განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
330210016001325226
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001325226

N2ბ/7573-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ა---------– ბ----ე (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ------- ღ---–-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ--- ჭ----–-–--ლი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თანხის დაბრუნება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით, გ------- ღ---–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა- ა---------– ბ----ეს გ------- ღ---–-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1150 ლარის გადახდა-

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ა---------– ბ----ე, გ------- ღ---–-ძესთან 2011 წლის 05 ოქტომბერს დადებული N------- ხელშეკრულების საფუძველზე, საადვოკატო მომსახურებას უწევდა ნ--- ფ--------–-ილს. საადვოკატო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 2000 ლარი;

 

2.2. გ------- ღ---–-ძემ ა---------– ბ----ეს საადვოკატო მომსახურების საფასურის სახით გადაუხადა1150 ლარი;

 

2.3. 2011 წლის 9 ნოემბერს, ქ------- ბ------–--ლსა და გ------- ღ---–-ძეს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ისე რომ ნ--- ფ--------–-ილისთვის არ იყო ცნობილი 2011 წლის 09 ნოემბრის შეთანხმების პირობები წინასწარ.

 

2.4. 2014 წლის 13 ივნისს, ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიის მიერ ნ--- ფ--------–-ილის საჩივრის განხილვის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ა---------– ბ----ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განესაზღვრა გაფრთხილება;

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--- ფ--------–-ილის სარჩელი. სასამართლომ მიუთითა, რომ ნ--- ფ--------–-ილი (მოსარჩელე) არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა 2011 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა---------– ბ----ისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, შეასრულა თუ არა მოპასუხემ მასზე ნაკისრი ვალდებულებები;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებული გარემოება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენდა ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა მითითებული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებდა საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებდა, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობა სადავოდ არ გაუხდია- ა---------– ბ----ემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ გაიზიარა-

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსით ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებია: ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა-

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება- აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან-

 

სასამართლოს მითითებით, იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 709-723-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მარწმუნებელსა და რწმუნებულს გააჩნიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სასამართლოს განმარტებით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, დასახელებული ხელშეკრულების არსისა და მისგან გამომდინარე მხარეთათვის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსის ანალიზით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ რწმუნებული, რომელიც მოქმედებს მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით, უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია-

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხევაში სადავო არ იყო, რომ გ------- ღ---–-ძესა და ა---------– ბ----ეს შორის დავალების ხელშეკრულება დაიდო ნ--- ფ--------–-ილის ინტერესების დაცვის მიზნით. ასევე სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ ნ--- ფ--------–-ილმა ა---------– ბ----ეს, განუცხადა აცილება, წარადგინა საჩივარი მის მიმართ სსიპ საქართველოს ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიაში და მოითხოვა ადვოკატის მიერ, ნ--- ფ--------–-ილის მიმართ გაწეული არაკვალიფიციური მომსახურებისა და მიცემული გარანტიის გამო, ადვოკატის საქმიანობის უფლებამოსილების შეჩერება, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. ე----ის კომისიის გადაწყვეტილება).

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 712-ე, 713-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 05 ოქტომბრის ხელშეკრულების მხარეები გ------- ღ---–-ძე და ა---------– ბ----ე იყვნენ, თუმცა ასევე არ იყო სადავო ის გარემოება, რომ ხელშეკრულება დაიდო ნ--- ფ--------–-ილის სასარგებლოდ და ა---------– ბ----ის ვალდებულება იყო დაეცვა მისი ინტერესები და ემოქმედა მასთან შეთანხმებით.

 

სასამართლომ მიუთითა 2014 წლის 13 ივნისის, ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ პირადად ნ--- ფ--------–-ილისათვის არ იყო ცნობილი 2011 წლის 09 ნოემბრის შეთანხმების პირობები წინასწარ, რაც კლიენტის ნების გარეშე მოქმედებას ნიშნავდა და ადვოკატის მიერ გაწეულ კეთილსინდისიერ პროფესიულ საქმიანობად ვერ იქნებოდა მიჩნეული (იხ. ს.ფ. 30). ამავე გადაწყვეტილებით ირკვევოდა, რომ მოლაპარაკება დაზარალებულთან ზიანის ანაზღაურების შესახებ მიმდინარეობდა კლიენტის - ნ--- ფ--------–-ილის ინფორმირების გარეშე, შესაბამისად, ადვოკატ ა---------– ბ----ეს კლიენტისგან, დაზარალებულთან 2011 წლის 09 ნოემბრის ხელშკრულების დადების შესახებ თანხმობა მიღებული არ ჰქონია (იხ. ს.ფ. 31).

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში ა---------– ბ----ე არ ასრულებდა მისი მარწმუნებლის მითითებებს. ასევე მან ისე გადაუხვია მარწმუნებელთა ინტერესებიდან, რომ არ აცნობა მათ ამის თაობაზე. ასევე არ ჩააბარა გ------- ღ---–-ძესა და ნ--- ფ--------–-ილს ანგარიში და არ მიაწოდა შესაბამისი ცნობები, მისი მხრიდან დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, რითაც ზიანი მიაყენა მარწმუნებელს.

 

სასამართლოს, წარმოდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აძლევდა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მისი მართებულობა უნდა შეფასებულიყო სკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ კონტექსტში, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება- ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; როგორც წესი, ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. აღნიშნული, თუნდაც ერთ-ერთი ნიშნის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა მოვალე ვალდებულებას არღვევს. ვალდებულების დარღვევა ზიანისათვის პასუხისმგებლობის ობიექტური და აუცილებელი წინაპირობაა- სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

 

სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ ა---------– ბ----ის მიერ რწმუნებულების ფარგლებში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ განახორციელდა რწმუნებულის უფლებამოსილება, რამაც ზიანი მიაყენა მარწმუნებელს (გ------- ღ---–-ძე). აღნიშნული ქმედების გამო, 2014 წლის 13 ივნისს, ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ა---------– ბ----ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განესაზღვრა გაფრთხილება- რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, გ------- ღ---–-ძის მიერ ა---------– ბ----ისათვის გადახდილ იქნა 1150 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, როგორც გ------- ღ---–-ძისთვის, ასევე, ნ- ფ--------–-ილისათვის, ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ დაზარალებულისათვის უნდა აენაზღაურებიათ ზარალი. სწორედ ფ--------–-ილის მითითების საფუძველზე დაევალა გ- ღ---–-ძეს მათი კუთვნილი ქონებების რეალიზაცია, და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, დ. ღ---–-ძესათვის ვერ იქნებოდა ცნობილი ამ ქონებების არსებობის თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, 2011 წლის 05 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 12:00 სთ-სთვის, ა- ბ----ესა და გ------- ღ---–-ძეს შორის გაფორმდა ნ- ფ--------–-ილის ინტერესების დაცვის ხელშეკრულება- ხელშეკრულებაში მითითებული პირობები მხარეებისათვის მისაღები იყო. იმავე ღამეს, დაახლოებით 01 საათზე ა- ბ----ემ წ----–----------------------–-------ში მოინახულა დაკავებული ნ- ფ--------–-ილი. მასთან გასაუბრებისა და არსებული მასალებიდან გამომდინარე, ნ- ფ--------–-ილს განუმარტა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული განისაზღვრებოდა საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებდა მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას. დაკავებულს ასევე განემარტა, რომ მომქმედი საპროცესო კანონმდებლობით, მოსამართლე უფლებამოსილი იყო სასჯელის ზომად განესაზღვრა არსებულ მინიმუმზე დაბალი სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, რაზედაც ასევე თანხმობა უნდა განეცხადებინა დაზარალებულად ცნობილ პირს.

 

იმავე ღამეს ნ- ფ--------–-ილს წარედგინა ბრალი, ფ--------–-ილი აღიარებდა 21 ათასი აშშ დოლარის მიღების ფაქტს, რ----- ნ- ფ--------–-ილი ისედაც აღიარებდა და უტყუარად იყო დადასტურებული. ნ- ფ--------–-ილი არ აღიარებდა მხოლოდ 6 000 ლარის დამატებით მიღებას. ბრალდების მხარემ ნ- ფ--------–-ილს შესთავაზა, დაებრუნებინა დაზარალებულისათვის ეს თანხა და ამის გათვალისწინებით, ბრალდება სასამართლოში შევიდოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით.

 

ამ საქმეში ასევე ჩაერთო მისი ახლობელი ადვოკატი ნ---- გ--–-–---–ი. ორივე ადვოკატის კვალიფიციური რჩევის შედეგად, ნ- ფ--------–-ილს განემარტა, რომ დაეკმაყოფილებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალი 21 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, ამის შემდეგ კი იდავებდა 6 000 ლარზე.

 

ნ- ფ--------–-ილი დაეთანხმა ადვოკატებს და მეუღლესთან, გ------- ღ---–-ძესთან, დააბარა რომ სასწრაფოდ მოეძიებია თანხები, გაეყიდა მანქანები, მის სახელზე არსებული დაურეგისტრირებელი ბინა ე.წ ,,ო--------–------------ში".

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვის დროს, ა- ბ----ემ და ნ- გ--–-–---–მა მაქსიმუმი გააკეთეს იმისათვის, რომ სასამართლოს ნ- ფ--------–-ილისათვის შეეფარდა არასაპატიმრო ღონისძიება, თუმცა ნ- ფ--------–-ილის შეურაცმყოფელმა გამოსვლებმა სასამართლოს და პროკურორის მიმართ, შეცვალა განწყობა და მას შეეფადა საპატიმრო ღონისძიება-

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნილი გარემოებები, და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება-

 

3.2. აპელანტის მთითებით, მომქმედი სამოქალაქო და ა-----------ა კოდექსის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია მიაწოდოს დასაცავს ყველა ის აუცილებელი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დასაცავს. იმოქმედოს მხოლოდ მისი ინტერესების დაცვისათვის, დასაცავისათვის სამომავლოდ მაქსიმალური სასარგებლო შეღავათის მისაღებად.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ დაცული იყო ყველა მთითებული მოთხოვნები. აპელანტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, რომ: 1) გ- ღ---–-ძემ თავად წარადგინა ბინის საბუთები გენერალური მინდობილობით; 2) გ- ღ---–-ძემ და ა- ბ----ემ განახორციელეს არაერთი ვიზიტი დ------------–ი დაზარალებულ ბ------–--ლთან, სთხოვდნენ მას გაეწია შეღავათი და დათანხმებულიყო ნ- ფ--------–-ილის მიმართ გამოსაყენებელ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე, რაც დასტურდება თავად ბ------–--ლის მიერ გაკეთებული განმარტებებით. 3) არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ა- ბ----ემ არ მოიძია ნ- ფ--------–-ილის მიერ მითითებული დასაკითხი პირები. ქ. ქ---------–-–--ლმა მიცემული განმარტებით, მაშინვე უარი განაცხადა ცრუ მოწმეობაზე და განმარტა, რომ ნ- ფ--------–-ილის მოსაზრება იყო ტყუილი, და თუ სასამართლოზე დაუძახებდნენ, ის იტყოდა რომ ნ- ფ--------–-ილი ცრუობდა- ასეთი მოწმის გამოყენება ზიანს მიაყენებდა ფ--------–-ილის ინტერესებს, და ა- ბ----ის მხრიდან ასეთი ქმედების განხორციელება მიმართული იქნებოდა დასაცავის წინააღმდეგ- რაც შეეხება ნ- ფ--------–-ილის მიერ დასახელებული მოწმე ნ- პ-------ს, როგორც თავად მოგვიანებით განმარტებაში მიუთითა, იყო დაზარალებულის ახლო მეგობარი. მისივე განმარტებით ნ- ფ--------–-ილი იყო თაღლითი, მიითვისა მისი მეგობრის თანხები. იგივეს იტყოდა სასამართლოში. ა- ბ----ე ვერ დავეთანხმებოდი ნ- ფ--------–-ილს ამ სიტუაციაში და არ წარადგენდა ხსენებულ მოწმეებს, რადგან ამით დაუმძიმებდა პოზიციას დასაცავს. 4) გ- ღ---–-ძესთან და დაზარალებულ ბ------–--ლთან ერთად არაერთხელ მივიდა როგორც სამშენებლო ფირმაში, მდებარე ს---------–--ის ტერიტორიაზე, ასევე მითითებულ ბინაში. ბინა აღმოჩნდა გაუფორმებელი და მისი რეალიზაცია შეუძლებელი იყო. დაზარალებული ბ------–--ლი კატეგორიულად ითხოვდა 25 000 აშშ დოლარის გადახდას. ა- ბ----ის არაერთი თხოვნის შედეგად, მან შეცვალა პოზიცია და დაეთანხმა იმ პირობას, რომ წინასწარ მიეღო 5 000 აშშ დოლარი და პასუხისმგემლობას იღებდა მიეცა თანხმობა ნ- ფ--------–-ილისათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო ნ- ფ--------–-ილიც. ღ---–-ძემ პირადად გადაუხადა ბ------–--ლს თანხის ნაწილი, ხოლო ნაწილი უნდა წარედგინა მოგვიანებით. რამოდენიმე დღის შემდეგ გ- ღ---–-ძემ ა- ბ----ეს განუცხადა, რომ თანხა აღარ დარჩა, რადგან სულ ფ--------–-ილის მოვალეებს დაუბრუნა- ამის შემდეგ ა- ბ----ე შევიდა რუსთავის ქალთა კოლონიაში, მოინახულა ფ--------–-ილი და გადასცა ღ---–-ძის განმარტება-

 

3.3. აპელანტის მითითებით, სინამდვილეს ასევე არ შეესაბამება ის განმარტება, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ფ--------–-ილმა მისი აცილება დააყენა, რადგან აცილება ხდება წერილობით, ასევე დამქირავებლის განცხადებით, ან პროცესზე. როდესაც გ------- ღ---–-ძეს ა- ბ----ემ გადასცა ფ--------–-ილის რეაქცია, მან განუცხადა, რომ გადაიხადა ფ--------–-ილის ვალები და ფული აღარ ქონდა- რამოდენიმე დღის შემდეგ გახდა ა- ბ----ისათვის ცნობილი, რომ ნ- ფ--------–-ილს განუცხადებია უარი მისი და გ--–-–---–ის მომსახურებაზე. ა- ბ----ემ აცნობა გ- ღ---–-ძეს ნ- ფ--------–-ილის გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ,,ნ- ფ--------–-ილს ე--------------------------------------ო’’. არანაირი პრეტენზია არც მაშინ და არც შემდგომში ღ---–-ძეს ა- ბ----ის მიმართ არ გამოუხატავს. ამასთან, არაერთხელ შემთხვევით შეხვდა მას (იცავდა მისი მეგობრების ინტერესებს). სარჩელში მითითებული გარემოება, თითქოს ა- ბ----ე დაპირდა მას თანხის დაბრუნებას, არ არის მართალი.

 

3.4. აპელანტის მითითებით, ამ დავის დასარეგულირებლად ე----ის კომისიის დასკვნის გამოყენება არარელევანტურია- ე----ის კომისიაზე პრეტენზია უნდა გამოეთქვა არა ფ--------–-ილს, არამედ ღ---–-ძეს, ვისთანაც გაფორმებული იყო ხელშეკრულება- რაც შეეხება ხსენებული კომისიის დასკვნას, ის არის ტენდენციური და აზრს მოკლებული, ვინაიდან წერილობით ადვოკატსა და ბრალდებულს შორის არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება, ის ფორმდება ბრალდებასთან და თუ მას ბრალდებული ხელს არ მოაწერს, არ შედგება- ამასთან, გადაწყვეტილება არის გაუგებარი და რეალობას მოკლებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი წლის შემდეგ გაიგზავნა ა- ბ----ის მისამართზე და ჩაბარდა ოჯახის წევრს, როდესაც თავად ადრესატი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქალაქში არ იმყოფებოდა- სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი არ გასაჩივრების.

 

3.5. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ უგულველყო ხელშეკრულების დამატებით ვალდებულებებში აღნიშნული მეორე პუნქტი, სადაც გარკვეულადაა განსაზღვრული მომსახურების თანხის დაბრუნების შესახებ.

 

3.6. აპელანტის მითითებით, დადგენილია ის გარემოება, რომ მან პირადად საკმაოდ დიდი მუშაობა გასწია ნ- ფ--------–-ილის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული იყო ფინანსებთან, დროსთან, ენერგიასთან- შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია საქალაქო სასამართლომ, რომ ა- ბ----ე ვალდებული იყო საკუთარი სახსრებით ეწარმოებინა ხსენებული საქმიანობა-

 

3.7. ხანდაზმულობასთან მიმართებაში, აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ დაყენებული იქნა აღნიშნული საკითხი სასამართლო პროცესზე, მასზე იმსჯელა სასამართლომ, თუმცა მიიღო სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება-

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია-

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 05.11.2011 წელს, ა---------– ბ----ესა და გ------- ღ---–-ძეს შორის, დაიდო 0------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა---------– ბ----ემ აიღო მოქალაქე ნ--- ფ--------–-ილის ინტერესების დაცვის ვალდებულება, რაც გამოიხატა სისხლის სამართლის საქმეზე (გათვალსიწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით), ნ- ფ--------–-ილისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევაში;

 

ხელშეკრულების საფუძველზე, საადვოკატო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 2000 ლარი;

 

დადგენილია, რომ გ------- ღ---–-ძემ ა---------– ბ----ეს ჰონორარის სახით გადასცა 1150 ლარი;

 

4.2. 09.11.2011 წ. ქ------- ბ------–--ლსა და გ------- ღ---–-ძეს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე;

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნ--- ფ--------–-ილის მიერ (რომელიც დაკავებული იქნა და წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით), ქ------- ბ------–--ლისათვის მიყენებული ზარალი შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს. დაზარალებულ ქ. ბ------–--ლს ბრალდებულ ნ--- ფ--------–-ილის მეუღლისაგან გ------- ღ---–-ძისაგან გადაეცა 3 200 აშშ დოლარი მიყენებული ზარალის თანხის ნაწილის სახით. ამასთან, გ------- ღ---–-ძე იღებდა ვალდებულებას 10 დღის განმავლობაში აღნიშნული თანხისათვის დაემატებინა 2000 აშშ დოლარი და ასევე არ გაესხვისებინა ნ--- ფ--------–-ილის სახელზე რიცხული ბინა ე.წ. ,,ო--------–-----------’’, კ-------------------–------------- მითითებული ზარალის მთლიანად ანაზღაურებამდე. თავის მხრივ, ქ------- ბ------–--ლი ვალდებულებას იღებდა 2000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ გაეფორმებინა გარანტიის ხელშეკრულება ნ- ფ--------–-ილის კუთვნილი ბინის გარანტიით. შეთანხმებული ვადის გათვალისწინებით, ბინის გარანტიით მიღების შემდეგ, გააფორმებდა ნოტარიალურად დამოწმებულ ხელშკეურლებას, რომლის მიხედვით, პრეტენზია არ ექნებოდა ნ--- ფ--------–-ილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. ზარალის მთლიანი ანაზღაურების შემთხვევაში, გარანტიით ჩადებული ბინა დაუბრუნდებოდა ნ- ფ--------–-ილს.

 

4.3. ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიის 13.06.2014 წლის გადაწყვეტილებით, ადვოკატ ა---------– ბ----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება- გადაწყვეტილებით ადვოკატ ა---------– ბ----ეს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა ე----ის კომისიის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ ა-----------ა ა---–--–-ის ე----ის კომისიის 13.06.2014 წლის გადაწყვეტილება ა---------– ბ----ეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ე----ის კომისიის მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ადვოკატი ა---------– ბ----ე იცავდა ნ--- ფ--------–-ილს 2011 წლის 05 ოქტომბრიდან სისხლის სამართლის საქმეზე საქმის საქმეზე საქმის წინასწარი გამოძიებისას;

- 2011 წლის 09 ნოემბერს, დაიდო ქ------- ბ------–--ლისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულება დაზარალებულსა და საჩივრის ავტორის - ნ--- ფ--------–-ილის მეუღლეს შორის;

- ადვოკატი ა---------– ბ----ე საქართველოს ს------–---------–-------------–---------------------–----------------------თა სამინისტროს ს------–---------–-----------------------------–--------------------------------------------------–-------------–----------------–-------–------------–-------–ებაში 2011 წლის 07 ოქტომბრიდან - 2011 წლის 24 ნოემბრამდე პერიოდში, ნ--- ფ--------–-ილთან შეხვედრაზე იყო 2011 წლის 14 ნოემბერს;

- ადვოკატ ა---------– ბ----ის მიერ კლიენტთან, ნ--- ფ--------–-ილთან შეთანხმებული არ ყოფილა საჩივრის ავტორის მეუღლეს, გ------- ღ---–-ძესა და დაზარალებულს, ქ------- ბ------–--ლს შორის 2011 წლის 09 ნოემბერს მიყენებული ზიანის ანაზრაურების შესახებ ხელშეკრულების დადება და კლიენტი არ იყო დროულად ინფორმირებული საქმის მიმდინარეობის თაობაზე.

 

ამ გარემოებასთან დაკავშირებით, ე----ის კომისიამ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორს - ნ--- ფ-----------–სა და ადვოკატ ა---------– ბ----ეს შორის შეხვედრები შედგა 2011 წლის 05 ოქტომბერს, 06 ოქტომბერსა და ბოლოს, 14 ნოემბერს, როდესაც, ზიანის ანაზღაურების შესახებ ხელშეკურლება უკვე დადებული იყო. 2011 წლის 05 ოქტომბერს, ადვოკატი კლიენტს პირველად შეხვდა დაკავების შემდეგ იზოლატორში, ხოლო, მეორე დრეს - 06 ოქტომბერს, ესწრებოდა ბრალის წარდგენას. ამის შემდეგ, ადვოკატი 14 ნოემბრამდე არ ყოფილა კლიენტთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესული. შესაბამისად, ნ--- ფ--------–-ილს ხელშეკრულების დადების შემდეგ ადვოკატ ა---------– ბ----ისათვის თანხმობა მიცემული უნდა ჰქონოდა 05 ან 06 ოქტომბერს, რაც არ დადასტურდა- ასევე, არ დადასტურდა 2011 წლის 09 ნოემბერს, ხელშეკრულების პირობებისადმი მოწონების ნების გამოხატვა, როგორც თანხმობა უშუალოდ ა---------– ბ----ისათვის, ვინაიდან, იგი ამ პერიოდში კლიენტთან არ შესულა, შეთანხმების მოწონების შესახებ.

- 2011 წლის 03 ნოემბერს (09.11.2011 წ. ქ------- ბ------–--ლსა და გ------- ღ---–-ძეს შორის, გაფორმებული მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე ხელშეკრულების დადებამდე რამოდენიმე დღით ადრე), ნ--- ფ--------–-ილმა გამომძიებელთან წერილობით მოითხოვა ადვოკატ ა- ბ----ის აცილება, მისი უნდობლობის გამო;

 

4.4. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, გ------- ღ---–-ძის მოთხოვნას წარმოადგენს ა---------– ღ---–-ძისათვის, ამ უკანასკნელის მიერ დავალების ხელშეკურლებით გათვალისიწნებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გადახდილი თანხის - 1150 ლარის, უკან დაბრუნება- გ------- ღ---–-ძე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა მოპასუხე ა---------– ბ----ის მიერ ნ- ფ--------–-ილის მითითებების შეუსრულებლობის, მარწმუნებელთა ინტერესებიდან მისი გადახვევისა და მისი მარწმუნებლისათვის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ასევე იმ გარემოებებზე, რომ ადვოკატმა არ ჩააბარა გ------- ღ---–-ძესა და ნ--- ფ--------–-ილს ანგარიში და არ მიაწოდა შესაბამისი ცნობები, მისი მხრიდან დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, რითაც ზიანი მიაყენა მარწმუნებელს.

 

4.5. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან-

 

4.6. სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 05.11.2011 წელს, ა---------– ბ----ესა და გ------- ღ---–-ძეს შორის, იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკურლებიდან გამომდინარე, იურიდიული მომსახურების საფასურის (ჰონორარის) – 1150 ლარის, დაბრუნებას, ამ მოთხოვნის კანონიერებასა და ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრება გამომდინარეობს, დავალების (სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე, და 712-713-ე მუხლები) მარეგულირებელი ნორმებიდან- საქმის მასალებით დადასტურებულია ყველა იმ სამართლებრივი წინამძღვრის (ფაქტობრივი გარემოებების) არსებობა, რაც ამ მუხლებითაა დადგენილი, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად, 1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. 3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, საადვოკატო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 2000 ლარი, და, ამასთან, გ------- ღ---–-ძის მიერ ა---------– ბ----ისათვის ჰონორარის სახით გადახდილი იქნა 1150 ლარი, მიუთითებს მასზედ, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გასამრჯელოზე (ჰონორარზე). ამასთან, ხელშეკურლებაში გასამრჯელოზე შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული შეთანხმებულად მიიჩნეოდა, ვინაიდან, მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი (იხ. სსუსგ 21.04.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე N497-477-2016).

 

4.7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე ადვოკატ ა---------– ბ----ის მიერ ფაქტობრივად შესრულებული იქნა შესასრულებელ სამუშაოთა უმეტესი ნაწილი.

 

დადგენილია, რომ ადვოკატი ა---------– ბ----ე წ----–----------------------–-------ში, საქართველოს ს------–---------–-------------–---------------------–----------------------თა სამინისტროს ს------–---------–-----------------------------–--------------------------------------------------–-------------–----------------–-------–------------–-------–ებაში ნ--- ფ-----------–ს შეხვდა 2011 წლის 05 ოქტომბერს, 06 ოქტომბერსა და ბოლოს, 14 ნოემბერს. განუმარტა მას ბრალდების არსი და სამართლებრივი შედეგები, დაესწრო ბრალის წარდგენას, განუმარტა საპროცესო შეთანხმების დადებითი მხარეები და დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მნიშვნელობა ამ შეთანხმების დასადებად. მონაწილეობა მიიღო სასამართლო განხილვაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ე----ის კომისიის გადაწყვეტილებით, კერძოდ კი გადაწყვეტილებაში მოცემული მოწმეთა (ქ------- ბ------–--ლი, ნ---- გ--–-–---–ის, ნ---- პ--------ს, ქ------- ქ---------–-–--ლის) ჩვენებებით ასევე დასტურდება ადვოკატ ა- ბ----ის ქმედებები გამოძიების ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირთან მიმართებით, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კუთხით.

 

დადგენილია, რომ ა- ბ----ეს რაიმე ქმედება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საზიანოდ არ განუხორციელებია- ამ კუთხით, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელეს აპელირებას მასზედ, რომ გამოძიების ეტაპზე ა- ბ----ემ არ მოიძია ნ- ფ--------–-ილის მიერ მითითებული დასაკითხი პირები: ქ. ქ---------–-–--ლი; ნ- პ-------ი, რითაც საფრთხე შეუქმნა მის ინტერესებს. პალატა მიუთითებს ე----ის კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული მოწმეების ჩვენებებზე, და იზიარებს აპელანტის განმარტებას, რომლის თანახმად, ამ პირთა ჩვენებები აშკარა ზიანის მომტანი იყო ნ- ფ--------–-ილისთვის, და მათი გამოძიებისათვის წარდგენა აშკარად მიმართული იქნებოდა დასაცავის ინტერესების წინააღმდეგ-

 

ამდენად, მოპასუხე მხარემ გარკვეულწილად დაადასტურა მის მიერ ხელშეკურლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც სამოქალაქო კოდექსის 710.1. მუხლის თანახმად, მან ანიჭებს გასამრჯელოს მიღების უფლებას, თუმცა, არა იმ ოდენობით (1150 ლარი), რაც მოსარჩელე მხარის მიერ იქნა ანაზღაურებული, არამედ, 805 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს გადახდილი ჰონორარის 70%-ს, ხოლო, დარჩენილი თანხა - 345 ლარი (30%) ექვემდებარება დაბრუნებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლის თანახმად, 1. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. 2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე. 3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის თანახმად, 1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში. 2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჭიროებს წერილობით ფორმას.

 

ე----ის კომისიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ, პირადად ნ--- ფ--------–-ილისათვის არ იყო ცნობილი 2011 წლის 09 ნოემბრის შეთანხმების პირობების თაობაზე, რაც კლიენტის ნების გარეშე მოქმედებას ნიშნავს და ადვოკატის მიერ გაწეულ კეთილსინდისიერ პროფესიულ საქმიანობად ვერ მიიჩნევა- ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოლაპარაკება დაზარალებულთან ზიანის ანაზღაურების შესახებ მიმდინარეობდა კლიენტის - ნ--- ფ--------–-ილის ინფორმირების გარეშე, შესაბამისად, ადვოკატ ა---------– ბ----ეს კლიენტისგან, დაზარალებულთან 2011 წლის 09 ნოემბრის ხელშკრულების დადების შესახებ თანხმობა მიღებული არ ჰქონია (,,ადვოკატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.2. მუხლი: ადვოკატი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან- მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი: შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ. ა-----------ა პროფესიული ე----ის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, 2. ადვოკატმა საქმე უნდა აწარმოოს კლიენტის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მითითებით, სავალდებულო დაცვის შემთხვევაში 5. ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა- 6. ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ).

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატ ა- ბ----ის მიერ გამოძიების ეტაპზე ფაქტობრივად უკვე შესრულებული იყო შესასრულებელ სამუშაოთა უმეტესი ნაწილი, და მოქმედებები, მიუხედავად მათი პატიმართან შეუთანხმებლობისა, მის საზიანოდ არ განუხორციელებია და ყველაფერი მიმართული იყო როგორც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ისე, სასჯელის შემსუბუქებისაკენ, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მან სრულყოფილად განახორციელა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და გასწია სათანადო მომსახურება-

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ ნ- ფ--------–-ილის ინფორმირებულობის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია თანახმად, სსსკ-ის 4.1. 102-103.1. მუხლებისა), საქმის მასალებში წარმოდგენილი ე----ის კომისიის დასკვნა კი ადასტურებს სწორედ ამ კუთხით ვალდებულების შეუსრულებლობას) ნ- ფ--------–-ილს აღეძრა ეჭვები, რომ ადვოკატი მოქმედებდა მის საზიანოდ, რამაც განაპირობა ადვოკატის მიმართ აცილების დაყენება- შესაბამისად, ადვოკატი ჩამოცილდა საქმეს და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - დაეცვა ბრალდებული გამოძიების ეტაპზე, ბოლომდე ვერ შესრულა-

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატის მიერ თავისი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაეთავალოს 70%, ხოლო, დანარჩენი 30%, რაც თანხობრივად შეადგენს 345 ლარს უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 352 და 405-ე მუხლების საფუძველზე.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ადვოკატის მიერ ჰონორარის სახით მიღებული სრული თანხიდან, უკვე გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 20%, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას, რაზეც ასევე მიუთითებს დავალების ხელშეკრულების 2.1. მუხლი.

 

4.9. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საქმეში, სადაც ადვოკატის გასამრჯელოს, ჰონორარის უკან დაბრუნებაზე დავობდა მარწმუნებელი სსკ-ის 709-ე, 352 და 405-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით (დავალების ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზს რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად აუცილებელი ქმედების განუხორციელებლობა წარმოადგენდა), დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ადვოკატმა მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადაში არ შეასრულა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (დავალება) მარწმუნებლის ქონებრივი ინტერესების დასაცავად, რის გამოც მარწმუნებელი გავიდა ხელშეკრულებიდან და სხვა პირთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება- ამასთან მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება (სუსგ №ას-578-578-2018, 29 ივნისი, 2018 წელი).

 

,,კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის უფლების ლეგიტიმურობა დამატებითი ვადის მიცემის გარეშე ისე, რომ გამოკვლეული არ არის ხელშეკრულების შესრულებისადმი ხელშემკვრელი მხარის ინტერესის დაკარგვის საკითხი უმართებულოა- საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას ამავე კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე და აწესებს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). პალატამ განმარტა, რომ ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება- მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ეს საგამონაკლისო უფლება გამოიყენა მარწმუნებელმა- შესაბამისად, ამ უფლების რეალიზაციით ხელშეკრულების მონაწილეებს ახალი ვალდებულება წარმოეშვათ, რაც მიღებულის უკან დაბრუნებაში ე.წ. რესტიტუციაში უნდა გამოვლინდეს (ორმხრივი რესტიტუციის თაობაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). მოსარჩელის მითითებით, მან თავისი ქონებრივი ინტერესების დასაცავად რწმუნებულება გაუფორმა სხვა ადვოკატს, რომელმაც წამოიწყო სასამართლოში სასარჩელო წარმოება, რის უფლებასაც მარწმუნებელს ანიჭებდა სსკ-ის 720-ე მუხლი, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია- ამდენად, კასატორის პრეტენზია ორმხრივ რესტიტუციასთან მიმართებით უსაფუძვლოა’’.

 

4.10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა- ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა- ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას, რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე, იმ გარემოებასთან ერთად, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც მოსამზადებელ ეტაპზე, არ მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზეც.

 

4.11. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება- თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა- ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, თუმცა, არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობაზე და ამ კუთხით არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება-

 

პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.

 

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან- აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა- საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

 

მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, ა- ბ----ის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს“.

 

ამდენად, ხანდაზმულობაზე მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე (პაექრობისა და რეპლიკის ეტაპზე), ასევე, სააპელაციო სასამართლოში (მუხლის 380.2. - სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), საქმის წარმოების ეტაპზე, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში (რაც მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაადასტურა), დაუშვებელია-

 

4.12. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა-

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ ა---------– ბ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება- გ------- ღ---–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ა---------– ბ----ეს გ------- ღ---–-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 345.00 ლარის გადახდა-

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები ((50+75) 125 ლარი) უარყოფილი ნაწილის პროპორციულად, რაც შეადგენს 37,5 ლარს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------– ბ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ------- ღ---–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ა---------– ბ----ეს გ------- ღ---–-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 345.00 ლარის გადახდა;

 

5. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს პროპორციულად და გ------- ღ---–-ძეს ა---------– ბ----ის სასარგებლოდ დაეკისროს 37,5 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია-

 

მოსამართლე: გელა ქირია