1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს.
თავი XXVI
დაუსწრებელი გადაწყვეტილება #
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 228. რეპლიკა 1. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნით მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. 2. მხარეთა პაექრობის შემდეგ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს სხდომის დარბაზში დამსწრე პირებს. თავი XXVI. დაუსწრებელი გადაწყვეტილება #
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ას-116-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2023
…პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშეც მოითხოვა, სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის დაწყების მომენტს, ხოლო განხილვის დასრულების მომენტად, ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, მიჩნეულია პაექრობის დასრულება; სსკ 257-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის დასრულებით საქმის არსებით…
…აღნიშნულს ტ. ქ-ის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რეესტრის ამონაწერები და სხვა მტკიცებულებების კვლევა მიუთითებს. პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 221-ე, 225-ე, 226-ე, 227-ე და 228-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. აღნიშნულით სასამართლომ ხელყო „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი…
საქმე №ას-43-37-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2011
…2010 წლის 17 დეკემბერს წარდგენილი განცხადება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხარვეზის შევსებად. მითითებული განცხადება შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 228-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო ნორმები სრულიად არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს და კონკრეტულ შემთხვევაში მათზე…
…საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც სასამართლო სხდომის შესაბამის ოქმში აღინიშნება, შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პაექრობის შემდგომ სასამართლო გადის გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს…
საქმე №ბს-63-62(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2006
…სხდომა ჩაატარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის დარღვევით, როცა საქმის არსებითი განხილვა არ დაიწყო მოხსენებით, ამავე კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად არ შეუდგა წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, ასევე, აღნიშნული კოდექსის 228-ე მუხლით გათვალისწინებული რეპლიკის უფლება მისცა მოსარჩელეს და არა მოპასუხეს. აპელანტის მითითებით, სასამართლომ უარყო სხდომის ოქმთან დაკავშირებული…
საქმე №3გ-ად-131-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2002
საქმე №3გ/ად-238-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.04.2002
საქმე №3კ/1151-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2002
საქმე №3გ/ად-211-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.08.2001