განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002861760
საქმე N3ბ/1-16-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე-შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი---- ბ-–-–---–ი;
წარმომადგენელი - ნ---- ხ-–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ----------–---ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე ) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ-------–---------–---–ი;
მესამე პირი (ა.ს.კ.16.2 მუხლი) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2 მუხლი) - ზ---– გ-----ა;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგები (ზ---– გ-----ას ნაწილში) (იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №-------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’ (ზ---– გ-----ას ნაწილში)(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17).
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 22 იანვრის №------ ბრძანება ,,ი---- ბ-–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-17).
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.1.2. მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირს - ზ---– გ-----ას, წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.2.2. მესამე პირს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას, წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ი---- ბ-–-–---–ის სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის, ზ---– გ-----ას მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 02 აპრილის დადგენილების მე-10 პუნქტის თანახმად, კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა ვ---------–ის მე-3 მ----ის №--- კ--------ის პირველ სართულზე მდებარე 180 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 05 ივნისის №--------- დადგენილების თანახმად, ნ-----–ა ბ-----ეს გამოეყო 90 კვ. მეტრი საცხოვრებელი ბინის მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. №--------- დადგენილებით ვ---------–ის მე-3 მ----ის №--- კ--------ის პირველ სართულზე საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხული ფართობიდან.
1999 წლის 07 მაისის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებით, ნ-----–ა ბ-----ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ვ---------–---, მე-3,---’ მ--------ი, კ--------ი №----ში მდებარე ბინა №---, საერთო ფართი: 90 კვ.მეტრი, საცხოვრებელი ფართი: 50.8 კვ.მეტრი. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–----, მე-3 ,---’ მ--------ი, კ--------ი №---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1946.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, ს--------–-----, ბინა №---, ფართი 90 კვ.მეტრი, 2007 წლის 22 მაისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ-----–ა ბ-----ის სახელზე. (ს.ფ 151-155; 158)
3.2.2. 2007 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ირკვევა, რომ ერთის მხრივ ნ-----–ა ბ-----ემ (,,გამყიდველი’’) გაყიდა, ხოლო მეორეს მხრივ ზ---– გ-----ამ (,,მყიდველი’’) იყიდა ქ. თბილისში, ვ---------–----, მე-3 ,---’ მ--------ი, კ--------ი №----ში, პირველ სართულზე მდებარე ბინა №---, ფართი: 90კვ.მეტრი.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–----, მე-3 "--- მ--------ი, კ--------ი №---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1946.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, ს--------–-----, ბინა №---, ფართი 90 კვ. მეტრი, 2007 წლის 04 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ---– გ-----ას სახელზე.(160-161)( 158)
3.2.3. 2013 წლის 25 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ--------ი №---, პ------–------ და მე-3 სადარბაზოებს შორის არსებული 96კვ.მეტრი ფართი.
აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 24 სექტემბრის №------- ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ და დანართი №1, რომლითაც სააგენტო ითხოვდა №1 დანართში მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ--------ი №---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1946.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1-, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, სართული 1 (II და III სადარბაზოებს შორის), ფართი 96 კვ.მეტრი, 203 წლის 27 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში, 2012-2013 წლებიდან, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობდა ი---- ბ-–-–---–ის ოჯახი. (ს. ფ. 110-111) (ს. ფ. 107-108) (ს. ფ. 114)
3.2.4. ზ---– გ-----ამ 2016 წლის 29 იანვარს №------, 2016 წლის 19 თებერვალს №-------- და 2016 წლის 02 მარტს №------- განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების გაუქმება, ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი წარმოადგენდა იდენტურ ქონებას. (ს.ფ. 175) (ს.ფ. 142)(ს.ფ. 150)
3.2.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ივლისის №17/39068 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ვ---------–ის დასახლება 3-–-, მე-3ა მ----ში, კ--------ი №----ში პირველ სართულზე (II და III სადარბაზოებს შორის), №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართი - კერძო პირის საკუთრებას და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ფიქსირდებოდა თუ არა გადაფარვა №----------------------- და №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართებს შორის.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 აგვისტოს №------ წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეწოდებინა ინფორმაცია №----------------------- და №----------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებს შორის გადაფარვის არსებობის შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №------ წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 03 აგვისტოს №------ წერილთან დაკავშირებით დამატებით ეცნობა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 15 თებერვალს მიღებული იქნა განაცხადი დაინტერესებული პირის ზ---– გ-----ას მიერ, რომლითაც მოთხოვნილი იქნა №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ამონაწერის მომზადება. აღნიშნულ განცხადებას თან ახლდა შიდა აზომვითი ნახაზი, რომლითაც უფლების რეგისტრაცია არ განხორციელებულა. აღნიშნულ შიდა აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი ფართი და სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართი იდენტურია. აღნიშნული წერილით სააგენტოს დანართის სახით გადაეგზავნა მისამართების რეესტრიდან 2011- 2012 წლებში ქალაქ თბილისში განხორციელებული აღწერა-ინვენტარიზაციის შედეგად შექმნილი მონაცემთა ელექტრონული ბაზის მონაცემები კონკრეტულ მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვ---------–-----, მ-------------- მე-3ა, კ--------ი №--- (პირველი სართული) ინდივიდუალურ საკუთრებათა საგნების ადგილმდებარეობის მითითებით, რომელშიც ფიქსირდება ზ---– გ-----ას საკუთრების უფლება. (ს.ფ. 122) (ს.ფ. 172)(ს.ფ. 173-174)
3.2.6. ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის თანახმად, კომისიის დღის წესრიგის მე-18 საკითხს წარმოადგენდა ფიზიკური პირის ზ---– გ-----ას 2016 წლის 29 იანვრის №-------, 2016 წლის 19 თებერვლის №-------- და 2016 წლის 02 მარტის №-------- განცხადებებით დასმული საკითხი. განცხადებებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების გაუქმება, ვინაიდან განმცხადებლის განმარტებით, მას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს ქ. თბილისში, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ-----. №----ში, პირველ სართულზე არსებული ბინა №---, ფართით 90 კვ.მეტრი (საკ.კოდი: №-----------------------), რომელიც თანხვედრაშია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ-----. №----ში, პირველ სართულზე არსებულ ფართთან (საკ.კოდი: №-----------------------). კომისიამ სხდომაზე ასევე განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №------ წერილით წარდგენილი ინფორმაცია, ზ---– გ-----ას მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ შიდა აზომვით ნახაზზე დატანილი ფართისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი: №-----------------------) იდენტურობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განხორციელებულიყო ქ.თბილისში, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ-----. №----ში, პირველ სართულზე არსებულ 96 კვ.მ. ფართზე (საკ.კოდი: №-----------------------) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №--------- ბრძანებით გაზიარებულ იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცდა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბერს შემდგარი №--- სხდომის ოქმის შედეგები, ხოლო 2018 წლის 09 ოქტომბრიდან №----------------------- საკადასტრო კოდზე გაუქმდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. (ს.ფ. 36-37; 39; 134-138)
3.2.7. 2018 წლის 02 ნოემბერს, ი---- ბ-–-–---–მა №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №-------- ბრძანებისა და კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგების ნაწილობრივ (ზ---– გ-----ას ნაწილში) ბათილად ცნობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 22 იანვრის №------ ბრძანებით ი---- ბ-–-–---–ის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №-------- ბრძანების და კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. (ს.ფ. 40-42) (ს.ფ. 43-45).
3.3 დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.3.1 სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიიჩნია, რომ №----------------------- და №----------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების იდენტურობის დადგენის პირობებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო №----------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი, არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი, ხოლო სადავო უძრავ ქონებაში შესახლდა სახელმწიფო ნების საფუძველზე, რის გამოც არ ჰქონდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხდა მხოლოდ ქ.თბილისში, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ--------ი №----ში, პირველ სართულზე არსებულ ფართზე კანონიერი მესაკუთრის (ზ---– გ-----ას) საკუთრების უფლების აღდგენა.
3.3.2 სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის №-------- ბრძანება ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგების დამტკიცების შესახებ’’(გასაჩივრებულ - ზ---– გ-----ას ნაწილში), რის გამოც ი---- ბ-–-–---–ის სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლო იყო და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3.3.3 სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 2019 წლის 22 იანვრის №------ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4. ი---- ბ-–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
4.1. ი---- ბ-–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, იმის გამო რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტი სრულ მზაობას გამოთქვამდნენ, რომ ფართი ჯერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადასულიყო და შემდეგ მერიას აპელანტისათვის გადაეცა, აპელანტს გაუჩნდა კანონიერი ნდობა აღნიშნული დაპირების მიმართ და 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, დიდი ძალისხმევით შექმნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ფართში შეიყვანა გაზი და ელექტროენერგია და სწორედ აპელანტია რეგისტრირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელად.
აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია შპს „მ-----------ის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის მაისის თვეში ზ---– გ-----ამ მიმართა აზომვითი ნახაზის მოსამზადებლად. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ მოქალაქემ შპს შეიყვანა შეცდომაში, ააზომვინა სხვა ფართი და მიათითებინა სხვა მისამართი, კერძოდ ის მისამართი, სადაც ამჟამად ცხოვრობს აპელანტი.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით შექმნილი კომისიის, ზ---– გ-----ას ნაწილში, 2018 წლის 25 სექტემბრის №--- ოქმის შედეგებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 22 იანვრის №------ ბრძანების კანონიერება, რომლითაც ი---- ბ-–-–---–ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება აპელანტი (მოსარჩელის) მესამე სასარჩელო მოთხოვნას - ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის N------ ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 სექტემბრის N1-4 ოქმის შედეგები, პალატა აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს, თუმცა ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
5.2 პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №------ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის დებულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმადაც, კომისია კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის შესახებ განცხადებებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი კი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 23-ე მუხლში კი მითითებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რომლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე. ამდენად, სააგენტო უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ბრძანების გამოცემამდე ვალდებულია სათანადოდ, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების გზით გამოიკვლიოს საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ვინაიდან სხვა პირის სახელზე არსებული რეგისტრაცია, გამორიცხავს სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელებას.
პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს აპელანტის ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ვ---------–---, მე-3 ,---’ მ--------ი, კ-----. №---, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1946.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 1-, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, ს--------–----, ბინა №---, ფართი 90 კვ.მეტრი, 2007 წლის 04 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ---– გ-----ას სახელზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია №----------------------- საკადასტრო ერთეულზე განხორციელდა მოგვიანებით, კერძოდ კი ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 24 სექტემბრის №------- ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად ნათელია, რომ სადავო ფართზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციას წინ უსწრებს ზ---– გ-----ას რეგისტრაცია, იმ პირობებში კი, როდესაც დადგენილია, რომ ზ---– გ-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) რეგისტრაცია, წინ უსწრებს სახელმწიფოს მიერ საკადასტრო კოდზე N 0---------------------- განხორციელებულ რეგისტრაციას, შეუძლებელია უპირატესობა მივანიჭოთ სახელმწიფოს საკუთრების უფლებას, რამდენადაც ზ---– გ-----ას საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, არამედ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. ამასთან, პალატა მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-367-363(კ-12), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაერკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით კი საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
ამდენად იმ პირობებში, როდესაც ზ---– გ-----ას საკუთრების უფლება არსებობს სადავო ფართზე და იგი არ არის გაუქმებული, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება თავის სახელზე მოეხდინა სადავო ფართის რეგისტრაცია.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ორივე ინსტანციის სასამართლოში აპელირებას, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი, არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი, ხოლო სადავო უძრავ ქონებაში შესახლდა სახელმწიფო ნების საფუძველზე, რის გამოც არ ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ. მიუთითებს, რომ გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებაზე და 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, დიდი ძალისხმევით შექმნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, კერძოდ ფართში შეიყვანა გაზი და ელექტროენერგია და სწორედ აპელანტია რეგისტრირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელად.
პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ...კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა."
კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლიდან გამომდინარე გვევლინება ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, თუმცა ამვე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ როგორც თავად აპელანტმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, მან თავად მოიძია ფართი, სადაც იგი უნდა შესახელებულიყო. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთის მხრივ ზ---– გ-----ას კანონიერი საკუთრების უფლება და მეორეს მხრივ სადავო ობიექტზე სახელმწიფოს გაუქმებული საკუთრების უფლება. მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების ფარგლებში სადავო ფართზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობასთან პირდაპირ პროპორციულადაა დაკავშირებული ი---- ბ-–-–---–ის სამომავლო საკუთრების უფლების წარმოშობა. პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მასალით დასტურდება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასვლის მიზნით, მიმართული ჰქონდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, შემდგომში უძრავი ქონების, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოქალაქე ი---- ბ-–-–---–ისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 21 მაისის წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტოში ზემოაღნიშნული საკითხი დასმული უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესით და აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას. (იხ.ს.ფ 34-35) ამდენად ნათელია, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს დაწყებული ჰქონდა, ღონისძიებების განხორციელება სადავო ფართის ი---- ბ-–-–---–ისათვის გადაცემის მიზნით, თუმცა მას არ მიუღია იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობა (სადავო ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა), რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, რაც გახდებოდა ი---- ბ-–-–---–ის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო ცხადია არ უარყოფს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებას - უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი პირი შესაბამისი სოციალური გარანტიებით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც სადავო ფართზე არსებობს ზ---– გ-----ას დაცვის ღირსი საკუთრების უფლება, დაუშვებელია, სახელმწიფოს განეხორციელებინა აღნიშნული ფართის ი---- ბ-–-–---–ისათვის გადაცემა, თუმცა ცხადია სახელმწიფოს კვლავაც აქვს ვალდებულება ი---- ბ-–-–---–ი უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიებით. რაც შეეხება ქონების იმ გაუმჯობესებას, რომელიც ი---- ბ-–-–---–მა განახორციელა სადავო ფართთან მიმართებით, მას შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება და დაიბრუნოს ის ქონებრივი სიკეთე, რაც გასწია აღნიშნული ფართის გასაუმჯობესებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ი---- ბ-–-–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი---- ბ-–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -