1. რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა.
2. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,…
საქმე №ას-1155-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ თუ დავალების ხელშეკრულების დადების ფაქტი დასტურდება, ადვოკატის ჰონორარის კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას ( სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის მეორე ნაწილი). კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხება…
საქმე №ას-1460-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2021
…წესთან მიმართებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობას. 27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 709-ე, 711-ე და 713-ე მუხლებისა, რეგულირდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული…
…მის დამხმარეს. არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების ხელშეკრულება მინდობილი მოქმედების გადანდობას კრძალავს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დავალების შესრულების გადანდობა, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე,…
…გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება: რწმუნებულმა იკისრა ვალდებულება - შეესრულებინა მარწმუნებლის მიერ დავალებული მოქმედებები, მარწმუნებლის კუთვნილი საავადმყოფოს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გასაცემად. ამასთან, რწმუნებულს, ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაევალა დავალების პირადად შესრულება, რადგან მარწმუნებელს არ დაურთავს ნება დავალება გადაენდო მესამე პირისათვის. 14.…
…უნდა მოხდეს მითითებული მისამართის გამოყენებით, თუ რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ორგანო თავად განმცხადებელს არ აწვდის ინფორმაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, 711-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 714-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე თანდართულია კომპანიის მიერ გაცემული…