განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2019
საქმის ნომერი
330310018002437816
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/1141-19, 330310018002437816

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ--–---------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანება, მოსარჩელე მ--–---------------–--ე აღდგენილ იქნას სამსახურში და მოპასუხეს დაევალოს მ--–---------------–--ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ--–---------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ და 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებები და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 სექტემბრის №5--- პ/შ ბრძანებით, შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი - მ--–---------------–--ე დაინიშნა შსს სსიპ - ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილედ - სამხედრო საექიმო კომისიის თავმჯდომარედ 2005 წლის 25 აგვისტოდან (ს.ფ. 63).

 

2017 წლის 6 დეკემბერს, მ--–---------------–--ემ პატაკით მიმართა შსს მინისტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ (პირადი პატაკის საფუძველზე) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ცსსკ თავმჯდომარე, პოლიციის პოლკოვნიკი - მ--–---------------–--ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში (ს.ფ. 50, 52);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე წესის 37-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე - ცსსკ თავმჯდომარე, პოლიციის პოლკოვნიკი - მ--–---------------–--ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 7 აპრილიდან (ს.ფ. 51).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს - თ------------–--ემ, ა-–---------------------მა, გ----------–----–---–მა და დ--------------–---–მა, 2017 წლის 16 ნოემბერს - გ-------–------–--ემ, გ---------–----–-–---–მა, ა-–---------------------–---–მა და მ-----------------ამ, 2017 წლის 17 ნოემბერს - ვ-–-----------ემ, 2017 წლის 20 ნოემბერს - მ--------–--------------ემ, ზ------------–--ემ, შ--–-----------ემ, გ--------------–---მა და თ-------------ემ, 2017 წლის 21 ნოემბერს - ი--------------–---–მა, 2017 წლის 29 ნოემბერს - ა----------–---–მა, 2017 წლის 1 დეკემბერს - გ--------------------მა, 2017 წლის 8 დეკემბერს - კ------------–---–მა, 2017 წლის 9 დეკემბერს - გ-----------–--ემ და გ------------ემ, 2017 წლის 11 დეკემბერს - ი-----–--------ემ და გ--------------------ემ, 2017 წლის 18 დეკემბერს - ა-–-----------–--–--ემ პატაკებით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა (ს.ფ. 95-133);

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ლეიტენანტი - თ------------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი - გ----------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - დ--------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2768326 ბრძანებით, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი - გ-------–------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ---------–----–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მ-----------------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი - ვ-–-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - შ--–-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის გენერალ-მაიორი - მ--------–--------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ლეიტენანტი - ზ------------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - ი--------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - გ--------------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი/მთავარი სამმართველოს უფროსი/პოლკოვნიკი - თ-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 ნოემბრის №2------ ბრძანებით, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ა----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ--------------------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - კ------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი - გ--------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 11 დეკემბრიდან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - გ-----------–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის №2------ ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (დეტექტივების ხაზით), პოლიციის პოლკოვნიკი - გ------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 13 დეკემბრის №3------ ბრძანებით, შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - ი-----–----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 18 დეკემბრის №3------ ბრძანებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - ა-–-----------–--–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განკარგულებაში 2017 წლის 18 დეკემბრიდან (ს.ფ. 94-140).

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი, 2017 წლის დეკემბრის თვეში დაიბარეს სამინისტროს კადრების განყოფილებაში და იძულებით დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტა მან პატაკის დაწერა და აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებით, სრულყოფილად უნდა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. კერძოდ, აღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა გამოკვლეული მოსარჩელე - მ--–---------------–--ის განცხადების (პატაკის) დაწერის ნება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ხომ არ ჰქონდა განცხადების დაწერის იძულების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ პატაკის დაწერისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების აყვანის პერიოდში სახეზე იყო ერთგვარი ტენდენცია, როდესაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, სამინისტროს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ერთდროულად მიმართავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული თხოვნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მ--–---------------–--ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ხომ არ ჰქონდა მოსარჩელის მიმართ პატაკის დაწერისას იძულების ფაქტს ადგილი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის ჯერ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების, ხოლო შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე, 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანება მისი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, არ არის დადგენილი მოსარჩელის ნება პატაკის დაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ და 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებები და მოპასუხეს უნდა დავალებოდა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

მ--–---------------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად სცნო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები, თუმცა საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით.

 

სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მ--–---------------–--ე სასარჩელო განცხადებაში განმარტავდა, რომ მას ხელმძღვანელმა მოსთხოვა პირადი პატაკის დაწერა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელე აცხადებს რომ განთავისუფლება არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას, განხორციელდა მოტყუებისა და იძულების შედეგად, რის გამოც მისი კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება, ისევე როგორც სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აპელანტის მოსაზრებით სასამართლოების მიერ დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სამინისტროს პოზიცია.

 

აპელანტის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს უზრუნველყოფილია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც იმას ნიშნავს, საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საჯარო დაწესებულებამ მისთვის პირდაპირ მინიჭებული უფლებმოსილებები განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნული უფლებების ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უფლება შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის - მე-6 მუხლის მიხედვით ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მეოთხე მუხლის თანახმად ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით განმტკიცებულია შრომის თავისუფლება, რომელიც შრომის უფლების კომპონენტია. აღნიშნული მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება მოიცავს პროფესიისა და საქმიანობის არჩევანს, იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს უარყოფას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვას, შრომითი უფლებების უზრუნველყოფას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას და უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის მომეტებულად დაცვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო“ (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (გადაწყვეტილება N2/2 - 389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს“. საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც თავისი არსითა და ფორმით სუბორდინაციულ სამართალურთიერთობათა კატეგორიას განეკუთვნება, მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის სამოხელეო სამართლის კანონმდებლობით, რაც, თავის მხრივ, გამომდინარეობს და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებების სტანდარტს.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, მის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლებებს და მოვალეობებს, სადაც თავისი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია საჯარო მოსამსახურის ნების გამოვლენას, საჯარო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერება ემყარება პირის ნებას - გახდეს საჯარო მოსამსახურე, კანონისმიერი კრიტერიუმების დაკმაყოფილების პირობებში. ასევე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ - ერთ საფუძველს წარმოადგენს პირის ნება, განთავისუფლდეს სამსახურიდან.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი 41-ე მუხლის პირველი პუნქტი განამრტავს პოლიციელის დათხოვნის წერს, პირადი პატაკის (განცხადების) საფუძველზე. თავისი არსით პირადი პატაკი (განცხადება) არის მოსამსახურის ნების გამოვლენა, მისი შრომითი უფლებების რეალიზაციის კუთხით. აპელანტის მითითებით, ნების გამოვლენის აუცილებელი ელემენტია სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. კანონმდებლობა ნების გამოვლენის დროს ნების თეორიას ეყრდნობა. შინაგანი ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

აპელანტის მითითებით, ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები-მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალური ნების გამოვლენას - კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში შეცვლასა და შეწყვეტაში. ნების გამოხატვის შეზღუდვის მექანიზმებიდან, აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იძულების ან მოტყუების შეგედად განხორციელებულ ნების გამოვლენაზე. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Nას-1117-1051 2015, 20 იანვარი, 2016 წელი) და აღნიშნავს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოტყუების საფუძველზე გამოვლენილი ნების სამართლებრივად დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხის რეგულირების დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, რომ მოტყუების საფუძვლით საქმეზე დამდგარი შედეგის (აქტის) ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

 

ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, მოტყუების საფუძველზე გამოვლენილი ნების სამართლებრივი შედეგის (აქტის) ბათილობას კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

 

აპელანტის მითითებით, კანონმდებლობა იცნობს სამართლებრივი შედეგის ბათილობას, მისი საფუძვლის ნების გამოვლენაზე იძულების განხორციელების გამო. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აქტის ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნით მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, შესაბამისად, თუ ნების გამოვლენისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება ნების გამოვლენის შედეგის ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

 

მოსარჩელის განმარტებით მის მიერ გამოვლენილი ნება, პირადი განცხადების (პატაკის) დაწერა არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას და აღნიშნული ქმედება მან განახორციელა იძულებისა და მოტყუების შედეგად. სამართლიანობის პრინციპიდან გამოდინარე, იდენტურ დავებში სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს გამიჯნოს შემთხვევები, როცა პირის ნება ფორმირებულია მისი განწყობებით, დამოკიდებულებებით, პერსპექტიული გეგმებით, თვითშეფასების ხარისხით და სხვა, და როცა ნების ფორმირება განპირობებულია, ერთი მხრივ: ა) საჯარო სამსახურებრივი ვალდებულებების დაბალი შეგნებით, ადმინისტრაციის მიმართ უპირობო მორჩილების გამოხატვის, ბ) ანგარების (დაწინაურება, ხელფასის მომატება, პრემიის გადაცემა და სხვა) და მეორე მხრივ, ა) საჯარო მოსამსახურის იძულებით და მუქარით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იზიარებს საკასაციო სასამართლოს მსჯელობას, (საქმე N463-451(კ-13), რომ საქართველოს საჯარო სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომ ერთი მხრივ, საჯარო მოსამსახურეთა კორპუსი დაკომპლექტებული იყოს პრინციპული და მტკიცე ნებისყოფის პირებისგან, მეორე მხრივ, გამოირიცხოს საჯარო მოსამსახურეთა ნების ფორმირებაზე ვინმეს, განსაკუთრებით უშუალო დაქვემდებარების ვერტიკალის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ--–---------------–--ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე ეკავა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის - ცსსკ თავმჯდომარის თანამდებობა, სპეციალური წოდებით - პოლიციის პოლკოვნიკი. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

 

ამავე ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

 

აღნიშნული ბრძანების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, „დ“ ქვეპუნქტით: კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 

ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს მ--–---------------–--ემ პატაკით მიმართა შსს მინისტრს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ცსსკ თავმჯდომარე, პოლიციის პოლკოვნიკი - მ--–---------------–--ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სსიპ - საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე - ცსსკ თავმჯდომარე, პოლიციის პოლკოვნიკი - მ--–---------------–--ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2018 წლის 7 აპრილიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბრის თვეებში, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოხდა თანამდებობებიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პატაკების დაწერა, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირადი პატაკების საფუძველზე თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ:

 

2017 წლის 13 ნოემბერს, შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ლეიტენანტი - თ------------–--ე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - ა-–----------------------ი, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გ----------–----–---–ი, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - დ--------------–---–ი.

 

2017 წლის 16 ნოემბერს, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი - გ-------–------–--ე, შსს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ---------–----–-–---–ი, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - ა-–---------------------–---–ი, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მ-----------------ა.

 

2017 წლის 17 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი - ვ-–-----------ე.

 

2017 წლის 20 ნოემბერს, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის მაიორი - შ--–-----------ე.

 

2017 წლის 21 ნოემბერს, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის გენერალ-მაიორი - მ--------–--------------ე, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ლეიტენანტი - ზ------------–--ე, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - ი--------------–---–ი, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - გ--------------–---ი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შტაბის უფროსი/მთავარი სამმართველოს უფროსი/პოლკოვნიკი - თ-------------ე.

 

2017 წლის 29 ნოემბერს, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ა----------–---–ი.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი - გ--------------------ი.

 

2017 წლის 11 დეკემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - კ------------–---–ი, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი - გ--------------------ე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - გ-----------–--ე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (დეტექტივების ხაზით), პოლიციის პოლკოვნიკი - გ------------ე,2017 წლის 13 დეკემბერს, შსს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის კაპიტანი - ი-----–--------ე.

 

2017 წლის 18 დეკემბერს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი - ა-–-----------–--–--ე.

 

ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოცემულ პერიოდში, კერძოდ, 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით პირადი პატაკის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი იქნენ ზემოთ მითითებული ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირები.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაანთავისუფლა პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, თუ რატომ გადაწყვიტა მან პატაკის დაწერა და აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ იგი გამოწვეული იყო რაიმე გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ--–---------------–--ის მიერ პატაკის დაწერისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების აყვანის პერიოდში სახეზე იყო ერთგვარი ტენდენცია, როდესაც დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, სამინისტროს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები ერთდროულად მიმართავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული თხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც იგი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ქცევისა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მიზეზების, საფუძვლის შესწავლას სასამართლო მიჰყავს შეფასებამდე, რომელიც თანაბარწილად მოიცავს, როგორც მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ნორმების საჯარო დაწესებულების მართვის სტანდარტებში გათვითცნობიერებულობის, ასევე, ხელმძღვანელისათვის აუცილებელი ისეთი თვისებების, როგორიცაა - გულისხმიერება, ყურადღება, თანაგრძნობა, სრულიად დაუშვებელ დეფიციტს. პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს იმგვარი საჯარო ინტერესი, საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევად გამართლებული იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, იგნორირება.

 

სააპერლაციო პალატას მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, არამედ ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და სტანდარტებს.

 

საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე მართალია არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან და ზეწოლისაგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებზე, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს (მუხლი 54).

 

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მ--–---------------–--ის განცხადება შეესაბამებოდა თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების და კეთილსინდისიერი მართლწესრიგის სტანდარტს.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (ბს-463-451(კ-13) სადაც მითითებულია, რომ „თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული პირების უფლების აღდგენის მიზნით. შესაბამისად, მიუკერძოებელ, ობიექტურ და სამართლიან ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას უდიდესი როლი გააჩნია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, მეტიც, ეფექტურმა მართლმსაჯულებამ შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლით ბოჭვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტის და ნდობის, ეროვნული სახელმწიფოს განცდის ხარისხის ამაღლება“.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება - მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 დეკემბრის №2------ ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ 2018 წლის 10 აპრილის №8----- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვველი, ვინაიდან აღნიშნული აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

 

რაც შეეხება მ--–---------------–--ის სასარჩელო მოთხოვნას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსათვის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, შესაბამისად, ამ ეტაპზე პალატა ვერ იმსჯელებს მოსარჩელის აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

პროცესის ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--–---------------–--ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცველელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი