მუხლი 715. დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა
1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(62)
საქმე №ას-1650-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
…ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოსარჩელეს არ მიუღია ნასყიდობის ფასი - უძრავი ქონების ღირებულება, რისი გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეებს გააჩნიათ. 27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე, 103-ე, 709-ე და 715-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი…
საქმე №ას-134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
…6.12.2022წ.). სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ან/და წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. 20. სსკ-ის 715-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა…
საქმე №ას-974-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…მომენტში იგი არაკეთილსინდისიერად გასცდა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და ქონება, ნაცვლად მოსარჩელისა, აღრიცხა თავის სახელზე. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის მომენტში იგი არამართლზომიერად მოქმედებდა. სსკ-ის 715-ე მუხლის (დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა) პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც…
საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
…მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. 15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მოპასუხეთათვის 61 302.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი „რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის“…
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…დავალების ხელშეკრულების ფარგლებში ი.დ–ის მიერ ი.ს–ისთვის ნასესხებ თანხად დააკვალიფიცირა შემდეგი დასაბუთებით: 21.1. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებლებს შორის არსებული ურთიერთობა სსკ-ის 709- 710-ე, 715-ე და 720-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუკი ასეთი…
საქმე №ას-996-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
საქმე №ას-1797-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
საქმე №ას-877-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
საქმე №ას-989-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
საქმე №ას-954-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ას-1416-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021