თავი II — ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი
საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაშია საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შემდეგაც.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ბს-1012(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
…შედარებით; ამ ქმედებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომელიც ცალსახად მიუთითებს დასაქმებულის უფლებათა დაცვის თაობაზე, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები. კასატორის განმარტებით, გათავისუფლების ბრძანების უკანონობა დასტურდება ასევე…
…უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის,…
…კოდექსის მე-7 და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად. შესაბამისად, არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული სადავო აქტების ბათილად ცნობისა და 23-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები (იხ. ტ. 2 ს.ფ. 39-47). სააპელაციო…
…სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგებოდა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალებდა, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი…
…რაც თ. ნ-თან მიმართებაში არ განხორციელებულა. ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სახეზეა პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა და რა თვალსაზრისითაც საკასაციო…
საქმე №3გ/ად-144-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2003
…და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად…
…მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.…