სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2011 ძალადაკარგული 21.07.2011
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 210111, 21/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №43

2011 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

„სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ  21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სამხედრო პოლიციაში თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, სამხედრო პოლიციის დროებით შტატებზე დანიშვნამდე, პირები გადიან შერჩევას, ხოლო სამხედრო პოლიციის დროებით შტატებზე დანიშვნის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კურსის/კურსების გავლა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროგრამის შესაბამისად. სპეციალური კურსის/კურსების გავლას არ ექვემდებარებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის პირები.

3. სპეციალური კურსის/კურსების გავლის პერიოდში პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი და იგი უზრუნველყოფილია მხოლოდ კვებით, სამედიცინო/საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსდება ყაზარმაში.

4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3პუნქტებში აღნიშნული პირი სპეციალური კურსის/კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ინიშნება სამხედრო პოლიციის შესაბამის მუდმივ შტატზე.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია