გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6291-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ჭალიძე
სხდომის მდივანი ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე – მ----------–------ა;
წარმომადგენელი - ა---------------ე;
მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
წარმომადგენლები - გ-----------------ა, თ-----------–---–----------–---–ი;
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, ხელფასის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №----- ბრძანება მოსარჩელე მ----------–------ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმი მ----------–------ას ნაწილში.
1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღადგინოს მ----------–------ა ს-----------------–-------------------------------------------------------------------------------–--–---------------------------–-----------------------–--------------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.
1.4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის კადრების განკარგულების თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტიც და ოქმიც გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე მ----------–------ა, 2015 წლის 06 მაისიდან მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში, პირადი საქმეების აღიცხვისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილებაში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 39-43);
3.2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის წერილის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემების მოსამსახურეებს წარედგინათ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2017 წლის 14 დეკემბერს აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელდა სისტემური ცვლილებების პირველი ეტაპი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ბაზაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში შეიქმნა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამასთან ეცნობათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ასევე, ითვალისწინებდა ფართო მასშტაბიანი რეფორმების მეორე ეტაპს. რეფორმების მეორე ეტაპის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა მთელ რიგ ორგანიზაციულ და ფუნქციურ ცვლილებებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეცნობათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც ითვალისწინებს ორგანიზაციულ და ფუნქციურ ცვლილებებს, გამოიწვევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციას, მათ შორის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 11 მაისის წერილი (ს.ფ. 103);
3.3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ლიკვიდაციიდან გამომდინარე, გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ჩატარების, ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომლის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოსამსახურეებთან გასაუბრების მეშვეობით, დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობის დადგენა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით სამსახურის უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 106-107);
3.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის N39 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები თანდართული ნუსხით. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების დატკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 იანვრის N7 ბრძანება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით, დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხის თანახმად, განსაზღვრული იყო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის - 4 საშტატო ერთეული, წოდებით- უფროსი ლეიტენანტი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ხაზით ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის თანახმად, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს თანამდებობაზე მითითებულია 2 საშტატო ერთეული.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 01 აგვისტოს ბრძანება (59-79);
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ხაზით ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 80);
- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის N39 ბრძანება; (151-197);
3.5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანებით, მოსარჩელე მ----------–------ა (პ/ნ 0----------) ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–--------------------–----–--------------–------------------–-----–-----------–---–----- 2018 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე 2018 წლის პირველი აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანება (ს.ფ. 56);
3.6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის N----- ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 08 აგვისტოს გაიმართა კომისიის სხდომა. კომისია შედგება 13 (ცამეტი) წევრისგან. სხდომას ესწრებოდა 11 (თერთმეტი) წევრი. კომისია უფლებამოსილია კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან ჩაატაროს გასაუბრება. აღნიშნული ოქმის თანახმად, დღის წესრიგად განისაზღვრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფ ზოგიერთ მოსამსახურეთა მიერ დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესაბამისობის შეფასება გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფ - ზოგიერთ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დასანიშნად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თავის შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება/წარდგენა, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით. 2018 წლის 28 აგვისტოს დანიშნულ გასაუბრებაზე მოწვეულ იყო კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე - მ----------–------ა (პ/ნ 0----------); გასაუბრება წარიმართა დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესაბამისად კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმი (ს.ფ. 219);
3.7. მ-----------–-------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისადმი მიმართული განცხადების თანახმად, მ-----------–------- 2018 წლის 01 აგვისტოდან იმყოფება კადრების განკარგულებაში, მისთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება ვაკანსიების არსებობა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოშიც და საერთოდ ადმინისტრაციული ხაზითაც. შესაბამისად, მან ითხოვა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, მისთვის შესაბამის პოზიციაზე დანიშვნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მ-----------–-------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 137);
3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 03 იანვრის N----- ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში და დანართი N- ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. დანართი N--ის თანახმად, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წამყვან სპეციალისტად განისაზღვრა - 4 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი (3-6), თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი, ხოლო სპეციალისტად - ასევე 4 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი (4-7), თანამდებობრივი სარგო -1200 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის ბრძანება (ს.ფ. 144-156);
3.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში განსაზღვრულია 20 (ოცი) საშტატო ერთეული: მათ შორის – პირადი საქმეების აღრიცხვის და პროფესიული მომზადების ჯგუფში: მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1900 ლარი; წამყვანი სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი; სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარი; უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 950 ლარი;
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში დღეის მდგომარეობით ვაკანტური თანამდებობებია: ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ჯგუფი - 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი; საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის ჯგუფი - 2 სპეციალისტი; პირადი საქმეების აღრიცხვისა და პროფესიული მომზადების ჯგუფი - 1 წამყვანი სპეციალისტი, 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი.
ამავე წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციის გამო, ამ ეტაპზე მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავების პროცესშია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის წერილი (ს.ფ. 242-243);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მ-----------–-------ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №----- ბრძანება მოსარჩელე მ----------–------ას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში - მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურის საქმიანობის მმართველობით, საფინანსო, ლოჯისტიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ან/და სხვა მხარდამჭერ ფუნქციებს, რომლებიც არ ითვალისწინებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების უშუალო შესრულებას. სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალ მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭებოდა.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის მმართველობის სფეროში შედიოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------–------ა, 2015 წლის 06 მაისიდან მუშაობდა ს-----------------–--------------------------–-----------------------------------------------------–--–----------------------------–--------------------------–--------------–------------------–---–--–-----------–---–------ თანამდებობაზე.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 73-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული კანონის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, ლიკვიდირებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო მისი მოსამსახურეები დაექვემდებარნენ კადრების განკარგულებაში აყვანას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის - 4 საშტატო ერთეული, წოდებით- უფროსი ლეიტენანტი, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანებით, მოსარჩელე მ----------–------ა (პ/ნ 0----------) (ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–--------------------–----–--------------–------------------–-----–-----------–---–-----) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეების, მათ შორის მოსარჩელე მ----------–------ას კადრების განკარგულებაში აყვანა პირდაპირ იქნა გათვალისწინებული კანონით.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №----- ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმი მ----------–------ას ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმის საფუძველზე აღძრული სარჩელი დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას; პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს; უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას. კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია, გასაჩივრებული აქტით ზიანი ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ წერილობითი დოკუმენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად მიჩნევის კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა ასეთი დოკუმენტის საფუძველზე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დადგომაა.
მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის. საკითხის სწორად გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე.
მოცემულ შემთხვევაში მართალია, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოქმი ფორმალურად სრულად არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ დოკუმენტი ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აუცილებელია, რომ ამ დოკუმენტს შეეძლოს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დამოუკიდებლად გამოწვევა, რაც უშუალოდ განსაზღვრავს გასაჩივრებისადმი იმავე დოკუმენტის დამოუკიდებლად დაქვემდებარების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე შესაბამისი ბრძანების გარეშე გათავისუფლებულია კადრების განკარგულებიდან და აღნიშნული განხორციელდა სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ოქმის მიღების შემდეგ. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ მიუღია და მასთან ფაქტობრივად შეწყვიტა შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა სწორედ ზემოაღნიშნული კომისიის ოქმის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №-/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი-სამართლებრივი საქმიანობა, ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს, რადგან ასეთი საქმიანობის პროცესში პირი ახორციელებს ურთიერთობებს სხვა პირებთან, უზრუნველყოფს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელფასის სახით გამოიმუშავებს ფინანსურ შემოსავალს და ა.შ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიერ სამსახურის გავლის იმ საკითხებს, რომლებიც მოწესრიგებული არ იყო ამ კანონით, აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო შემადგენლობაში შემავალი მოსამსახურის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავდა სამსახურის უფროსი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში სამსახურის უფროსის ბრძანებით არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ასევე სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის დროს.
მითითებული წესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირის და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება და სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო პირი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება სტრუქტურული/ტერიტორიული დანაყოფის ლიკვიდაციის გამო.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების და სხვა უწყებისადმი დაქვემდებარების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება (საქმის ნომერი ბს-449-442 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლო სწორედ ასე განმარტავს აღნიშნულ საკითხს კერძოდ, მითითებულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობის იდენტურობის დადგენი მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში, ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად დ) ზოგიერთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს N----- ბრძანებით, მოსარჩელე მ----------–------ა (პ/ნ 0----------) (ს-----------------–----------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–--------------------–----–--------------–------------------–-----–-----------–---–-----) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის ბრძანების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისა და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ლიკვიდაციიდან გამომდინარე, გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ჩატარების, ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომლის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე, წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, მოსამსახურეებთან გასაუბრების მეშვეობით, დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობის დადგენა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით სამსახურის უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის N----- ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 08 აგვისტოს გაიმართა კომისიის სხდომა. კომისია შედგება 13 (ცამეტი) წევრისგან. სხდომას ესწრებოდა 11 (თერთმეტი) წევრი. კომისია უფლებამოსილია კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან ჩაატაროს გასაუბრება. აღნიშნული ოქმის თანახმად, დღის წესრიგად განისაზღვრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფ ზოგიერთ მოსამსახურეთა მიერ დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესაბამისობის შეფასება გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში მყოფ - ზოგიერთ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დასანიშნად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება/წარდგენა, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით. 2018 წლის 08 აგვისტოს დანიშნულ გასაუბრებაზე მოწვეულ იყო კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე - მ----------–------ა (პ/ნ 0----------); გასაუბრება წარიმართა დაკავებული პოზიციისა და დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესაბამისად კითხვა-პასუხის რეჟიმში.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მას 2018 წლის 01 აგვისტოს ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ დაეტოვებინა სამსახური, აღმოჩნდა, რომ ის გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, რის შემდეგადაც 2018 წლის 08 აგვისტოს ჩაუტარეს გასაუბრება, რომელიც ფორმალური ხასიათის იყო, შედეგები წინასწარ იყო ცნობილი და ის პირები, რომლებიც კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომ ასრულებდნენ დროებით ვალდებულებებს, დანიშნეს ძირითად საშტატო ერთეულებზე. მისთვის უცნობია თუ რომელი კრიტერიუმების საფუძველზე დაასაქმეს ზემოაღნიშნული პირები და რატომ არ აიყვანეს სამსახურში იგი.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ 2018 წლის 08 აგვისტოს გასაუბრების შემდგომ მ----------–------ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კომისიას დადებითი შეფასება არ მიუცია მისი კანდიდატურისათვის და არ მიუმართავს რეკომენდაციით უფლებამოსილი პირისათვის/საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისათვის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. აღნიშნულ კომისიაზე გასაუბრება ჩაუტარდა 77 თანამშრომელს, რომელთაგან 57 თანამშრომელზე მომზადდა რეკომენდაცია, ხოლო მ----------–------ას უარყოფითი შეფასება მიეცა და შესაბამისად არ მოხდა მისი დანიშვნა. წარმომადგენლის მიერ ასევე განიმარტა, რომ მ----------–------ას განთავისუფლების ბრძანება არ გამოცემულა და ფაქტობრივი შედეგი – თანამდებობაზე მისი არ დანიშვნის შესახებ ზემოაღნიშნული კომისიის გადაწყვეტილება იყო, რაც №- ოქმში აისახა.
სასამართლო ზემოაღნიშნული განმარტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ ირკვევა თუ რა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, რის საფუძველზე არ მოხდა მისი დანიშვნა და მოპასუხემ რატომ შეწყვიტა ფაქტობრივად მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა. მათ შორის არც გასაჩივრებული ოქმი შეიცავს სათანადო დასაბუთებას ზემოაღნიშნულის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
ამრიგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ისე, რომ არ ვლინდება მისი გათავისუფლების კანონიერი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 218 წლის 08 აგვისტოს N- ოქმი მ----------–------ას ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღადგინოს მ----------–------ა ს-----------------–-------------------------------------------------------------------------------–--–---------------------------–-----------------------–--------------------------–----------–---–------ თანამდებობაზე, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს:
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 73-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩაითვალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის ბრძანების საფუძველზე დადგენილია, რომ შეტანილ იქნა ცვლილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 03 იანვრის N----- ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში და დანართი N- ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. დანართი N--ის თანახმად, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წამყვან სპეციალისტად განისაზღვრა - 4 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი (3-6), თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი, ხოლო სპეციალისტად - ასევე 4 საშტატო ერთეული, წოდებით - სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი (4-7), თანამდებობრივი სარგო -1200 ლარი.
ამასთან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში განსაზღვრულია 20 (ოცი) საშტატო ერთეული: მათ შორის პირადი საქმეების აღრიცხვის და პროფესიული მომზადების ჯგუფში: მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1900 ლარი; წამყვანი სპეციალისტი - 3 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1500 ლარი; სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარი; უმცროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, თანამდებობრივი სარგო - 950 ლარი;
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში დღეის მდგომარეობით ვაკანტური თანამდებობებია: ადამიანური რესურსების მართვის განვითარების ჯგუფი - 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი; საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის ჯგუფი - 2 სპეციალისტი; პირადი საქმეების აღრიცხვისა და პროფესიული მომზადების ჯგუფი - 1 წამყვანი სპეციალისტი, 2 სპეციალისტი და 1 უმცროსი სპეციალისტი.
ამავე წერილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციის გამო, ამ ეტაპზე მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავების პროცესშია.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნდა დაევალოს აღადგინოს მ----------–------ა (გათავისუფლებამდე – ს-----------------–------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------–--------------------–----–--------------–------------------–-----–-----------–---–-----) ს-----------------–-------------------------------------------------------------------------------–--–---------------------------–-----------------------–--------------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.
6.8. სასამართლოს შეფასებით, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის კადრების განკარგულების თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მ----------–------ას მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ----------–------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ განხორციელებული გასაუბრებისა და მისი შედეგების შესახებ 2018 წლის 08 აგვისტოს N- ოქმი მ----------–------ას ნაწილში.
3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღადგინოს მ----------–------ა ს-----------------–-------------------------------------------------------------------------------–--–---------------------------–-----------------------–--------------------------–----------–---–------ თანამდებობაზე.
4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის კადრების განკარგულების თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
5. სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. მოსარჩელე მ----------–------ას დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ჭალიძე