გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2668-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - შ----------–---–---–ი
წარმომადგენელი - მ-------------------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მოსამხურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის N0------------ გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში დაკმაყოფილდება შ----------–---–---–ის განცხადება საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შ----------–---–---–ი, დაბადებული 1----–-–---------ს, არის ც-----ის რაიონის სოფელ უ-----–--ს მაცხოვრებელი.
მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სახელმწიფო ბაზაში და მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ს.ფ. 46);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცეთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ.19).
3.2. 2013 წელს, შ----------–---–---–მა, როგორც ც-----ის რაიონის სოფელ უ-----–--ს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა, შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი.
ც-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 12 ოქტომბრის N2----- ბრძანების თანახმად, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-----–--ში მცხოვრებ შ----------–---–---–ს მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2016 წელს შეივსო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა, რომლის თანახმად, ც-----ის მუნიციპალიტეტში, სოფელ უ-----–--ში მდებარე შ----------–---–---–ის (ოჯახის შემადგენლობა: შ----------–---–---–ი, თ----–--------–-–---–ი, ს--–---ე და ლ---–---–---–ები) საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენის - მეწყერის შედეგად 2010 წელს და მიეკუთვნება დაზიანების 1 კატეგორიას. ფორმა შევსებულია ც-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ.
ც-----ი მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ოქტომბრის N---- წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გადაგზავნილ იქნა მასალები ც-----ის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების შესაბამისად. დანართში მითითებულია შ----------–---–---–ი - უ-----–--.
2017 წლის 3 ნოემბერს, მონიტორინგის ჯგუფის მიერ გადამოწმებულ იქნა ც-----ის მუნიციპალიტეტში, სოფელ უ-----–--ში მდებარე შ----------–---–---–ის საცხოვრებელი სახლი და აღწერილია დაზიანებული სახლის მდგომარეობა: სახლი არის ნახევრად კაპიტალური, მთლიანად დეფორმირებული, არ იკეტება კარები და ფანჯრები, სახლი შეესაბამება დაზარალების 1 კატეგორიას. ოქმში მითითებულია, რომ სახლში არავინ ცხოვრობს, ოჯახი საცხოვრებლად გადასულია თბილისში, შ----------–---–---–ის მეუღლის მშობლის (დედა) სახლში. ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფის მიერ, ასევე გადამოწმებულ იქნა ქ. თბილისში ჯ----–-----------ში მდებარე სახლი. სახლი ეკუთვნის შ----------–---–---–ის მეუღლის - თ----–--------–-–---–ის მშობლებს - ლ------------–-–-ილს და დ------------–-–---–ს (გარდაცვლილი). ადგილზე დახვდათ შ----------–---–---–ის ოჯახი. ოჯახი შედგება შემდეგი პირებისაგან: შ----------–---–---–ი, თ----–--------–-–---–ი (მეუღლე); ს--–---ე და ლ---–---–---–ები (შვილები). ს--–---ე შ---–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
2013 წელს დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადის საფუძველზე, შ----------–---–---–ის ოჯახს მიენიჭა წინასწარი 17 ქულა. საცხოვრებელი სახლის დაზიანების 1 კატეგორია - 10 ქ., შშმ - 1, სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6ქ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- წერილობითი პასუხით შ----------–---–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, განახორციელა ოჯახის მიერ 13.06.2013 წელს შევსებული ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ N---------- განაცხადის დამუშავება და ოჯახს მიენიჭა წინასწარი 17 ქულა. მინიჭებული 17 ქულის საფუძველზე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტმა, ც-----ის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს ქ. თბილისში ჯ----–--------ში მდებარე საცხოვრებელი ფართით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოჯახი მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ფორმა (ს.ფ. 51);
- დასკვნა (ს.ფ. 48);
- ამონაწერები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცეთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 49-50).
- ამონაწერები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალიდან (ს.ფ.53-54);
- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა ფოტომასალით (ს.ფ. 58-69);
- ც-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 12 ოქტომბრის N2----- ბრძანება (ს.ფ.84);
- ც-----ი მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 18 ოქტომბრის N---- წერილი (ს.ფ. 70);
- 2017 წლის 3 ნოემბრის გადამოწმების ოქმი (ს.ფ. 55-57);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- წერილობითი პასუხი (ს.ფ. 18).
3.3. შ----------–---–---–მა 2018 წლის 8 თებერვალს N------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიმართ, ამავე სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მიერ 2018 წლის 14 თებერვალს გაცემული N------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მოქალაქე შ----------–---–---–მა 2013 წლის 13 ივნისს მიმართა სამინისტროს და შეავსო საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე N--------- განაცხადი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ შ----------–---–---–ის ოჯახის განაცხადს მიენიჭა წინასწარი 17 ქულა. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე 03.11.2017 წელს დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და შ----------–---–---–ის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში დადგინდა, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და დაზიანების ხარისხი შეესაბამება 1 კატეგორიას. გადამოწმების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს დაზიანების მისამართზე და წლებია განაცხადში მითითებული შემადგენლობით ცხოვრობს ქ. თბილისში, ჯ----–------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ეკუთვნის შ----------–---–---–ის მეუღლის - თ----–--------–-–---–ის დედას - ლ-----------–-–---–ს. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, შ----------–---–---–ის შვილების - ს--–---ე და ლ---–---–---–ების რეგისტრაციისა და საცხოვრებელ მისამართებს 2007 წლიდან წარმოადგენს ქ. თბილისი, ჯ----–----------. ასევე, თ----–--------–-–---–ი თავის შვილებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2016 წლიდან, რეგისტრაციის მისამართია ი. ჯ----–----------.
გამომდინარე იქიდან, რომ შ----------–---–---–ს აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად ისარგებლოს ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინით, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკიხების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (მოცემულ ეტაპზე მითითებული ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას).
შ----------–---–---–ის 2018 წლის 8 თებერვლის N------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შ----------–---–---–ი. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში, შ----------–---–---–მა ჩამოაყალიბა მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირი, მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-----–--ში, რომელიც იქ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო დაზიანებულია. იგი დაიბადა ც-----ში და სკოლაც იქ დაამთავრა. მთელი ოჯახი სოფელ უ-----–--ში ცხოვრობდა. დაახლოებით 1990-იან წლებში მეწყერის გამო დაიწყო სახლის დაზიანება და ბოლო ათი წელია იქ ცხოვრება შეუძლებელია. მშობლები გარდაცვლილები არიან. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, რომლებიც ცხოვრობენ ქ. თბილისი, ჯ----–--------------ში, მეუღლის დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. ოჯახის ქ. თბილისში ცხოვრების აუცილებლობა განაპირობა უფროსი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ, რომელსაც ესაჭიროება სისტემატური სამედიცინო მეთვალყურეობა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება კი ც-----ის მუნიციპალიტეტში შეუძლებელია. ამჟამად, მას ცხოვრება უწევს ნათესავებთან, კერძოდ, ქ. ქ------სში ძმასთან, ხოლო ც-----ში ყოფნისას მის სხვა ნათესავთან. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქ. თბილისში მეუღლესთან ერთად, თუმცა ეს გამოწვეული იყო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იგი დღესაც მიდის ქ. თბილისში, ჯ----–--------------ში მდებარე სახლში, თუმცა მეუღლის დედასთან არსებული უთანხმოების გამო, იქ არ რჩება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შეავსო საცხოვრებელი სახლის მიღების განაცხადი. სახლს მიენიჭა დაზიანების 1 კატეგორია და განაცხადი შეფასდა წინასწარი 17 ქულით, თუმცა სამინისტრომ უარი უთხრა განსახლებაზე იმ მოტივით, რომ მას და მის ოჯახს შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლონ თბილისში, ჯ----–-----------ში მდებარე ბინით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი, მას უწევს სხვადასხვა საცხოვრებლის გამოცვლა, ხოლო მისი ოჯახი ცხოვრობს კონფლიქტურ გარემოში, შ----------–---–---–მა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის N0------------ წერილობითი პასუხით, შ----------–---–---–ს მისი 2018 წლის 8 თებერვლის N------- საჩივრის საფუძველზე ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-----–--ში განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ სახლს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების 1 კატეგორია. აღნიშნული სახლის დაზიანება განაპირობა იმ ტერიტორიაზე განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ - მეწყერმა. დღეის მდგომარეობით განმცხადებელი ძირითადად ცხოვრობდა ქ. ქ------სში, ძმის სახლში, ასევე ც-----ის მუნიციპალიტეტში ნათესავთან, ხოლო მეუღლე და შვილები მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ჯ----–-----------ში, მეუღლის მშობლის საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, მოცემულ ეტაპზე ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 8 თებერვლის N------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 43-45);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 14 თებერვლის N------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 71-72);
- 2018 წლის 20 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ.73-74);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის N0------------ წერილობითი პასუხი (ს.ფ. 17).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ----------–---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის N0------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემასაც მოითხოვს მოსარჩელე, კერძოდ, დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება შ----------–---–---–ის განცხადება საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა. აღნიშნული დანართის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა; ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
დადგენილია, რომ ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-----–--ში მცხოვრებ შ----------–---–---–ს მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ამასთან, ც-----ის მუნიციპალიტეტში, სოფელ უ-----–--ში მდებარე შ----------–---–---–ის (ოჯახის შემადგენლობა: შ----------–---–---–ი, თ----–--------–-–---–ი, ს--–---ე და ლ---–---–---–ები) საცხოვრებელი სახლი დაზიანდა სტიქიური მოვლენის - მეწყერის შედეგად 2010 წელს და მიეკუთვნება დაზიანების 1 კატეგორიას. შ----------–---–---–ი ფიქსირდება ც-----ის მუნიციპალიტეტში, სოფელ უ-----–--ში სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ სიაში, რომელიც ც-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 13 ივნისს, შ----------–---–---–მა, როგორც ც-----ის რაიონის სოფელ უ-----–--ს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი. აღნიშნული განაცხადის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ განაცხადს მიენიჭა წინასწარი 17 ქულა - საცხოვრებელი სახლის დაზიანების 1 კატეგორია - 10 ქ., შშმ - 1, სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6ქ. აღნიშნულ ქულათა რაოდენობის საფუძველზე 03.11.2017 წელს დაზარალების მუნიციპალიტეტში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და შ----------–---–---–ის ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება. გადამოწმების პროცესში სამინისტრომ დაადგინა, რომ ოჯახის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და დაზიანების ხარისხი შეესაბამება 1 კატეგორიას. გადამოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს დაზიანების მისამართზე, კერძოდ, შ----------–---–---–ი ცხოვრობს ქ, ქ------სში ძმასთან, ხოლო ც-----ში ყოფნისას სხვა ნათესავთან, ამასთან, განაცხადში მითითებული პირები (მეუღლე - თ----–--------–-–---–ი, შვილები - ს--–---ე და ლ---–---–---–ები) ცხოვრობენ ქ. თბილისში, ჯ----–------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ეკუთვნის შ----------–---–---–ის მეუღლის - თ----–--------–-–---–ის დედას - ლ-----------–-–---–ს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- წერილობითი პასუხით, შ----------–---–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად განახორციელა ოჯახის მიერ 13.06.2013 წელს შევსებული ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ N---------- განაცხადის დამუშავება და ოჯახს მიენიჭა წინასწარი 17 ქულა. მინიჭებული 17 ქულის საფუძველზე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტმა, ც-----ის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შეისწავლა ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს ქ. თბილისში ჯ----–--------ში მდებარე საცხოვრებელი ფართით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოჯახი მოცემულ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ასევე, მისი გამოცემის საფუძვლად მითითებული ოქმები და თუ მონიტორინგის შედეგები დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ შ----------–---–---–ის ოჯახს შეუზღუდავად ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა სხვათა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამდენად, სამინისტრომ სწორედ ამ გარემოებაზე მითითებით მიიჩნია, რომ შ----------–---–---–ის ოჯახი ამ ეტაპზე განსახლებას არ საჭიროებდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი გასაუბრებისა და გადამოწმების ოქმებით დადასტურდა ის გარემოება, რომ შ----------–---–---–ი მიიჩნევა სტიქიით დაზარალებულ ადგილას მუდმივ მაცხოვრებლად, იგი დროებით, ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობს ქ. ქ------სში ძმასთან, ხოლო ც-----ში ყოფნისას სხვა ნათესავთან, ამასთან, მისი მეუღლე და შვილები ამჟამინდელი საჭიროების გათვალისწინებით სარგებლობენ შ----------–---–---–ის მეუღლის - თ----–--------–-–---–ის მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც ეკომიგრანტი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ამავე მუხლის მე-15-მე-16 პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, გადამოწმების შედეგები წარედგინება კომისიას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავალებს დეპარტამენტს დააკორექტიროს ეკომიგრანტი ოჯახის წინასწარი შეფასების შედეგი. კომისია ახორციელებს, გამსვლელი ქულის მქონე განაცხადებიდან შერჩევითი წესით და დეპარტამენტიდან ან/და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაღალი რისკის მქონე (მაგალითად, თუ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან/და მის საკარმიდამო ნაკვეთში არსებული მდგომარეობა არსებითად არ შეესაბამება მინიჭებულ დაზიანების კატეგორიას, აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ფოტომასალითა და მონიტორინგის ოქმით) განაცხადების გადაგზავნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის გეოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს. კომისიის გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება სხდომის ოქმით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლის დროსაც დაცული უნდა იყოს 96-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, ასევე არ შეასრულა ვალდებულება საკითხი გადაეწყვიტა არა სხვა ბინით სარგებლობის შესაძლებლობის, არამედ განსახლებისათვის აუცილებელი გარემოებების გათვალისწინებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ სხვისი საკუთრებით, ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- გადაწყვეტილება შ----------–---–---–ის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით (,,მარტივი ადმინისტრაციული წარმოება”) გათვალისწინებული დებულებანი.
დადგენილია, რომ შ----------–---–---–ს მისი 2018 წლის 8 თებერვლის N------- ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ 2018 წლის 09 მარტის N0------------ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-----–--ში განმცხადებლის საკუთრებაში არსებულ სახლს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების 1 კატეგორია. აღნიშნული სახლის დაზიანება განაპირობა იმ ტერიტორიაზე განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ - მეწყერმა. დღეის მდგომარეობით განმცხადებელი ძირითადად ცხოვრობდა ქ. ქ------სში, ძმის სახლში, ასევე ც-----ის მუნიციპალიტეტში ნათესავთან, ხოლო მეუღლე და შვილები მუდმივად ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ჯ----–-----------ში, მეუღლის მშობლის საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, მოცემულ ეტაპზე ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან უკანონოდ არის მიჩნეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ----------–---–---–ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე კანონშეუსაბამოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის №0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ----------–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N0----------- გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის N0------------ გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში დაკმაყოფილდება შ----------–---–---–ის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე