1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
2. პირველად გამოდიან მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი, შემდეგ– მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. მესამე პირი, რომელმაც განაცხადა დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა, და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი, რომელსაც დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნა არ განუცხადებია, და მისი წარმომადგენელი გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზედაც მესამე პირი მონაწილეობს საქმეშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…აღნიშნულს ტ. ქ-ის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რეესტრის ამონაწერები და სხვა მტკიცებულებების კვლევა მიუთითებს. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული…
…საზღვრებში და მიისაკუთრა შპს «ნ. ლ-ძის» კუთვნილი დაახლოებით 2500 კვ.მ. მიწის ფართი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად არასწორად იქნა გამოყენებული სსსკ-ის 227-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება სულ სხვა საპროცესო ინსტიტუტს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო…
საქმე №ას-592-819-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2008
…ნაწილი დაარღვია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლო პროცესზე არ დაისვა საკითხი მორიგების შესახებ. ამასთან, სასამართლო სხდომა ამავე კოდექსის 227-ე მუხლის დაუცველად, მხარეთა პაექრობის გარეშე ჩატარდა (ს.ფ. 177-187). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა…