განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001618726
საქმე N3ბ/2695-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა დარასელია
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
აპელანტი (მოსარჩელე) - გ------------–---–ი
წარმომადგენელი - გ-----------------–--–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცერი (შტატი №8/8---01), მაიორი - გ------------–---–ი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი G-1-ის კადრების ოფიცერი, მაიორი - გ------------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილებით, 1. კონსტიტუციური სარჩელი - №6---616 (საქართველოს მოქალაქეები - გ------------–---–ი და კ-------–------------ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები; 2. №6---616 კონსტიტუციურ სარჩელებზე (საქართველოს მოქალაქეები - გ------------–---–ი და კ-------–------------ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ) შეწყდა საქმისწარმოება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; 3. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მითითებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ. გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
2016 წლის 26 ოქტომბერს, გ------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იგი უსაფუძვლოდ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №6-- ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად, მოითხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 საარტილერიო რიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცრის (შტატი №8/8---01) თანამდებობაზე, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილების გავრცელება ვერ განხორციელდებოდა 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
2016 წლის 11 ნოემბერს, გ------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანების 95-ე პუნქტის ბათილად ცნობა, მისი სამსახურიდან დათხოვნისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის №6-- ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამხედრო სამსახურში აღდგენის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 17 ნოემბრის MOD 0------------ წერილით საჩივრის ავტორს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. მხარეს განემარტა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად „მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება“.
მითითებულიდან გამომდინარე, მხარეს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას განეხილა წარდგენილი მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში და მას უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის.
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.1 სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნაზე, მოპასუხემ იგი აღადგინოს სამხედრო სამსახურში 2016 წლის 15 ოქტომბრიდან და დანიშნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 საარტილერიო ბრიგადის ჯ-1 განყოფილების კადრების ოფიცრის თანამდებობაზე, ასევე, მოსარჩელეს გაუგრძელდეს ზღვრული ასაკი 2023 წლის 15 ივლისამდე.
3.2. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესზე“ (თავდაპირველი რედაქცია), რომელიც ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.
ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცერი (შტატი №8/8---01), მაიორი - გ------------–---–ი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანებით კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი G-1-ის კადრების ოფიცერი, მაიორი - გ------------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად.
სასამართლოს განმარტებით, ამასთან დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები; ამავე გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ. გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს გ------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცრის (შტატი №8/8---01) თანამდებობაზე, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3------------ წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მხარის მოთხოვნა სამხედრო სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილების გავრცელება ვერ განხორციელდებოდა 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
3.3. სასამართლომ მიუთითა „საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი და მისი ნაწილი ძალას კარგავს მხოლოდ მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება. იმის გამო, რომ აქტის არაკონსტიტუციურობა არ ვრცელდება არაკონსტიტუციურად გამოცხადებამდე აქტით მოწესრიგებულ სამართალურთიერთობებზე, ერთიდაიგივე ურთიერთობა შესაძლოა განსხვავებულად იქნეს მოწესრიგებული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობამდე და მის შემდეგ.
შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის
წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები) ავტომატურად არ იწვევს აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტების ბათილად ცნობას, კერძოდ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2--- ბრძანებისა (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანების (საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ) ბათილად ცნობას.
შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან დაკავშირებით გამოცემული აქტები ბათილად არ არის ცნობილი სასამართლო ორგანოს მიერ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს ავტომატურად მათ ბათილად ცნობას, საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3------------ წერილით მოსარჩელე - გ------------–---–ს სწორად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე.
3.4. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3.5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელე - გ------------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ასევე, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეს გაუგრძელოს ზღვრული ასაკი 2023 წლის 15 ივლისამდე.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/8476-16) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.
აპელანტის განმარტებით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია. მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
აპელანტის მოსაზრებით, საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების - ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“ შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს საკმაოდ მყარი ოპინიო ჯურის (მართლშეგნება), 158-ე კონვენციით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გონივრული საფუძვლის გარეშე განთავისუფლების პრინციპი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენცია ერთ ერთ მიზნად ისახავს, სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი სისტემების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლებისაგან დაიცავდა.
აპელანტის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლო თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 7 ნოემბრის წერილს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამხედრო სამსახურში აღდგენაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კანონიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე ფაქტობრივად კი ამავე კოდექსის მე-6 თავის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და ჩემი მონაწილეობით მიეღო გადაწყვეტილება.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს დასაბუთება გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში, რომლითაც სასამართლო საჯარო მოსამარსახურის სტატუსს, უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს საქართველოს კანონით "საჯარო სამსახურის შესახებ", მაშინ როცა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები და ამ შემთხვევაში სასამართლოს ამ ნორმებით უნდა ეხელმძღვანელა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმე 1/4/6--,616 მართალია ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N5-- ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი, მაგრამ მისმა ძალადაკარგულად ცნობამ მის საფუძველზე თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანების N2--- კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და 2012 წლის 01 მარტის N4-- ბრძანების მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2016 წლის 15 ოქტომბრიდან (საკონსტიტუციო სასამართლოს გამოქვეყნება) იურიდიული ძალა არ დაუკარგავს. მაშინ როდესაც "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ადგენენ, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემულ აქტებს იურიდიულ ძალა არა აქვს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოცხადებული ძალადაკარგულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მოთხოვნის დასაბუთებულობის შეფასების თვალსაზრისით პრინციპულად მიიჩნევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცერი (შტატი №8/8---01), მაიორი - გ------------–---–ი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების II საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი G-1-ის კადრების ოფიცერი, მაიორი - გ------------–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს, გ------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იგი უსაფუძვლოდ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №6-- ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად, მოითხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცრის (შტატი №8/8---01) თანამდებობაზე, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილების გავრცელება ვერ განხორციელდებოდა 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 15 ოქტომბრიდან გ------------–---–ი აღადგინოს სამხედრო სამსახურში და დანიშნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 საარტილერიო ბრიგადის ჯ-1 განყოფილების კადრების ოფიცრის თანამდებობაზე და მოსარჩელეს ზღვრული ასაკი გაუგრძელდეს 2023 წლის 15 ივლისამდე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე გ------------–---–ის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/6--,616 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა შემთხვევა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის სამხედრო სამსახურში აღდგენის საფუძველს.
პალატა მოიხმობს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროს მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანების (?????????????? - 25.07.2017 ? 54 ?????????) პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ეს წესი ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე. ამავე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის N2--- ბრძანებით, გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, II საარტილერიო ბრიგადის შტაბის G-1-ის კადრების ოფიცრის (შტატი N8/8---01) თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხოლო, შემდგომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის N4-- ბრძანების საფუძველზე, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №5-- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე. ამდენად, მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დათქმებისა და ფაქტობრივი გარემოებებს გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის N2--- და 2012 წლის 1 მარტის N4-- ბრძანებების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა იმ დროს მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ №5-- ბრძანება, რაც ნიშნავს, რომ გ------------–---–ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანა და შემდგომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნა იმ დროს მოქმედი სამართლებრივი აქტის რეგულირების შესაბამისად განხორციელდა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობისას დასადგენია, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა გ------------–---–ის სამსახურში აღდგენის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოში კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან, რა დროსაც, კონტროლს ექვემდებარება ისეთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების კონსტიტუციურობა, რომლებიც, სამართალშემოქმედების პროცესში მათი შემუშავებისა და მიღებისას შეიცავდეს ისეთ სახის დებულებებს რომლებიც, შესაძლოა, თავისი რეგულირებით, იწვევდნენ ადამიანის ძირითად უფლებების დარღვევის ფაქტებს. ამდენად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კონსტიტუციონალიზმში დამკვიდრებულია კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის საშუალებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - საკონსტიტუციო კონტროლი.
პალატა მიუთითებს „საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამავე ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. ამავე ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამდენად, მითითებული დებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი და მისი ნაწილი ძალას კარგავს მხოლოდ მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება. იმის გამო, რომ აქტის არაკონსტიტუციურობა არ ვრცელდება არაკონსტიტუციურად გამოცხადებამდე აქტით მოწესრიგებულ სამართალურთიერთობებზე, ერთიდაიგივე ურთიერთობა შესაძლოა განსხვავებულად იქნეს მოწესრიგებული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობამდე და მის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოქმედების დროის ფარგლებში მოქცევისა თუ გავრცელების თვალსაზრისით ყურადსაღებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოქმედების ერთ-ერთ სახეს („temporal effects“) წარმოადგენს ex nunc ეფექტი, რომელიც გულისხმობს, რომ ნორმა ძალადაკარგულად ცხადდება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან/გამოქვეყნებიდან და მანამდე არსებული ურთიერთობები, რომელიც რეგულირებული იყო ამ ნორმის საფუძველზე შედეგობრივად ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემოფარგლულია დროში მოქმედების საზღვრებით და მას არ აქვს რეტროაქტიული ეფექტი. შესაბამისად, 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონქვემდებარე აქტი ვერ დაკარგავს თავის მოქმედების ძალას და მისი არაკონსტიტუციურობა ვერ გავრცელდება 2011-2012 წლებში წარმოქმნილ ურთიერთობებზე, ამ დროის სამართლებრივი ურთიერთობები რჩება უცვლელად და ისინი ვერ დაექვემდებარებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მოქმედებას. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის მოქმედების გავრცელების სხვაგვარი განმარტება გამოიწვევდა სამართლებრივი წესრიგის დარღვევას.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან დაკავშირებით გამოცემული აქტები ბათილად არ არის ცნობილი სასამართლო ორგანოს მიერ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს ავტომატურად მათ ბათილად ცნობას, საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3------------ წერილით მოსარჩელე - გ------------–---–ს სწორად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. ამასთან, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - გ------------–---–ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ასევე, არ არსებობს საფუძველი მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელეს გაუგრძელოს ზღვრული ასაკი 2023 წლის 15 ივლისამდე.
სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე გ------------–---–ი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას და მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - გ------------–---–ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
6.2 რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული თანხის - 200 (ორასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების (როგორც სასამართლო, ასევე არასასამართლო ხარჯების) გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით (გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა) აპელანტის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტს უარი ეთქვას ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნანა დარასელია