1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას;
გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით;
დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება;
ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს.
2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 238. საჩივრის შინაარსი 1. საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ბ) საჩივრის შემტანი პირის დასახელებას; გ) გარემოებებს, რომლებიც ადასტურებენს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; დ) საჩივრის შემტანი პირის თხოვნას, თუ რა ფარგლებში უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება; ე) საჩივარზე თანდართული მასალების ჩამონათვალს. 2. საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი, სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ას-6-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2023
…(ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა) გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამიტომ, გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს საჩივარი ეფუძნება - კერძოდ გამოუცხადებლობის ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპატიობა ( სსსკ-ის 238–ე მუხლის „გ“ პუნქტი). სააპელაციო და საკასაციო საჩივრისაგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და…
საქმე №ას-1102-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ, გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს საჩივარი ეფუძნება - კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა ( სსსკ-ის 238–ე მუხლის „გ“ პუნქტი). სააპელაციო და საკასაციო საჩივრისაგან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და…
საქმე №ას-467-815-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2007
…სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით შპს “....” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბ. კ-სა და გ.ი-ს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში საჩივრის ხარვეზის შევსება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ბ.…
საქმე №3კ/888-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2001
…მ. ნ-ის აცილების თაობაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 17 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის გამო არ განიხილა რ. ჯ-ძის საჩივარი. იგი ეფუძნება იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც…
საქმე №3კ-243-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2000
…იმავე კოლეგიას. კოლეგიამ არ ჩათვალა დასაშვებად ი. ჩ-ის წარმომადგენლის საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის თანახმად, მაშინ, როდესაც სათანადოდ არ იმსჯელა საჩივარი აკმაყოფილებს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრის დაშვების საფუძვლებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე…
საქმე №3კ-42-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2000