განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
080210016001286432
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001286432

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-44-2019 27 მარტი 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - ნ--- ც---–---ე შპს ,,ა-------–-” ზ----- ნ-–------ე, კ------- ჭ----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2011 წელს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ავიაბილეთების რეალიზაციაზე. მოპასუხეს არ გადაუხდია 2014 წლის დეკემბრამდე რეალიზებული ბილეთების ღირებულება 4413.93 ლარის ოდენობით, რასაც დაერიცხა საურავი - 6254.6 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ნ--- ც---–---ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბრიდან, ყოველგვარი უთანხმოების გარეშე თანამშრომლობდა მოსარჩელესთან. მასთან ერთად მუშაობდა ი----- ც---–---ე, რომელმაც 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან, მისი სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე, შპს ”ა-------–ებთან” დამოუკიდებლად განაგრძო თანამშრომლობა, თუმცა, თავდაპირველად, ის სარგებლობდა ნ.ც---–---ის ანგარიშით და კომპიუტერული პროგრამა ”სკაიპით”. 2014 წლის მარტის თვის ბოლოს, ნ.ც---–---ემ შეწყვიტა ყოველგვარი თანამშრომლობა მოსარჩელესთან და დატოვა დაკავებული ფართი. მის თხოვნას, გაეუქმებინათ 2011 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულება მასთან და გაეფორმებინათ ი----- ც---–---ესთან, დაეთანმა შპს ”ა-------–-”. ამ პერიოდიდან, ი----- ც---–---ე აგრძელებდა მოსარჩელესთან ურთიერთობას და გაყიდული ავიაბილეთების თანხასაც საკუთარი საბანკო ანგარიშიდან რიცხავდა. მისი (ნ--- ც---–---ე) მუშაობის პერიოდში რეალიზებული ყველა ბილეთის თანხა ანაზღაურებული აქვს. შესაბამისად, გაუგებარია რას ედავება მოსარჩელე. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ”ა-------–-ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ნ--- ც---–---ეს, შპს ”ა-------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს 5311.35 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების თანხაა - 4413.93 ლარი, საურავი - 879.42 ლარი; 3. ნ--- ც---–---ეს, შპს ”ა-------–-ს” სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 159.34 ლარი, ხოლო 160.66 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა არსებითი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2011 წლის 17 ოქტომბერს, ი.მ. ნ--- ც---–---ეს და შპს „ა-------–ების” დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც გაგრძელდა უვადოდ. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ა-------–ები” (ხელშეკრულების მიხედვით ”აგენტი”) ნ--- ც---–---ეს (ხელშეკრულების მიხედვით ”სუბაგენტი”) აწვდიდა ავიაბილეთების ბლანკებს ან ელექტრონულ ვერსიას ავიაგადაზიდვების სარეალიზაციოდ. ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, ”სუბაგენტი” ვალდებული იყო ყოველი დეკადის დამთავრების შემდეგ, არაუგვიანეს ორი დღის ვადაში, შეეტანა აგენტის სალაროში ავიაგადაზიდვების რეალიზაციიდან ამონაგები, ნაღდი ფულის სახით ან გადარიცხვით, კუთვნილი საკომისიო თანხის გამოკლებით. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, ”სუბაგენტს” თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, დაეკისრებოდა გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2.2. 2014 წლის 15 მაისამდე, შპს ”ა-------–ების” ანგარიშზე გაყიდული ავიაბილეთების ღირებულება ირიცხებოდა ი/მ ნ--- ც---–---ის ანგარიშიდან, ხოლო შემდგომ, ი/მ ი----- ც---–---ის ანგარიშიდან. 2.3. საბუღალტრო პროგრამა ”ორისის” თანახმად, ინდ. მეწარმე ნ--- ც---–---ეს, შპს ”ა-------–ების” მიმართ, რეალიზებული ბილეთების დავალიანება წარმოეშვა 2014 წლის 20 თებერვლიდან და 2014 წლის ბოლოსათვის შეადგინა 4258.25 ლარი, რასაც დაერიცხა პირგასამტეხლო 2015 წლის 8 მარტამდე 6410.18 ლარის ოდენობით. 2.4. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ი----- ც---–---ე მუშაობდა მასთან, მისივე თანხმობით. ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, იგი შეუთანხმდა შპს ,,ა-------–ების” ბუ----–-----ს და არა დირექტორს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 709-ე, 711-ე, 715-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა დავალების ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც, შპს “ა-------–-” (ხელშეკრულების მიხედვით ”აგენტი”) ნ--- ც---–---ეს (ხელშეკრულების მიხედვით ”სუბაგენტი”) აწვდიდა ავიაბილეთების ბლანკებს ან ელექტრონულ ვერსიას ავიაგადაზიდვების სარეალიზაციოდ. 2014 წლის 20 თებერვლიდან-2014 წლის ბოლოსათვის რეალიზებული ბილეთების დავალიანებამ შეადგინა 4258.25 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს ნ. ც---–---ეს. 2.6. გაზიარებული არ იქნა ნ--- ც---–---ის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის მარტის ბოლოს შეწყვიტა ყოველგვარი თანამშრომლობა და ხელშეკრულება მოსარჩელესთან. სასამართლოს მითითებით, არცერთი მტკიცებულებით არაა დადასტურებული შპს “ა-------–-ს” ბუღალტრის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე, ნ.ც---–---ესთან 2011 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მესამე პირთან-ი/მ ი----- ც---–---ესთან შეთანხმების დადების ფაქტი. 2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერი ადასტურებდა მის ნაცვლად, ი/მ ი----- ც---–---ესთან ხელშეკრულების გაფორმებას. როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ი----- ც---–---ე მუშაობდა მასთან, მისივე თანხმობით, რაც არ გამორიცხავდა, თანხის გადარიცხვის მიზნით, აღნიშნული პიროვნების საბანკო რეკვიზიტების გამოყენებას. გარდა ამისა, გადარიცხვა დაწყებულია, არა 2014 წლის მარტის ბოლოდან, არამედ 2014 წლის 15 მაისიდან. 2.8. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, 2011 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების 4.4 პუნქტით, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო თანხის დაგვიანებით გადახდისათვის-0.5% ოდენობით, რამაც შეადგინა 6410.18 ლარი, თუმცა ძირითად დავალიანებასთან შეფარდებით, აღნიშნული შეუსაბამოდ მაღალი ოდენობისაა, რაც უნდა შემცირდეს 0.07%-მდე და რომლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 879.42 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ იგი საქმიან ურთიერთობას აწარმოებდა, მხოლოდ შპს ,,ა-------–-ს” ბუ----–-----თან, ნ-------- კი-----ესთან კომუნიკაციით; 2014 წლის მარტის ბოლოდან ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა მოსარჩელესთან, დატოვა დაკავებული ფართი, რის შესახებაც აცნობა ნ-------- კი-----ეს, რომლისგანაც მიიღო თანხმობა ხელშეკრულების შეტყვეტის თაობაზე. ნ-------- კი-----ის უფლებამოსილების ნაკლი მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხოლოდ ამ პიროვნებასთან თანხმდებოდა. 3.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა შპს ,,ა-------–-ს” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო გადარიცხვა ნ--- ც---–---ის მიერ შესრულებულია 2014 წლის 27 მარტს, ხოლო 2014 წლის 15 მაისიდან გაყიდული ავიაბილეთების ღირებულებას ი----- ც---–---ე ურიცხავდა შპს ,,ა-------–ს”. აღნიშნული მტკიცებულება ნათლად ადასტურებს, რომ მოსარჩელეს გაცხადებული ჰქონდა თანხმობა და არ გააჩნდა პრეტენზია, ნ--- ც---–---ის მაგივრად, თანამშრომლობა გაეგრძელებინა ი----- ც---–---ესთან. 3.3. სასამართლომ, ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420 -ე მუხლი, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,5 %-დან, 0.07 %-მდე შეამცირა. პირგასამტხლოს დაკისრება არასწორია, ამასთან, მიუხედავად შემცირებისა, მაინც სოლიდურ თანხას შეადგენს და არ არის ზიანის პროპორციული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2011 წლის 17 ოქტომბერს, ი/მ ნ--- ც---–---ეს და შპს „ა-------–ების” დირექტორს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც გაგრძელდა უვადოდ. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ა-------–ები” (ხელშეკრულების მიხედვით ”აგენტი”) ნ--- ც---–---ეს (ხელშეკრულების მიხედვით ”სუბაგენტი”) აწვდიდა ავიაბილეთების ბლანკებს ან ელექტრონულ ვერსიას ავიაგადაზიდვების სარეალიზაციოდ. ”სუბაგენტმა” აიღო ვალდებულება გაეყიდა, მხოლოდ ”აგენტის” მიერ გაცემული ბლანკები (ხელშეკრულების 2.2. მუხლი), ხოლო ”აგენტმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების №1 დანართში მოცემული ოდენობის შესაბამისად, გადაეხადა ”სუბაგენტისათვის” საკომისიო (ხელშეკრულების 4.1. მუხლი). ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, ”სუბაგენტი” ვალდებული იყო, ყოველი დეკადის დამთავრების შემდეგ, არაუგვიანეს ორი დღის ვადაში შეეტანა აგენტის სალაროში ავიაგადაზიდვების რეალიზაციიდან ამონაგები, ნაღდი ფულის სახით ან გადარიცხვით, კუთვნილი საკომისიო თანხის გამოკლებით. ხელშეკრულების 4.4. პუნქტის მიხედვით, ”სუბაგენტს”, თანხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, დაეკისრებოდა გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 4.2. 2014 წლის 26 თებერვლიდან-27 მარტის ჩათვლით, შპს ”ა-------–ების” ანგარიშზე გაყიდული ავიაბილეთების ღირებულება ირიცხებოდა ი/მ ნ--- ც---–---ის ანგარიშიდან, ხოლო 2014 წლის 15 მაისიდან-15 დეკემბრამდე ი/მ ი----- ც---–---ის ანგარიშიდან (ს.ფ.209) 4.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, შპს აუდიტორული კომპანია G--“-ს მიერ, 2016 წლის 13 აპრილს გაცემული დასკვნითა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნული დასკვნის შემდგენი ზ. გრ----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა შემდეგი: 2014 წლის 20 თებერვლიდან-2014 წლის 27 მარტამდე გაყიდული ბილეთების ღირებულებამ შეადგინა-5291,58 ლარი, ამ პერიოდში შპს ”ა-------–ების” ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ-4000 ლარი, ხოლო სხვაობაა-1291,58 ლარი. 2014 წლის 27 მარტიდან-2014 წლის 29 მაისამდე გაყიდული ბილეთების ღირებულებამ შეადგინა- 1907,72 ლარი, ამ პერიოდში შპს ”ა-------–ების” ანგარიშზე ი----- ც---–---ის მიერ ჩარიცხულმა თანხამ-2500 ლარი (ს.ფ.195-200). 4.4. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებაში, სოციალური ქსელი ”სკაიპის” მიმოწერებში ი-----ს სახელით 2014 წლის 08 ნოემბერს დაფიქსირებულია შემდეგი: ”მე თვითონ მოვდივარ ნ------ უნდა გამოვასწორო ყველაფერი თან ჩამოვალ გადაფორმება მინდა ნ---ს პრობლემას უქმნი...”, ხოლო 2014 წლის 01 დეკემბერს დაფიქსირებულია შემდეგი: „ ნ------ უხერხულად ჩაგაგდეთ, მაგრამ დაგასვენებთ მალე, ბატონმა ა-------- დამირეკა გავასწორებ ამ თანხას და თქვენც დაგასვენებთ გადმოვიფორმებ“ (ს.ფ.33-34). ”სკაიპის” მიმოწერებში ნ---ს მისამართით, ნ------ს სახელით დაფიქსირებულია შემდეგი: ”მ------- მე მაქვს მაგის ყველა საბუთიო და დამირეკოს და რა ჭირდება მითხრასო”. ამ მიმოწერის განხორციელების თარიღი ამონაწერში დაფიქსირებული არ არის (ს.ფ.38) 4.5. სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------- კი-----ემ აჩვენა, რომ იგი დასაქმებულია შპს ,,ა-------–ში” დირექტორის თანაშემწედ, საწარმოში ბუღ--–-----------------–------------------–-----–---------------–----------------ამუკა ერთი და იგივე პიროვნებას -შპს ,,ა-------–-ს” დირექტორს ეხება. ი/მ ნ--- ც---–---ესთან სატელეფონო საუბრების, ხან სკაიპის მეშვეობით ახდენდა საწარმოს ბუ----–-----იასთან ავიაბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. მის სამუშაო მოვალეობას შეადგენს საწარმოს დირექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება და დირექტორის დავალებების შესრულება. სატელეფონო საუბრისას ი/მ ნ--- ც---–---ეს აცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე პირადად ეცნობებია დირექტორისათვის, რომლის ტელეფონი დაფიქსირებული იყო ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების შეწყვეტა მის (ნ.კა-----ის) უფლებამოსილებას არ შეადგენდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ი/მ ნ--- ც---–---ეს ჰყავდა დამხმარე, თუმცა დამხმარე არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატას მიაჩია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმადაც, ი/მ ნ--- ც---–---ე, როგორც წარმომადგენელი, შპს “ა-------–-ს” სახელით ახდენდა ავიაბილეთების რეალიზაციას და რეალიზებული ბილეთების ღირებულებას ურიცხავდა შპს “ა-------–ს” (სკ-ის 709 მუხლი). შპს “ა-------–-ს” თანხმობით, იმავე დავალების შესრულება, რასაც ახდენდა ი/მ ნ--- ც---–---ე, 2014 წლის 27 მარტიდან გააგრძელა ი/მ ი----- ც---–---ემ (სკ-ის 711.1). ბილეთების რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი წარმოადგენდა თავდაპირველად ი/მ ნ--- ც---–---ის, ხოლო შემდეგ ი/მ ი----- ც---–---ის გასამრჯელოს (სკ-ის 710.3). 4.7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია, მხარეთა შორის შეწყდა თუ არა დავალების ხელშეკრულება და ეს ვალდებულება გადაეცა თუ არა მესამე პირს-ი/მ ი----- ც---–---ეს. მოსარჩელეს მითითებით, ნ--- ც---–---ემ, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ი/მ ი----- ც---–---ესთან სამუშაოს გაგრძელების თაობაზე აცნობა შპს „ა-------–-ს“ თანამშრომელს-ნ-------- კი-----ეს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა, და რომ 2014 წლის დეკემბრამდე თანხების გადახდაზე პასუხისმგებელს ი/მ ნ--- ც---–---ე წარმოადგენდა. 4.8. მოცემულ დავაზე, ი/მ ნ--- ც---–---ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე მიღებული 2018 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: 1) განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, შეწყდა თუ არა მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. დასახელებული ნორმით რეგულირებულია რა, დავალების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხი, იგი არ იძლევა ამომწურავ პასუხს ამ ინსტიტუტის გამოყენებისათვის. ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება იყოს, როგორც მხარეთა ორმხრივი შეთანხმების, ისე, ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი (იხ. სკ-ის 50-ე მუხლი). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, ცალმხრივი ნება ნამდვილად ჩაითვლება, როდესაც იგი არა მარწმუნებელი საწარმოს რომელიმე პირს, არამედ - წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს მიუვა (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატას მოწმის ჩვენება არ შეუფასებია ჯეროვნად (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), კერძოდ, მოწმე ადასტურებს, რომ მის წინაშე ნამდვილად გამოხატა ნება კასატორმა და ამასთანავე, მოწმის ვალდებულებას წარმოადგენდა დირექტორის ინფორმირება, რომლის თანაშემწეც არის თავად მოწმე. 2) გარდა ამისა, უნდა შეფასდეს ის გარემოებაც, რომ შესაგებელში, სოციალურ ქსელ „სკაიპსა“ და საბანკო ამონაწერში მითითებული ი----- ც---–---ის მიერ, მოსარჩელე კომპანიის წინაშე გარკვეული შესრულება, ხომ არ ქმნის იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ რწმუნებულის ნება, მართლაც მიუვიდა მარწმუნებელს, რაც დავალების შეწყვეტილად მიჩნევის საფუძველია. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე კვლევას. მოპასუხე განმარტავს, რომ ი----- ც---–---ე წარმოადგენდა მის დამხმარეს. არც მოსარჩელეს მიუთითებია და არც სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების ხელშეკრულება მინდობილი მოქმედების გადანდობას კრძალავს. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დავალების შესრულების გადანდობა, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რწმუნებულის პასუხისმგებლობის საკითხიც განსხვავებულია (თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს, მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში). 3) საქმეში განთავსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, აუდიტორმა დაადგინა, რომ მოპასუხეს დავალიანება წარმოეშვა 2014 წლის 20 თებერვლიდან-2014 წლის ბოლომდე. რაც შეეხება საბანკო ამონაწერს, მასში ნათლადაა მითითებული, რომ 2014 წლის 26 თებერვლიდან-2014 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოსარჩელის ანგარიშზე თანხა შეჰქონდა ინდ.მეწარმე ნ--- ც---–---ეს ხოლო, 2014 წლის 27 აპრილიდან ყველა გადახდა ნაწარმოები აქვს ინდ. მეწარმე ი----- ც---–---ეს. ხსენებული ფაქტები არ არის შეფასებული ერთობლიობაში და არ არის გამოკვლეული შესაგებელში მოპასუხის მიერ გამოთქმული შედავების საფუძვლიანობა (მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, კომპანიისა და ინდ.მეწარმე ი.ც---–---ის სამართლებრივი კავშირი, დავალიანების წარმოშობის პერიოდი, დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი და სხვა), რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხია. 4.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.10. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, შპს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილს წარმოადგენს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული საწარმოს დირექტორი. 4.11. სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712.1, 713.1, 720.1 მუხლების თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. 4.12. ამავე კოდექსის 711-ე მუხლის თანახმად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს, მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში. 4.13. სამოქალაქო კოდექსის 203.1-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით, ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 4.14. საქმეში განთავსებული მტკიცებულებების, კერძოდ, სოციალური ქსელი ”სკაიპის” მიმოწერებით, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ-------- კი-----ის ჩვენებით, შპს აუდიტორული კომპანია G--“-ს მიერ, 2016 წლის 13 აპრილს გაცემული დასკვნითა და საბანკო ამონაწერის ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1) შპს „ა-------–-ს“ დირექტორისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა მოწმის სახით დაკითხული პირი-ნ-------- კი-----ე. ამდენად, ნ-------- კი-----ის წინაშე, ნ--- ც---–---ის მიერ გაკეთებული განცხადება დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, უნდა ჩაითვალოს შპს „ა-------–-ს“ უფლებამოსილი პირის-დირექტორის წინაშე გაკეთებულ განცხადებად. 2) 2014 წლის 27 მარტიდან, ნ--- ც---–---ის ნაცვლად, შპს „ა-------–-ს“ თანხმობით, დავალების შესრულება იმავე სახელშეკრულებო პირობებით, გააგრძელა ი----- ც---–---ემ, რომელიც 2014 წლის 27 მარტამდე მუშაობდა ნ--- ც---–---ის დამხმარედ და მანვე იკისრა ამ დრომდე არსებული დავალიანების გადახდაც, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერები, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 27 მარტიდან-2014 წლის 29 მაისამდე, უშუალოდ ი----- ც---–---ის მიერ განხორციელებული იქნა მხოლოდ-1907,72 ლარის ღირებულების ავიაბილეთების რეალიზაცია, შპს „ა-------–-ს“ ანგარიშზე, მის მიერ შეტანილი იქნა 2500 ლარი (ს.ფ.195-200), ანუ 592,28 ლარით მეტი ოდენობის თანხა. 4.15. ვინაიდან, 2014 წლის 27 მარტიდან, ნ--- ც---–---ესა და შპს „ა-------–-“-ს შორის დავალების ხელშეკრულება შეწყვეტილია გადანდობის საფუძვლით, ამასთან, ამ დრომდე წარმოშობილი დავალიანების გადახდას, შპს „ა-------–-“-ს თანხმობით ახდენდა ი/მ ი----- ც---–---ე, პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ნ--- ც---–---ის მიმართ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, მათ შორის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც შპს „ა-------–-ს“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ნ--- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნ--- ც---–---ისათვის შპს “ა-------–-ს” სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს “ა-------–-”-ს სასარჩელო მოთხოვნას, ნ--- ც---–---ისათვის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მთლიანად უნდა ეთქვას უარი.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ა-------–-”-ს ნ--- ც---–---ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მოცემულ დავაზე, სააპელაციო და საკასაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -513 ლარის (213+300=513 ლარი) გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა;

 

1. ნ--- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნ--- ც---–---ისათვის შპს “ა-------–-ს” სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს “ა-------–-”-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს “ა-------–-”-ს, ნ--- ც---–---ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის-513 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე