გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2020
საქმის ნომერი
330210019003182090
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210019003182090

№2/22434-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 მარტი 2020 წ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივნები: ანა დარჩაშვილი, გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს „ მ---–-----------“

 

წარმომადგენლები - ლ-–---------------------------------–------–-–---–-

 

მოპასუხე - თ----------------ე

 

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით) - იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოშლის გამო, თანხის დაკისრება

 

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით:

 

1.1. ს-------–------------- სასარგებლოდ, თ----------------ეს, დაეკისროს 36 926 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადვოკატის ვალდებულება დაეცვა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები დავაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, უძრავ ქონებაზე (მიწაზე) სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმებისა და ს-------–------------- საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისთვის ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ვადებსა და ოდენობით გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური.

 

ხელშეკრულების თანახმად, მომსახურებად ჩაითვლებოდა მხარეთა შორის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, წარმოიშობოდა თუ არა ფაქტობრივი მომსახურების საჭიროება. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ა) წინასასამართლო ეტაპისათვის (კლიენტის მოსმენა, საქმის მასალების გაცნობა, კონსულტაცია, საგამოძიებო ან/და სასამართლო პროცესში მონაწილეობა) და ინსტანციური წესით, მოსარჩელე მოპასუხეს წარმომადგენლობისათვის აუნაზღაურებდა 1000 ლარს; ბ) საათობრივი ანაზღაურების დროს, ყოველი ერთი საათი უნდა ანაზღაურებულიყო 100 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მომსახურების აღრიცხვის ბარათით; გ) სასამართლო პროცესის წარმატებით (მოგებით) დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული ან/და მორიგების აქტით განსაზღვრული ან/და ქონების საბაზრო ღირებულების 05% (ასეთ შემთხვევაში, გადასახდელ ღირებულებას უნდა გამოკლებოდა უკვე მიღებული ანაზღაურების თანხის ოდენობა). მოსარჩელეს უნდა გადაეხადა საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები (მიმოსვლა, მივლინება და ა.შ.). აღნიშნული ანაზღაურება უნდა მოხმარებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის აღმოეჩინა დროული და კვალიფიციური მომსახურება, ცალმხრივად არ ეთქვა უარი მოსარჩელის დაცვაზე, დროის არცერთ მონაკვეთში, უარი არ განეცხადებინა მოსარჩელის იურიდიულ მომსახურებაზე. კლიენტს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს, მიზეზების განმარტების გარეშე, მოეშალა ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდებოდა თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩა ადვოკატის მიერ შესასრულებელი.

 

ხელშეკრულების მიხედვით, ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება ადვოკატის მიერ კლიენტის წინაშე, არ იწვევს (ნიშნავს) არანაირი გარანტიის ვალდებულებას, გარდა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მომსახურებისა.

 

მოპასუხემ მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მოითხოვა ქონების დათმობისა და გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. მას არ წარუდგენია სასარჩელო მოთხოვნა მოუთხოვია თანმდევი შედეგით - კომპანიის საკუთრების უფლების აღდგენა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქონების დათმობის და არა გამიჯვნის გადაწყვეტილებები. სააპელაციო წესით წარდგენილ სარჩელში არ მომხდარა ქონების დათმობისა და გამიჯვნის გადაწყვეტილებების ერთიან პროცესად დასაბუთება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრებულა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, მოპასუხემ ახალი სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული წესით და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა დათმობილ ქონებაზე, სადაც აღინიშნა, რომ ეს ისედაც უნდა მომხდარიყო, ვინაიდან საკმარისი არ იყო ქონების დათმობის გადაწყვეტილების გაუქმება. ადვოკატი სამოქალაქო დავის პროცესში არ აყენებდა სადავო ქონებაზე კომპანიის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნას, უკავშირებდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით ახალ დავაში უფლებადამდგენი აქტების ბათილად ცნობის შედეგებს, აღნიშნულია სარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებაში.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე სწორედ სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით იმედოვნებდა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას თუ დასახელებული აქტები გაუქმდებოდა, თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმისა და საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსიდანაც დადგინდა რომ, წარდგენილი დავის ფარგლებში, მას ფუჭი მოლოდინი გააჩნდა საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დავალება სწორედ საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ სარჩელის აღძვრა იყო, თუმცა მოპასუხე მოსარჩელეს მუდმივად არწმუნებდა, რომ ამგვარი შედეგი სამოქალაქო სამართალწარმოების გზით ვერ მიიღწეოდა.

 

მოსარჩელის მითითებით, ის სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც ამ საქმეზე შეიქმნა, განსხვავდებოდა ზეპირსიტყვიერი შეფასებისაგან, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხისაგან სამართალწარმოების ეტაპზე იღებდა. საქმის შედეგების სამართლებრივი ექსპერტიზის შედგენის შემდგომ (რომელიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა და მასში მოპასუხეც იღებდა მონაწილეობას) მოსარჩელის არადამაკმაყოფილებელი შედეგი გამოიწვია მოპასუხის მხრიდან მოსარჩელესთან შეთანხმებული სტრატეგიისა და მოთხოვნებისაგან განსხვავებულმა სასარჩელო მოთხოვნებმა. შესაბამისად მოპასუხემ დაარღვია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები. ამის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოპასუხესთან ერთად შედეგების ანალიზის გაცნობის შემდეგ, ამავე შეხვედრაზე შეიტყო მხარემ, რომ არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლო განჩინება.

 

მოსარჩელის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნათა ამგვარად წარდგენა სასამართლოში და საკასაციო წესით კერძო საჩივრის წარდგენაზე უარის თქმა წარმოადგენს დავალების ხელშეკრულების დარღვევას, რადგან კლიენტის მითითება სხვაგვარი იყო.

 

მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს 40 926 ლარი, საიდანაც 2000 ლარი გადახდილია თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში დავის გამო ინსტანციური პრინციპით (2013 წლის 7 ოქტომბერს და 2013 წლის 17 ივნისს ადვოკატმა მიიღო 1000-1000 ლარი). 2014 წლის 17 ივნისს გადახდილ იქნა 2000 ლარი, 2015 წლის 22 მაისს 14 000 ლარი. მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი 2017 წლის 10 მარტს გადახდილ იქნა 22 926 ლარი ავანსის სახით, რაც დავის მოგების შემთხვევაში სადავო ქონებს 0.5%-ს წარმოადგენდა.

 

მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 17 ივნისს მიმართა 19 463 ლარის დაბრუნების მოთხოვნით, რაზეც 2019 წლის 3 ივლისის წერილით უარი ეთქვა. წერილში მოპასუხე აღნიშნავს, რომ დასადგენია წერილი ნიშნავდა თუ არა ხელშეკრულების მოშლას, ამასთან თანხა დასაკორექტირებელია. 2019 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა.

 

სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

1. ს-------–-------------, თ----------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს 3 000 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე არის პროფესიით იურისტი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. 2018 წლის მარტიდან 2019 წლის აპრილამდე მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აწარმოებდა ს-------–------------- სარჩელის წარმოებას ს----------–--------------------------------------------------------ოსა და სხვა მოპასუხეთა მიმართ, რა დროსაც შეასრულა 10400 ლარის სამუშაო.

 

2019 წლის 17 ივნისსა და 15 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების მოშლისა და თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა მას არანაირი თანხა არ მიუღია საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნილი ჰონორარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე

 

2.1. თ----------------ემ წარმოდგენილი წერილობითი პასუხით სარჩელი არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულება ფორმალურად 2013 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებამდე ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა ს-------–------------- აქციათა 63%-ის მფლობელ და საზოგადოების დირექტორ ჯ--------–-----–--სთან, რომლის დავალებით მოპასუხის წარმომადგენლობით არაერთი სასამართლო პროცესი წარმატებით დამთავრდა, მათ შორის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ და სისხლის სამართლის საქმეებიც. ყოველივემ განაპირობა ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჯ--------–-----–--ს გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგილი ს-------–------------- აქციონერთა შორის მემკვიდრეობით დაიკავა მისმა შვილმა ბ-----–-----–--მ, რომელმაც საზოგადოების დირექტორად დანიშნა ბატონი ი---------------.

 

ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა სიტყვიერი მოლაპარაკება რა დროსაც მოპასუხემ მოითხოვა 20 000 ლარის წინასწარი გადახდა ან დავის საგნის ხუთი პროცენტის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულებისთანავე.

 

ს-------–------------- ედავებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფოსათვის 730 000 ლარს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის. აღნიშნული თანხა შედიოდა დავის საგნის ღირებულებაში. დავის საგანი იყო არა 778 515 ლარი, არამედ 1 508 515 ლარი. მოსარჩელეს გადახდილი აქვს ანგარიშზე არა 40 926 ლარი, არამედ 39 926 ლარი, რადგან იმავე პერიოდში მოპასუხე სხვა საქმეებსაც აწარმოებდა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა არაკვალიფიციურ მომსახურებაზე საუბარი, რადგან სწორედ ადმინისტრაციული დავის გზით უნდა მოხდეს ამ ნაწილში მოსარჩელის ინტერესების დაცვა.

 

ხელშეკრულების მიხედვით, თუ კი ხელშეკრულების მოშლა სურს დამკვეთს ეს განსაკუთრებული პირობა შემდეგია: „ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩება ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების (კონსულტაცია, საუბრები), დანახარჯების (მიმოსვლის, დოკუმენტების შედგენის, მოპოვების და ა.შ.), აგრეთვე ყოველ სამუშაო საათზე 100 (ასი) ლარის გამოკლებით, ხსენებული მუხლის კიდევ უფრო ნათელი გააზრებისათვის მუხლს გაუკეთდა შენიშვნა, რომელის მიხედვითაც „ადვოკატის სამუშაო დროში ჩაითვლება დროის ნებისმიერი მონაკვეთი, რაც დაკავშირებულია კლიენტის ინტერესებთან, მათ შორის კონსულტაციის, გადაადგილების მოცდის და ა.შ. პერიოდში გასული დრო“.

 

საათობრივი ანაზღაურების დამადასტურებელი ბარათების არასებობაზე მოპასუხე მიუთითებს, რომ ეს წესი გამოიყენებოდა მხოლოდ საათობრივ ანაზღაურებაზე შეთანხმების შემთხვევაში, რაც არ მომხდარა.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2013 წლის 4 სექტემბერს, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 2014 წლის 20 თებერვალს. საქმე შედგება სამი ტომისაგან, რომლის თითოეული მტკიცებულების შექმნაში დახარჯულია მოპასუხედ დასახელებული პირის გონებრივი შრომა. პირველი ტომის მასალების მიხედვით (წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაცნობისათვის, შეფასებით დახარჯული შრომითი რესურსის გათვალისწინებით) გაწეული შრომა მინიმუმ 13 800 ლარად უნდა შეფასდეს. მეორე ტომის მასალებით 6 სხდომაა ჩატარებული, ამასთან მტკიცებულებათა შექმნისთვის ჯამში 6 800 ლარის შრომის ღირებულებად უნდა შეფასდეს. მესამე ტომშიც 6 სასამართლოს სხდომაა ჩატარებული და ჯამში ამ ტომის წარმოებისთვის 10 400 ლარის შრომაა გამოყენებული. მთლიანად სამოქალაქო საქმისთვის გაწეულია 31 000 ლარის შრომა. საქმე დასრულდა წარმატებით და მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ავტომობილით გადაადგილებისთვის გახარჯულია 2000 ლარი მინიმუმ, 8000 ლარი საშემოსავლოს გადასახადის მიზნებიდან გამომდინარე დაბეგრილია.

 

მოსარჩელის მიზნების მისაღწევად არსებულ ადმინისტრაციული კატეგორიის დავაში (3/923-18) 10 400 ლარის ღირებულების სამუშაოებია ჩატარებული (დეტალური გაანგარიშება იხ. 18.12.2019წ. დაზუსტებულ შესაგებელში ს.ფ. ტ. 2, გვ 11-15).

 

[ თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხის მიერ მითითებული წერილობითი პოზიციები კორექტირებულია 18.12.2019წ. დაზუსტებული შესაგებლის წარდგენის გზით. იხ. ტ. 2, გვ. 1-418.]

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

 

2.2. სს „მ---–-----------მ“ შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში აღძრული სარჩელით 10 400 ლარის სამუშაო.

 

მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი იურიდიული მომსახურების საფასური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „მ---–------------ა“ და თ----------------ეს შორის, 2013 წლის 4 სექტემბერს, გაფორმდა საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადვოკატის ვალდებულება სამართლებრივი ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით, დაეცვა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები დავაში ქონებაზე (მიწაზე) სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, სახელმწიფო საკუთრების უფლების გაუქმებისა და სს „მრეწვრკინიგზის“ საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

 

ხელშეკრულების თანახმად:

 

- მომსახურებად ჩაითვლებოდა ადვოკატის სახელშეკრულებო ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, წარმოიშობოდა თუ არა ფაქტობრივი მომსახურების საჭიროება.

- მომსახურებაში იგულისხმებოდა: კლიენტის მოსმენა, საქმის მასალების გაცნობა, კონსულტაცია, სარჩელის მომზადება ან/და საგამოძიებო და სასამართლო პროცესში მონაწილეობა.

- კლიენტს ადვოკატისათვის ინსტანციური წესით წარმომადგენლობისათვის (გაწეული მომსახურებისათვის) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ერთჯერადად უნდა აენაზღაურებინა 1000 ლარი.

- საათობრივი ანაზღაურების დროს, ყოველი ერთი საათი უნდა ანაზღაურებულიყო 100 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მომსახურების აღრიცხვის ბარათით.

- სასამართლო პროცესის წარმატებით (მოგებით) დასრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული ან/და მორიგების აქტით განსაზღვრული ან/და ქონების საბაზრო ღირებულების 05%, საიდანაც გამოიქვითება შემდგომი სასამართლო ინსტანციისათვის გადახდილი საზღაური.

- საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის საჭირო დამატებითი ხარჯების (მიმოსვლა, მივლინება და ა.შ.) ანაზღაურება უნდა მოხმარებოდა კლიენტის მიერ წინასწარ ან ადვოკატის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

 

3.1.2. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა კლიენტის უფლება ნებისმიერ დროს, მიზეზების განმარტების გარეშე, მოშალოს ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება (უარი თქვას დაცვაზე).

 

ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდებოდა თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩა ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების (კონსულტაცია, საუბრები) და ხარჯების (მიმოსვლის, დოკუმენტის შედგენის, მოპოვებისა და ა.შ), აგრეთვე ყოველ სამუშაო საათზე 100 ლარის გამოკლებით (ადვოკატის სამუშაო დროში ჩაითვლება დროის ნებისმიერი მონაკვეთი, რაც დაკავშირებულია კლიენტის ინტერესებთან, მათ შორის კონსულტაციის, გადაადგილების, მოცდენის და ა.შ. პერიოდში გასული დრო).

 

3.1.3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების 3-ე პუნქტის მიხედვით, ადვოკატთან დადებული ხელშეკრულება ადვოკატის მიერ კლიენტის წინაშე, არ იწვევს (ნიშნავს) არანაირი გარანტიის ვალდებულებას, გარდა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მომსახურებისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება (ს.ფ. ტ. 1, გვ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.4. თ----------------ემ 04.09.2013წ. (იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით) ს-------–------------- სახელით 20.02.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ს----------–---------------------------------------------------------------------–-–-------------------------–--------------------------–-–--------------------------------------------–--------------–---------------–---------------- მიმართ და მოითხოვა: ს-------–------------- 2011 წლის 23 მაისის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების ყველა სახის განცხადებების, 2011 წლის 16 ივნისის თანხმობის, სამეთვალყურეო საბჭოს 20.05.2011წ. N3 ოქმისა და 15.06.2011წ. N4 სხდომის ოქმების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელის ასლი (ს.ფ. ტ. 1, გვ. 27-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ს-------–------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი:

 

- სს ,,მ---–------------” სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის #3 სხდომის ოქმი სს ,,მ---–------------” საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თ---–------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------–--–----------–---–---------–----–-----–----------------------------–-–------–---------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------–--–----------–---–---------–------–-------------–-–------–--------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ;

 

ბათილად იქნა ცნობილი სს ,,მ---–------------” დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 23 მაისის განცხადებები სს ,,მ---–------------” საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1) მდებარე - თ---–------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------–--–----------–---–---------–----–-----–----------------------------–-–------–---------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------–--–----------–---–---------–------–-------------–-–------–--------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------- სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ-------–------------------------–------------------------------–- არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ ს-------–------------- სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის #4 ოქმის ბათილად ცნობაზე.

 

მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ-------–------------------------–------------------------------–- არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ ს-------–------------- დირექტორის ჯ--------–-----–--ს 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ. ტ. 1, გვ. 39-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ს-------–------------- მიერ, თ----------------ის წარმომადგენლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. ტ. 1, გვ. 42-49);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2016წ. განჩინებით ს-------–------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება (ს.ფ. ტ.1, გვ. 67-68);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აქტი (ს.ფ. ტ.1, გვ. 81);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.9. თ----------------ემ ავანსის სახით სს „მ---–------------აგან“ 2013 წლის 4 სექტემბერს მიიღო 2000 ლარი, 2013 წლის 7 ოქტომბერს მიიღო ჰონორარი 1000 ლარი, 2014 წლის 17 ივნისს მიიღო 2 000 ლარი, 2015 წლის 22 მაისს მიიღო 14 000 ლარი ჰონორარის სახით, 2017 წლის 10 მარტს კი - 22 926 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადახდო დავალებები, მიღება ჩაბარების აქტი (ხელწერილი ავანსის მიღების შესახებ) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. ტ.1, გვ.106-111);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.10. თ----------------ემ 04.09.2013წ, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით, ს-------–------------- სახელით, 15.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ს----------–---------------------------------------------------------------------–-–-------------------------–--------------------------–-–--------------------------------------------–--------------–---------------–------------------------------------------------------–------------- მიმართ სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ამ აქტებით განკარგული უძრავი ქონებების ს-------–------------- საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ტ. 2, გვ. 286-300);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.1.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ს-------–------------- ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სააპელაციო საჩივარი (ტ. 2, გვ. 397-409);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 04.09.2013წ. დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები თ----------------ის მიერ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება (ს.ფ. ტ. 1, გვ. 24-26);

- საგადახდო დავალებები, მიღება ჩაბარების აქტი (ხელწერილი ავანსის მიღების შესახებ) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. ტ.1, გვ.106-111);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

3.2.2. თ----------------ესა და ს-------–------------- შორის 04.09.2013წ. დადებული იურიდიული მომსახურების (დავალების) ხელშეკრულება თავის თავში მოიცავდა ადმინისტრაციული საქმის წარმოებასაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულება (ს.ფ. ტ. 1, გვ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები საქმეში).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. თავდაპირველ და შეგებებულ სარჩელზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში შემავალი დამფუძნებელი ნორმის ელემენტებს, რის გამოც ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 352-405-ე, 709-ე, 710-ე, 712-713-ე, 717-ე, 720-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ადვოკატი იღებდა ვალდებულებას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაეცვა მოსარჩელის ინტერესები კონკრეტულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე კი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა იურიდიული მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების არსის, მხარეთა უფლება - მოვალეობების გათვალისწინებით ურთიერთობა უნდა შეფასდეს დავალების ხელშეკრულებად (სსკ-ის 709-722-ე მუხლები). მითითებული მუხლებით რეგულირებადი მოწესრიგება (დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს ასახავს.

 

დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. ვინაიდან პირს ზოგჯერ, ამა თუ იმ მიზეზით, არ შეუძლია უშუალოდ განახორციელოს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი უფლებები და მოვალეობები, დავალების ხელშეკრულება წარმოადგენს იმ სამართლებრივ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია იურიდიული მომსახურების გაწევა მიანდოს სხვა პირს (რწმუნებულს).

 

დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. დავალების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მარწმუნებლის მითითებები არ - შეიძლება იყოს კანონსაწინააღმდეგო, არამართლზომიერი, მან რწმუნებულს უნდა დაავალოს განხორციელებადი და კონკრეტული საქმეების განხორციელება. რწმუნებულს უფლება აქვს და ზოგჯერ მოვალეც არის უარი განაცხადოს დავალებული არამართლზომიერი მოქმედებების განხორციელებაზე. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება.

 

რწმუნებული მოქმედებს რა მარწმუნებლის სახელით და მის ხარჯზე, ეს მხარეთა შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე მიუთითებს. უფლებები, რომლისთვისაც წარმომადგენელი წევს ინტელექტუალურ თუ სხვაგვარ შრომას, წარმოეშობა მარწმუნებელს. რწმუნებულმა დავალებული საქმეები უნდა აწარმოოს მარწმუნებლის მითითებისამებრ და კარგი მმართველის გულისხმიერებით. დავალების ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე რწმუნებული მის მიერ განხორციელებული მოქმედების შედეგად არ იძენს რაიმე უფლება-მოვალეობებს, ამიტომ მან კარგად უნდა გაიაზროს დავალების მიზანი და დავალებული საქმის ხასიათი, ხოლო მარწმუნებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მის მიერ მიცემული დავალებით ზიანი არ მიადგეს რწმუნებულს, ამიტომ წინასწარ უნდა მისცეს მას სახარჯო ფული, აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები.

 

სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში (709-722) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც.

 

ზოგჯერ დავალების შესასრულებლად მარწმუნებელი მინდობილობას გასცემს. რწმუნებული მესამე პირთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს მინდობილობის გარეშე. მარტო დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული მარწმუნებლის სახელით ვერ გამოვა სასამართლოში. მინდობილობის გარეშე, მისი სახელით ვერ გააფორმებს სამოქალაქო ხელშეკრულებას და ა.შ. ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები, ხშირად მათი შინაარსი გაერთიანებულია ერთ დოკუმენტში მინდობილობაში. სამოქალაქო კოდექსი არც მინდობილობის ფორმის მიმართ ითვალისწინებს რაიმე სპეციალურ წესს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი ეხება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმებას.

 

6.2. თავდაპირველ სარჩელზე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, ინიცირებული მოთხოვნისა და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული დამფუძნებელი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოთხოვნა უნდა შემოწმდეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების, ხელშეკრულების მოშლის, აგრეთვე უსაფუძვლო გამდიდრების წესებით თანხის დაბრუნების ვალდებულებაზე (სწორედ მითითებული დამფუძნებელი ნომრები დაასახელა მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამართლის შეკითხვისა და საპაექრო სიტყვის შინაარსში. იხ. საქმეში 02.03.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

თავდაპირველად უმჯობესია სასამართლომ გასცეს კითხვას პასუხი - დაარღვია თუ არა მოპასუხემ თავდაპირველ სარჩელზე დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოშობს თუ არა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება თანხის დაბრუნების უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას ყოველი ვალდებულებითი ურთიერთობის ლოგიკურ მიზანს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. შესრულების ერთიანი ცნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული არ არის (ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 427, გვ. 509). შესრულება დაკავშირებული არის შესაბამისი ქმედების განხორციელებასთან. კერძოდ, გარკვეული ქმედებით ვალდებულების შესრულებასთან. სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისთვის, ქმედების ქვეშ საგულისხმოა არა უბრალოდ რაიმე ქმედების ხასიათი და სახე არამედ ქმედების შედეგი (Grüneberg, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 362, Rn. 2; MüKo/Fetzer, § 362, Rn. 20).

 

ვალდებულების შესრულების ეს წესი ზოგადი ხასიათისაა და ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც შედეგის მიღწევის გარანტიისა და მისი მიღწევადობის განსაზღვრა ნებისმიერი გონივრული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვისაც განჭვრეტადია. რაც შეეხება დავალების ხელშეკრულებას, რომლიც სასამართლოში წარმომადგენლობას შეეხება, ვერანაირ შედეგს რწმუნებული მარწმუნებელს ვერ შეპირდება და ვერც ამის გარანტიას მისცემს (ხსენებულის შესახებ იხ. ქვემოთ).

 

განსახილველი საქმის ფარგლებში მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა დავალების ხელშეკრულება ჯეროვნად. მისი მოსაზრებით დავალების ხელშეკრულებით ადვოკატს დაავალეს სასამართლოში საქმის აღძვრა კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნებით (ხელშეკრულების საგანი) აღძვრა, რაც არ გააკეთა. სასამართლომ ხსენებული გარემოების დადგენის მიზნით უნდა გამოიკვლიოს გარიგება და მისი შინაარსი. საინტერესოა იყო თუ არა ამგვარი მითითება მარწმუნებლის მხრიდან რწმუნებულისადმი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულების ერთადერთი პუნქტი, სადაც საუბარია ადვოკატის ვალდებულებაზე დაიცვას კომპანიის ინტერესები სასამართლო დავებში „ხელშეკრულების საგნის“ თავში პირველ აბზაცშია მითითებული, რომლის მიხედვითაც: „ადვოკატი ვალდებულებას კისრულობს სამართლებრივი ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით დაიცვას კლიენტის, როგორც დაინტერესებული პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები დავაში ქონებაზე (მიწაზე) ს----–-–-------------------------–--------------–------------------–-–-------------------------–-----------------------------–------------- საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით“ (დებულება ციტირებულია 04.09.2013წ. საადვოკატო (იურიდიული) მომსახურების (დაცვის) ხელშეკრულებიდან. იხ. ს.ფ. ტ. 1, გვ. 24-26). საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ხსენებული სიტყვები სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის სასარჩელო მოთხოვნების მითითებას კრედიტორის მხრიდან.

 

6.3. საეჭვოობისას ხელშეკრულებისა და ნების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებისა და ნების გამოვლენის განმარტების (სსკ-ის 52-ე მუხლი) წესების გამოყენებით უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

 

ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა: სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას.

 

ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ № ას - 1144 - 1090 - 2014, 23 თებერვალი, 201 5 წელი).

 

ხსენებული მეთოდით გარიგების სადავო პუნქტის შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ თავდაპირველ სარჩელზე მოსარჩელის მიზანი შესაძლოა ნამდვილად საკუთრების უფლების მიღება (მოპოვება) ყოფილიყო, თუმცა სიტყვების შინაარსით საწარმომ ადვოკატის მიერ შესასრულებელი იურიდიული დახმარებისათვის მოახდინა საქმეთა ჩამონათვალის ზოგადი იდენტიფიცირება. სწორდ ამგვარი ტიპის ნებისმიერ სასამართლო დავებში უნდა დაეცვა ადვოკატს ს-------–------------- ინტერესები.

 

თავად მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ საწარმოს წარმომადგენლები არ არიან გაცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში, რის გამოც ბოლო დრომდე ვერ მიხვდნენ შედეგის მიუღწევლობას. თუკი ამგვარ მოსაზრებას დავიჯერებთ (რაც სრულიად შესაძლებელია), მაშინ - წარმოუდგენელია სამართლებრივი სპეციალური ცოდნის (გამოცდილების) არ მქონე პირთა მიერ სამომავლო დავის საგანზე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების მითითება იმ მიზნით, რომ შემდგომ ზუსტად ამ მოთხოვნებით იდავოს ადვოკატმა. სამართლებრივი შემთხვევა, ზოგადად არ არის მათემატიკური სიზუსტითა და ერთი, სპეციალური კანონის მუხლით გადასაწყვეტი პრობლემა. შესაძლოა სხვადასხვა იურისტს ერთსადაიმავე საქმის შედეგზე სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდეთ და სხვადასხვა ხერხით სურდეთ ერთიდაიმავე შედეგის მიღწევა, რასაც „სამართლებრივი დაცვის სტრატეგიასაც“ უწოდებენ.

 

სასამართლოს რომც ჩაეთვალა ს-------–------------- მითითება სამომავლო სარჩელის მოთხოვნების ფურმულირებას ეხებოდა, ადვოკატს თავისუფლად შეეძლო სტრატეგიის შემუშავება რა ხერხებით მიეღწია შედეგისათვის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის თუ დავების ერთობლივი წარმოების გზით).

 

სასარჩელო მოთხოვნების არასწორად წარდგენის კონტექსტში, მოსარჩელის მითითება ძალიან წააგავს სასამართლოს დავალდებულებას სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტაროს განხილულ საქმეებს, დაადგინოს სწორად მოიქცა თუ არა ადვოკატი, სწორად აღძრა თუ არა სასარჩელო მოთხოვნები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობასთან ერთად უნდა მოეთხოვა თუ არა მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე და ა.შ.. თუ კი ამ ლოგიკას მივყვებით, სასამართლოს ყოველი მსგავსი ტიპის საქმეებზე მოუწევს შეაფასოს ადვოკატის, როგორც დამოუკიდებელი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ქმედებები დავის იურიდიულ ჯაჭვში და შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში დააბრუნებინოს მის მიერ აღებული ჰონორარები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადვოკატის მიერ არჩეული სტრატეგიის (თუნდაც გაუმართლებელი) სასამართლოს მიერ შემდგომში კრიტიკა ადვოკატთა დამოუკიდებლობას დააკნინებს, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციად შესაძლოა ჩაითვალოს და სასამართლოს დაუშვებლადაც მიაჩნია. იურიდიული მეცნიერების, როგორც არაზუსტი დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა სასამართლოს შეფასებაც არასწორი აღმოჩნდეს, რაც თავისთავად სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების ვალდებულებას კიდევ ერთხელ ეჭქვეშ აყენებს. მოსარჩელის ლოგიკა ჭეშმარიტიც რომ აღმოჩენილიყო, ჰონორარის უკან დაბრუნება ვერ განხორციელდებოდა სასამართლოს გზით, რადგან შეუძლებელია არაჯეროვანი შესრულების თანხაში გამოხატვა, შესაბამისად ჯეროვნად შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოპასუხისათვის მიკუთვნებაც.

 

დამატებით სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ ამ დავის ფარგლებშიც ვერ იქნა მიღწეული ს-------–------------- სარჩელის დაკმაყოფილება, რაც მომჩივანის ლოგიკის შესაბამისად, ამ უკანასკნელს კვლავ ანიჭებს საადვოკატო მომსახურების არაჯოროვნად განხორციელების გამო გაცემული ჰონორარის უკან დაბრუნების უფლებას, ამჯერად ახალი წარმომადგენლის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, მსგავსი შეფასების, ადვოკატის მიერ ნაწარმოები საქმის სამართლებრივი შეფასების გაკეთება სამართლებრივად მიუღებელია, რადგან საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღებას უკავშირდება. შედეგების შეპირება და მასზე გარანტიების გაცემა ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მიხედვით დაუშვებელია საადვოკატო საქმიანობაში. ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით (იხ. ადვოკატთა ეთიკის კოდექსის 8.3. მუხლი. დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 15 აპრილი, 2006 თბილისი, აგრეთვე ხელმისაწვდომია ელექტრონულ ვებგვერდზე ). მხარეთა შორის დადებული დავალების ხელშეკრულებაში ამ დებულებამ ასახვა ჰპოვა კიდეც.

 

სასამართლო ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს მოსარჩელის ადვოკატის მითითებას, რომ მარწმუნებლის ინტერესებში არ შედიოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუსაჩივრებლობა ზემდგომ ინსტანციაში. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ასეთი იყო თუ არა ს-------–------------- ნამდვილი ნება, რადგან სადავო პერიოდში ამ საწარმოს ხელმძღვანელობდა სხვა პირი და არა დღევანდელი ხელმძღვანელი. საწარმოში მენეჯმენტის შეცვლა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ყოფილი მმართველების მიერ მოწონებული ან განხორციელებული ყველა ქმედება ეჭქვეშ დადგეს. ამგვარი მიდგომები სამოქალაქო ბრუნვის შეუფერხებელ განვითარებას დააბრკოლებდა. ამასთან, სასამართლოს აქტის გასაჩივრების გარეშე დატოვება, როგორც კლიენტის ნების საწინააღმდეგო ქმედება (უმოქმედობა) უფრო ეთიკის კოდექსის დარღვევა იქნება, რადგან გასაჩივრების შემთხვევაში, რომ სასურველი შედეგი დადგებოდა ესეც შეუძლებელია ვივარაუდოთ. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია სამართლებრივი ექსპერტიზის გაკეთება მოპასუხის მიერ ნაწარმოებ საქმეებზე, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტიც ვერ დასტურდება, რაც ამ საფუძვლით (მიღებული ჰონორარის უკან დაბრუნება) სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

6.4. მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომი წინაპირობა მომდინარეობს სახელშეკრულებო სამართლებრივი ინსტიტუტიდან - ხელშეკრულების მოშლა. მოსარჩელეს სურს მიაღწიოს ხელშეკრულების მოშლის შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. სასამართლო ვალდებულია მითითებულის ფარგლებში შეამოწმოს სარჩელის ფაქტობრივი მოცემულობა და გადაწყვიტოს არსებობს თუ არა ამგვარი უფლების დამცველი მატერიალური ნორმები.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული. კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda -ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/6777-18, 16 მაისი, 2019 წელი).

 

მხარეთა უფლებების უპირატეს დაცვასა და სახელშეკრულებო თავისუფლებას განეკუთვნება უფლება, როდესაც გრძელვადიანი ხელშეკრულების გაგრძელება შეუძლებელია ან/და მხარე(ებ)ს არ სურს. როდესაც შეუძლებელია ხელშეკრულების არსებული სახით გაგრძელება მხარეები იყენებენ მისი მოშლის უფლებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

 

კანონი თავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობის შემთხვევებსაც, კერძოდ სსკ-ის 405.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.

 

6.6. მიუხედავად სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული (ზოგადი ხასიათის სახელშეკრულებო) რეგულაციისა, ურთიერთობას ახასიათებს ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გარკვეული სპეციფიური მხარე და წესიც. თუ სხვა ხელშეკრულებებიდან გასვლისათვის (ხელშეკრულების შეწყვეტისათვის) აუცილებელია ხელშეკრულების დარღვევა, ორმხრივი ინტერესი, წინასწარ გაფრთხილება, დამატებითი ვადა, ა.შ., დავალების ხელშეკრულებისათვის ეს წესი განსხვავებულად რეგულირდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, –გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

 

ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ მარწმუნებელს რწმუნებულისგან განსხვავებით, ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა. რწმუნებულს ევალება ისეთ დროს არ შეუწყვიტოს მომსახურება მარწმუნებელს, რომ იგი დარჩეს დავალების შემსრულებლის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს. ე.ი. ნაცვლად მოსარჩელე მხარის მითითებისა რაიმე სახის სახელშეკრულებო დარღვევისა თუ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე მითითების გარეშეც ნებისმიერ დროს შეეძლო მარწმუნებელს დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემთხვევაში დავალების გამცემი ვალდებულია დავალების მიმცემს აუნაზღაუროს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავად გარიგების განსაკუთრებული პირობიდან გამომდინარეც ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ადვოკატს დარჩებოდა გაწეული მომსახურების ღირებულება, საათობრივი ანაზღაურების მიხედვით ყოველ საათში 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე ყველა დანახარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა კლიენტს უნდა დაუბრუნდეს (იხ. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები).

 

მიუხედავად ს-------–------------- მიერ გაგზავნილი 15.07.2019წ. წერილისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, რაც დადასტურებული, მოწონებული და აღიარებულია კრედიტორის მხრიდან ნაწარმოები გადახდით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.1. მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

მითითებული ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის (361 I). თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულებას ექნება ადგილი (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 361, გვ. 267). ვალდებულების გარეშე შესრულებული კი უკან დაბრუნებას ექვემდებარება (976). ამდენად, მართალია, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს, თუმცა, მხოლოდ შესრულება რომელიმე კონკრეტული ვალდებულების ინდიკატორად ვერ მიიჩნევა.

 

შესრულება, მართალია, ვალდებულების არსებობას ნიშნავს, თუმცა, მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. ამიტომ, შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა მან ეს შესრულება და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე, საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, იგი განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მიმღები არ დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიიღო (იხ. შეადარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის Nბს/1034-992-(კ-09) განჩინება).

 

შემსრულებელი გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თანხის მიმღები არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღო, კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურების - შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსრულებელს მიღებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლება მხოლოდ მიმღებისაგან (ვითომ კრედიტორისაგან) აქვს (976), აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც შესრულება, მიმღების სახელით, მესამე პირმა მიიღო (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 მაისის N ას-711-670-2011 განჩინება). თუ ვითომ კრედიტორისაგან უფლებამოსილმა მესამე პირმა მიღებული შესრულება მიითვისა, მიმღები (ვითომ კრედიტორი) თანხის უკან დაბრუნებისაგან არ თავისუფლდება. ასეთ შემთხვევაში, მიმღებს (ვითომ კრედიტორს) მესამე პირისაგან თანხის მოთხოვნის უფლება დელიქტის საფუძველზე წარმოეშობა (992) ( თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის N 2ბ/3485-11 განჩინება).

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვდა ორი ტრანზაქციის მეშვეობით (22.05.2015წ. 14000 ლარი და 10.03.2017წ. 22 926 ლარი) განხორციელებული და ჰონორარში ჩათვლილი თანხების უკან დაბრუნებას, სასამართლოს კი მიაჩნია, რომ ამ გადარიცხვებით დადასტურებული და აღიარებულია ვალდებულების არსებობა. ზემოთმოხმობილი მსჯელობის კრიტიკით უნდა შემოწმდეს გადახდილი თანხები ნამდვილად საადვოკატო მომსახურების ფარგლებშია გადახდილი თუ სხვა ან არარსებული ვალდებულების შესრულებას ნიშნავდა.

 

ამ კონტექსტში მსჯელობისთვის სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს 2015 წლის 22 მაისის საგადახდო დავალებაზე, რომლის დანიშნულებაში ადვოკატის ჰონორარია მითითებული. საინტერესოა აგრეთვე, 2017 წლის 10 მარტის საგადახდო დავალება, რომლის დანიშნულებაში ადვოკატი ჰონორართან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართალოს გადაწყვეტილების ნომერია მითითებული სამოქალაქო საქმეზე, რაც უდავოდ ადვოკატის მომსახურებისათვის თანხის გადახდას ადასტურებს, რაც დავის წარმატების დასრულებას უნდა უკავშირდებოდეს (ნათელია, რომ ამგვარ შედეგს დაუკავშირა კრედიტორმა მოგების ჰონორარის გადახდის ვალდებულება) (იხ. საგადახდო დავალებები ს.ფ. ტ. 1, გვ 110-111).

 

6.8. მართალია უსაფუძვლო გამდიდრებაზეც პრაქტიკულად შემოწმდა მოთხოვნა, თუმცა სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

მოსარჩელის მითითებით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დასაბრუნებელი თანხა აგრეთვე უკავშირდება კონდიქციურ სამართალს, რადგან ჰონორარი ჯერ გადახდილ იქნა, ხოლო მოგვიანებით მიხვდა კრედიტორი მოთხოვნილი შედეგი ვერ იქნა მიღწეული და შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის, 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას). უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონება დაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1548-2019, 14 თებერვალი, 2020 წელი).

 

შედეგის განმაპირობებელი ფაქტების კვლევისა და დადგენის პროცესს სასამართლო ვერ დაიწყებს მანამ სანამ, ზუსტად და სწორად არ განსაზღვრავს იმ სამართლის ნორმას (ან ნორმებს), საიდანაც ეს შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს, რომ ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი კონდიქციური სამართლის ნორმების შესაძლოა იყოს, ან მისგან გამომდინარეობს, რადგანაც უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (იხ. და შეადარე სუსგ. საქმეზე N აs-1042-962-201726 მარტი, 2018 წელი, პ. 26).

 

იმ პირობებში, როდესაც განსახილველი გადაწყვეტილების 6.7. პუნქტით გადახდილი თანხებით დადასტურებულია დავალების ხელშეკრულების შესრულება და ზედმეტადაც არაფერია გადახდილი, შეუძლებელია სარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით დაკმაყოფილებაც.

 

6.9. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პრეტენზიას, იგი მომდინარეობს განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნიდან, მისი განმარტებით, მხარეები ადმინისტრაციული წესით განსახილველ სადავო საქმეში მონაწილეობაზე არ შეთანხმებულად. რის გამოც უნდა ანაზღაურდეს მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 3 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც. ხსენებულ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვავს საქმე.

 

საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (ხელმისაწვდომია აგრეთვე - .).

 

ფაქტია, რომ ადვოკატს მარწმუნებლისათვის გაწეულ იურიდიულ მომსახურებაში ანაზღაურება ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა მოპასუხის შედავების პირობებში უნდა შემოწმდეს, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ხომ არ განხორციელდა წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოების საქმეზე და უკვე ხომ არ აქვს მიღებული ამ გზით მას ანაზღაურება. შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლო კვლავ დავალების ხელშეკრულების შინაარს უბრუნდება.

 

სს „მ---–------------ა“ და თ----------------ეს შორის 2013 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული დავალების ხელშეკრულების მიხედვით (მომსახურების (შრომის) ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, მეორე აბზაცი) „მომსახურებაში იგულისხმებოდა: კლიენტის მოსმენა, საქმის მასალების გაცნობა, კონსულტაცია, სარჩელის მომზადება ან/და საგამოძიებო და სასამართლო პროცესში მონაწილეობა“. წინადადებაში საგამოძიებო მოქმედებების აღნიშვნა მიანიშნებს იმაზე, რომ გარდა სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებით განსახორციელებელი დავებისა შესაძლოა ადვოკატის მოვალეობა ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებში საპროცესო მონაწილეობაც. საქმის განხილვის ფარგლებში ხსენებული გარემოება დადასტურებულია თ----------------ის მიერაც (იხ. სასამართლოს მთავარი სხდომის ომი საქმეში). მის მიერ განმარტებული სტრატეგიის მიხედვით, სამოქალაქო წესით საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის შემდეგ, ადმინისტრაციული წესით უნდა ედავა საკუთრების უფლების შეცვლისთვის. ასეთ ვითარებაში სასამართლო მომჩივანის ყურადღებას მიაქცევს დავალების ხელშეკრულების საგანზე, სადაც შავით თეთრზე მითითებულია, რომ ადვოკატი ვალდებული იყო დაეცვა კლიენტის ინტერესები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მიწის საკუთრების უფლების დავებში.

 

ხელშეკრულების მოხმობილი პუნქტების, მოსარჩელის ახსნა-განმარტებების, მითითებული ფაქტების ერთობლივად შეჯერების შედეგად სასამართლო მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით რწმუნებული ვალდებული იყო საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დავა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის საქმეც, არსებობის შემთხვევაში), სადაც მონაწილეობდა სს „მ---–-----------“ ეწარმოებინა თ----------------ეს. მომჩივანის სტრატეგის ნაწილს წარმოადგენდა ადმინისტრაციული დავის, როგორც მეორე ეტაპის ცალკე წარმოებად განხორციელება, რომლის მიზანი საკუთრების უფლებს მოპოვება იქნებოდა მარწმუნებლისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მოვალეს აკისრია, მას სჭირდება მტკიცებულება იმისთვის, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. აღნიშნულ საჭიროებას კი ითვალისწინებს კანონმდებლობა და მოვალეს აძლევს უფლებას, რომ კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა (Grüneberg, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 368, Rn. 1; MüKo/Fetzer, § 368, Rn. 1.) კრედიტორი მსგავსი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია (ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 429, გვ. 523).

 

სასამართლოს მიჩნია, რომ სს „მ---–-----------მ“ გადარიცხული ჰონორარის თანხებით ნამდვილად მიიღო და დაადასტურა შემხვედრი ვალდებულება - მომსახურების გაწევა. ამასთან ამ მტკიცებულებებით დასტურდება გაწეული მომსახურების სანაცვალგებო შესრულება - ანაზღაურება, რაც ჰონორარის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია საწინააღმდეგოს მტკიცების არარსებობის გამო.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (სუსგ, Nას-944-894-2015, 27 ნოემბერი 2015, Nას-315-300-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (სუსგ, Nას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი).

 

განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული იქნა სხვა მოსაზრებებიც, თუმცა მათ შესახებ სასამართლო არ იმსჯელებს, რადგანაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი არ არის. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018).

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1. მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის 49.2. მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა 3000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას წარმოადგენდა, რის გამოც მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა არც თავდაპირველი და არც შეგებებული სარჩელი, მათ განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი, მის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 23.09.2019წ. განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც თ----------------ეს პ/ნ 0---------- აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ-------–----------–--–--------------–---------–--------------------------------------------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 188-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ს-------–------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. თ----------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე თ----------------ეს პ/ნ 0---------- აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ------–----------–--–--------------–---------–--------------------------------------------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4.სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე