გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
170310018002499301
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----------------

საქმე #3/30-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

4 ივლისი, 2019 წელი თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

მოსარჩელე - ზ--------------–---–-

წარმომადგენელი - ც--------------------

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - კ-----------------–---

მოპასუხე - სახელმწიფო ქონების სააგენტო

წარმომადგენელი - ქ------------–---

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–----

მესამე პირის უფლებამონაცვლე: ჟ--–-----------–---–-

ჟ--–-----------–---–-ს წარმომადგენელი: ა-–-----------–--------

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი:

 

1.1.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------–-------------- მიმართვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–------- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

 

1.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–------- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

 

1.1.3. პირდაპირი მიყიდვის ფორმით ი-----–--–----------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულება სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

 

1.1.4. 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი-----–--–--------- შორის სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

 

1.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილება ი-----–--–--------- სახელზე რეგისტრაცია, სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

 

1.1.6. ზ--------------–---–-ს სახელზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1--------–------------------- გადაწყვეტილებები.

 

1.2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაარეგისტრიროს ზ--------------–---–-ს საკუთრების უფლება სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

სარჩელის საფუძველი:

 

მოსარჩელემ 2017 წლის 30 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკუთრებაში არსებული, ჯერ კიდევ 1----–-–--------------------------------------- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიღებული 1500 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციიის მიზნით. სარეგისტრაციო წარმოება #------------. 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ ფიქსირდებოდა ზედდება #8----------- ს/კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რომლის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ჯერ ეკონომიკის სამინისტროზე (სარეგისტრაციო წარმოება #------------) და შემდეგ ი-----–--–--------- (პ/ნ 0----------) სახელზე და ამონაწერი გაიცა 2--- წლის 9----------- (0-----2--- წლის განცხადება #8-----------). სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13115.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მთლიანად მოიცავს მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რეგისტრაცია უკანონოა, ვინაიდან მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია გაცილებით ადრე 1997 წელს, ხოლო #8----------- რეგისტრაცია მოხდა პირდაპირი მიყიდვის წესით 2--- წელს, რაც მოსარჩელეს აყენებს სერიოზულ ზიანს და ხელს უშლის საკუთრების რეგისტრაციასა და განკარგვაში. საჯარო რეესტრის მიერ მოძიებულ იქნა საარქივო დოკუმენტაცია, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ადგილზე შემოწმებითა და ოქმებით დასტურდება მოსარჩელის ნაკვეთის იდენტურობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მოპასუხე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან მათსა და ი-----–--–--------- შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის უძრავი ქონება ს/კ #8----------- რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლებით და პრივატიზების განხორციელებამდე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლებით. უძრავ ნივთზე სხვა უფლების რეგისტრაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გამორიცხავდა მასზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

 

2.3. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის ი-----–--–--------- უფლებამონაცვლე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელს, ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან სადავო ნაკვეთი არის მათი, მათ იყიდეს სახელმწიფოსაგან კანონიერად და იხდიდნენ შესაბამის გადასახადს.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1----–-–----------------------- აქტის მიხედვით, ზ--------------–---–- გადაეცა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღ---–-----–- 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, სიგრძით - 50 მეტრი, სიგანით - 30 მეტრი, მოსაზღვრეები: ჩრდილოეთით - ხ------------, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ზ--------–---–-, დასავლეთით - სახნავი. თანდართული გეგმის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება გზა, აღმოსავლეთით ერთი მიწის ნაკვეთი და შემდეგ გზა, სწორხაზოვნად ჩრდილოეთით მიწის ნაკვეთი ამ მიწის ნაკვეთიდან აღმოსავლეთით კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო ამ უკანასკნელთა ჩრდილოეთით გზა. ყველა მიწის ნაკვეთი ზომით იდენტურადაა გამოსახული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1997 წლის 25 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #---, ნახაზი (რეფორმით მიღებული - სოფ. ღ---–------) სფ.116-117, ტომი 1.

 

4.2. 2007 წლის 28 თებერვლის #-------- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით ს/კ 8------------ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზ--------------–---–-, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1997 წლის 25 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #--. 2007 წლის 28 თებერვალს ზ--------------–---–-- მიმართა თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ღ---–-----–- მდებარე მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით. შესაბამისად გაცემულია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაუზუსტებელი ფართობი 1500 კვ.მ., ს/კ 8------------ თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ო-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 28 თებერვლის განცხადება, საკადასტრო აზომვები, ს.ფ.113-115;

- 2007 წლის 28 თებერვლის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, ს.ფ. 120-121, ტომი 1.

 

4.3. 2017 წლის 30 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–- მდებარე მიწის ნაკვეთის (მიღება-ჩაბარების აქტი #--) რეგისტრაციის მიზნით (სარეგისტრაციო წარმოება #------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი, ს.ფ. 12-13, ტომი 1;

- განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ს.ფ. 123-125, ტომი 1.

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 ნოემბერს მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას სარეგისტრაციო განცხადებაზე #------------, ვინაიდან დაინტერესებული პირის წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ერ.სააგენტოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება #-------------07, საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 ნოემბრის მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, ს.ფ. 129-130, ტომი 1.

 

4.5. თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის მერიის 2018 წლის 2----------–---------- წერილის მიხედვით, ზ--------------–---–-ს მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი უძრავი ქონება მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ---–-----–- და იდენტურია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში (ს/კ 8-----------) აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან, რაც დასტურდება 2017 წლის 2-------------------- ადგილზე დათვალიერების ოქმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის მერიის 2018 წლის 2----------–----------- წერილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი #------, ს.ფ. 22-23, ტომი 1.

 

4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე #-------------13 წარდგენილ (საკადასტო კოდით #8-----------) და ს/კოდით #8----------- რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ანალოგიური ხასიათის #-------------15 გადაწყვეტილება მიიღო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება #-------------13, 16 მარტის გადაწყვეტილება #-------------15 ზედდების ამსახველი ნაზახი ს.ფ. 19-21, 135-137, ტომი 1.

 

4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის #------ გადაწყვეტილებით ზ--------------–---–- 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ერ.სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის #------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ს.ფ. 32-33, ტომი 1.

 

4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1--------–------------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ზ--------------–---–-ს 2017 წლის 30 ოქტომბრის განცხადებაზე, ვინაიდან განმცხადებელი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ერ.სააგენტოს 2018 წლის 1--------–------------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ს.ფ. 31, ტომი 1.

 

4.9. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის წერილის მიხედვით, დგინდება, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის 2018 წლის 2 აპრილის განცხადება სოფელ ო------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ს/კ 8----------- სახელმწიფო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლისა და შემდგომი განკარგვითი გარიგების ბათილად ცნობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო ქონების ერ.სააგენტოს 2018 წლის 7 მაისის წერილი #-------, ს.ფ. 34, ტომი 1.

 

4.10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრომ 2--- წლის 16 ივლისის მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. ო-------, სახნავი 13115 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით მოთხოვნილი სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფ. ო------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ერ. სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ს.ფ. 35, ტომი 1;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ 8-----------, საკადასტრო გეგმა, ს.ფ. 102-104, ტომი 1;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს 2--- წლის 16 ივლისს წერილი, ს.ფ. 98, ტომი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 16 ივლისს მიმართვა #--------- და დანართი, სფ. 99-100, ტომი 1.

 

4.11. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარდაბანისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე, ამ განკარგულების დანართში მითითებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ამ განკარგულების დანართში მითითებულ საპრივატიზებო საფასურად გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს მათ შორის აღნიშნულია ი-----–--–-------- - #----, ო-------, ს/კ 8-----------, 13115 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 7----------- განკარგულება #--------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, ს.ფ. 210, ტომი 1.

 

4.12. 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტსა და ი-----–--–--------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ი-----–--–--------მ საკუთრებაში მიიღო სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთი, მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ო------–-, ფართი 13115 კვ.მ, ს/კ 8-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის ერ. საგენტოს საკადასტრო გეგმები, ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ. 24-30, ტომი 1.

 

4.13. 2--- წლის 5 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პრივატიზებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა ი-----–--–--------მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-----–--–--------- განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–-, ს/კ 8-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი-----–--–--------- განცხადება, შემოსავლის ორდერი, ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 147-149, ტომი 1;

- საჯარო რეესტრის ერ. სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილება, ს.ფ. 36, ტომი 1;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სკ 8----------- მესაკუთრე ი-----–--–--------, ს.ფ. 151-152, ტომი 1.

 

4.14. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ზ--------------–---–-ს სახელზე 2007 წლის 28 თებერვალს აღრიცხული უძრავი ქონება შეესაბამება მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე დართულ აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთს. ამ თვალსაზრისით სასამართლო გაიმეორებს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 1----–-–----------------------- აქტის მონაცემებს, რომელის მიხედვით, ზ--------------–---–- გადაეცა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღ---–-----–- (იგივე ო-------) 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, სიგრძით - 50 მეტრი, სიგანით - 30 მეტრი, მოსაზღვრეები: ჩრდილოეთით - ხ------------, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - ზ--------–---–-, დასავლეთით - სახნავი. თანდართული გეგმის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება გზა, აღმოსავლეთით ერთი მიწის ნაკვეთი და შემდეგ გზა, სწორხაზოვნად ჩრდილოეთით მიწის ნაკვეთი ამ მიწის ნაკვეთიდან აღმოსავლეთით კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო ამ უკანასკნელთა ჩრდილოეთით გზა, ყველა მიწის ნაკვეთი ზომით იდენტურადაა გამოსახული. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ხ-------------- და ზ--------–---–-ს გვარებზე სოფელ ღ---–-----–-/ო------–- უძრავი ნივთების რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, რაც პირდაპირ კავშირშია მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულ იმ ორიენტირებზე, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვრულიყო ზ--------------–---–-ს მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, საკადასტრო კოდით 8--------0-- რეგისტრირებულია რ--------------–--------–----- საკუთრების უფლება 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, წინა მესაკუთრეა მ------ ზ--------–---–-, ხოლო წინა საკადასტრო კოდია 8-----------. ეს ერთადერთი მიწის ნაკვეთია ზ--------–---–-ს გვარზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენი დოკუმენტია 1997 წლის 25 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების #-- აქტი, ანუ ამ აქტს მოყვება მოსარჩელის მიღება ჩაბარების აქტი (#--). მ------ ზ--------–---–- გადაეცა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ღ---–-----–- (იგივე ო-------) 0,15 ჰა (1500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი, სიგრძით - 50 მეტრი, სიგანით - 30 მეტრი, მოსაზღვრეები: ჩრდილოეთით - ც------------------, სამხრეთით - გზა, აღმოსავლეთით - გზა, დასავლეთით - ფონდი. თანდართული გეგმის მიხედვით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრება გზა, აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით იდენტური მიწის ნაკვეთი, ხოლო დასავლეთით ცარიელი სივრცეა. აღნიშნული ნახაზი ადგილმდებარეობის თვალსაზრისით იდენტურია ზ--------------–---–-ს მიღება-ჩაბარების აქტზე დართული ნახაზის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არა ამ ნახაზების მსგავსებაა, არამედ კონკრეტულ პიროვნებებზე რეგისტრირებული მონაცემები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ ორი ნახაზისა და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნახაზში აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარეობს დაზუსტებული რეგისტრაციის მ------ ზ--------–---–-ს მიწის ნაკვეთი, ზუსტად იდენტური ფართით, რომელიც, როგორც აღინიშნა, ამჟამად რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით 8--------0-- რ--------------–--------–------. ის, რომ ზ--------------–---–-ს მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე აღიშნული მიწის ნაკვეთი იდენტურია მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა აღნიშნულის გარდა ისიც ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ საკადასტრო კოდით 8--------3-- რეგისტრირებულია თ-----------–--------- საკუთრებს უფლება 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (წინა ს/კ 8-----------). აღნიშნული სწორედ ის თ-----------–--------- (იგივე თ-------–--------), რომელიც მ------ ზ--------–---–-ს მიღება-ჩაბარების აქტზე დართულ ნახაზზე მითითებულია ამ უკანასკნელის მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით, რაც, თავის მხრივ, დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრების სიტუაციური ნახაზით (მომზადებულია 27.06.19), სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ თ-----------–--------- მიწის ნაკვეთი მდებარეობს წარსულში მ------ ზ--------–---–-ს (ამჟამად რ--------------–--------–-----) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით. ამიტომ სასამართლოსთვის არანაირი კითხვის ნიშანი აღარ რჩება, რომ ზ--------------–--–-- მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მონაცემებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ--------------–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

7.2. წარმოდგენილი სარჩელის ობიექტია საკუთრების უფლების დაცვა და შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით, შეილახა მისი უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია „დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს“ ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

 

რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

5.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილების მიღებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2007 წლის 28 თებერვლის განაცხადზე, უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის, 1997 წლის 25 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #-- აქტის საფუძველზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- დაუზუსტებელი ფართობი 1500 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ--------------–---–-ს სახელზე და 2007 წლის 28 თებერვალს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამდენად, ზ--------------–---–-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დადასტურებულია და სადავო არ არის. სადავო არ არის ასევე აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველიც. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულია ზედდების არსებობა და მიწის ნაკვეთების იდენტურობაც. კერძოდ, საქმის მასალებში დაცულია მტკიცებულებები - ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი, ადგილზე დათვალიერების ოქმი იდენტურობა ზ--------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და დღეისათვის ი-----–--–--------- სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის 1500 კვ.მ ფართის ნაწილში. ამდენად, ზედდება და მიწის ნაკვეთების იდენტურობა დაფიქსირებული და დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც საფუძვლად დაედო ზ--------------–---–-ს განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ჯერ შეჩერებას, შემდგომ კი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის 148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევს მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის #503 დადგენილებით დამტკიცდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა, რომლის მიხედვით აქტში ცალკე აღინიშნება რეფორმამდე არსებული ფართი და ცალკე დამატებით გადაცემული ფართი.

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთათვის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”. ამდენად, მიწის რეფორმის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს კანონიერ სარგებლობაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცათ კერძო საკუთრებაში.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დასახელებულ დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა; გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების“ შესახებ. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.

 

სასამართლოს საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ ზ--------------–---–-ს სახელზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ძალაშია და იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი ადგენს რეგისტრაციის განმარტებას. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო მიუთითებს „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996 წლის 14 ნოემბრის კანონზე, რომელიც ითვალისწინებდა რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას, თუ ადგილი არ ჰქონდა მოსაზღვრე მხარეებს შორის შეთანხმებას და სათანადო წესით შესრულებული კადასტრული სამუშაოების მონაცემების რეესტრში შეტანას, ყველა სხვა სახის საზღვარი მიახლოებით საზღვრად ითვლებოდა (მე-13.1 მუხ.). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7 და 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების, როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ასე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-367-363 (კ-12)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას“... „ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას“.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციისას დაცული არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის კანონით დადგენილი ვალდებულება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 2007 წლის 28 თებერვალს რეგისტრირებული იყო ზ--------------–---–-ს სახელზე და იგივე უძრავი ქონება 2007 წლის 28 თებერვლის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით (განაცხადის რეგისტრაციის #--------), მიწის მიღება-ჩაბარების აქტი (#--) საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ზ--------------–---–-ს სახელზე (საკადასტრო კოდი 8-----------).

 

ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ დოკუმენტაციასთან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზ--------------–---–-ს სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო, ასევე, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ განესაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ზ--------------–---–-ს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - ზ--------------–---–-ს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება ზ--------------–---–-ს საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით.

 

საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, ამდენად, დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად ზ--------------–---–-ს სახელზე იყო რეგისტრირებული. საერთო წესის მიხედვით, ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ზ--------------–---–-ს სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე (1500 კვ.მ.-ზე) ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადაო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისას, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონება ზ--------------–---–-ს სახელზე იყო რეგისტრირებული, სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციით არ გაუქმებულა ზ--------------–---–-ს რეესტრში არსებული ჩანაწერი, რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს, ვინაიდან არსებობდა სადავო ნაკვეთის მესაკუთრის დადგენის შესაძლებლობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილების მიღების დროს დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც ზემოხსენებულ აქტებთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის განუხორციელებლობას კი შედეგად მოყვა უკანონო აქტების მიღება, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება და ეკონომიკის სამინისტროს 2----–-–---------–-------------- მიმართვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–------- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი-----–--–--------- შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო საკუთრებაში არასასოფლო სამეურნეო დანიშნელების მიწის ნაკვეთი, მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ო-------, ფართით 13115 კვ.მ. წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან იგი დადებულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

„სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს (სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი), სადაც მითითებულია, რომ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლზე (სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი), რომლის პირველი და მესამე პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია; აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს თავად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; კერძოდ, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ბათილი, თუ ბათილად გამოცხადდა ის ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც დაიდო ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება; თუმცა აქვე, სასამართლო მიუთითებს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამგვარად, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლი განსაზღვრავს, რომ კანონი არეგულირებს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. რამდენადაც, როგორც აღინიშნა, ქონება არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი ზემოაღნიშნულ კანონზე დაყრდნობით, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლზე დაყრდნობით ი-----–--–---------თან დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გახდა.

 

საქმეში დაცული მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იმ ობიექტზე (ნაწილზე), რომელიც პირდაპირი წესით მიყიდვის მომენტში, სახელმწიფოს მიერ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უკვე გადაცემული იყო ზ--------------–---–--- და არ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. შესაბამისად, მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი-----–--–--------- შორის გაფორმებული 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე საფუძვლიანია და ამ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები. იდენტურია სასამართლოს დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულებით, რაც ამ ხელშეკრულებას დაედო საფუძვლად.

 

რაც შეეხება სადავო უძრავი ქონების შემძენი პირის კეთილსინდისიერების საკითხს, სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები, მფლობელობის განხორციელების თვალსაზრისით, დაცულია მესაკუთრის ტოლფასად. როგორც წესი, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი, კონფლიქტს, შემძენის სასარგებლოდ წყვეტს, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედობის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არ უნდა აღმოჩნდეს ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ. შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს.

 

მოცემულ შემთხვევაში, შემძენის კეთილსინდისიერება ვერ გახდება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ხელშეუხებლობის საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ხელშეკრულებებთან მიმართებაში, ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციებს. სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის 67-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მე-5 თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები და როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია როგორც სამოქალაქო კოდექსით, ასევე დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის #ბს-359-349(4კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. საკასაციო სასამართლომ ამასთან განმარტა, რომ სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარის, პასუხისმგებლობა არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სამართლის რომელიმე სხვა სუბიექტის, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სახელმწიფო, თვითმმართველობის ორგანო, მთელი მისი ადმინისტრაციული რესურსებით, თავადვე უნდა იყოს კანონიერების გარანტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი-----–--–--------- შორის გაფორმებული 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი მიწის ზედდების ნაწილში, ვინაიდან საქმეზე დასტურდება, რომ ქონების განმკარგავმა ადმინისტრაციული ორგანომ - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დადო ნასყიდობის ხელშეკრულება ი-----–--–---------თან იმ ობიექტზე, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტში, სახელმწიფოს მიერ უკვე გადაცემული იყო ზ--------------–---–--- და არ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება ასევე ნიშნავს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილების (ი-----–--–--------- სახელზე რეგისტრაცია) ბათილად ცნობას სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

7.4. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვულ რეგისტრაციის მოთხოვნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა ზ--------------–---–-ს მიერ წარდგენილი განცხადების შეჩერების ან წარმოების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზ--------------–---–-ს სახელზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 და 16 მარტის #-------------13, #-------------15 და წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1--------–------------------- გადაწყვეტილებები.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ არ არსებობდა ზ--------------–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს აღრიცხოს ზ--------------–---–-ს საკუთრების უფლება წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებულნი არიან მოსარჩელეს აუნაზღაურონ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2----–-–---------–-------------- მიმართვა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–------- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2-----–--------------------- გადაწყვეტილება თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ო------–------- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის თაობაზე სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით ი-----–--–----------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------- განკარგულება სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–--------------- ნასყიდობის ხელშეკრულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი-----–--–--------- შორის სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

6. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------------------- გადაწყვეტილება ი-----–--–--------- სახელზე რეგისტრაცია, სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში.

 

7. ბათილად იქნეს ცნობილი ზ--------------–---–-ს სახელზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 15 მარტის #-------------13, 16 მარტის #-------------15 და წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 1--------–------------------- გადაწყვეტილებები.

 

8. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს აღრიცხოს ზ--------------–---–-ს საკუთრების უფლება წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით.

 

9. მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ბადრი ნიპარიშვილი