განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001272362
საქმე N3ბ/375-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს „ს-----------------–--------------–----------------–--–-“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. სს „ს-----------------–--------------–----------------–--–--ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 თებერვლის N2-- ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 სექტემბრის N0----- მითითება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის N0----- შემოწმების აქტი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „ს-----------------–--------------–----------------–--–--ს“ სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ (ს/ნ 2--------) არის კომერციული იურიდიული პირი, სამართლებრივი ფორმა - უცხოური საწარმოს ფილიალი.
2.2. სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ (მოიჯარემ) ი----- მ---------–-სგან (იჯარის მიმცემისგან) მიიღო თანხმობა თბილისში, უ--------------------------ში (0186) ოფისის კუთვნილ კედელზე სპეციალური მოწყობილობის- ჩილერის დამონტაჟების თაობაზე.
2.3. სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენელის 2015 წლის 23 თებერვალის განცხადების თანახმად, ი---- გ----------მ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ სახელით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მიუთითა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ ესაჭიროება ჩილერის დაყენება.
2.4. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის N1------ გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განმცხადებლის (ი---- გ---------ის) მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და დოკუმენტაცია, (პირველი კლასის დროებითი დანადგარი, ახალი მშენებლობა) რომელზეც დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესასრულებლად განმცხადებელს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის N1------, 2015 წლის 26 მარტის N-------, 2015 წლის 26 მარტის N-------, 2015 წლის 03 ივნისის N------- და 2015 წლის 24 სექტემბრის N------- გადაწყვეტილებების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განმცხადებლის მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და ხარვეზების გამოსასწორებლად განმცხადებელს მიეცა განესაზღვრა 15 დღიანი ვადა, ამასთან გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის არ წარდგენის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიმართ 2015 წლის 09 სექტემბერს შეადგინა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ თბილისში, უ--------------------------ში უნებართვოდ განათავსა კონდიციონერი. იმავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა კონდიციონერის განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა ან მისი დემონტაჟი. ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 07 (შვიდი) კალენდარული დღე.
2.6. სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–--ს’’ წარმომადგენელმა 2015 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში წარადგინა განცხადება, N----- მითითების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის საფუძველზე შექმნილ იურიუდიულ პირს, რომლის ოფისი მდებარეობს თბილისი, უ-----------------------–ი. ოფისის ფართი ს----- წ--------------–----- დაქირავებული აქვს ი----- მ---------–თან გაფორმებული შესაბამისის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. დაქირავებულ ოფისში სს ,,ს----- ა--------- წ--------------–-----'' საოფისე ფართის კუთვნილ აივანზე განთავსებული აქვს ,,ჩილერის" ტიპის გათბობა- კონდიცირების დანადგარი. აღნიშნული დანადგარის განთავსების პირველ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ი----- მ---------–თან 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ მესაკუთრის მიერ გადაცემულ მთლიან ფართზე, მათ შორის აივანზე, მოიპოვა სარგებლობის უფლება. ასევე განცხადებას დაურთო მესაკუთრე ი----- მ---------–-ს სპეციალური, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. განცხადებაში მიუთითა, რომ აივანზე ,,ჩილერის" ტიპის გათბობა-კონდიცირების დანადგარის საკუთარ აივანზე განთავსება არ წარმოადგენს უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობას, არც რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს და არც - საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქციას.
3.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 21 სექტემბერს შეადგინა შემოწმების აქტი №0----- სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიერ არ იქნა შესრულებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 სექტემბრის №0----- მითითების პირობები.
3.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 20 ნოემბერს მიიღო დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით. ქ. თბილისში, უ--------------------------ში კონდიციონერის უნებართვოდ განთავსებისთვის. იმავე დადგენილებით სს ,,ს----- ა--------- წ--------------–----- საქართველოში’’ დაევალა ქ. თბილისში, უ--------------------------ში უნებართვოდ განთავსებული კონდიციონერის დემონტაჟი. ჯარიმის გადახდა სს ,,ს----- ა--------- წ--------------–----- საქართველოში’’ დაევალა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
3.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 04 დეკემბერს №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 თებერვლის №2-- ბრძანებით სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე, 105-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლით.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
4.3. სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები(მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 20 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, უ--------------------------ში კონდიციონერის უნებართვოდ განთავსებისთვის. იმავე დადგენილებით სს ,,ს----- ა--------- წ--------------–----- საქართველოში’’ დაევალა ქ. თბილისში, უ-------------------------- ში უნებართვოდ განთავსებული კონდიციონერის დემონტაჟი.
4.5. სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლზე, 36-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, 65-ე, მე-14 მუხლის მეორე პუნქტზე.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსხილველ შემთხვევაში, კერძოდ კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის განთავსებას, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მისი მშენებლობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მიუთითა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ ესაჭიროება ჩილერის დაყენება, თუმცა
არქიტექტურის სამსახურს არ გაუცია შესაბამისი დადასტურება ქ. თბილისში უ---------------------ში კონდიციონერის განთავსებასთან დაკავშირებით.
4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ ქ. თბილისში, უ--------------------------ში, განახორციელა კონდიციონერის განთავსება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–--ის“ დაჯარიმებისა და ობიექტის(შენობის) პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე; შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება, 2015 წლის 09 სექტემბრის N0----- მითითება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის N0----- შემოწმების აქტი კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
4.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, 185-ე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 თებერვლის №2-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს უნდა შეესწავლათ კონდინციონერის სახე, რომელსაც არ გააჩნდა სავინტილაციო მილები და შიდა მოწყობილობებთან დაკავშირებული იყო დენის კაბელებით. შესაბამისად ასეთი სახის კონდინციონერის განთავსება არ ჩაითვლებოდა პირველი კლასის მშენებლობად. სპეციალური N57 ბრძანება პირველი კლასის მშენებლობად განიხილავს კონდინციონერის ისეთ სახეს, რომელიც შიდა მოწყობილობებს უკავშირდება სავენტილაციო მილებით. აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ კონდინციონერი არ წარმოადგენს არც შენობას, არც ნაგებობას, არც დროებით შენობა-ნაგებობას; კონდინციონერის აივანზე განთავსება არ წარმოადგენს არც მშენებლობას, არც დემონტაჟსა და არც რეკონსტრუქციას; მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროება პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც მიეკუთვნება კონდინციონერი და სავენტილაციო მილი კუმულაციურად; სამშენებლო სამართალდარღვევად საერთოდ არ განიხილება აივანზე ისეთი კონდინციონერის განთავსება, რომელსაც არა აქვს სავენტილაციო მილები, როგორსაც წარმოადგენდა ს-----ის კონდინციონერი.
5.2. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით; აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება- სააღსრულებო ბიუროს კონსტატაციის ოქმი, რომლის თანახმად მოსარჩელემ 2015 წლის 17 სექტემბერს ელექტრონული წესით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და აცნობა კონდინციონერის განთავსების შეცვლილი გარემოება და მისი აივანზე განთავსების შესაძლებლობა. აღნიშნული განცხადება 2015 წლის 24 სექტემბერს განუხილველად იქნა დატოვებული. აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 223-ე, 225-ე, 244-ე და 249-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის მოთხოვნებს.
5.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლი. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს თავდაპირველად უნდა შეეფასებინა იყო თუ არა სახეზე სამშენებლო სამართალდარღვევა, სპეციალური კანონის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით და შემდეგ გამოეყენებინა სპეციალური კანონის 25-ე მუხლი სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.
5.4. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სპეციალური კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი. მისთვის გაუგებარია რა საჭირო იყო ამ გარემოების მოყვანა, როცა ბინის აივანზე კონდინციონერის განთავსებას არ გამოუწვევია არათუ მოცემული ბინის, არამედ არც სახლის (კორპუსის) გაბარიტების ცვლილება, სადაც ეს ბინა არის განთავსებული. გაბარიტების ცვლილებას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში თუ კონდინდიონერი განთავსდებოდა ამ სახლის (კორპუსის კედელზე და მისი კორპუსი გამოსცდებოდა კედლის პერიმეტრს. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გაბარიტების ცვლილება დაუკავშირა მოსარჩელის პირველ განცხადებას კონდინციონერის კედელზე განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ იქნა განხორციელებული მეზობლების გამო, რომელთაც ხელი არ მოაწერეს შესაბამის კრების ოქმს. ამის შემდეგ იყო, რომ მოსარჩელემ კონდინციონერი განათავსა აივანზე, რასაც გაბარიტების ცვილილებები არ გამოუწვევია.
5.5. აპელანტის განმარტებით მოსარჩელის ქმედება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ მან კონდინციონერი ამოიღო შეფუთვიდან, დადგა აივანზე და ელექტროსადენებით დააკავშირა შიდა მოწყობილობებს, ანუ მონტაჟის ელემენტებიც კი არ ახლდა მოსარჩელის ქმედებას. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ნორმები მოსარჩელის მიმართ, რადგან მოპასუხის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული აქტები სამართლებრივად ეფუნებოდა სპეციალური კანონის 44-ე მუხლის მეორე პუნქტს; ხოლო ისეთი კონდინციონერის აივანზე განთავსება, რომელსაც არ გააჩნდა სავენტილაციო მილები, არ უნდა მიჩნეულიყო პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობად, რომელზეც საერთოდ არ უნდა გავრცელებულიყო არც სპეციალური კანონის და არც დადგენილების მოქმედება.
5.6. აპელანტი განარტავს, რომ სავენტილაციო მილის გარეშე არსებული კონდინციონერის აივანზე დადება/ განთავსება არ რეგულირდება სპეციალური კანონის მე-4 თავით და მის მიმართ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მეოთხე პუნქტი. აპელანტი აღნიშნავს, რომ სავენტილაციო მილის გარეშე არსებული კონდინციონერის აივანზე დადება/განთავსება თუ მიიჩნეოდა პირველი კლასის მშენებლობად, მაშინ სასამართლოს მოსარჩელის 2015 წლის 17 სექტემბრის განცხადება უნდა მიეჩნია სპეციალური დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებულ განცხადებად და შესაბამისად უნდა აეთვალა 5 დღის ვადა რა ვადაშიც დასტური უნდა მიეცა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და უნდა დაედგინა, რომ 5 დღის ვადაში არავითარი დადასტურება მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა და შესაბამისად უნდა გამოეყენებინა N57 დადგენილების 66-ე მუხლის მერვე ნაწილი.
5.7. აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული; სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა პირველი კლასის მშენებლობას, მაშინ როცა ე.წ „ჩილერის“ ტიპის კონდინციონერი არ არის სავენტილაციო მილებით აღჭურვილი; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ხარვეზი დადგენილი იქნა 2015 წლის 23 თებერვლის განცხადებაზე, რომლითაც კონდინციონერი უნდა განთავსებულიყო მოსარჩელის კუთვნილ კედელზე; მოსარჩელემ 2015 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ აივანზე ე.წ. ჩილერის ტიპის კონდინციონერის დადგმა/ განთავსება.
6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სს „ს-----------------–--------------–----------------–--–-ს“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ (ს/ნ 2--------) არის კომერციული იურიდიული პირი, სამართლებრივი ფორმა - უცხოური საწარმოს ფილიალი (ტ.1. ს.ფ.19-20).
7.2. სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ (მოიჯარემ) ი----- მ---------–-სგან (იჯარის მიმცემისგან) მიიღო თანხმობა თბილისში, უ--------------------------ში (0186) ოფისის კუთვნილ კედელზე სპეციალური მოწყობილობის- ჩილერის დამონტაჟების თაობაზე (ტ.1. ს.ფ.17-18).
7.3. სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენელის 2015 წლის 23 თებერვალის განცხადების თანახმად, ი---- გ----------მ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ სახელით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მიუთითა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ ესაჭიროება ჩილერის დაყენება (ტ.1. ს.ფ.186).
7.4. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის N1------ გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განმცხადებლის (ი---- გ---------ის) მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და დოკუმენტაცია, (პირველი კლასის დროებითი დანადგარი, ახალი მშენებლობა), რომელზეც დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესასრულებლად განმცხადებელს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის N1------, 2015 წლის 26 მარტის N-------, 2015 წლის 26 მარტის N-------, 2015 წლის 03 ივნისის N------- და 2015 წლის 24 სექტემბრის N------- გადაწყვეტილებებით ირკვევა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა განმცხადებლის მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და ხარვეზების გამოსასწორებლად განმცხადებელს განესაზღვრა 15 დღიანი ვადა, ამასთან გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დადგენილ ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
7.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიმართ 2015 წლის 09 სექტემბერს შეადგინა მითითება №0-----, რომლითაც დადგენილია, რომ სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ თბილისში, უ--------------------------ში უნებართვოდ განათავსა კონდიციონერი; იმავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა კონდიციონერის განთავსების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან მისი დემონტაჟი; ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 07 (შვიდი) კალენდარული დღე.
7.6. სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–--ს’’ წარმომადგენელმა 2015 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში წარადგინა განცხადება, N----- მითითების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის საფუძველზე შექმნილ იურიუდიულ პირს, რომლის ოფისი მდებარეობს თბილისი, უ-----------------------–ი. ოფისის ფართი აღნიშნულ წ--------------–----- დაქირავებული აქვს ი----- მ---------–თან გაფორმებული შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. დაქირავებულ ოფისში სს ,,ს----- ა--------- წ--------------–-----'' საოფისე ფართის კუთვნილ აივანზე განთავსებული აქვს ,,ჩილერის" ტიპის გათბობა- კონდიცირების დანადგარი. აღნიშნული დანადგარის განთავსების პირველ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ი----- მ---------–თან 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს ,,ს-----------------–--------------–-----------------–--–-’’ მესაკუთრის მიერ გადაცემულ მთლიან ფართზე, მათ შორის აივანზე, მოიპოვა სარგებლობის უფლება. ასევე განცხადებას დაურთო მესაკუთრე ი----- მ---------–-ს სპეციალური, ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. განცხადებაში მიუთითა, რომ აივანზე ,,ჩილერის" ტიპის გათბობა-კონდიცირების დანადგარის საკუთარ აივანზე განთავსება არ წარმოადგენს უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობას, არც რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს და არც - საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქციას.
7.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 21 სექტემბერს შეადგინა შემოწმების აქტი №0----- სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ მიერ არ იქნა შესრულებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 09 სექტემბრის №0----- მითითების პირობები.
7.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 20 ნოემბერს მიიღო დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლითაც სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–-’’ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით ქ. თბილისში, უ--------------------------ში კონდიციონერის უნებართვოდ განთავსებისთვის. იმავე დადგენილებით სს ,,ს----- ა--------- წ--------------–----- საქართველოში’’ დაევალა ქ. თბილისში, უ--------------------------ში უნებართვოდ განთავსებული კონდიციონერის დემონტაჟი. ჯარიმის გადახდა სს ,,ს----- ა--------- წ--------------–----- საქართველოში’’ დაევალა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
7.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენლის მიერ 2015 წლის 04 დეკემბერს №1-------- ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 თებერვლის №2-- ბრძანებით სს ,,ს-----------------–--------------–----------------–--–--ს’’ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის №0----- დადგენილება.
8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად მიუთითა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
8.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად მიუთითა იმავე კანონის მე-15 მუხლის "ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.
8.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო- კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
8.4. სააპელაციო სასამართლო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს ასევე,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართ₾ომ სწორად გამოიყენა იმავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
8.5. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს კი განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობანაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ხოლო იმავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას; ხოლო იმავე მუხლის მე-10 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
8.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც წარმოადგენლი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სს „ს-----------------–--------------–----------------–--–--ს“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი;
2.უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3.სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მარიამ ცისკაძე