1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.
2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება 1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი. 2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-1495-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2020
…მიმწოდებელს არ მისვლია. შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა ინფორმირებული შემსყიდველის მიერ სადავოდ გამხდრი შესრულების გრაფიკის შესახებ. 25. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა სსკ-ის 626-ე, 625-ე, 714-ე და 418-ე მუხლებით, მიიჩნია, რომ უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულების შესრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა…
…ემოქმედა ამხანაგობის სახელით, მათ შორის, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობას სკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 5. 2012 წლის 30 ივნისს ამხანაგობის სახელით იმავე წარმომადგენელმა და მეორე მოპასუხე შპს-მ გააფორმეს დავალების ხელშეკრულება…
…ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მხარეებს შორის აღარ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 104-ე, 114-ე და 714-ე მუხლები. კასატორი სადავოდ ხდის მის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებების ვადის გასვლის გამო მხარეებს შორის აღარ არსებობდა სამართლებრივი…
…ემოქმედა ამხანაგობის სახელით, მათ შორის - ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 14.5 წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა…
…ემოქმედა ამხანაგობის სახელით, მათ შორის - ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება, რისი უფლებაც არ გააჩნდათ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა სსკ-ის 935-ე, 712-ე, 714-ე, 932-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად. 14.5 წინამდებარე განჩინების მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების თანახმად, ამხანაგობის სახელით მოქმედმა პირებმა…
…მისამართის გამოყენებით, თუ რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ორგანო თავად განმცხადებელს არ აწვდის ინფორმაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, 711-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 714-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე თანდართულია კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მათ შორის…