გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310017001873420
(3/17-2017)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.11.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ზუ---- ტყ-------ა
წარმომადგენელი - კ---- ბა------
მოპასუხე - სენაკის მ----–----–-------ს მ----ა
წარმომადგენელი - ნ--- ზა-------ა, სო--- მო-----–-ა
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------სის თანამდებობიდან ზუ---- ტყ-------ას გათავისუფლების შესახებ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის აღდგენა იმავე ან ტოლფას სამუშაოზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან დასაქმებული იყო სენაკის მ----–----–-------ს გამგეობაში (მ----აში), ხოლო 2014 წლიდან 2017 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------სის თანამდებობაზე. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიე---დ. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ არასოდეს ყოფილა გამოყენებული. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის საფუძვლით. სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან იგი გამოცემულია საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტუ---დ გამოკვლევის გარეშე, ამასთან, არ ქონია შესაძლებლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება. მოსარჩელემ ასევე მიუთითა დისკრიმინაციაზე პოლიტიკური მოტივით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მიუთითა, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების შესაბამისად, რაც განხორციელდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მხარეებს არ უდავიათ იმ გარემოებაზე, რომ ზუ---- ტყ-------ა 2010 წლიდან დასაქმებული იყო სენაკის მ----–----–-------ს გამგეობაში (მ----აში), ხოლო 2014 წლიდან 2017 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------სის თანამდებობაზე.
4.1.2.საჯარო სამსახურში დასაქმების პერიოდში ზუ---- ტყ-------ას მიმართ მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ გამოვლენილა და შესაბამისად, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არასოდეს ყოფილა გამოყენებული.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1.სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა, რომლის განხორციელების მიზნით 2017 წლის 24 თებერვალს სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს N10 დადგენილებით დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის საფუძველზე თანამდებობების რანგირების მიზნით
სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის მიერ გამგეობის სამსახურის უფროსებს დაევალათ სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამგებლისათვის წარდგენა.
4.2.2.აღნიშნულის საფუძველზე სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ჯუ-–----ა ჩო---ს მიერ 2017 წლის 3 თებერვალს შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით:“ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების (უფროსი ზუ---- ტყ-------ა) მიერ მოპოვებულ იქნა 2015 წელს ძირითადად მოქმედ სამრეწველო საწარმოთა შესახებ ინფორმაცია (პროდუქციის სახეობის,გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის,დასაქმებულთა რიცხოვნების მითითებით) წარმოებულ იქნა 2012 წლის შემდგომ შექმნილი საწარმოების აღრიცხვა,ასევე მ----–----–-------ს ტერიტორიაზე ინვესტიციების აღრიცხვა საწარმოების მიხედვით(კოოპე---ტივი „სოფლის იმედი“,შპს „კედა“ ნოსირი ) და ზემდგომი ორგანოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მოპოვებულ იქნა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შესახებ, რომელიც მიეწოდა გუბერნიას“
4.2.3.აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ზუ---- ტყ-------ას საქმიანობის შეფასება დაევალა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მე---ბ ბა---–---ს მიერ სენაკის მ----–----–-------ს გამგებელს წარედგინა შემდეგი შინაარსის მოხსენებითი ბარათი: “
განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტების მიხედვით „განყოფილებას გააჩნია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საწარმოების, ორგანიზაციების მონაცემები, კერძოდ;ადგილმდებარეობა, დირექტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომ----, მიღებული შემოსავლები და რეალიზაციიდან ამონაგებისენაკის მ----–----–-------ს ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, ორგანიზაციების ინვესტიციების აღრიცხვა და პერიოდულად აღნიშნული მონაცემების გადაცემა ზემდგომ ორგანიზაციებზე, მოხდა ახლადგახსნილი საწარმოების აღრიცხვა,საქმიანობის დადგენა და ინფორმაციის გადაცემა ზემდგომ ორგანიზაციებზე.ასევე გაკეთებულია და ყოველწლიუ---დ კეთდება წლიური შემაჯამებელი ინფორმაციის გადაცემა საკრებულოზე. აღრიცხულია წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები, გადაგზავნილია ინფორმაცია არსებული პოტენციალის შესახებ გუბერნიაში.
გამოვლინდა: სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ის უფროსის მიერ სამსახურის 2016 წლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ფუნქციით დაკისრებული სამუშაოდან შესრულებულია „ახლადგახსნილი საწარმოების აღრიცხვა, საქმიანობის დადგენა, მიღებული ინვესტიციების აღრიცხვა და მოთხოვნის მიხედვით ინფორმაციის გადაცემა ზემდგომ ორგანოებზე“, სხვა დანარჩენი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ანგარიშში შესრულებულად არ არის წარმოდგენილი“.
4.2.4.აღნიშნულის საფუძველზე გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანებით ზუ---- ტყ-------ა გათავისუფლდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ის უფროსის თანამდებობიდან.
ბრძანების ტექსტის მიხედვით: „სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2017 წლის 23 იანვრის N1 დადგენილების თანახმად, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის სამსახურებში განხორციელდა სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპტიმიზაცია და მოსამსახურეთა რანგირება. შესაბამისად,“სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N10 დადგენილების საფუძველზე ჩამოყალიბდა გამგეობის სამსახურების ახალი საშტატო ნუსხა. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, გამგეობის სამსახურების უფროსების მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით განხორციელდა სამსახურების მოხელეების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება. კერძოდ, 2017 წლის 3 თებერვალს სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოიკვეთა ამავე სამსახურის დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ზუ---- ტყ-------ას მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რის შედეგადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზუ---- ტყ-------ას დაკავებული თანამდებობიდან გთავისუფლების თაობაზე.“
სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა.დ.” ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლი,99-ე მუხლის მესამე პუნქტი, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა.დ”ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ჯუ-–----ა ჩო---ს მოხსენებითი ბარათი;
-სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მ/შ მოხსენებითი ბარათი;
-სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის №220 ბრძანება (1 მარტი, 2017 წ);
-მხარეთა განმარტებები;
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის დადგენილება №27 სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის მოსამსახურეს შორის, რამდენადაც დავის საგანია საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მ----–----–-------ს გამგებლის (მ----ს) ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტი სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ის უფროსის თანამდებობიდან ზუ---- ტყ-------ას გათავისუფლების შესახებ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალუ---დ კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიე---დ შეზღუდავს.
როგორც სადავო აქტების გამოცემის პერიოდში, ისე ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძველებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში (საკრებულო, გამგეობა, მ----ა, მ----–----–-------) საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახუ---დ, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის
ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, შესაბამისად, წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალუ---დ გამოცხადების დღიდან ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (02/05/2014 N 1958), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი.
საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5.1.მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
საქართველოს კონსტიტუციის 1012.1 მუხლის (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2.მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპი-კანონიერების პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს-გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და გადაწყვეტილების მიღება კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, უფლებამოსილება წარმოადგენს საჯარო მოხელის გარკვეული ფუნქციის სფეროს, სტატუსისა და ფარგლების კანონისმიერ ჩარჩოს, რომელშიც მას შესწევს საკითხების გადაწყვეტა, მოქმედებათა განხორციელება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლზე, რომლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ვინაიდან მოსარჩელე სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან და იგი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, მისი სამსახურში დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (გამგებელი/მ---- უფლებამოსილია მ----–----–-------ს ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის/მ----ს წარმომადგენელი) და ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის (მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს), გააჩნდა გამგებელს (მერს), შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება ზუ---ბ ტყ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად მართლზომიე---დ მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ზუ---- ტყ-------ა სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანებით გათავისუფლდა სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიეთითა: სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსების მოხსენებითი ბარათები, ზუ---- ტყ-------ას მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევის შესახებ, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა.დ.” ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლი, 99-ე მუხლის მესამე პუნქტი, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ”ა.დ”ქვეპუნქტი.
სასამართლომ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება შეამოწმა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. კერძოდ,დადგენილია, რომ ზუ---- ტყ-------ა სამუშაოდან გათავისუფლდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 99-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 99-ე მუხლი ადგენს დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციის მიერ მუშაკის მიმართ უკვე გამოყენებულია და მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. გამონაკლისს უშვებს იმავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესაძლებლობას სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.
ვინაიდან ზუ---ბ ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია სამსახურებრივი მოვალეობების უხეშად დარღვევის საფუძვლით, შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ის ფაქტობრივი წინაპირობები, რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებაზე.
დადგენილია, (წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.1 - 4.2.3 პუნქტები) რომ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის დავალების საფუძველზე, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ჯუ-–----ა ჩო---ს მიერ 2017 წლის 3 თებერვალს შედგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ზუ---- ტყ-------ას 2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლის მიხედვით: “ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების (უფროსი ზუ---- ტყ-------ა) მიერ მოპოვებულ იქნა 2015 წელს ძირითადად მოქმედ სამრეწველო საწარმოთა შესახებ ინფორმაცია (პროდუქციის სახეობის, გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის, დასაქმებულთა რიცხოვნების მითითებით) წარმოებულ იქნა 2012 წლის შემდგომ შექმნილი საწარმოების აღრიცხვა, ასევე მ----–----–-------ს ტერიტორიაზე ინვესტიციების აღრიცხვა საწარმოების მიხედვით (კოოპე---ტივი „სოფლის იმედი“, შპს „კედა“ ნოსირი) და ზემდგომი ორგანოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მოპოვებულ იქნა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის შესახებ, რომელიც მიეწოდა გუბერნიას“.
ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა ზუ---- ტყ-------ას მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სენაკის მ----–----–-------ს საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №27 დადგენილებით დამტკიცდა ”სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება”. დებულების მიხედვით, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური არის მ----–----–-------ს გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მ----–----–-------ს ორგანოებისა და მ----–----–-------ს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობას, სამართლებრივი ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და პრევენციას; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელებას ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზს დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიე---დ, ეკონომიუ---დ, ეფექტიანად და პროდუქტიულად განხორციელებისათვის.
ამავე დებულების მე-3 მუხლით დადგენილია სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციები, ხოლო იმავე მუხლის ”თ” და ”ი”ქვეპუნქტების თანახმად, შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციაა -ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.
ამავე დებულების მე-4 მუხლის მიხედვით შიდა აუდიტის სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მ----–----–-------ს მიერ დაფუძნებულ იურიდულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო შედეგები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა.
განსახილველ შემთხვევაში, მითითებული დებულების შესაბამისად, სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მე---ბ ბა---–---ს მიერ სენაკის მ----–----–-------ს გამგებელს წარედგინა შემდეგი შინაარსის მოხსენებითი ბარათი: განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტების მიხედვით „განყოფილებას გააჩნია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საწარმოების, ორგანიზაციების მონაცემები, კერძოდ; ადგილმდებარეობა, დირექტორის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომ----, მიღებული შემოსავლები და რეალიზაციიდან ამონაგები სენაკის მ----–----–-------ს ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, ორგანიზაციების ინვესტიციების აღრიცხვა და პერიოდულად აღნიშნული მონაცემების გადაცემა ზემდგომ ორგანიზაციებზე, მოხდა ახლადგახსნილი საწარმოების აღრიცხვა, საქმიანობის დადგენა და ინფორმაციის გადაცემა ზემდგომ ორგანიზაციებზე. ასევე გაკეთებულია და ყოველწლიუ---დ კეთდება წლიური შემაჯამებელი ინფორმაციის გადაცემა საკრებულოზე. აღრიცხულია წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები, გადაგზავნილია ინფორმაცია არსებული პოტენციალის შესახებ გუბერნიაში. გამოვლინდა: სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--ის უფროსის მიერ სამსახურის 2016 წლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ფუნქციით დაკისრებული სამუშაოდან შესრულებულია „ახლადგახსნილი საწარმოების აღრიცხვა, საქმიანობის დადგენა, მიღებული ინვესტიციების აღრიცხვა და მოთხოვნის მიხედვით ინფორმაციის გადაცემა ზემდგომ ორგანოებზე“, სხვა დანარჩენი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ანგარიშში შესრულებულად არ არის წარმოდგენილი“.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ზუ---- ტყ-------ა სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის (მ----ს) სადავო აქტით გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის (მ----ს) მიერ ზუ---- ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტუ---დ გამოკვლევის გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია რაში გამოიხატა კონკრეტული დარღვევა, ან თავად ამ პირის წარსული საქმიანობა იძლეოდა თუ არა დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენების აუცილებლობას ან ეს ზომა იყო თუ არა ადექვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება მის მიერ ჩადენილ დარღვევასთან, ასევე, ზუ---- ტყ-------ას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუარესებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება, წარედგინა მტკიცებულებები, წამოეჭრა ისეთი არგუმენტები, რომელიც გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოებისას ავალდებულებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის vI თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების ერთ-ერთი საფუძველი არის ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). ამასთან, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა და მისცეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი).
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა, დაინტერესებული პირის მოსაზრების მოსმენა, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, და თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება და საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. იგივე პრინციპებია გამყარებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა.
სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რაც საფუძვლად დაედო ზუ---- ტყ-------ას სამსახურიდან გათავისუფლებას, ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს დასკვნას ზუ---- ტყ-------ას მიერ კონკრეტული დარღვევის ჩადენაზე, ან რეკომენდაციას სამუშაოსთან მისი შესაბამისობა/შეუსაბამობასთან დაკავშირებით. მოხსენებით ბარათის მიხედვით, შესრულებულია სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი შესრულებულად არ არის ნაჩვენები. ამ შინაარსის წერილი გახდა საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიეღო გადაწყვეტილება ზუ---- ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჭიროებდა დამატებით კვლევას, საკითხის დეტალუ---დ შესწავლას და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებას, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა.
აუდიტის სამსახურის უფროსმა მე---ბ ბა---–---მ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების შემოწმება განხორციელდა არაგეგმიუ---დ, გამგებლის (მ----ს) დავალების საფუძველზე. ვინაიდან შემოწმებას დაექვემდებარა ყველა სამსახური, მათი დეტალუ---დ შემოწმება და შესაბამისი დასკვნის ან ანგარიშის შედგენა დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იყო, რის გამოც შემოიფარგლა მხოლოდ ინფორმაციული სახის წერილით, რაც მის მიერ მიეწოდა სენაკის მ----–----–-------ს გამგებელს. მე---ბ ბა---–---ს განმარტებით, ამ მიზეზით, საკითხი მის მიერ დეტალუ---დ არ ყოფილა შესწავლილი, დასკვნა არ შეუდგენია, არც რეკომენდაცია გაუწევია (სხდომის ოქმი 09.10.2018 წ.).
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სენაკის მ----–----–-------ს გამგებელმა ისე მიიღო გადაწყვეტილება ზუ---- ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომ თავადაც არ გამოუკვლევია ჩადენილი გადაცდომის ხარისხი და არ დაუდგენია მისი შესაბამისობა მისაღებ გადაწყვეტილებასთან. აღნიშნული შესაბამისობა არც სასამართლო სხდომაზე დადგენილა.
საქმეზე წარმოდგენილია სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის 2016 წლის სამუშაო გეგმა, სადაც მითითებულია შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე სამუშაოს შესრულების პერიოდი კვარტლების მიხედვით. აღნიშნული გეგმის მიხედვით, ზუ---- ტყ-------ას, გარდა იმ ვალდებულებებისა, რაც შესრულებულად იქნა მიჩნეული აუდიტის სამსახურის მიერ, ეკისრებოდა ასევე, სხვადასხვა, ზოგადი ხასიათის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაზე ზუ---- ტყ-------ასთან ერთად სხვა პირებიც (რ. მი---ე, ლ. უჩ----–---–ი, გ. მზ-----–--ა, დ. ქა-----ა) იყვნენ პასუხისმგებელნი.
მაგალითისთვის ავიღოთ სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სამუშაო გეგმაში 26-ე ნომრად მითითებული, ამ სამსახურის მიერ შესასრულებელი სამუშაო, რაც გულისხმობს შემოსულ წერილებზე და კორესპონდეციებზე რეაგირებას. ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ ზ. ტყ-------ა, დ. ქა-----ა და გ. მზ-----–--ა. შესაბამისად, ზუ---- ტყ-------ასათან ერთად ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულება ევალებოდა დანარჩენ ორ პირსაც. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული სენაკის მ----–----–-------ს გამგეობაში შემოსული კორესპონდენციებიდან რომელ კონკრეტულ კორესპონდენციაზე ევალებოდა რეაგირება ზუ---- ტყ-------ას და არ მოუხდენია რეაგირება. ასეთი სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ არც სასამართლოზე ყოფილა წარმოდგენილი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ზუ---- ტყ-------ას შესასრულებლად დაეწე--- კონკრეტული კორესპონდენცია და მან არ შეასრულა. ანალოგიუ---დ შეიძლება მსჯელობა გეგმით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებზე, რომელთა შეუსრულებლობაც ასევე, საფუძვლად დაედო მისი სამსახურიდან გათავისუფლებას. შრომითი ურთიერთობის სფეროში მტკიცების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცების ტვირთი მასვე აწევს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული (მე-17 მ) და სამოქალაქო საპროცესო (მე-4 მ) კანონმდებლობა ადგენს მხარეთა ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, ვიდრე დასაქმებულს, რომელიც ობიექტუ---დ ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარმოდგენას მასზე, რომ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიე---დ გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ობიექტუ---დ ვერ შეძლებდა წარმოედგინა მტკიცებულებები მასზე, რომ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, ამიტომ მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სენაკის მ----–----–-------ს გამგებელი (მ----) ვალდებული იყო ემტკიცებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ზუ---- ტყ-------ამ უხეშად დაარღვია შრომითი დისციპლინა, რაც შეუძლებელს ხდიდა მისთვის სხვა უფრო მსუბუქი დისციპლინური სასჯელის დაკისრების შესაძლებლობას, თუმცა მოპასუხე მხარემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში აღნიშნულის დადასტურება ვერ შეძლო.
მოპასუხე სენაკის მ----–----–-------ს გამგეობას (მ----ას) შრომითი ურთიერთობის სფეროში მტკიცების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება, რაც გაამართლებდა ზუ---- ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლებას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზუ---- ტყ-------ა სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებული იყო 2010 წლიდან და ამ ხნის მანძილზე, მის მიმართ დისციპლინური სახდელი ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო დაედასტურებინა ზუ---- ტყ-------ას სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი.
სენაკის მ----–----–-------ს გამგებელი (მ----) სანამ ზუ---- ტყ-------ას მიმართ მიიღებდა ყველაზე მძიმე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ვალდებული იყო გამოერკვია დარღვევის ხარისხი, შეესწავლა, გამოეკვლია ყველა გარემოება, მოესმინა ზუ---- ტყ-------ას პოზიცია და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, დაედგინა არსებობდა თუ არა უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესაძლებლობა და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რაც კანონსაწინააღმდეგოდ არ განუხორციელებია.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხელის მიმართ დისციპლინური ზომის შერჩევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს პასუხისმგებლობის ზომის საკითხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე, თანამდებობის პირს კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ უნდა განხორციელდეს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ პირის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებელს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება მოსარჩელის მხრიდან ისეთი მძიმე დარღვევების ჩადენის დადასტურება, რაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ამტკიცოს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მისი მხრიდან იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება.
დისკრეციული უფლებამოსილების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის გაკეთებისას ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იძლეოდა მოხელის საჯარო სამსახურიდან უპირობოდ გათავისუფლების წინაპირობას, ვინაიდან აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებას და ამ გარემოებათა შესატყვისად გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სამუშაოდან გათავისუფლდა დისკრიმინაციის საფუძველზე პოლიტიკური მოტივით, ვინაიდან ადმინისტრაციის მხრიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პოლიტიკური, ან სხვა მოტივის არსებობა სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დამსაქმებლის მიდგომა (შეხედულება) ამა თუ იმ საკითხისადმი, ვერბალური თუ არავერბალური გამოხატულების გარეშე, პირის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება. დისკრიმინაციას წარმოადგენს დამსაქმებლის ფაქტობრივ ქმედებაში გამოხატული ნება, რაც მიმართულია და მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებულისადმი დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეუ---ცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისადმი ამგვარი ფორმის რაიმე გამოხატულებას ადგილი არ ქონია, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს სახელშეკრულებო ურთიერთობის დისკრიმინაციული მოტივით შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ---- ტყ-------ას სამსახურიდან გათავისუფლება არ უკავშირდება დისკრიმინაციულ საფუძველს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული ზუ---- ტყ-------ას მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც გამორიცხავდა სახდელის უკიდურესი ზომის გამოყენების შესაძლებლობას. სენაკის მ----–----–-------ს გამგებელი(მ----) ვალდებული იყო დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, გამოეყენებინა ადმინისტრაციული სახდელის „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 79 -ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისათვის დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ფორმა. მათ შორის; შენიშვნა; გაფრთხილება; არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით–არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა;
ზემოთაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის- სენაკის მ----–----–-------ს გამგეობის გათავისუფლების შესახებ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის მოთხოვნები დაირღვა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალმხრივად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და სათანადოდ შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მის ბათილობას იწვევს. შესაბამისად, არსებობს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სამუშაოზე აღდგენა.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო, ხოლო იგივე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიე---დ აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ პირდაპირ დაკავშირებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან და მისი დადასტურების შემთხვევაში არის თანმდევი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ზუ---- ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის N220 ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი.
ვინაიდან დადგინდა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, მისი მოთხოვნა, სამუშაოზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და ზუ---- ტყ-------ა აღდგენილ უნდა იქნეს იმავე, ან ტოლფას სამსახურში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ ა „ პუნქტით (ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ხოლო მოპასუხე -იგივე კანონის „უ“ პუნქტით (დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; (25.07.2006 N 3519)
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს ზუ---ბ ტყ-------ას სასარჩელო მოთხოვნა სენაკის მ----–----–-------ს მ----ის მიმართ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სენაკის მ----–----–-------ს გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანება ზუ---ბ ტყ-------ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზუ---ბ ტყ-------ა აღდგენილ იქნას მ----–----–-------ს მ----ის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმვის და სტატისტიკის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე.
2.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია