მუხლი 2321. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები
თავი XXVI — დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(560)
საქმე №ას-11-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გათავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს (მოსარჩელეს). 11. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 232¹ მუხლის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების…
საქმე №ას-564-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
…პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, განმარტოს შესაგებლის წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები. 20. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის…
საქმე №ას-1034-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს ( სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში…
საქმე №ას-697-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
…დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს ( სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (საქმე №ას-133-2023 28.04.2023წ.). ასეთ…
საქმე №ას-836-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. 16. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის…
საქმე №ას-1193-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
საქმე №ას-779-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-466-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
საქმე №ას-959-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
საქმე №ას-290-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ას-1119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ას-312-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
საქმე №ას-868-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
საქმე №ას-379-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
საქმე №ას-217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
საქმე №ას-422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
საქმე №ას-1267-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2025
საქმე №ას-537-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2025
საქმე №ას-163-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
საქმე №ას-364-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
საქმე №ას-87-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2025
საქმე №ას-134-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2025
საქმე №ას-9-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2025
საქმე №ას-124-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
საქმე №ას-141-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
საქმე №ას-545-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
საქმე №ას-1418-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
საქმე №ას-1123-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
საქმე №ას-279-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
საქმე №ას-1485-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
საქმე №ას-1426-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
საქმე №ას-1349-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
საქმე №ას-1206-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2024
საქმე №ას-360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
საქმე №ას-792-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2024
საქმე №ას-1213-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
საქმე №ას-234-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
საქმე №ას-1096-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
საქმე №ას-313-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024