განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №01031001-002348730
საქმე №3/ბ-121-2019წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - გ--–-----–-----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და გ--–-----–-----ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
201- წლის 13 მ-----ს გ--–-----–-----ის წარმომადგენლებმა ნინო სიორიძემ და ანა ბერძენიშვილმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის გ--–-----–-----ის სასარგებლოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში გაუცემელი თანამდებობრივი სარგოს დაკისრება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მ-----ის N1- ბრძანების საფუძველზე აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, გიორგი კვარაკვახიძის 201- წლის 24 მ-----ის (დოკუმენტის №0---------, რეგისტრაციის №5---, საქმე №1-----------) მიმართვის წერილით წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 24 მ-----ის საქმე №1--4/1- განჩინების საფუძველზე, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების საფუძვლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გ--–-----–-----ე გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, 201- წლის 25 მ-----იდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქმეზე არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენები, რომლითაც სამივე ინსტანციის სასამართლოში გ--–-----–-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 201- წლის 01 მ-----ის N4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–-----–-----ე აღდგენილი იქნა მის მიერ დაკავებულ პოზიციაზე და მოხდა მისი დაშვება, სამსახურეობრივ პოზიციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მასთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
გ--–-----–-----ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (201- წლის 25 მ-----იდან, 201- წლის 01 მ-----ამდე) არ აქვს აღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კუთვნილი თანამდებობრივი სარგო.
მოსარჩელის აღნიშვნით, ის წარმოადგენს საჯარო მოხელეს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, სამსახურეობრივი მოვალეობის შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი. მან წერილობით არაერთგზის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას არც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით უმსჯელია და არც წერილობით უცნობებია პასუხი, დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში მიუღებელი ხელფასი, რომლის ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე არ არის თანახმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მოსარჩელის მითითებით, უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში მას არ მიუღია კუთვნილი თვიური სახელფასო ანაღაურება, რომელიც ყოველი თვისთვის შეადგენს დარიცხულ 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებ 648 ლარს. გადაყენების პერიოდისათვის მისაღები სარგო მთლიანად შეადგენს, 30 542.4 ლარს.
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ--–-----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გ--–-----–-----ისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება - 30 542.2 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე გ--–-----–-----ე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 24 მ-----ის განჩინებით (საქმე №1--4/1-) სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ გ--–-----–-----ე გადაყენებული იქნას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, გიორგი კვარაკვახიძის 201- წლის 24 მ-----ის წერილით წარდგენილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 24 მ-----ის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მ-----ის №1- ბრძანებით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გ--–-----–-----ე გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, 201- წლის 25 მ-----იდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას ეწოდა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილება. 201- წლის 01 ო---------ის N2-- ბრძანებით გ--–-----–-----ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ--–-----–-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრლდებაში. მასვე განემ-----ა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, გ--–-----–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი უცვლელი დარჩა, იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების უფროსის გ--–-----–-----ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 201- წლის პირველი მ-----ის N4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–-----–-----ე აღდგენილი იქნა და მოხდა მისი დაშვება, ამ სამსახურეობრივ პოზიციაზე. გ--–-----–-----ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (201- წლის 25 მ-----იდან, 201- წლის პირველ მ-----ამდე) არ მიუღია, კუთვნილი თანამდებობრივი სარგო, რაზედაც მან მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას 201- წლის 2 მ-----ის წერილით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის
გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ
მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
საქალაქო სასამართლოს განმ-----ებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. მოსარჩელე გ--–-----–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას: 1. საჯარო მოსამსახურე ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. 2. მოსამსახურე, რომელსაც აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, არის სახელმწიფო მოსამსახურე, ხოლო პირი, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულთან, არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურე. დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ეს არის პროფესიული საჯარო მოხელე, საჯარო მოხელე, მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ან შრომითიხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
სასამართლოს მითითებით, ამ დებულებების შესაბამისად, გ--–-----–-----ე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეჭირა, სანამ სამსახურიდან გადაყენებული იქნებოდა და ის ამჟამადაც საჯარო მოსამსახურის სტატუსის მატარებელია. მოსარჩელე გ--–-----–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას: 1. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.
ამავე კანონის 89-ე მუხლით დადგენილია სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები: სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის; ბ) შვებულების დროს; გ) დროებით შრომისუუნარობის დროს; დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას; ე) მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ვ) სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ვ1) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში; ამასთანავე, დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ზ) იმ პერიოდში, როდესაც მოხელისაგან ითხოვენ დავალებების შესრულებას სხვა სამსახურებრივ ადგილზე და იგი უარზეა;თ) მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში ამ კანონის 90-ე და 91-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მოხელის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძველით; ი) მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
სასამართლოს აღნიშვნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 92-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება ბრძანებით ან განკარგულებით. გ--–-----–-----ის სამუშაოდან გადაყენების მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 27 ო---------ის №4346 კანონით გაუქმდა 2017 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს 1997 წლის 31 ო---------ის კანონი (№1022 – Iს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი.
დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლიც ითვალისწინებს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას:
1. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან.
2. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: ა) მოხელის შვებულების დროს;
ბ) მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე; გ) ამ კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში; დ) საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ე) მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოხელისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში,რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას; თ) კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მოხელის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც გ--–-----–-----ის სამუშაო პოზიციიდან გადაყენების დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე, დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. კერძოდ, ადრე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა და 89-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისა. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა. ნორმით მოცემული საგამონაკლისო შემთხვევები, რომ თანამდებობრივი სარგო არ ნარჩუნდება საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მოხელის კანდიდატად წარდგენის, მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, ან მოხელის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში, გ--–-----–-----ესთან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს.
სასამართლოს განმ-----ებით, დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანალოგიურ წესს ადგენს: სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების უფროსის გ--–-----–-----ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 201- წლის 01 მ-----ის N4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–-----–-----ე აღდგენილი იქნა და მოხდა მისი დაშვება, ამ სამსახურეობრივ პოზიციაზე, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის სამსახურიდან გადაყენების პერიოდის (201- წლის 25 მ-----იდან, 201- წლის 01 მ-----ამდე) თანამდებობრივი სარგო მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.
სასამართლოს განმ-----ებით, დავის სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ვალდებული მოპასუხე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, გ--–-----–-----ეს აუნაზღაუროს, სამსახურიდან გადაყენების პერიოდის მიუღებელი სარგო (ხელფასი). გ--–-----–-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადაყენება, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თავისი არსით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ნიშნავს. ამას ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ის ქმედებაც, რომ გ--–-----–-----ის გადაყენების პერიოდში ყოფნისას, მუნიციპალიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, 201- წლის პირველი ო---------ის N2-- ბრძანებით გ--–-----–-----ე გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა, ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს როგორც დღეისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ისე, ადრე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით, რომ გ--–-----–-----ეს აუნაზღაუროს მიუღებელი თანამდებობრივი სარგო, უფლებამოსილების შეჩერების მთელი პერიოდისათვის, რამდენადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, გ--–-----–-----ემ წერილობით არაერთგზის მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას არც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით უმსჯელია და არც წერილობით უცნობებია პასუხი, დაინტერესებული პირისათვის. სამუშაოდან გადაყენების (უფლებამოსილების შეჩერების) განმავლობაში, რომელიც მოიცავს პერიოდს 201- წლის 25 მ-----იდან, 201- წლის 01 მ-----ამდე, გ--–-----–-----ეს არ მიუღია კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, რომელიც ყოველი თვისთვის შეადგენს დარიცხულ 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღებ, 648 ლარს. გ--–-----–-----ესთან უფლებამოსილების შეჩერების დღიდან, მასთან უფლებამოსილების განახლების დღემდე გავიდა 03 წელი, 11 სრული თვე და 04 დღე. აღნიშნული პერიოდის მიუღებელმა სარგოს თანხამ კი შეადგიანა, ხელზე ასახები - 30 542.4 ლარი (47 თვე X 648 ლარზე = 30 4-- ლარს, 4 დღე X 21.6 ლარზე = 86.4 ლარს, ხოლო 86.4+30459=30542.4 ლარს). მოპასუხე მხარეს მიუღებელი სარგოს ოდენობა სადავოდ არ გაუხდია და ის დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი, მთელი პერიოდის საშტატო ნუსხითაც.
სასამართლოს აღნიშვნით, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო მაშინ, როდესაც იმსჯელა გ--–-----–-----ესთან სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის შესახებ და 201- წლის 01 მ-----ის №4-- ბრძანებით იგი აღადგინა თავის სამსახურეობრივ პოზიციაზე, თუმცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარგოს გაცემის გადაწყვეტილება არ მიიღო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან, ერთი თვის ვადაში. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ გ--–-----–-----ემ 201- წლის 02 მ-----ს წერილით კიდევ ერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, მიუღებელი სარგოს გაცემის მოთხოვნით, მაგრამ მისი მოთხოვნა ამის შემდეგაც არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მითითებით, მიუღებელი სარგოს გაუცემლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, დავა აღძრას სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით, ქმედების დავალდებულების მოთხოვნითაც, რასაც ადგილი აქვს გ--–-----–-----ის სარჩელის შემთხვევაში.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ--–-----–-----ის მოთხოვნა გამომდინარეობდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დადგენილი წესიდან და მოპასუხე მხარე ვალდებული იყო გაეცა გ--–-----–-----ისთვის მიუღებელი სარგო, მთელი პერიოდისათვის.
ამდენად საქალაქო სასამართლომ გ--–-----–-----ის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და გ--–-----–-----ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის აღნიშვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდური თანანმდებობრივი სარგოს დაკისრების შესახებ, დაფუძნებულს მხოლოდ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე, ვინაიდან უსაფუძვლოდ პასუხისგებაში მიცემით ზიანის (რაც მოიცავს ასევე განაცდური თანანმდებობრიი სარგოს) ანაზღაურების საკითხს კანონმდებელი აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო სამართლის კოდექსების სპეციალური ნორმების მეშვეობით.
აპელანტის განმ-----ებით, მართალია სასამართლო გადაწყვეტილებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი გ--–-----–-----ე და მას ამავე გადაწყვეტილებებით განემ-----ა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაზეც სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მოპასუხე მხარედ მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არ უნდა წარმოადგენდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისის 263-ე მუხლის თანახმად, წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა და სხვა. ამ შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუწოდებია, ის არ იყო გამოძიების დაწყების ინიციატორი, არ მოუთხოვია გ--–-----–-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა და თანამდებობიდან მისი გადაყენება. ყოველივე აღნიშნული განახორციელა გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ - პროკურატურამ.
აპელანტის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი განსაზღვრავს რეაბილიტაციის საფუძვლებს კერძოდ: უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა. რეაბილიტაციის ერთ-ერთი საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, რაც გ--–-----–-----ის შემთხვევაში დამდგარია. ამავე კოდექსის 498-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხოლო სსსკ 150-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული. სსსკ 223-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებენ საფინანსო ორგანოები.
სასამართლოს განმ-----ებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის კერძოდ, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე კარის (დელიქტური ვალდებულებანი) პირველი თავის პირველივე მუხლი - მუხლი 992 აყალიბებს ცნებას თუ ვინ და რა შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, კერძოდ - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აპელანტის აღნიშვნით, დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. 29.06.2017წ. Nბს-19-1-(კ-17) გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის ფაქტი, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია და იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე. ანუ, ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა იყოს მართლაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი (ეს პრინციპი სამართლის ყველა დარგისათვის ფუძემდებლურია), რაც არ შეინიშნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებებში - მოცემული საქმის ყველა ეტაპზე მერია კეთილსინდისიერად აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ვერც მოსარჩელე მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს მერიის განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება.
აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
აპელანტის მითითებით, საგულისხმოა, რომ თვით მოსარჩელე მხარემ უნებლიეთ, ირიბად დაადასტურა მათი პოზიცია, როდესაც სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ მოპასუხედ არ იქნა არჩეული პროკურატურის ორგანოები, განაცხადა, რომ თითქოსდა, გ--–-----–-----ეს ყავს ოჯახი და ის ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე. ასეთი ახსნა მცდარია და მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისაკენ, წარმოაჩინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია როგორც ბრალეული მხარე გ--–-----–-----ისათვის უსაფუძვლო და უკანონო სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის საკითხში და აიძულოს სხვათა მაგივრად ზიანის ანაზღაურება, თუმცა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დასაბუთება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა იმპერატიულად განსაზრვრა სახელმწიფო ბიუჯეტი, საიდანაც უნდა განხორციელდეს ზიანის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი არის – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. ანუ ხელვაჩაურის მუიციპალური ბიუჯეტი ვერ იქნება წყარო გ--–-----–-----ისათვის ზიანის ანაზღაურებისა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ მიუქცევია ყურადღება და სათანადო შეფასება არ მიუცია მასზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ადმისტრაციული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. კერძოდ, გ--–-----–-----ემ 201- წლის 02 თებერვალს განცხადებით მიმართა გამგეობას და მოითხოვა განაცდურის ანაზღაურება, რაზეც დროულად 10 დღეში ვერ მიიღო პასუხი (რასაც თვით მოსარჩელე ადასტურებს) და რაც, მათივე განმარტებით მიჩნეულ იქნა უარის თქმად ანუ 201- წლის 12 თებერვალს დაიწყო ერთთვიანი გასაჩივრების ვადის ათვლა, მოსარჩელემ გაუშვა ვადა და მხოლოდ 201- წლის 13 მ-----ს ანუ დაგვიანებით სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
აპელანტის აღნიშვნით, მოცემულ დავაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია არ უნდა წარმოადგენდეს მოპასუხეს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის არასათადო მოპასუხედ ცნობის და აჭარის პროკურატურის მოპასუხის სახით პროცესში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად (201- წლის 13 მ-----ის რედაქციით), ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
პალატა განმ-----ავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამავე კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის I ნაწილს, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს.
შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ გ--–-----–-----ე მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 24 მ-----ის განჩინებით (საქმე №1--4/1-) სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ გ--–-----–-----ე გადაყენებული იქნას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
აჭარის ა/რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, გიორგი კვარაკვახიძის 201- წლის 24 მ-----ის წერილით წარდგენილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 201- წლის 24 მ-----ის განჩინების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 25 მ-----ის №1- ბრძანებით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, გ--–-----–-----ე გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, 201- წლის 25 მ-----იდან, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ--–-----–-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემ-----ა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, გ--–-----–-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი უცვლელი დარჩა, იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების უფროსის გ--–-----–-----ის მიერ ამავე სამსახურებრივ პოზიციაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მერის 201- წლის პირველი მ-----ის N4-- ბრძანების საფუძველზე, გ--–-----–-----ე აღდგენილი იქნა და მოხდა მისი დაშვება, ამ სამსახურეობრივ პოზიციაზე. გ--–-----–-----ეს მისივე განმ-----ებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში (201- წლის 25 მ-----იდან, 201- წლის პირველ მ-----ამდე) არ მიუღია, კუთვნილი თანამდებობრივი სარგო, რაზედაც მან მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას 201- წლის 2 მ-----ის წერილით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში, გ--–-----–-----ის მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით (201- წლის 25 მ-----იდან 201- წლის 01 მ-----ამდე), რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს ბრძანებით იქნა გამოწვეული.
პალატა განმ-----ავს, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ამასთან დაკავშირებით, მისი სამუშაოდან გადაყენების გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის III კარის (დელიქტური ვალდებულებანი) პირველი თავის პირველივე მუხლი, 992-ე აყალიბებს ცნებას თუ ვინ და რა შემთხვევაში უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, კერძოდ - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა აღნიშვნით, დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
29.06.2017წ. Nბს-19-1-(კ-17) გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ ცალსახად განმ-----ა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ზიანის ფაქტი, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია და იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე. ანუ, ზიანის მიმყენებელი ქმედება უნდა იყოს მართლაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი (ეს პრინციპი სამართლის ყველა დარგისათვის ფუძემდებლურია), რაც არ შეინიშნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებებში - მოცემული საქმის ყველა ეტაპზე მერია კეთილსინდისიერად აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ვერც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სასამართლოს მერიის განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ--–-----–-----ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გადაყენება, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი არსით ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას.
პალატის აზრით თანამდებობიდან გადაყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება იწვევს სხვადასხვანაირ სამართლებრივ შედეგს. თუ მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს მის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან და შეჩერების საფუძვლის ამოწურვის შემდეგ მოხელე უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. თანამდებობიდან გადაყენება კი ნიშნავს მის იძულებით ჩამოშორებას საქმიანობიდან, რის შემდეგაც მოხელის აღდგენა ძველ სამუშაო ადგილზე ვერ მოხდება ავტომატურად, ანუ შესაბამისი საფუძვლების, არსებობის გარეშე. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კი შესაბამისი მარეაბილიტირებელი საფუძვლების გარეშე. შესაბამისად პალატა თვლის, რომ გ--–-----–-----ემ მისი სამსახურიდან იძულებით გადაყენების პერიოდის (201- წლის 25 მ-----იდან 201- წლის 01 მ-----ამდე) ასანაზღაურებელი თანხა უნდა მოითხოვოს არა როგორც იძულებითი განაცდური თანხა, არამედ როგორც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ მის მიმართ განხორციელებული უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელე გ--–-----–-----ისათვის არაერთგზის იქნა განმ-----ებული იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თუმცა მოსარჩელე გ--–-----–-----ე არ დაეთანხმა არასათანადო მოპასუხის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია) სათანადო მოპასუხით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა) შეცვლას.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ--–-----–-----ის მიერ არასათანადო მოპასუხის მითითებისა და მისი სათანადო მოპასუხით ჩანაცვლებაზე უარის გამო, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და გ--–-----–-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ--–-----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი