შექმნილ და დაფინანსებულ კომპანიაში.

 

მეტიც, მოპასუხემ მოსარჩელისგან ფარულად, 2017 წლის დეკემბრის თვეში 675 018 აშშ დოლარად გაასხვისა ღვინის ქარხნის წილი, რომელიც შეძენილი იყო ჟ-----–---- მა----------ის მიერ. აღნიშნული თანხა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია 2018 წლის მარტში, რომელის ერთ-ერთ პარტნიორად და დირექტორად რეგისტრირებულია მოპასუხე.

 

მოპასუხე და მის მფლობელობაში არსებული კომპანია უსაფუძვლოდ და არაკეთილსინდისიერ ქმედებათა შედეგად ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ წილსა და ფულად სახსრებს. ვი--------ა მო-------მა უხეშად დაარღვია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რწმუნებულის ვალდებულებები და გადაუხვია მის მითითებებს. ვი--------ა მო-------ი, მოსარჩელის პირდაპირი მითითების საწინააღმდეგოდ, თავად დარეგისტრირდა კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ და ასევე დირექტორად, რის შესახებაც არ უცნობებია მისთვის. ხოლო წილის გასხვისების შედეგად მოპასუხემ ფაქტობრივად მიისაკუთრა მოსარჩელის წილების რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვი--------ა მო-------იმ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არცერთ ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვი--------ა მო-------იმ, როგორც კომპანიის დირექტორმა იურიდიული პირის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა ცნო 642 435 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

(სხდომის ოქმი, 19.03.2019 წელი, 10:34:23 წთ)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟა----–---- მა----------ი და ვი--------ა მო-------ი არიან ნათესავები. კერძოდ, 2007 წლის 14 ივნისს მოსარჩელე დაქორწინდა მოპასუხის შვილზე კრ------ა მო-------იზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქორწინო ხელშეკრულება (ს.ფ 42-44)

 

3.1.2. 2007 წლის 13 დეკემბერს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის მიხედვით, ჟა----–---- მა----------ი ვი--------ა მო-------ის ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებებს, მათ შორის უფლებას წარმოადგინოს მოსარჩელე საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იგი უფლებამოსილია დადოს ნებისმიერი გარიგება და ა.შ. მინდობილობა გაცემულია განუსაზღველი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მინდობილობა (ს.ფ 45-47)

 

3.1.3. 2007 წლის 13 დეკემბერს ჟა----–---- მა----------ი, როგორც შპს „ტ---------------------------------–--ს“ ერთდაერთი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, ვი--------ა მო-------ის სახელზე გასცემს მინდობილობას, რომლის საფუძველზეც შპს „ტ-----------------------------------–--ს“ დირექტორის სახელით მას უფლება აქვს წარმოადგინოს კომპანია საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, დადოს სხვადასხვა ტიპის გარიგებები, ხელი მოაწეროს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებს და ა.შ მინდობილობა გაცემულია განუსაზღველი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ს.ფ 48-50)

 

3.1.4. 2013 წლის 20 დეკემბერს და 2014 წლის 3 ივლისს სანოტარო ბიუროს მიმართა ჟა----–---- მა----------მა და სუვილი გამოთქვა კრ------ა მო-------ი იყოს მისი წარმომადგენელი საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკში, მართოს მისი კუთვნილი ანგარიშები, შეიტანოს და გამოიტანოს გადარიცხვის თანხა, აიღოს პლასტიკური ბარათი, შეასრულოს ყოველგვარი საბანკო-საფინანსო ოპერაციები და ა.შ მინდობილობები გაცემულია უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ს.ფ 51-56)

 

3.1.5. 2005 წლის 29 ოქტომბერს ჟა----–---- მა----------ი, როგორც შპს „ტ---------------------------------–--ს“ ერთდაერთი დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, კრ------ა მო-------ის სახელზე გასცემს მინდობილობას, წარმოადგინოს კომპანია საქართველოს ყველა მმართველობით ორგანოში, დადოს სხვადასხვა ტიპის გარიგებები, ხელი მოაწეროს პროკრედიტ ბანკში იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებს და ა.შ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ს.ფ 57)

 

3.1.6. 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით შპს „ტ---------------------------------–--ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ჟა----–---- მა----------ი, ხოლო კომპანიის დირექტორები არიან ჟა----–---- მა----------ი და ვი--------ა მო-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 59-60)

 

3.1.8. დადგენილია, რომ ჟა----–---- მა----------მა ვი--------ა მო-------ის და კრ------ა მო-------ის სახელზე გაცემული მინდობილობები გააუქმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება მინდობილობის გაუქმების შესახებ (ს.ფ 78)

 

3.1.9. მოპასუხე ვი--------ა მო-------იმ დაადასტურა, რომ მოსარჩელისგან მიღებული აქვს გარკვეული ოდენობის თანხები, რაც მიახლოებით შეადგენს 660 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხე ვი--------ა მო-------ის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 19.03.2018წ, 10:39:01წთ)

 

3.1.10. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხისთვის გადაცემული აქვს 600 000 აშშ დოლარი და 40 000 ევრო. მოპასუხეს დასახელებული გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 19.03.2018წ, 11:16:26 წთ)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2008 წლის 26 თებერვალს ვი--------ა მო-------იმ, როგორც ერთპიროვნულმა დამფუძნებელმა პარტნიორმა დააფუძნა შპს „,ოპ--------------------------------–--------ი“.

 

საზოგადოების კრების ოქმით მოპასუხე დანიშნულ იქნა კომპანიის დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ #1 კრების ოქმი (ს.ფ 102-103)

- შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ წესდება (ს.ფ 110-116)

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეტრიდან (ს.ფ 127-128)

 

3.2.2. 2008 წლის 14 ივლისს შპს „,ოპ--------------------------------–--------მა“ შეიძინა შპს „ვ-----“-ის 45% წილი. ვი--------ა მიტიძუკი შპს „ვ-----“-ში დაინიშნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანება (ს.ფ 140)

- 2008 წლის ივლისის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (ს.ფ 141-143)

 

3.2.3. 2011 წლის 29 ნოემბრის შპს „ვაზის +“-ის პარტნიორთა კრების ოქმის გადაწყვეტილებით შპს „ვ------“-ის რეორგანიზაციის შედეგად კომპანიას გამოეყო ახალი საზოგადოება და ჩამოყალიბდა შპს „ვ-------------–ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 29 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ 160)

 

3.2.4. 2017 წლის 5 დეკემბერს შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „ვ------“-ის 45%-იანი წილი გასხვისდა 163 642.5 აშშ დოლარად, ხოლო შპს „ვ-------------–ში“ 45%-იანი წილი 511 357.5 აშშ დოლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი (ს.ფ 162-167)

- შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმის სანოტარო წესით დამოწმების შესახებ (168-175)

 

3.2.5. 2017 წლის 5 დეკემბერს შედგა სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველს შპს „ვაზი +“-ის 45% წილის საფასური 163 642.5 აშშ დოლარი უნდა გადაეხდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა.

 

2017 წლის 18 დეკემბერს შედგენილი იმავე შინაარსის მქონე ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს შპს „ვ-------------–ის“ 45% წილის საფასური 511 357.5 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 თვის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის 18აპრილისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ 176-183; 198-209)

- შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი (ს.ფ 198-201)

 

3.2.6. შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 13 მარტს ორ ტრანზაქციად განხორციელდა შპს „ვ-----“-ის და შპს „ვ-------------–ის“ წილის ნასყიდობის საფასურის ჩარიცხვა, ჯამში 675 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ 219; 223)

 

3.2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

განსახილველ შემთხვევაში, იურიდიული პირის 100%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის ზეპირ განმარტებას, მოპასუხის სახელზე გაცემულ მინდობილობებსა და სარჩელზე თანდართულ ელექტრონულ მიმოწერებს. მოსარჩელის განმარტებით, დავალების ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხემ გადაუხვია მარწმუნებლის მითითებებს და მისი ნების საწინააღმდეგოდ თავად დარეგისტრირდა კომპანიის მესაკუთრედ, რის თაობაზეც მისთვის არ უცნობებია.

 

საქმის განხილვისას მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოში პირველად ჩამოვიდა 2004 წელს და შეიძინა მიწის ნაკვეთი. უფრო მოგვიანდებით 2007 წელს დაარსა კომპანიები შპს „ტ---------------------------------–--“ და შპს „ოპ--------------------------------–--------ი“.

 

მანვე დაადასტურა, რომ 2004 წლიდან კავშირი ჰქონდა საქართველოში მოქმედ იურისტთან, რომლის მეშვეობით მისთვის ცნობილი იყო საქართველოში იურიდიული პირის სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების პროცედურების თაობაზე.

 

პირველი კომპანიის შპს „ტ---------------------------------–--ს“ დაარსებაში ეხმარებოდა მოპასუხე ვი--------ა მო-------ი, რომლის დოკუმენტების შედგენას ესწრებოდა პირადად სანოტარო ბიუროში. რაც შეეხება სადავო კომპანიას, მასთან დაკავშირებით მოპასუხისთვის არ მოუთხოვია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს წილის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძვლად დაასახელა ის განსაკუთრებული ნდობა, რომელიც ნათესაური კავშირის შედეგად ჩამოყალიბდა მათ შორის.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას სხვადასხვა ქვეყანაში გააჩნია რამოდენიმე კომპანია, რომლის დაფუძნებაში უშუალოდ აქვს მიღებული მონაწილეობა და გაცნობილია დოკუმენტებს წილის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო კომპანიის საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა, ვინაიდან იგი არ არის მეწარმე სუბიექტი. შპს-ს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ვი--------ა მო-------ი. მისი განმარტებით, მსგავსი ფორმით ურთიერთობა საკმარისი იყო, ვინაიდან კომპანია შეიქმნა ქონების შესაძენად და შემდგომში გასაყიდად. ეს საქმიანობა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ჩართულობას. 3-6 თვეში ერთხელ კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება საკმარისი იყო, ვინაიდან ეს არ არის აქტიური ბიზნესი.

 

საქმეში წარმოდგენილია მოდავე მხარეებს შორის ელექტრონული წერილები კომპანიის შესახებ, რომელთა შინაარსი სასამართლოს შეფასებით არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს რათა მოსარჩელე აღქმულ იქნეს კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ და პარტნიორად.

 

დასახელებული ფაქტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს სადავო კომპანიასთან არ გააჩნია იურიდიული კავშირი, რასაც ადასტურებს ის მარტივი გარემოებაც, რომ 2007 წლიდან სარჩელის წარდგენამდე მას არასდროს მოუთხოვია მოპასუხისთვის დოკუმენტები კომპანიის რეგისტრირებული მესაკუთრის ან დირექტორის გარკვევის მიზნით. მოსარჩელეს 2004 წლიდან კავშირი აქვს საქართველოსთან და იურისტებთან, რომელთა დახმარებით შეეძლო გადაემოწმებინა ინფორმაცია მისი სტატუსის შესახებ შპს ოპ--------------------------------–--------ში.

 

სასამართლოს დასკვნით, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სათანადო ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გარემოებას შპს ოპ--------------------------------–--------ის 100% წილის ჟ-----–---- მა----------ისადმი კუთვნილების შესახებ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო წილის მესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი, 19.03.2018წ, 10:55:50წთ/11:29:33წთ წთ)

- ელექტრონული წერილები (ს.ფ 83; 85; 87; 89; 134; 136; 138)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად ჟა----–---- მა----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 709-ე, 710-ე, 712-ე, 713-ე, 719-ე, 976-ე, 991-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 131-ე, 201-ე მუხლები; მეწარმეთა შესახებ კანონის 5-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოპასუხე შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვი--------ა მო-------იმ, როგორც კომპანიის დირექტორმა იურიდიული პირის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა ცნო 642 435 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების უდავო საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ამ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.

 

976-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამავდროულად უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.

 

მაშასადამე, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

მოპასუხე ვი--------ა მო---------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მასში დასახელებული ფაქტები სათანადო გარემოებების დასახელებითა და მტკიცებულებებით ვერ უარყო. მოპასუხე საქმის განხილვის ეტაპზე განმარტავდა, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული თანხა გადასცა სესხის სახით, რომლის გადახდის ვალდებულება 2020 წლიდან გააჩნია.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლზე, რომელის შინაარსით პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სარჩელი წარდგენილი შესაგებელით უარყო, თუმცა კვალიფიციური შედავება სასარჩელო განცხადებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და სასამართლო მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებს დადასტურებულად მიიჩნევს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიისთვის გადაცემული აქვს 600 000 აშშ დოლარი და 40 000 ევრო, რომლის გამოყენებით გაიზარდა შპს ოპტიმა ჯორჯია ინვესტმენტ ლიმიტედის აქტივები, მათი გასხვისების შედეგად მიღებული თანხები კი სრულად განკარგა მოპასუხე ვი--------ა მო-------მა. შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს 675 018 აშშ დოლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრებას. სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოპასუხე მხარეს სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური შედავება სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და სათანადო ხარისხით სარჩელში დასახელებული გარემოებები 675018 აშშ დოლარის მიღების ნაწილში სადავოდ არ გაუხდია.

 

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შპს ოპ--------------------------------–--------სა და ვი--------ა მო-------ის მიმართ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 675018 ლარის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია სრულად და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელის განმარტებით მინდობილობა გაუფორმა ვი--------ა მო-------ს, რათა დაეფუძნებინა კომპანია შპს ,,ოპ--------------------------------–--------ი", რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე უნდა ყოფილიყო მოსარჩელე, ხოლო დირექტორები როგორც მოსარჩელე ისე მოპასუხე. მოსარჩელის შეფასებით, ვი--------ა მო-------იმ უხეშად დაარღვია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რწმუნებულის ვალდებულებები და გადაუხვია მის მითითებებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის და მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

 

თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს რწმუნებულის მოვალეობას, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

 

სამოქალაქო კოდექსის 719-ე მუხლის თანახმად კი, თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ა)დავალების ხელშეკრულების დარღვევა; ბ)წარმომადგენლის მიერ ბრალეული (განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა) ქმედებას ჩადენა გ)ზიანის მიყენების ფაქტი; დ)მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და ზიანს შორის.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების კვლევის შედეგად მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ვი--------ა მო-------ის სახელზე გაფორმებული მინდობილობების და საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების მიზანს შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ დაფუძნება წარმოადგენდა. რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე იქნებოდა მხოლოდ ჟა----–---- მა----------ი, ხოლო მოპასუხეს დავალების ურთიერთობის ფარგლებში უნდა ემოქმედა მარწმუნებლის მითითებების შესაბამისად.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორად რეგისტრაცია მეწარმეთა შესახებ კანონის 5-ე მუხლის თანახმადაა შესაძლებელი. დასახელებული ნორმის 1-ლი ნაწილი „დ“ პუნქტით საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი. აშკარაა, რომ მოსარჩელე მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ფორმით მოპასუხე საწარმოს პარტნიორად არ დარეგისტრირებულა და სასარჩელო მოთხოვნა შპს „,ოპ--------------------------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. საყურადღებოა, რომ შპს „,ოპ--------------------------------–--------მა“ მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ და ვი--------ა მო-------ის ჟა----–---- მა----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი, საიდანაც შპს „ოპ--------------------------------–--------ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს მხოლოდ 1598,81 ლარით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ჟა----–---- მა----------ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ და ვი--------ა მო-------ის ჟა----–---- მა----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 675 018 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. ჟა----–---- მა----------ის მოთხოვნა შპს „ოპ--------------------------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ოპ--------------------------------–--------ს“ და ვი--------ა მო-------ის ჟა----–---- მა----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3050 ლარი, საიდანაც შპს „ოპ--------------------------------–--------ის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს -1598,81 ლარით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე