განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3133-17
საქმე № 330310017001951384
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი - მ-----– კ---------ე
წარმომადგენელი: გ--------–-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი: ნ---------------
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურისა და ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტების მოთხოვნა - გაუქმედეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, 20.11.2017წ. გადაწყვეტილება საქმეძე N3-------- და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რითაც შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
მ-----– კ---------ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, იძულებითი განაცდურისა და ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----– კ---------ე 2009 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის განკარგულების თანახმად, მ-----– კ---------ე დანიშნული იყო გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია.
2.3. 2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი ინსპექტირება გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლის მ-----– კ---------ის მიმართ. აღნიშნული ინსპექტირების თანახმად დადგინდა, რომ მ-----– კ---------ე 2006 წლის 16 ნოემბრიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და დღემდე ფუნქციონირებდა, კერძოდ, მის საქმიანობას წარმოადგენდა ფართების იჯარით აღება და გაცემა. ი/მ ,,მ-----– კ---------ემ“ 2009 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაარემონტა და 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 31 დეკმებრის ხელშეკრულებების საფუძველზე, იჯარით გასცა ორ სხვადასხვა მეწარმე სუბიქეტზე - ი/მ ,,ტ------–------------“-ზე 600 ლარად, ხოლო მცირე მეწარმე ,,მ-----–-------------“-ზე 450 ლარად.
ამდენად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის ინსპექტირების დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ ვინაიდან საჯარო მოსამსახურე მ-----– კ---------ე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, იგი არღვევდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს და მიზანშეწონილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის ბრძანების თანახმად, ვინაიდან თვითმმართველ ერთეულში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში საჯარო მოხელე კანონსაწინააღმდეგოდ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამასთან, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 და 63-ე მუხლების, ასევე 79-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი მ-----– კ---------ე 2017 წლის 5 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ-----– კ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის №ბ----------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე მ-----– კ---------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან, იძულებითი განაცდურისა და ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
2.6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის (მათ შორის საჯარო სამსახურში) გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე - მ-----– კ---------ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
ადგილობრივ თვითმმართველობაში სამსახური ამ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, განეკუთვნება საჯარო სამსახურის ერთ-ერთ სახეს, რამდენადაც საქართველოში საჯარო სამსახური ერთიანია და ეს სისტემა საქართველოს საჯარო შრომითი ურთიერთობების მოდელს წარმოადგენს. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, პასუხისმგებლობის სახეებს და მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს, შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობათა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.
სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თვითმმართველობის მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით გამგეობაში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს განიხილავს და მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურედ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----– კ---------ე 2009 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის განკარგულების თანახმად, მ-----– კ---------ე დანიშნული იყო გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
2.8. სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
მითითებული კანონის 99-ე მუხლი შეეხება დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
განხილულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამჟამად მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გაფრთხილების გამოყენება განხორციელდა მხოლოდ 6 წუთიანი დაგვიანების გამო, რაც მისი მოსაზრებით არათანაზომიერი და კანონშეუსაბამო იყო, მოცემული დავის ფარგლებში არარელევანტურია და არ შეიძლება წარმოადგენდეს განხილვის საგანს.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის ბრძანების თანახმად, ვინაიდან თვითმმართველ ერთეულში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში მ-----– კ---------ე კანონსაწინააღმდეგოდ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამასთან, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 და 63-ე მუხლების, ასევე 79-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლომ მიუთითა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო იმავე კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, მოხელეს არ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეეძლო მხოლოდ აქციებსა და წილის ფლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს აწესრიგებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამასთან, ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება - მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტი არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც განურჩევლად საწარმოს სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. მეწარმე სუბიექტთა მიმართ , კანონმდებლობა ადგენს "ნუმეროუს ცლაუსეს" პრინციპს და ამომწურავად ჩამოთვლის მეწარმე სუბიექტებს. სწორედ მათგან ერთ -ერთი მეწარმე სუბიექტი არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით , ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ, თავისი სახელით სამეწარმეო-სამართლებრივ ურთიერთობებში გამოსვლა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანოაბას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი ინსპექტირება გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლის მ-----– კ---------ის მიმართ. აღნიშნული ინსპექტირების თანახმად დადგინდა, რომ მ-----– კ---------ე 2006 წლის 16 ნოემბრიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და დღემდე ფუნქციონირებდა, კერძოდ, მის საქმიანობას წარმოადგენდა ფართების იჯარით აღება და გაცემა. ი/მ ,,მ-----– კ---------ემ“ 2009 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაარემონტა და 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 31 დეკმებრის ხელშეკრულებების საფუძველზე, იჯარით გასცა ორ სხვადასხვა მეწარმე სუბიქეტზე - ი/მ ,,ტ------–------------“-ზე 600 ლარად, ხოლო მცირე მეწარმე ,,მ-----–-------------“-ზე 450 ლარად.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მ-----– კ---------ის მიმართ, მანამდე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა და მოცემულმა დისციპლინურმა სახდელმა ვერ უზრუნველყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანი - ახალი დისციპლინური დარღვევის თავიდან აცილება - მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად და შესაბამისად, ჯეროვნად შესრულება, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა დისციპლინურ სახდელთა გამოყენების გრადაცია, რის გამოც მოსარჩელის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება თანაზომიერ და პროპორციულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს.
2.9. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ-----– კ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის №ბ----------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
2.10. განხილულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მ-----– კ---------ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა.
სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განხილულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე მ-----– კ---------ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
2.11. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „მ-----– კ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას დაევალოს მოსარჩელე მ-----– კ---------ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
2.12. სასამართლო მოსარჩელისათვის 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდისათვის ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 04 ივნისის კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლებას აღიარებს და განამტკიცებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება - შვებულებით სარგებლობის უფლების ნატურით ანაზღაურება შესაძლებელია მოსარჩელის სამსახურში აღდგენის პირობებში, რასაც განხილულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლით, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.
საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია ან/და მისი მოთხოვნა კუთვნილი შვებულების შესახებ დამსაქმებელმა არ დააკმაყოფილა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-----– კ---------ის მოთხოვნა 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდისათვის ყოველწლიური კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების შესახებ მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს.
3.1. მ-----– კ---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
ფაქტობრივი უსწორობები:
აპელანტის განმარტებით, 4.1.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში სასამართლო მიუთითებს, რომ "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია." აღსანიშნავია, რომ დისციპლინარული სახდელის დადება მოხდა მას შემდეგ რაც მოსარჩელე ეზოს შესასვლელში მოქალაქეს ესაუბრებოდა და სამსახურებრივ ვალდებულებას ასრულებდა, შესაბამისად შეყოვნებამ გასტანა 6 წუთი, აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო დისციპლინარული დევნის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე ჰქონდა დაგვიანებები არც ერთს არ შეეფარდა არანაირი დისციპლინარული სახდელი, გარდა მოსარჩელისა. საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომ მოხდა მხოლოდ მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, რადგანც ის წარმოადგენს ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიის ე-----------–------–------------------ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რაც წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის დისკრიმინაციას პიროვნების პოლიტიკური შეხედულებების გამო (2017 წლის 19 ოქტომბერს სასამართლომ მოსარჩელეს არ დაუკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდებოდა დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურება.). ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ყველა იმ პიროვნებას, რომლებსაც დაუფიქსირდათ დაგვიანება, მათი დრო აღემატება მ-----– კ---------ის 6 წუთიან დაგვიანების დროს. მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული ფაქტი არ იქნა გასაჩივრებული შემდეგი მიზეზის გამო, მისი ხელფასი წარმოადგენს ოჯახის ერთადერთი შემოსავალს და დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. დადასტურებულია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე მუშაობდა შესვენების გარეშე და მიბარებული ჰყავდა პრობაციონერები 3 თვის განმავლობაში.
აპელანტის განმარტებით ასევე 4.1.3 და 4.1.4 სადავო ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლო მიუთითებს, რომ "2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი ინსპექტირება გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლის მ-----– კ---------ის მიმართ. აღნიშნული ინსპექტირების თანახმად დადგინდა, რომ მ-----– კ---------ე 2006 წლის 16 ნოემბრიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და დღემდე ფუნქციონირებდა, კერძოდ, მის საქმიანობას წარმოადგენდა ფართების იჯარით აღება და გაცემა. ი/მ ,,მ-----– კ---------ემ“ 2009 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაარემონტა და 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 31 დეკემბერის ხელშეკრულებების საფუძველზე, იჯარით გასცა ორ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე - ი/მ ,,ტ------–------------“-ზე 600 ლარად, ხოლო მცირე მეწარმე ,,მ-----–-------------“-ზე 450 ლარად. ამდენად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის ინსპექტირების დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ ვინაიდან საჯარო მოსამსახურე მ-----– კ---------ე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, იგი არღვევდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს და მიზანშეწონილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს ზ/აღნიშნული ფართი იჯარით ჰქონდა აღებული 2009 წლის 01 თებერვლიდან 10 წლის ვადით, ანუ იმ პერიოდში დაიდო იჯარის ხელშეკრულება, როდესაც ის არ იყო საჯარო მოხელე, ასევე იჯარით გაცემა მოხდა იმავე პერიოდში 10 წლიანი ვადით. ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის ხელშეკრულებით მოხდა მხოლოდ დოლარის კურსის ცვლილებების გამო მათი კორექტირება. იჯარით ქონების ერთჯერადად გაცემა არ წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად სამეწარმეო საქმიანობას. ასევე ნიშანდობლივია, რომ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნა რომლის საფუძველზეც გათავისუფლებული იქნა მოსარჩელე მ-----– კ---------ე, მომზადებულია 2017 წლის 22 მარტს შესული მოქალაქე ლ--–-----------ის განცხადების საფუძველზე ხსენებული ფაქტთან დაკავშირებით ვკითხულობთ 2017 წლის 10-16 აპრილის გაზეთ "ასავალ-დასავალი"-ს მე-15 ნომერში, მე-20 გვერდზე სადაც მოქალაქე მ------–-------–---–ი, რომელიც არის პოლიტიკური პარტიის „ქ--------–----–-----“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვ--------------–------ და მოახსენებს, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია იმის შესახებ თუ, გ-–--------–--–---------------------- გამგეობაში მთავარ სპეციალისტად ვინ მუშაობდა და იყო თუ არა ის ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის „ნ-–------–------------------“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. ხსენებული ფაქტის შემდეგ დაიწყო მოსარჩელე მ-----– კ---------ეზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია და მოთხოვნების წაყენება, მასზედ რომ, დაეტოვებინა სამსახური.
სამართლებრივი უსწორობები:
აპელანტის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის, 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის, 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ არასწორად განმარტა მეწარმეთა შესახებ კანონის პირველის მუხლის მე-2 ნაწილი "სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.“ ანუ სამეწარმეო საქმიანობა არის არაერთჯერადი საქმიანობა, რასაც ჩვენს შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო საჩივრით ასევე მოთხოვნილია 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება: 2017 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ იმ მოტივით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ ამ მტკიცებულებებს საქმისათვის არ ჰქონდათ არანაირი მნიშვნელობა, რაც არასწორია. ზუსტად ეს მტკიცებულებები აქარწყლებენ 4.1.2 დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და ასევე ადასტურებენ ,რომ მ-----– კ---------ის მიმართ იყო დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
სასამართლომ ამ საოქმო განჩინების მიღებისას დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 და მე-5 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც განსაზღვრული შეჯიბრებითობისა, თანასწორობის პრინციპი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----– კ---------ე 2009 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის განკარგულების თანახმად, მ-----– კ---------ე დანიშნული იყო გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია.
4.8. 2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი ინსპექტირება გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლის მ-----– კ---------ის მიმართ. აღნიშნული ინსპექტირების თანახმად დადგინდა, რომ მ-----– კ---------ე 2006 წლის 16 ნოემბრიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და დღემდე ფუნქციონირებდა, კერძოდ, მის საქმიანობას წარმოადგენდა ფართების იჯარით აღება და გაცემა. ი/მ ,,მ-----– კ---------ემ“ 2009 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაარემონტა და 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 31 დეკმებრის ხელშეკრულებების საფუძველზე, იჯარით გასცა ორ სხვადასხვა მეწარმე სუბიქეტზე - ი/მ ,,ტ------–------------“-ზე 600 ლარად, ხოლო მცირე მეწარმე ,,მ-----–-------------“-ზე 450 ლარად.
ამდენად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის ინსპექტირების დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ ვინაიდან საჯარო მოსამსახურე მ-----– კ---------ე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, იგი არღვევდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს და მიზანშეწონილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
4.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის ბრძანების თანახმად, ვინაიდან თვითმმართველ ერთეულში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში საჯარო მოხელე კანონსაწინააღმდეგოდ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამასთან, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 და 63-ე მუხლების, ასევე 79-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი მ-----– კ---------ე 2017 წლის 5 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
4.10. „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთანამდებობის პირთა დამოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-86 დადგენილების თანახმად „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1300 ლარს, ამდენად დასტურდება, რომ ლ--–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტის - მ-----– კ---------ის თანამდებობრივი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1300 ლარს.
4.11. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 ივლისის N1-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 12 კალენდარული დღის განმავლობაში, 2016 წლის 25 ივლისიდან - 05 აგვისტოს ჩათვლით. ამავე წლის N2-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს 2016 წლის 04 ოქტომბრიდან - 07 ოქტომბრის ჩათვლით მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 4 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე ამავე წლის N2-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს 2016 წლის 05 დეკემბრიდან - 09 დეკემბრის ჩათვლით მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 5 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მ-----– კ---------ემ მისთვის კუთვნილი 30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებიდან 2016 წელს გამოიყენა 21 დღე. გამოსაყენებელი დარჩა 9 დღე. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 5 მაისამდე მ-----– კ---------ეს შვებულებით არ უსარგებლია.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის დავალებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ-----– კ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ-----– კ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–-----------------------------–--–--------------ს განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ-----– კ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის №ბ----------- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.14. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
4.15. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით გამგეობაში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს განიხილავს და მიიჩნევს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურედ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----– კ---------ე 2009 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის განკარგულების თანახმად, მ-----– კ---------ე დანიშნული იყო გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს.
4.16. გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა)სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ)დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
მითითებული კანონის 99-ე მუხლი შეეხება დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
4.18. განხილულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, კერძოდ, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გ-–------------------------------–--------–--–--------------------- საუბნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით მიეცა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2017 წლის 5 მაისის ბრძანების თანახმად, ვინაიდან თვითმმართველ ერთეულში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში მ-----– კ---------ე კანონსაწინააღმდეგოდ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამასთან, მის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 და 63-ე მუხლების, ასევე 79-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
4.19. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო იმავე კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, მოხელეს არ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. მას შეეძლო მხოლოდ აქციებსა და წილის ფლობა.
4.20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო სამსახურებრივი ინსპექტირება გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლის მ-----– კ---------ის მიმართ. აღნიშნული ინსპექტირების თანახმად დადგინდა, რომ მ-----– კ---------ე 2006 წლის 16 ნოემბრიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ და დღემდე ფუნქციონირებდა, კერძოდ, მის საქმიანობას წარმოადგენდა ფართების იჯარით აღება და გაცემა. ი/მ ,,მ-----– კ---------ემ“ 2009 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებების საფუძველზე სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ გარკვეული პირებისგან 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაარემონტა და 2015 წლის 31 დეკემბრისა და 2016 წლის 31 დეკმებრის ხელშეკრულებების საფუძველზე, იჯარით გასცა ორ სხვადასხვა მეწარმე სუბიქეტზე - ი/მ ,,ტ------–------------“-ზე 600 ლარად, ხოლო მცირე მეწარმე ,,მ-----–-------------“-ზე 450 ლარად.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მ-----– კ---------ის მიმართ, მანამდე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა და მოცემულმა დისციპლინურმა სახდელმა ვერ უზრუნველყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მიზანი - ახალი დისციპლინური დარღვევის თავიდან აცილება - მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად და შესაბამისად, ჯეროვნად შესრულება, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა დისციპლინურ სახდელთა გამოყენების გრადაცია, რის გამოც მოსარჩელის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება თანაზომიერ და პროპორციულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს.
4.21. ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის დავალებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
4.22. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია მ-----– კ---------ის სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის საკითხი. აპელანტმა სააპელაციო პალატის 2018 წლის 05 თებერვლის სხდომაზე დააზუსტა, რომ ითხოვს გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციას 2010 წლიდან.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან, აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის დასაქმებულს კანონმდებლობის საფუძველზე უნდა შეეძლოს შვებულების გამოყენების თაობაზე დამსაქმებლისათვის მიმართვა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შვებულებით სარგებლობა დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობაზე.
4.23. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამავე ნორმი მეორე ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამრიგად, წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი რეგულირდება შრომის კოდექსით.
4.24. შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების წესით დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა (სამსახურიდან გათავისუფლება) იწვევს გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით ანაზღაურებას შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
4.25. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად დასტურდება, რომ მ-----– კ---------ე საჯარო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა, გ-–------------------------------–--------–--–------ უბნის სამსახურში მთავარ სპეციალისტის თანამდებობაზე, „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთანამდებობის პირთა დამოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-86 დადგენილების თანახმად „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1300 ლარს, ამდენად დასტურდება, რომ ლ--–--------------- განყოფილების მთავარი სპეციალისტის - მ-----– კ---------ის თანამდებობრივი ყოველთვიური სარგო შეადგენდა 1300 ლარს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა 2017 წელში გამოსაყენებლად გადმოეტანა მხოლოდ 2016 წელს გამოუყენებელი შვებულება. ამრიგად მ-----– კ---------ის მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად აღნიშნულ თანამდებობაზე იგი უფლებამოსილია კანონის თანახმად მიიღოს 2016 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისა და 2017 წლის განთავისუფლებამდე გამოსაყენებელი ანაზღაურებადი შვეულების ფულადი კომპენსაცია.
4.26. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 ივლისის N1-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 12 კალენდარული დღის განმავლობაში, 2016 წლის 25 ივლისიდან - 05 აგვისტოს ჩათვლით. ამავე წლის N2-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს 2016 წლის 04 ოქტომბრიდან - 07 ოქტომბრის ჩათვლით მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 4 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე ამავე წლის N2-- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ეს 2016 წლის 05 დეკემბრიდან - 09 დეკემბრის ჩათვლით მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 5 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ მ-----– კ---------ემ მისთვის კუთვნილი 30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებიდან 2016 წელს გამოიყენა 21 დღე, სადაც გამოსაყენებელი დარჩა 9 დღე. საკრებულოს დადგენილების თანახმად ვინაიდან მ-----– კ---------ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1300 ლარს, საჯარო მოხელეს ეკუთვნის 30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება წლის განმავლობაში და 9 დღე დარჩა მას გამოუყენებელი, ამრიგად მას უნდა მიეცეს კომპენსაცია 2016 წელს გამოუყენებელი შვებულებისათვის 390 ლარი (1300 x 9 : 30 = 390).
2017 წლის 05 მაისის ბ----------- ბრძანების თანახმად, მ-----– კ---------ე განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ამავე დღიდან. აღსანიშნავია, რომ მ-----– კ---------ეს 2017 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არ გამოუყენებია მის განთავისუფლებამდე. ვინაიდან 30 დღიანი შვებულება ეკუთვნის მოხელეს 12 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად საშუალოდ ეკუთვნოდა 2.4 დღე ( 30 : 12 = 2,4). ვინაიდან მ-----– კ---------ემ იმუშავა 4 თვისა და 4 დღის განმავლობაში მას გამოსაყენებელი დარჩა 10 დღე. ამრიგად, მას უნდა მიეცეს კომპენსაცია 2017 წელს გამოუყენებელი შვებულებისათვის 433.33 ლარი (1300 x 10 : 30 = 433.33). აღნიშნულის გათვალისწინებით კი სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– კ---------ეს 2016-2017 წლებში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისათვის ეკუთვნის კომპენსაცია 823.33 ლარის (390 + 433.33 = 823.33) ოდენობით.
4.27. აპელანტი ასევე ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებას მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მოითხოვდა სხვა პირების მიმართ ნაწარმოების დისციპლინური საქმის წარმოების მასალების გამოთხოვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
მოსარჩელე იმ მიზნით მოითხოვდა მტკიცებულებათა გამოთხოვას, რომ მას 6 წუთით დაგვიანების გამო დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, ხოლო სხვა პირებს არ დაეკისრათ სახდელი.ფაქტიურად მოსარჩელეს იმ მოტივით უნდა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომ დაამტკიცოს რომ 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანება იყო უკანონო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული საქმის დავის საგანი არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის 2016 წლის 22 აგვისტოს N1-- ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული ბრძანებით მ-----– კ---------ეს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა გაფრთხილება, რაც მის მიერ არ გასაჩივრებულა და ძალაშია. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა პირების მიმართ ნაწარმოების დისციპლინური საქმის წარმოების მასალები გავლენას ვერ მოახდენდა მოცემული საქმის შედეგზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ-----– კ---------ის სარჩელი შვებულების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას მ-----– კ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 823,33 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ: საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ-----– კ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-----– კ---------ის სარჩელი შვებულების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობას დაეკისროს 823,33 ლარის გადახდა მ-----– კ---------ის სასარგებლოდ;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს ძალაში;
6. უცვლელად დარჩეს 2017 წლის 19 ოქტომბრის (საოქმო) განჩინება;
7. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე