მუხლი 224. მოსარჩელის მიერ სარჩელის შეცვლისა და მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ საკითხების გადაწყვეტის წესი
თავი XXV — სასამართლოს მთავარი სხდომა
1. მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლისა თუ საგნის შეცვლის ან სასარჩელო მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრისა და სასამართლოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს 188–190-ე მუხლებით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა კანონის ნორმების დარღვევაზეც, კერძოდ, აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 261-ე, 191-ე მუხლები, 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 224-ე, 83-ე მუხლები, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიღო და არასწორად არ გამოიყენა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის…
…ხოლო მოგვიანებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ი. თ-ამ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა. პალატის მითითებით, აღნიშნულით ი.თ-ამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 224-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლო მთავარ სხდომაზე, მოპასუხის თანხმობის გარეშე გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული…
…ე.ი სხდომის დასრულებიდან 3 საათის შემდეგ. ის, რომ საჩივრის ავტორს 19 საათზე განუვითარდა არტერიული ჰიპერტენზია, არ ამტკიცებს, რომ მას არ შეეძლო, მონაწილეობა მიეღო 3 საათით ადრე გამართულ სხდომაში. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო…
…წლის 10 აპრილის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების ბათლად ცნობა, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის შეცვლას არ დაეთანხმნენ მოპასუხე მხარეები, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე და 83-ე მუხლებზე დაყრდნობით მოპასუხეთა თანხმობის გარეშე მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის საგნის შეცვლა დაუშვებლად მიიჩნია და გადაწყვეტილება…
საქმე №3გ-ად-108-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2002
…შეცვლილი არასათანადო მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, მას დავის საგნის გაზრდა იმ ფორმით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის სხდომაზე განხორციელდა, არ შეეძლო, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე, 224-ე, 83-ე მუხლებით დადგენილია დავის საგნის შეცვლის ან გადიდების სხვა წესი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა…
საქმე №3კ/939-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2001
საქმე №3გ/ად-126-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.12.2000