განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
330210113317493
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/180-15

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ანა გოგიშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია

 

პირველი აპელანტები - ბ--–---- ჩ----–-- რ------ი, ნ--- ჭ--------ია რ------ი

წარმომადგენელი: ხ---------------–-–---–ი

 

მეორე აპელანტები - შპს „ა-------ო“, დ-------ი კ-----------ი, ი----ა დ----–---ო

წარმომადგენელი - ა-----–-–---–---–ი

 

პირველი აპელანტები - ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ---- ჭ--------ია რ------ის მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------ე უ------–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------–--ე

 

მეორე აპელანტები - შპს „ა-------ოს“, დ-------ი კ-----------ისა და ი----ა დ----–---ოს მოწინააღმდეგე მხარეები - ბ--–---- ჩ----–-- რ------ი, ნ--- ჭ--------ია რ------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტები - ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია რ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა-–---------ე უ------–---–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტები - შპს „ა-------ოს“, დ-------ი კ-----------ისა და ი----ა დ----–---ოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია-რ------ის სარჩელი შპს ”ა-------ოს”-ს, ი----ე დ----–---ოსა და დ-------ი კ-----------ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: შპს „ა-------ოს“, ი----ე დ----–---ოსა და დ-------ი კ-----------ს მოსარჩელეების ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია-რ------ის სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა. მოპასუხე შპს „ა-------ოს“ მოსარჩელეების ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია-რ------ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის სარგებლის 56 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა; მოპასუხეებს: დ-------ი კ-----------ს და ი----ე დ----–---ოს მოსარჩელეების ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია-რ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის 400 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 400 აშშ დოლარი), 2013 წლის 1-----------–-დან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია-რ------ის სარჩელი ა-–---------ე უ------–---–ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელეებმა: ბ--–---- ჩ----–-- რ------მა და ნ--- ჭ--------ია-რ------მა, ერთი მხრივ, და მოპასუხე შპს ”ა-------ომ”, მეორე მხრივ, დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელს (შპს ”ა-------ოს”) სესხის სახით გადაეცა 400 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა 2010 წლის 8-------------ს საერთაშორისო გადარიცხვით ჩაირიცხა მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სს ”ლიბერთი ბანკში”;

 

2.2. შემდგომ მხარეებს შორის 2010 წლის 8-------------- რიცხვით წერილობით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (შემდგომ - ”სესხის ხელშეკრულება”) ბ--–---- ჩ----–-- რ------ს და მოპასუხე შპს ”ა-------ოს” შორის გასესხებულ 400 000 აშშ დოლარზე, რომელიც უნდა დაბრუნებოდა ერთი წლის ვადაში;

2.3. 2010 წლის 8-------------თაა ასევე დათარიღებული ე.წ. საგარანტიო ხელშეკრულება, რითაც დ-------ი კ-----------მა მოსარჩელე ბ--–---- ჩ----–-- რ------ის წინაშე იკისრა პასუხიმგებლობა მთელი თავის ქონებით (რომელიც წარმოდგენს შემდეგ ქონებას: ბინა №32, მდებარე თბილისში,თ------–---–-ს ქ. №---ში და მ----–--ში, ს----–---ს ქ. №---ში მდებარე 1 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე მდგარი შენობა-ნაგებობით) მსესხებლის შპს ”ა-------ოს” სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე;

 

2.4. 2011 წლის 9----------ს სესხის ხელშეკრულების მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება (შემდგომ - ”პირველი შეთანხმება”), რომლის საფუძველზც ცვლილება შევიდა სესხის ხელშეკრულებაში და თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა სესხის გაცემიდან ორი წელი, ანუ 2012 წლის 8-------------ი;

 

2.5. 2012 წლის 8-------------ს მხარეებს შორის დაიდო კიდევ ერთი შეთანხმება (შემდგომ - ”მეორე შეთანხმება”) სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. ამჯერად, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1-------------ით;

 

2.6. 2010 წლის 2-----------ს მოსარჩელე ბ--–---- ჩ----–-- რ------მა მინდობილობა გასცა მოპასუხე ა-–---------ე უ------–---–ის მიმართ, რომლის საფუძველზეც რწმუნებულს ერთ-ერთ დავალებად მიეცა იპოთეკის აღსრულება. აღნიშნული მინდობილობით 2011 წლის 6--------ს მესაკუთრე დ-------ი კ-----------ასა და მოსარჩელე ბ--–---- ჩ----–-- რ------ის წარმომდგენელს ა-–---------ე უ------–---–ს შორის ხელი მოეწერა იპოთეკის ხელშეკრულებას, რომელსაც უნდა უზრუნველეყო 2010 წლის 8-------------- სესხის ხელშეკრულება. მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ ტვირთავდა მის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, თ------–---–-ს ქ----, ბ. 32 (ს/კოდი: 0----------------------);

 

2.7. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება იმავე დღეს წარედგინა სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრს, რომლის 2011 წლის 1---------ს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ წარმოსადგენი იყო მინდობილობის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი. საჯარო რეესტრის 2011 წლის 2-----------–ის გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის იმავე დღის გადაწყვეტილებით წარმოება კვლავ შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენა, ხოლო იმის გამო, რომ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტი, იპოთეკასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება, შეწყდა საჯარო რეესტრის 2011 წლის 3---------ს გადაწყვეტილებით;

 

2.8. 2012 წლის 2-----------ს საჯარო რეესტრს იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე დ-------ი კ-----------მა, როგორც ნ--- ჭ--------ია რ------ის წარმომადგენელმა. საჯარო რეესტრის 2012 წლის 2-----------ს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ წარმოსადგენი იყო ნ--- ჭ--------ია რ------ის, როგორც ბ--–---- ჩ----–-- რ------ის წარმომადგენლის, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა), რომლითაც დადასტურდებოდა რწმუნებულის უფლებამოსილება განკარგოს მარწმუნებლის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, აქტივები და პასივები, შესაბამისად გასცეს მარწმუნებლის სახელით სესხი და გააფორმოს იპოთეკის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის 2012 წლის 0--------------ს გადაწყვეტილებით კი აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხარვეზის შეუვსებლობის გამო;

 

2.9. მოპასუხე დ-------ი კ-----------ის ზემოაღნიშნული ბინა დაიტვირთა სს ”ვითიბი ბანკის” სასარგებლოდ 2012 წლის 2--------------ს;

 

2.10. 2013 წლის 1------------–ს მოპასუხეებმა ი----ე დ----–---ომ და დ-------ი კ-----------მა მოსარჩელეების წინაშე იკისრეს თავდებობა სოლიდარული პასუხისმგებლობით, შპს ”ა-------ოს” სასესხო ვალდებულების შესუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თითოეული თავდების პასუხისმგელობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 400 000 აშშ დოლარით. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებების 2.4. და 2.5. პუნქტებით დადგინდა, რომ კრედიტორის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებები ვალდებულნი არიან კრედიტორებს გადაუხადონ პირგასამტეხლო 400 000 აშშ დოლარის 0,1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული სარგებლის კონკრეტული ოდენობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული იყვნენს სარგებელეზეც, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტში მითითებულია, რომ სესხის სარგებელი შეადგენს თვეში 2%-ს. იმავე მხარეებს შორის დადებული მეორე შეთანხმებით კი, სარგებლის ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა თვეში 1,75%-ით;

 

ამასთან ერთად, სასამართლოს შინაგან რწმენას უმყარებს მოპასუხე დ-------ი კ-----------ის (მისამართიდან: -----------------) მიერ ბ--–---- ჩ----–-- რ------ისადმი (მისამართზე: ---------------) 2010 წლის 2--------------ს გაგზავნილი ელექტრონული წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი აღიარებს, რომ მიიღო 400 000 აშშ დოლარი 2%-იანი სარგებლით, კერძოდ, 2010 წლის 08-------------დან ყოველთვიურად უნდა იხადოს 8 000 აშშ დოლარი, მთლიანობაში კი უნდა მოხდეს 496 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

გარდა ამისა, სესხის სარგებლიანობის ფაქტს ადასტურებენ მოპასუხეები დ-------ი კ-----------ი და ი----ე დ----–---ო თავინთ შესაგებელში, კერძოდ, ისინი უთითებენ, რომ ”...აღნიშნული პროცენტით თანხის გადახდა გახლდათ კაბალური, რაც წელიწადში შპს ”ა-------ოს” უნდა გადაეხადა, და გადაიხადა 96 000 აშშ დოლარის ოდენობით მხოლოდ სარგებელი ძირითადი თანხის, რაც მძიმე ტვირთად დააწვა კომპანიას და სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო იგი..., აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ეწინააღდეგება საქართველოში დადგენილ საპროცენტო განაკვეთს”.

 

ამასთანავე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2010 წლის 8-------------- ე.წ. ”გარანტიის” ხელშეკრულებაზე, რომელიც არსებითად არის თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები პირი - დ-------ი კ-----------ი თავდებობას კისრულობს როგორც ძირითადი ვალდებულების (400 000 აშშ დოლარი), ისე მასზე სარგებლის, თვეში 2%-ის ფარგლებში, რაც დამატებით კიდევ ერთხელ წერილობით ცხადყოფს, რომ მხარეები სასესხო ურთიერთობებში შეთანხმდნენ სარგებლის არსებობაზე.

 

რაც შეეხება თავად მსესხებლის პოზიციას სარგებელთან დაკავშირებით, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო მოპასუხეთა ყურადღებას მიაპყრობს სსსკ-ის 2321 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მართალია, მოცემულ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან, რადგან სოლიდარულმა მოვალეებმა (თავდებებმა) წარმოადგინეს შესაგებელი, თუმცა სტანდარტი, მიდგომა არის იგივე, კერძოდ, მიიჩნევა, რომ მოპასუხემ რომელმაც არ წარმოადგინა შესაგებელი, დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, ანუ ეს გარემოებები ითვლება დამტკიცებულად. ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაყენებულია მხოლოდ მოპასუხე შპს ”ა-------ოს” მიმართ.

 

იმავე კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონმდებლობა კატეგორიულად არ კრძალავს აღიარებასთან დაკავშირებული ”პოზიციის შეცვლას” მთავარ სხდომაზე. ამისათვის უნდა არსებობდეს ”საპატიო მიზეზი” და მხარე უნდა უთითებდეს მასზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებს არ დაუსაბუთებიათ საპატიო მიზეზის არსებობა მათი მხრიდან ახალ, სხვა გარემოებებზე მითითებისა, რაც მათ ახალ პოზიციას ხდის დაუშველბლად - სასამართლო ვერ დაეყრდნობა მას. მოპასუხეებს საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებელი ეტაპის სახით, რათა ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოზიცია და სათანადო ფორმით წარდეგინათ სასამართლოსა და მოსარჩელისათვის.

 

ამდენად, მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის, კერძოდ, მოსარჩელეებსა და მოპასუხე შპს ”ა-------ოს” შორის შეთანხმებული იყო სარგებელი სესხის ძირითად თანხაზე.

 

მოპასუხეების მიერ გადახდილ თანხებთან მიმართებით:

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეთა (მსესხებლისა და თავდები პირების) მითითებას, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირებულია 237 000 აშშ დოლარით. ამის დასტურად მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ხელშეკრულება ან კრედიტორის ხელწერილი). ამდენად, ის, რაც გადახდილია მათ მიერ, უნდა გამოაკლდეს სესხის სარგებელს, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1. გრაფაში აღინიშნა, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 8-------------ს დადებული სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ითვალისწინებდა სარგებლის დარიცხვას ყოველთვიურად - პირველი ორი წლისათვის თვეში 2%-ის ოდენობით, ხოლო შემდეგ 1,75%-ის ოდენობით.

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებს მოპასუხეებისაგან სარგებლის მიღების ფაქტს 2010 წლის 8-------------დან 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, სულ ჯამში ეს მიღებული სარგებელი შეადგენს 213 000 აშშ დოლარის ოდენობით (8000X24=192000+7000X3=21000).

 

რაც შეეხება თავდებების მიერ წარმოდგენილ საბანკო გადარიცხვების (2013 წლის 16 იანვრის №--0 და №--1) დოკუმენტებს, ისინი არ ადასტურებენ, რომ 2 500 აშშ დოლარითა და 4 500 აშშ დოლარით (რაც ჯამში გვზაძლევს 7 000 აშშ დოლარს) დაიფარა სესხის ძირითადი თანხა. როგორც აღინიშნა, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ყოველთვიურად სარგებლის გადახდაზე, ხოლო სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 1--------------------, ამასთან კრედიტორი არ იყო წინააღმდეგი, რომ ეს თანხა მიეღო იმავე წლის ივნისში ან ივლისში. სესხის ხელშეკრულებები, პირველი და მეორე შეთანხმებები, ასევე მითითებული გადარიცხვის დოკუმენტები სასამართლოს აძლევს უტყუარ ინფორმაციას (მოპასუხეებმა მისი გაქარწყლება ვერ შეძლეს), რომ 2013 წლის იანვარში დაიფარა სწორედ ამ თვის სარგებელი.

 

თავდებები ასევე უთითებენ საქმეში არსებულ ელექტრონულ წერილზე, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, ესაა 2013 წლის 1---------ს ელექტრონული გზავნილი, რითაც მისი ავტორი დ-------ი კ-----------ი აუწყებს მოსარჩელეს, რომ მომდევნო კვირაში გადაურიცხავს 21 000 აშშ დოლარს, მაისის ბოლოს 14 000 აშშ დოლარს, ხოლო წლის ბოლომდე ყოველთვიურად 7 000 აშშ დოლარს. იმავე წერილით მოპასუხე არწმუნებს ადრესატს, რომ 400 000 აშშ დოლარს გადაიხდის წლის ბოლომდე. თუმცა საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ 21 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, კერძოდ, სს ”ვითიბი ბანკის” 2013 წლის 2---------ს №- სავალუტო საგადახდო დავალების თანახმად, დ-------ი კ-----------ის მიერ ნ--- ჭ--------ია რ------ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა 21 000 აშშ დოლარი. სხვა შეპირებული თანხების გადახდა საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეებმა ასევე ვერ შეძლეს იმის დადასტურება, რომ ეს თანხები არ არის განკუთვნილი სესხის სარგებელისათვის. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას და ამის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, რომ ამ წერილით მხარე კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ მას ყოველთვიურად 2013 წელს გადასხდელი ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს სესხის 400 000 აშშ დოლარის 1,75%-ს.

 

იმის გათვალისწინებით, როცა მოსარჩელეები აღიარებენ იმას, რომ 2013 წლის იანვარსა და მარტის თვეებში ჯამში მიღებული 28 000 აშშ დოლარი არის 2012 წლის ბოლო ოთხი თვისა და 2013 წლის იანვრის თვეების სარგებელი და რომ მოპასუხეებს შემდეგ არ გადაუცდიათ სარგებელი, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს უტყუარი და რელევანტური მტკიცებულება იმისა, რომ 2013 წლის მარტის თვეში მოსარჩელეთათვის გადარიცხული თანხები არის მხოლოდ 2013 წლის ოთხი თვისათვის გადასახდელი თანხა. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სწორედაც რომ მოპასუხეების მხარესაა, რადგან თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რაზედაც იგი ამყარებს თავის მოტხოვნასა თუ შესაგებელს. მოპასუხეები კი ამ პოზიციით უპირისპირდებიან მოსარჩელეს. შესაბამისად, გაზიარების ღირსია მხოლოდ მოსარჩელეთა პოზიცია, რომ 2013 წლის თებერვლის შემდეგ მათ თანხები მოპასუხეებისაგან არ მიუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილი სარგებელი 56 000 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს შპს ”ა-------ოს” სრულად.

 

რაც შეეხება სარგებლის შეუსაბამობას კანონმდებლობასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სესხის სარგებელი მხარეების მიერ განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე (მაგალითისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი). მოცემულ სასესხო ურთიერთობაში სესხის სარგებელი იყო არსებითი პირობათაგანი (იგივე კოდექსის 327-ე მუხლი), რაზედაც მხარეებმა გამოხატეს ერთობლივი ნება. ამდენად, კანონმდებლობა უშვებს მხარეთა შეთანხმებით სარგბელის (პროცენტის) განსაზღვრის შესაძლებლობას. ამიტომ, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხეთა მითითება, რომ ასეთი შეთანხმება ეწინააღმედეგება კანონმდებლობას.

 

მოპასუხე ა-–---------ე უ------–---–ის მხრიდან მიყენებულ ზიანთან მიმართებით:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ განუცდიათ ზიანი მოპასუხე ა-–---------ე უ------–---–ის ქმედების შედეგად. იმისათვის, რომ ვისაუბროთ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, აუცილებელია სახეზე იყო შემდეგი ნიშნები: მართლწინააღმდეგობა, პირის ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და თავად ზიანი. ყველა ეს ნიშანი კუმულაციურია, ანუ ერთობლივად უნდა არსებობდენენ. თუ სახეზე არ გვექნება თუნდაც ერთი რომელიმე ნიშანი, პასუხიმგებლოლბის დაკისრება გამორიცხულია.

იმის გათვალისწიენბით, რომ არ არსებობს ზიანის ფაქტი ა-–---------ე უ------–---–ის შემთხვევაში, სასამართლომ სხვა ნიშნებზე აღარ შეაჩერა ყურადღება.

 

მართალია, სესხი არაუზრუნველყოფილია, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ აღსრულებას არა აქვს რაიმე პერსპექტივა. სასამართლო მოსარჩელეს განუმარტავს, რომ იძულებითი აღსრულება კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობაა და მხოლოდ ამ ღონისძიებათა გატარების შემდეგ შეიძლება დადგეს ზიანის ფაქტი, თუკი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. მოსარჩელეს კი აქამდე არ უცდია იძულებითი აღსრულება და ვერც ეცდებოდა, რადგან მხოლოდ წინამდებარე სარჩელით მოითხოვა თანხების გადახდევინების დაკისრება. ვინაიდან არ არის ზიანი, თავის აქტუალობას კარგავს მიზეზობრივ კავშირსა და ბრალზე მსჯელობა. ამიტომ, სასამართლო ამ კომპონენტებს აღარ შეეხო.

 

ამდენად, დადგინდა, რომ არ არსებობდა ზიანი, რაც სხვა პირობებთან ერთად სასამართლოს მისცემდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

იმავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მხარეებზე თანაბრად გადანაწილების პრინციპზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ა-–---------ე უ------–---–ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

იმავე კოდექსის 623-ე მუხლის სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

იმავე კოდექსის 625-ე მუხლის (მხედველობაშია 2013 წლის 25 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანამხად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში - 2010 წლის 8-------------ს სესხის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელეებმა და მოპასუხე შპს ”ა-------ომ” დაამყარეს სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიეთობა, კერძოდ, მოსარჩლეებმა გაასესხეს, ხოლო მოპასუხემ ისესხა 400 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, თვეში 2%-იანი სარგებლის გადახდით. აღნიშნული ვადა ორგზის შეიცვალა და შესრულების საბოლოოდ ვადად განისაზღვრა 2013 წლის 1---------------, ხოლო 2012 წლის 8-------------დან ასევე მხარეთა შეთანხმებით სარგებელი სესხისათვის 2%-დან შემცირდა 1,75%-მდე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსესხებელს - შპს ”ა-------ოს” გადასახდელი აქვს 400 000 აშშ დოლარი, აგრეთვე 2013 წლის 8 თვის სარგებელი - 56 000 აშშ დოლარი.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

იმავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

იმავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

იმავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში - დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დ-------ი კ-----------მა და ი----ე დ----–---ომ 2013 წლის 1------------–ს გააფორმეს რა წერილობითი ხელშეკრულება მოსარჩელეებთან, იკისრეს სოლიდარული თავდებობა შპს ”ა-------ოს” 2010 წლის 8-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. საყურადღებოა, რომ 2010 წლის 8-------------ს დ-------ი კ-----------მა წერილობით იკისრა თავდებობა.

 

რაც შეეხება თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვარს, იგი დიფერენცირებულად განისაზღვრა, კერძოდ:

 

2010 წლის 8-------------ს მოპასუხე დ-------ი კ-----------სა და მოსარჩელე ბ--–---- ჩ----–-- რ------ს შორის დადებული საგარანტიო ხელშეკრულება სხვა არაფერია თუ არა თავდებობის კისრება მოპასუხის მხრიდან, რომლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა ძირითადი თანხით 400 000 აშშ დოლარითა და ყოველთვიური სარგებლით 2%-ით. 2013 წლის 1------------–ს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებაში სიახლეს წარმოადგენს მხოლოდ პირგასამტეხლო, თავდების მხრიდან ძირითადი თანხის გადახდის ვადის დაგვიანებისათვის. ამიტომ, ეს ორი დოკუმენტი უნდა შეფასდეს ერთობლიობაში.

 

ი----ე დ----–---ოს პასუხისმგებლობა კი შემოიფარგლა სესხის ძირთადი თანხით, ანუ 400 000 აშშ დოლარით და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებილ დღეზე აღნიშნული თანხაზე 0,1%-ის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეთა მხრიდან სადავოდ არ გამხდარა თავდებთა წინასწარი გაფრთხილება მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ამდენად, დადგენილად ჩაითვალა, რომ თავდებებისათვის ცნობილი იყო, რომ შპს ”ა-------ომ” დაარღვია სასესხო ვალდებულება.

 

ამდენად, მოპასუხე დ-------ი კ-----------ს და ი----ე დ----–---ოს უნდა დაეკისრათ პირგასამტეხლო 400 000 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თავდებებზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს 2010 წლის 1-----------–-დან, როცა მსესხებლის მხრიდან დაირღვა სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

პირგასამტეხლოს მიზანია, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომ, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მისი მოთხოვნა აღსრულებამდე, ანუ ძირითადი თანხის სრულად გადახდამდე.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

იმავე კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით _ მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

 

იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

იმავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

როგორც სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას აღინიშნა, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, გარდა საკუთრივ მართლსაწინააღმდეგობისა, სახეზე უნდა იყოს ისეთი ნიშნები, როგორიცაა მოვალის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში - დავალების ხელშეკრულების ამ პირობის დარღვევას არ მოჰყოლია ზიანი. შესაბამისად, არ არსებობს არც მოპასუხის ბრალი ამაში. მოსარჩელე ზიანად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გაძნელდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება პერსპექტივა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან მოსარჩელეს ჯერ არ უცდია თავისი დარღვეული უფლების იძულებითი წესით განხორციელებას (იძულებითი აღსრულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძლეზე). სასამართლომ მოსარჩელეებს განუმარტა, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ვალდებულებას, არ ნიშნავს, რომ მას მიადგა ზიანი. ზიანი ამ კონკრეტულ შენმთხვევაში შეიძლება გამოიხატოს იძულებით წესით აღსასრულებლად მისაქცევი აქტივების არასებობაში. მართალია, მოპასუხე დ-------ი კ-----------მა იპოთეკით დატვირთა თავის უძრავი ქონება, თუმცა უცნობია, ეს ქონება არის თუ არა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება. ამაზე პასუხს გასცემს იძულებითი აღსრულების შედეგები. თუ იძულებითი აღსრულება შევა ჩიხში, იმის გამო, რომ კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების სხვა თავისუფალი აქტივები არ არსებობს, მოსარჩელეებს ექნება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზრაურება ა-–---------ე უ------–---–ისაგან, რადაგან ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება ზიანიც, მოპასუხის ბრალი და მიზეზობრივი კავშირის ერთობლიობა.

 

3. ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია რ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და ა-–---------ე უ-----–---–-ს ნაწილში მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სესხი გაცემულ იქნა ა-–---------ე უ-----–---–-ს მეშვეობით და წარმომადგენლობით. 2010 წლის შემოდგომაზე მოსარჩელეების უახლოესმა მეგობარმა და მოპასუხე ა-–---------ე უ------–---–მა შესთავაზა ნ--- ჭ--------ია რ------ს, რომ სარგებლიანი სესხის თანხას აიღებდნენ ის და დ-------ი კ-----------ი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სარგებლის გადახდას. სესხი ესაჭიროებოდათ კომპანია შპს „ა-------ოს“ დასაფინანსებლად, რომელშიც თავად დ-------ი კ-----------ი და ა-–---------ე უ------–---–ი არ წარმოადგენდნენ პარტნიორებს და ამ კომპანიის პარტნიორი იყო დ-------ი კ-----------ის მეუღლე ი----ე დ----–---ო. სესხის თაობაზე შედგა შეთანხმება და თანხა გადმოირიცხა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო შემდგომ გაფორმდა ხელშეკრულება. 2013 წლის 10 თებერვლიდან აღარ გადმოურიცხიათ სარგებელი სესხზე. ასევე არ აპირებენ იპოთეკით დატვირთონ ქონება, რაზედაც არსებობს მხარეების შეთანხმება. ა-–---------ე უ------–---–ზე მოსარჩელეების მიერ გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმადაც მას უნდა უზრუნველეყო ზემოაღნიშნულ სესხზე დ-------ი კ-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. დაარღვია რა დავალების ხელშეკრულება, მან საჯარო რეესტრში არ წარადგინა მინდობილობის დედანი, რის გამოც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ვინაიდან, ა-–---------ე უ------–---–მა არ მოახდინა დ-------ი კ-----------ის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ამ უკანასკნელმა სახლი ბანკში საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთა. ყოველივე აღნიშნულმა კი, მოსარჩელეებს დააკარგვინათ უზრუნველყოფის საშუალებები. შესაბამისად, ა-–---------ე უ------–---–მა, არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება და მარწმუნებლის მითითებას გადაუხვია, რის გამოც, სახეზეა, ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

 

3.2. შპს „ა-------ოს“, დ-------ი კ-----------ისა და ი----ა დ----–---ოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები) მხარეთა მიერ არ იყო ხელმოწერილი, ფორმა დაცული. თავდაპირველ სარჩელზე თანდართული სესხის ხელშეკრულების ასლის რედაქცია განსხვავდება „ხელშეკრულება სესხის შესახებ“ რედაქციისაგან. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ხელშეკრულების ფორსმაჟორულ დებულებებზე, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების შეუსრულებლობის „არაბრალეულ“ გარემოებად მიჩენულია ნებისმიერი პირობა, რომელიც არ მომდინარეობს მსესხებლისაგან და შესაბამისად სტიქიურ პირობებთან გათანაბრებული „და სხვა“ სახელშეკრულებო პირობა და მსესხებლისათვის ბ---- შ-----–--ს მიერ თანხის დაუბრუნებლობის გარემოება უნდა გამხდარიყო შეფასების საგანი. 2011 წლის 6--------ს საჯარო რეესტრში წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს იმ უტყუარ მტკიცებულებას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია არცერთ მხარეს. აღნიშნული ხელშეკრულებით, ისე როგორც ზეპირი შეთანხმებით უზრუნველყოფა მოხდა მხოლოდ 400 000 აშშ დოლარზე, რადგან მხარეები არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი სარგებლის კონკრეტულ ოდენობაზე და არ შეთანხმებულად მასზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ თავდებისათვის ცნობილი არ იყო ვალდებულების შეუსრულებლობის გარემოება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 623-ე-628-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამსესხებელსა და მსესხებელს გააჩნიათ.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა, კერძოდ, ბ--–---- ჩ----–-- რ------მა და ნ--- ჭ--------ია-რ------მა, შპს ”ა-------ოს” სესხის სახით გადასცეს 400 000 აშშ დოლარი. დასახელებული თანხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 1--------------- (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 პუნქტი). აპელანტები სადავოდ ხდიან იყო თუ არა სარგებლიანი სესხი, რასთან მიმართებითაც, განმარტეს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო მხარეთა მიერ ხელმოუწერელი, ფორმადაუცველი და ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის. პალატა არ იზიარებს, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს შემდეგს:

 

სესხის ხელშეკრულების ფორმასთან მიმართებით, საყურადღებოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის ანალიზიც ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ფორმის თავისუფლების პრინციპს. ე.ი სესხის ხელშეკრულების საგნის ღირებულების მიუხედავად, სესხი შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად ისე წერილობითი ფორმით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმოდგენილი არ იქნებოდა ხელშეკრულებები (ასლები, დედნები) მხარეებს შორის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, როგორც სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი (რაც სადავოდ არ გამხდარა), ასევე მისი სარგებლიანი ბუნება, სახელდობრ, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზემოთ დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნას, რომელიც ეყრდნობა შემდეგს:

 

მოპასუხე დ-------ი კ-----------ის (მისამართიდან: -----------------) მიერ ბ--–---- ჩ----–-- რ------ისადმი (მისამართზე: ---------------) 2010 წლის 2--------------ს გაგზავნილია ელექტრონული წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი აღიარებს, რომ მიიღო 400 000 აშშ დოლარი 2%-იანი სარგებლით, კერძოდ, 2010 წლის 8-------------დან ყოველთვიურად უნდა იხადოს 8 000 აშშ დოლარი, მთლიანობაში კი უნდა მოხდეს 496 000 აშშ დოლარის გადახდა. ამავდროულად, სესხის სარგებლიანობის ფაქტი დადასტურებულია მოპასუხეები დ-------ი კ-----------ისა და ი----ე დ----–---ოს მიერ წარმოდგენილ შესაგებელში, სადაც უთითებენ, რომ ”... აღნიშნული პროცენტით თანხის გადახდა გახლდათ კაბალური, რაც წელიწადში შპს ”ა-------ოს” უნდა გადაეხადა, და გადაიხადა 96 000 აშშ დოლარის ოდენობით მხოლოდ სარგებელი ძირითადი თანხის, რაც მძიმე ტვირთად დააწვა კომპანიას და სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო იგი..., აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ საპროცენტო განაკვეთს”. რაც შეეხება თავად მსესხებლის (შპს „ა-------ო“) პოზიციას, რომელმაც არ წარადგინა შესაგებელი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რადგან სოლიდარულმა მოვალეებმა (თავდებებმა) წარადგინეს შესაგებელი, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, არსებობს ერთიანი მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხემ რომელმაც არ წარმოადგინა შესაგებელი, დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, რაც ითვლება დამტკიცებულად (სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაყენებულია მხოლოდ მოპასუხე შპს ”ა-------ოს” მიმართ).

 

სააპელაციო საჩივარში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებულია, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთი სასესხო ურთიერთობის სამი ფორმითა და შინაარსით განსხვავებული დოკუმენტი და აპელანტი, სწორედ დასახელებული არგუმენტით ცდილობს იმ გარემოების დადასტურებას, რომ სესხი არ იყო სარგებლიანი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მასში მოცემულ არსებით პირობებს შორის არ არის სხვაობა და ირკვევა, რომ სესხად გაცემულ იქნა 400 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით. რაც შეეხება წვრილმან უსწორობებს, აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მხარეები (დ-------ი კ-----------ი, ჩ----–-- და ნ--- რ------ები) ელექტრონული მიმოწერის საშუალებით ათანხმებდნენ ხელშეკრულების დეტალებს და ცდილობდნენ ორივე მხარისათვის მისაღები ფორმით მომხდარიყო მისი ჩამოყალიბება, რაც განაპირობებდა პროექტის სახეცვლილებას, თუმცა, არა არსებითად. მაგალითად, 2010 წლის 2-----------რს დ-------ი კ-----------ის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულია, რომ „გიგზავნით შეთანხმებას ინგლისურ და ქართულ ენებზე... შემატყობინეთ თქვენი შენიშვნები ან თუ რაიმეს შეცვლით. თუ ყველაფერი სწორია მიუთითეთ თქვენი რეკვიზიტები და გადმომიგზავნეთ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ შპს „ა-------ოს“ გადაეცა სარგებლიანი სესხი, რომლის ოდენობაც, თავდაპირველ ეტაპზე განისაზღვრა 2%-ით, ხოლო შემდგომ 1.75%-ით.

 

4.2. აღნიშნულის შემდგომ სასამართლოს საკვლევ საკითხს წარმოადგენს შესრულდა თუ არა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

ფულადი ვალდებულების შესრულებას, გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქო-სამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გამსესხებლის მიღებული სარგებელი, ჯამში, შეადგენს 213 000 აშშ დოლარს და არა 228 000 აშშ დოლარს. მოსარჩელემ აღიარა მოპასუხეებისაგან სარგებლის მიღების ფაქტი 2010 წლის 8-------------დან 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, 213 000 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება თავდებების მიერ წარმოდგენილ საბანკო გადარიცხვების (2013 წლის 16 იანვრის №--0 და №--1) დოკუმენტებს, ისინი არ ადასტურებენ, რომ 2 500 აშშ დოლარითა და 4 500 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა. მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ყოველთვიურად სარგებლის გადახდაზე, ხოლო სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 1-------------ისათვის, ამასთან, კრედიტორი არ იყო წინააღმდეგი, რომ ეს თანხა მიეღო იმავე წლის ივნისში ან ივლისში. სესხის ხელშეკრულებები, პირველი და მეორე შეთანხმებები, იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ 2013 წლის იანვარში დაიფარა სწორედ ამ თვის სარგებელი. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა წარმოედგინათ უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მათ მიერ არ განხორცილებულა.

 

თავდებები ასევე უთითებენ საქმეში არსებულ ელექტრონულ წერილზე, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, ესაა 2013 წლის 1---------ს ელექტრონული გზავნილი, რითაც მისი ავტორი დ-------ი კ-----------ი აუწყებს მოსარჩელეს, რომ მომდევნო კვირაში გადაურიცხავს 21 000 აშშ დოლარს, მაისის ბოლოს 14 000 აშშ დოლარს, ხოლო წლის ბოლომდე ყოველთვიურად 7 000 აშშ დოლარს. იმავე წერილით მოპასუხე არწმუნებს ადრესატს, რომ 400 000 აშშ დოლარს გადაიხდის წლის ბოლომდე. თუმცა საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ 21 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, კერძოდ, სს ”ვითიბი ბანკის” 2013 წლის 2---------ს №- სავალუტო საგადახდო დავალების თანახმად, დ-------ი კ-----------ის მიერ ნ--- ჭ--------ია რ------ის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხა 21 000 აშშ დოლარი. სხვა შეპირებული თანხების გადახდა საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეებმა ასევე ვერ შეძლეს იმის დადასტურება, რომ ეს თანხები არ იყო განკუთვნილი სესხის სარგებლისათვის. ხაზგასასმელია, რომ წერილით მხარე, კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ მას ყოველთვიურად 2013 წელს გადასახდელი ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს სესხის 400 000 აშშ დოლარის 1,75%-ს. შესაბამისად, გასაზიარებელია მოსარჩელეთა პოზიცია, რომ 2013 წლის თებერვლის შემდეგ მათ თანხები მოპასუხეებისაგან არ მიუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილი სარგებელი 56 000 აშშ დოლარი მართებულად დაეკისრა შპს ”ა-------ოს“.

 

4.3. ამასთანავე, შეფასების საგანია წარმოდგენილი თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები აკმაყოფილებს თუ არა თავდებობის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული ნორმა ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის მხოლოდ ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. აღნიშნული წინაპირობების კუმულატიურად დაცვა, ხელშეკრულების ნამდვილობას განსაზღვრავს. არსებით პირობათა წრე მხარეთა მიერ ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება. სამოქალაქო კოდექსით თავდებობის ხელშეკრულების ორი ფორმაა გათვალისწინებული სტანდარტული და სოლიდარული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი). თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებმა დ-------ი კ-----------მა და ი----ე დ----–---ომ 2013 წლის 1------------–ს გააფორმეს რა წერილობითი ხელშეკრულება მოსარჩელეებთან, იკისრეს სოლიდარული თავდებობა შპს ”ა-------ოს” 2010 წლის 8-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. საყურადღებოა, რომ 2010 წლის 8-------------ს დ-------ი კ-----------მა წერილობით იკისრა თავდებობა. რაც შეეხება თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვარს, იგი დიფერენცირებულად განისაზღვრა, კერძოდ:

2010 წლის 8-------------ს მოპასუხე დ-------ი კ-----------სა და მოსარჩელე ბ--–---- ჩ----–-- რ------ს შორის დადებული საგარანტიო ხელშეკრულება სხვა არაფერია თუ არა თავდებობის კისრება მოპასუხის მხრიდან, რომლის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა ძირითადი თანხით 400 000 აშშ დოლარითა და ყოველთვიური სარგებლით 2%-ით. 2013 წლის 1------------–ს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებაში სიახლეს წარმოადგენს მხოლოდ პირგასამტეხლო, თავდების მხრიდან ძირითადი თანხის გადახდის ვადის დაგვიანებისათვის. შესაბამისად, ეს ორი დოკუმენტი უნდა შეფასდეს ერთობლიობაში. ი----ე დ----–---ოს პასუხისმგებლობა კი, შემოიფარგლა სესხის ძირთადი თანხა - 400 000 აშშ დოლარით და ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებილ დღეზე დასახელებულ თანხაზე 0,1%-ის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ 902-ე მუხლის ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. აღნიშნული ვრცელდება, როგორც სტანდარტულ, ასევე სოლიდარულ თავდებობაზე. შესაბამისად, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას იმ ფარგლებში, რომლებშიც, თავდებისათვის დარღვევის მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.

 

მოპასუხეთა მხრიდან სადავოდ არ გამხდარა თავდებთა წინასწარი გაფრთხილება მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ამასთან, დ-------ი კ-----------ს აქტიური მიმოწერა ჰქონდა მოსარჩელესთან მათ შორის არსებული ურთიერთობის მანძილზე და აღნიშნული მიმოწერებით ცხადია, რომ იგი იყო ინფორმირებული იმის თაობაზე თუ როგორ სრულდებოდა ვალდებულება. ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ თავდებებისათვის ცნობილი იყო, რომ შპს ”ა-------ომ” დაარღვია სასესხო ვალდებულება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, თავდები პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით დადგენილი საფუძვლები.

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში თავდები პირისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს.

 

4.5. რაც შეეხება ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია რ------ის სააპელაციო საჩივარს, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებსა და ა-–---------ე უ------–---–ს შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

დავალების ხელშეკრულებით რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, დასახელებული ხელშეკრულების არსისა და მისგან გამომდინარე მხარეთათვის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსის ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ რწმუნებული, რომელიც მოქმედებს მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით, უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს მოსარჩელეებს, რომ გამსესხებელი პასუხისმგებლობის რისკს იღებდა იმ წარმოდგენების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობდა. ჩ----–-- რ------ი სანამ დაუკავშირებდა სამართლებრივ ურთიერთობას მოპასუხეებს მას ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა შპს „ა-------ოს“, დ-------ი კ-----------ისა და ი----ა დ----–---ოს სუბიექტურად, როგორც მოვალის შეფასების უნარი, ისე მათი ქონებრივი მდგომარეობისა და გაეწია გონივრული სამოქალაქო რისკი, რომელიც ჩვეულია ამგვარი ურთიერთობისათვის. აღნიშნული კი გამოიწვევდა მისი იმ ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილების პერსპექტივასა თუ შესაძლებლობას, რასაც ხელშეკრულების დადების დროს ისახავდა მიზნად. ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, გამსესხებლის ქმედება წარმოადგენს გაუფრთხილებლობას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მხარეს (ა-–---------ე უ------–---–ს) დაეკისროს პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი გაუფრთხილებლობის გამო, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო რისკის (კონტრაჰენტის შერჩევა) არასათანადო გაწევაში გამოიხატა.

 

ამავდროულად პალატა იზიარებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია სახეზე იყო შემდეგი ნიშნები: მართლწინააღმდეგობა, პირის ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და თავად ზიანი. ყველა ეს ნიშანი კუმულაციურია, ანუ ერთობლივად უნდა არსებობდენენ. ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

განსახილველ ფაქტობრივ სინამდვილეში, არ არსებობს ზიანის ფაქტი, რის გამოც, პასუხისმგებლობისათვის საჭირო სხვა კომპონენტების კვლევა არ არის რელევანტური. მოსარჩელეს ჯერ არ უცდია თავისი დარღვეული უფლების იძულებითი წესით განხორციელებას (იძულებითი აღსრულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძლეზე). მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ვალდებულებას, არ ნიშნავს, რომ მათ მიადგათ ზიანი. ზიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება გამოიხატოს იძულების წესით აღსასრულებლად მისაქცევი აქტივების არარსებობაში. მართალია, მოპასუხე დ-------ი კ-----------მა იპოთეკით დატვირთა თავის უძრავი ქონება, თუმცა უცნობია, ეს ქონება არის თუ არა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ა-–---------ე უ------–---–ის მიმართ სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

რაც შეეხება აპელანტების ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია რ------ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, მასზე სახელმწიფო ბაჟი გადავადებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ აღნიშნული ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მართალია საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ--–---- ჩ----–-- რ------ი გარდაცვლილია, თუმცა რადგან მისი უფლებამონაცვლე საქმეში არ ჩართულა შესაბამისად, მის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის აღსრულების საკითხი უნდა გაირკვეს აღსრულების ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ--–---- ჩ----–-- რ------ისა და ნ--- ჭ--------ია რ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ა-------ოს“, დ-------ი კ-----------ისა და ი----ა დ----–---ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

4. ბ--–---- ჩ----–-- რ------სა და ნ--- ჭ--------ია რ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

ლევან გვარამია