მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2321. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010წ.,№75,27.12.2010 მუხ.480წ., მუხ.4
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-11-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 232¹ მუხლის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმება.
- საქმე №ას-121-117-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2016
სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 232¹ მუხლით. დიდ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა წარმოადგინა სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული…
- საქმე №ას-785-752-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2015
მისი სასამართლოში წარუდგენლობისას სასამართლო ამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232¹ მუხლის პირობებს, კერძოდ, შესაგებლის წარუდგენლობა არის თუ არა საპატიო და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
- საქმე №ას-238-224-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2010
კასატორი მიუთითებს, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეების მიერ არ იქნა წარდგენილი შესაგებელი სარჩელზე, ამდენად სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც არ გამოიტანა, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232¹-ე მუხლი. ამის შესახებ არც ერთ ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება