1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.
2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 223. მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობა 1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს მხარეს; სიტყვას ჩამოართმევს მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს; სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას; აუცილებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე, სიტყვის დასრულებისათვის მხარეს განუსაზღვრავს დროს; იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს. 2. სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-909-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2020
…პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო, მოსამართლე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამავე კოდექსის 223-ე მუხლის შესაბამისად, წარმართავს შეჯიბრებითობას და საბოლოოდ უყალიბდება შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურებულად მიჩნევის…
…სხდომებს და აკეთებდა განმარტებებს, ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მის მიერ წარდგენილი იქნა არაერთი განცხადება, სადაც სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მოსარჩელის წერილობითი მოსაზრებებია დაფიქსირებული. ამასთანავე, სსსკ-ის 223.1 მუხლით გათვალისწინებულია მოსამართლის უფლებამოსილება სიტყვა ჩამოართვას მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ…
საქმე №ას-79-75-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2017
…№ას-125-121-2016, 3 აპრილი, 2016 წელი. 29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს შეჯიბრებითობის პრინციპის უგულვებელყოფასთან მიმართებით (პ:16) და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 223 - ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსლების ფარგლებში მხარეთა შეჯიბრების ხელმძღვანელობს სასამართლო. იგი: ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას; სიტყვას აძლევს…
…მომზადების მიზნით, შეასრულონ მოსამართლის მითითებები. არასაპატიო მიზეზით წერილობითი მასალების წარუდგენლობა ან სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ართმევს მხარეს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. სსსკ-ის 223.2 მუხლის თანახმად, სასამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს,…
…ჩამოერთვა საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ასევე, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 223-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, არასრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, შეფასება არ მისცა ზ. ჩ-სა და შპს „ა. დ. გ-ს“ შორის დადებულ წინარე ნასყიდობის…