გადაწყვეტილება №3/4517-17
📄 სრული ტექსტი
საქმე 3/4517-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამირთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - „_____________“
წარმომადგენელი - „_____________“
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი –
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი –
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იენას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება N14534/2/17 საჩივართან დაკავშირებით და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. 2017 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1 მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, „_____________“ დაერიცხა 875 652.88 ლარი (ძირითადი გადასახადი 458 109 ლარი, ჯარიმა 229 960 ლარი, საურავი187 583.88 ლარი).
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანება, რომლითაც შპს „____________“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხასულ 688 069 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 458 109 ლარი, ჯარიმა 229 960 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს „_______________“ დაერიცხა 875 652,88 ლარი (ძირითადი გადასახადი 458 109 ლარი, ჯარიმა 229 960 ლარი, საურავი 187 583,88 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-– სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 24-48)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანება (ს.ფ 21)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის M005-119 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 20).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურმა „_____________“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანება და N005-119 საგადასახადო მოთხოვნა 2016 წლის 15 აპრილს გაუგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - „_________________________“ საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად, საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 16 აპრილს, ჩაუბარებლოზის მიზეზად უკუგზავნილში ფიქსირდება: ასეთი შპს გაკითხვის შედეგად ვერ მოიძებნა.
შპს „_______________ „ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანება და N005-119 საგადასახადო მოთხოვნა 2016 წლის 16 მაისს განმეორებით გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე - „_____________________“, საფოსტო გზავნილის (უკუგზავნილი) შესაბამისად საწარმოს კორესპონდენცია ვერ ჩაბარდა 2016 წლის 17 მაისს. ჩაუბარებლოზის მიზეზად უკუგზავნილში ფიქსირდება: ადრესატი ვერ მოიძებნა, უბანი გაურკვევლად არის დანომრილი, გაკითხვის შედეგად ადრესატი ვერ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 296-297)
3.3 სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანებისა და 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს
ავტორიზებული მომხმარებლის გვერძე გაგზავნილია 2016 წლის 24 მარტს, სოლო დოკუმენტის გაცნობა დაფიქსირებულია 2017 წლის 20 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (ს.ფ. 258)
3.4. 2017 წლის 14 თებერვალს შპს „_________________“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრმანებისა და 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა,სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის Mი7006 ბრძანებით შპს „_____________________ „ საჩივარი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანება (ს.ფ. 168–169)
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” პუნქტების საფუძველზე, 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნა 2016 წლის 06 ივლისს გაავრცელა საჯაროდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ, 259);
3.6. 2017 წლის 27 აპრილს შპს „__________________“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის. 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ივლისს და ჩაბარებულად ითვლება 2016 წლის 26 ივლისს.
2016 წლის 22 აპრილის N11204 ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 23 თებერვალს. ვინაიდან, გადამხდელს ორჯერ გაეგზავნა სადავო საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება და მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში გადამხდელი არ გასცნობია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 24 მარტის NI005-119 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება კანონშესაბამისია, აღნიშნული ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღეს ანუ 2016 წლის 26 ივლისს, გასაჩივრებისათვის კი დადგენილია ჩაბარებიდან 30 დღე და საჩივარი საგადასახადო მოთხოვნაზე
წარდგენილია 2017 წლის 14 თებერვალს, გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 144-147).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი წაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „_____________________“ საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” პუნქტი, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს ,,____________________“ 2016 წლის 24 მარტის N005-119 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2016 წლის 26 ივლისი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-20 დღე და შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილი 20 დღიანი ვადა აითვალა მითითებული თარიღიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლოზაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია,ამდენად, მითითებული წორმის შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ამოწუროს გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების სხვა ალტერნატიული საშუალებები, დოკუმენტი ადრესატს უნდა გაუგზავნოს წერილობით სულ ცოტა 2-ჯერ, ასევე, გაუგზავნოს ელექტრონულად და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საშუალებებით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება, დოკუმენტი გაავრცელოს საჯაროდ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „__________________“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანებასა და N005-119 საგადასახადო მოთხოვნას არ გასცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის „____________“-ს საშუალებით. ასევე, დგინდება, რომ შპს ,,_____________________“ 2016 წლის 24 მარტის N7778 ბრძანებასა და N005-119 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა ფოსტით იურიდიულ მისამართზე ორჯერ 2016 წლის 15 აპრილს და 2016 წლის 16 მაისს. ორივე შემთხვევაში, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 წაწილით დადგენილი წინაპირობები (პირს 2-ჯერ გაეგზავნა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია), თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კაწონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება, შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახდო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და სხვა საშუალებების გამოყენებით გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.
სასამირთლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახდო ორგანომ საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მხოლოდ ფორმალურად დაიცვა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის ჩანაწერი, რაც ვერ იქნება მიჩნეული ქმედით ღოწისმიებად, რომელიც მან განახორციელა გადასახადის გადამხდელისთვის დავალიანების დარიცხვის შესახებ აქტების ჩაბარებასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგადასახდო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა როგორც სატელეფონო შეტყობინებების, ასევე ელექტრონული ფოსტის გზით ეცნობებინა გადასახადის გადამხდელისთვის სადავო ბრძანების გამოცემის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანის მხრიდან არ მომხდარა საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მის ხელთ არსებული ალტერნატიული საშუალებების სრულყოფილად გამოყენება, რაც არ იძლეოდა გასაჩივრების ვადის გაშვების მოტივით საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახდო ორგანო ადრესატის მიერ საგადასახდო მოთხოვნის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადას მიიჩნევდა დარღვეულად, საგადასახდო კანოწმდებლობა მას ანიჭებდა შესაძლებლობას არსებითად განეხილა ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამდენად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განიხილოს გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი საპატიო მიზეზებისარსებობისას. ამასთან კანონმდებელი არ აკოკნკრეტებს საპატიოობის კრიტერიუმებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურება, საქმის დაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სარწმუნოს ხდიან საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევას მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკვლია სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევა გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხომ არ იყო გამოწვეული და ხომ არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 299-ს მუხლის მე-10 ნაწილის საფუძვლები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე აწ 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ სამართლებრივად დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება N14534/2/17 საჩივართან დაკავშირებით და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39ე მუხლის პირველი წაწილის ,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5 000 ხუთიათასი) ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილი 4 900 (ოთხიათასცხრაასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო 100 (ასი) ლარის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,_________________“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახური 2017 წლის 16 მარტის N7006 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება N14534/2/17 საჩივარზე და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.
3.სარჩელზე 2017 წლის 27 ივნისს მარინე კორძაძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 (ხუთიათასი) ლარიდან (ბანკის კოდი - TBCBGE22; სახაზინო კოდი · 300773150) მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 4 900 (ოთხიათასცხრაასი) ლარი.
4.სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ, როზაქიძის გამზ, 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეზიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი
მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე