განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
330210116001233031
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001233031

საქმე №2ბ/3536-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე- თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები- დია-- ბერეკაშვილი

ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი - ნა-- კაბულაშვილი

 

აპელანტი- შპს „ლ----- ლ----ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი- გ---–------ა ტ---–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე- შპს „ლა გ------- დ------ა“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი- მ--–---- ბ----–---–ი, ნ----- კ--------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს ,,ლა გ------- დ------ას’’ სარჩელი ფ--–---- ა-–------ესა და შპს ,,ლ----- ლ----ის’’ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,ლა გ------- დ------ას’’ სარჩელი ფ--–---- ა-–------ეს მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

3. შპს ,,ლ----- ლ----ის’’ შპს ,,ლა გ------- დ------ას’’ სასარგებლოდ დაეკისრა 107 130,67 ევროს გადახდა.

 

4. შპს „ლ----- ლ----ს“ შპს „ლა გ------- დ------ას“ სასარგებლოდ დაეისრა 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სა--ცვლოდ.

 

5. შპს „ლ----- ლ----ს“ შპს „ლა გ------- დ------ას“ სასარგებლოდ დაეისრა 3000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასა--ზაღურებლად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. შპს ,,ლა გ------- დ------ასა” და შპს ,,ლ----- ლ----ს” შორის 2014 წლის 19 ივნისს დაიდო ფრენშაიზინგის ხელშეკრულება, რომელსაც შპს ,,ლ----- ლ----ის” მხრიდან ხელს აწერს ფ--–---- ა-–------ე.

 

ხელშეკრულების თა--ხმად, შპს ,,ლ----- ლ----ი”,,ფრანჩაიზერი” აძლევს ,,წევრს” შპს ,,ლა გ------- დ------ა”-ს უფლებას შემოვიდეს მისი ფრანჩაიზინგის ქსელში, გაყიდვის წერტილის გახსნით, წოდებული ,,L- G------------”, მდებარე თბილისში, ა----–-----–-- ხ-----ზე, რომელიც გასწევს კომერციულ საქმიანობას შემდეგ სფეროებში - სახლის და ოფისის მოწყობა, აბაზანების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სუვენირები და მხატვრული საგნები, სამშენებლო მასალები, ფიტნეს მოწყობილობები, გასაღების ჩაბარებით სრული სამუშაოების შესრულების პროექტები.

 

ხელშეკრლების მე-4 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ

,,ფრანჩაიზერი” უზრუნველყოფს ,,წევრს” შემდეგი მომსახურებით - შეყიდვების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირების მართვა, კომერციული დახმარება, სარეკლამო და მარკეტინგული დახმარება, საგამოფენო დარბაზის პროექტირება, პერსონალის პროფესიული მომზადება განსაკუთრებული ყურადღების დათმობით შემდეგზე - სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, მუშაობა კატალოგებთან, კლიენტების შეკვეთების მართვა, გაყიდვების ტექნიკური თავისებურებები და სხვა.

 

2.2. 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს ,,ლ----- ლ----მა” მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო შპს ,,ლ--------- დ------ამ” მიიღო მხოლოდ 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი;

 

შპს ,,ლ----- ლ----მა” არ შეასრულა შპს ,,ლა გ------- დ------ას” მიერ გადარიცხული 107 130,67 ევროს ღირებულების შეკვეთა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი (მენეჯერი) .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამეწარმეო სუბიექტებს შორის დადებული გარიგებების დროს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კანონის საფუძველზე გააჩნიათ დირექტორებს.განსახილველ შემთხვევაში ფრენშაიზინგის ხელშეკრულებას ,,ფრანჩაიზერი”-ს მხრიდან ხელს აწერს მენეჯერი ფ--–---- ა-–------ე.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 23 იანვარს შპს ,,ლ------ლ----”-ის ერთადერთი მმართველის და ოფიციალური წარმომდგენლის დ-------------- ა--------–ის მიერ ფ--–---- ა-–------ე დანიშნული იქნა შპს ,,ლ----- ლ----” -ის ინსტიტორად (ხელმძღვანელ - წარმომადგენლად). აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ინსტიტორს ენიჭება უფლება შეასრულოს ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობასთან. ინსტიტორს სხვა შეუზღუდავ ქმედებასთან აქვს უფლება:

- გახსნას, შეიტანოს ცვლილებები, დახუროს მიმდინარე ანგარიშები ბანკებში და სხვა დაწესებულებებში, შეასრულოს რა შენატანები და გატა-- ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

- შეასრულოს საგანკარგულებო აქტები რეგისტრირებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე; გასცეს რეალური ან პირადი გარანტიები; უარი თქვას ლეგალურ იპოთეკაზე; ნება დართოს იპოთეკის გაუქმებაზე ან შეცვლაზე.

- მიიღოს თანხები ნებისმიერი ტიპის და გასცეს ხელწერილები;

 

სწორედ აღნიშნული მინდობილობის ფარგლებში მოქმედებდა ფ--–---- ა-–------ე 2014 წლის 19 ივნისს ხელშეკრულების დადების დროს.აღნიშნული უფლებამოსილება დაადასტურა ასევე ლ------ ჩ---------ამ, რომელიც იყო შპს ,,ლ----- ლ----ის” ადმინისტრატორი 2015 წლის 5 ივნისიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმე ა-- გ-----–---–ის ჩვენებიდან სასამართლომ ვერ გამოიტანა საქმისათვის არსებითი გარემოების - მოპასუხის მხრიდან მოტყუების - შესახებ დასკვნა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლები ჩავიდნენ იტალიაში, შპს ,,ლ----- ლ----ის ” ოფისსა და ქარხანაში, რომელთაც დიდი ალბათობით ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ შპს ,,ლ----- ლ----ის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს, შესაბამისად, დაედგინათ ფ--–---- ანბანეზეს უფლებამოსილების ნაკლოვანება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოსაზრება ფ.ა-–------ეს უფლებამოსილებაზე ნამდვილიც რომ იყოს, ეს გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის თა--ხმად, ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

აღნიშნული 111-ე მუხლით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი პირი - შპს ,,ლ----- ლ----ი” თანახმა იყო, ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებზე, ამას ადასტურებს მისი მხრიდან შეკვეთილი პროდუქციის გადაცემის, ხოლო მოსარჩელის მხრიდან შპს ,,ლ----- ლ----”-ის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ფაქტი. გარიგების მოწონების შემთხვევაში კი წარმოდგენილი პირისთვის წარმოიშობა ისეთივე შედეგები, როგორსაც ადგილი აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში. ე.ი. მას შემდეგ, რაც შპს ,,ლ----- ლ----ი”-მ ინსტიტორის ფ--–---- ა-–------ეს მიერ დადებული გარიგება მოიწონა, ეს გარიგება ნამდვილია მისი დადების მომენტიდან და იგი (შპს) ვალდებულია ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს;

 

მოწონების არსებობის დასტურია ასევე მოპასუხე შპს ,,ლ----- ლ----”-ის შესაგებელში და ახსნა-განმარტებაში ასახული პოზიცია.ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, აღნიშნული საფუძვლით დაუსაბუთებელია.

 

2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულების გაფორმების დროს შპს ,,ლა გ------- დ------ას”-ს მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხე ფ--–---- ა-–------ესაგან მოტყუების საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ იქნება განხილული, როგორც მოპასუხისგან მოსარჩელის მოტყუების საფუძველი.

 

საგულისხმო და ნიშანდობლივია თვითონ მოტყუებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის განსხვავება. მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც თავისთავად კრედიტორს ერთგვარ ”იმედგაცრუებულ” ან ”მოტყუებულ” მდგომარეობაში აყენებს, რომელსაც მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულებათა ს---------- შესრულების მიმართ მომეტებული ინტერესი გააჩნია და მისთვის კონკრეტული ფინანსური შედეგის მომტანია, თუმცა, ეს ვითარება ვერ იქნება სამართლებრივად იმ ნების ნაკლის არსებობის განმაპირობებელი გარემოება, რაც ხელშეკრულების დადებისას მოტყუების ფაქტის არსებობის ვითარებაში მისი დადება-არდადების საფუძველი გახდებოდა.

 

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის ”ცდომილებაში განზრახ შეყვა--” (ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლ. 81, გვ. 238; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოდაგი ნაწილი, 2011, გვ. 376); განზრახვა, ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების (ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 378) თა--ხმად, ერთხმად არის აღიარებული მოტყუების აუცილებელ წინაპირობად და უარყოფილია შეცდომით მოტყუების შესაძლებლობა.

 

მოტყუების ობიექტური შემადგენლობის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის წინაპირობების შესრულებისათვის სუბიექტურ დონეზე აუცილებელია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება, ე.წ. ”მოტყუების განზრახვა”. მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით, ან სწორი ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას, ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი გა--პირობებს მეორე მხარის ნების გამოხატვას. მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს უკვე გარიგების დადების მომენტში, რის აუცილებლობასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა განსაზღვრავს.

 

აღნიშნული კუთხით საინტერესოა გერმანული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მოვალის გადახდისუუნარობის მიუხედავად გარიგების დადების მომენტში ავტომატურად არ უშვებს მის მოტყუების განზრახვას, რადგან ის შეიძლება ვალს იღებდეს იმ იმედით, რომ მისი გადახდის ვადის მოსვლისათვის უკვე აღარ იქნება ვალაუვალი, მაშინაც კი, როდესაც ამის პერსპექტივა საეჭვოა. ამ შემთხვევის მოტყუებისგან გამიჯვნისათვის უნდა მოვიშველიოთ არაპირდაპირი განზრახვის თვითიმედოვნებისგან გამიჯვნის კრიტერიუმები.

 

განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის გამომწვევია. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, მიუხედავად მათი ტექნიკური ფორმით გამოხატვისა, მათი ნამდვილი ნების შედეგს წარმოადგენდა.

 

2.5. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან შედგენილია ფორმის დაუცველად.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულება სრულად პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლიდან გამომდინარე დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით, ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას. ხელშეკრულების პრეამბრულაში სწორედ ეს დეფინიციაა განხორციელებული: ”წევრი ასრულებს კომერციულ საქმიანობას და აპირებს ახალი კომერციული პროექტის ჩარჩოში გააფართოვოს გაყიდვის წერტილების ქსელი იმ პროდუქციისა, რომელიც წარმოადგენს შპს ”ლ----- ლ----ის” (ფრანჩაიზერის”) კომერციული საქმიანობის საგანს.

 

”ფრანჩაიზერს” განზრახული აქვს განახორციელოს ამ მიმართულებით კომერციული საქმიანობა ფრანჩაიზინგის (კომერციული თანამშრომლების) ქსელის რეალიზაციით, რომლის გაყიდვების წერტილების მართვას უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი მეწარმეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს გაყიდვების წერტილების შესაბამისობას, როგორც იმიჯით, ორგანიზაციული წყობით და მართვით, პროდუქციის ასორტიმენტით, მომსახურების დონით და ა.შ. პირდაპირი გაყიდვის წერტილებს”.

 

სსკ-ის 611-ე მუხლი ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის ითვალისწინებს წერილობით ფორმას და ხელშეკრულების სხვა ელემენტებთან ერთად მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა. სადავო ხელშეკრულება წერილობითი ფორმისაა, რითაც ცალსახად არ ირღვევა ფორმის დაუცველად დადებული გარიგების დეფინიცია.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლში სწორედ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი ჩამონათვალია გაწერილი, რითაც ”ფრენშაიზინგის მიმცემი” იღებს ვალდებულებას შემდეგ მომსახურებაზე: შესყიდვების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირების მართვა, კომერციული დახმარება, სარეკლამო და მარკეტინგული დახმარება, საგამოფენო დარბაზის პროექტირება, პერსონალის პროფესიული მომზადება. თითოეული მომსახურების სახე დაყოფილია ქვე საკითხებად. მაგალითისათვის: სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, მუშაობა კატალოგებთან, კლიენტების შეკვეთების მართვა, გაყიდვების ტექნიკური თავისებურებები, საგამოფენო დარბაზის პროექტირება, სარეკლამო პროსპექტები, ბროშურები, კატალოგები, ტექნიკური სიახლეები, ახალი პროდუქციის პრეზენტაცია, მხარდაჭერა კომერციულ მოლაპარაკებებში და სხვა.

 

ამდენად, სახეზეა ერთიანი სისტემით საქონლის რეალიზაციის სქემა. ხელშეკრულების აღნიშნული მუხლები პასუხობს სსკ-ის 608-ე მუხლის მოთხოვნებს - ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღების და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ონფორმაცია, რომელიც საჭიროა გასაღების ხელშესაწყობად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თა--ხმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.აღნიშნული ნორმის დეფინიციის მიხედვით, გარიგება ისეთი ნების გამოვლენაა, რომლითაც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგები მიიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თა--ხმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავს რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მოტყუების ფაქტი. მოტყუებას საფუძვლად უდევს პირის შეგნებული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ნების გამომვლენის შეყვა--ს შეცდომაში, ანუ პირი ზემოქმედებს ამ უკა--სკნელის ნებაზე და აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მიიღწევა მომტყუებლის მიერ ის შედეგი, რომელიც სურს მას და რომელზეც შეძლო მეორე მხარის დაყოლიება. შესაბამისად, მოტყუება ცდომილებაში განზრახ შეყვა--ს გულისხმობს და ამ დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რომელიც თვით ნების გამომვლენის პიროვნებაშია, რომლის მიერაც არასწორად მოხდა გარემოებათა შეფასება.

 

ვალდებულებათა არას----------დ-არაჯეროვნად შესრულება თუ შეუსრულებლობა, სამოქალაქო კანონმდებლობით არ იწვევს არსებული ხელშეკრულების ბათილობას და იგი განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი გარემოებაა.

 

მოსარჩლემ ვერ დაადასტურა ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დადების მიზნით მისი მოტყუების ფაქტი.

 

2.7 . 2014 წლის 19 ივნისის გარიგება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შეუსრულებელი შეკვეთების შესაბამისი თანხის 107 130,67 ევროს დაბრუნება, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე იმსჯელოს შპს ,,ლ----- ლ----ის“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ 107 130,67 ევროს დაკისრება არ არის დავის საგანი, რადგან მოსარჩელემ დამოუკიდებლად კი არ მოითხოვა მისი გადახდა, არამედ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ამ შედეგის მიღწევა. მოპასუხის მტკიცებით, თუ არ მოხდა ხელშეკრულების ბათილობა, აზრი არა აქვს 107 130,67 ევრო რა მდგომარეობაშია და ამჟამად ვისთან იმყოფება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვს ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის გზით გადახდილი თანხის დაბრუნებას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა.

 

აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოსარჩელისაგან განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობისა და ამ შესაძლებლობის რეალიზების პირობებში ორივე მხარის ინტერესების დაცვის აუცილებლობის თაობაზე (Nას-1350-1275-2012).

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმების გამოყენება არ გულისხმობს გარიგების საფუძვლის შეცვლას. მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხე შპს ,,ლ----- ლ----“-ის ჰქონდა შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაც მოისმინა და შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში მოხდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს ,,ლ----- ლ----მა“ მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო შპს ,,ლა გ------- დ------ამ“ მიიღო მხოლოდ 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთა--ბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თა--ხმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს ,,ლ--------- დ------ა“ -სათვის თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. მთავარი ფაქტობრივი უზუსტობა არის დავის საგნის განსაზღვრა ანუ სასარჩელო მოთხოვნის არასწორად ინტერპრეტაცია. მოსარჩელემ მოსამზადებელი სხდომის დროს ოფიციალურად წარმოადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ. კერძოდ, 2017 წლის 26 იანვარს განცხადებით ჩამოყალიბდა სასარჩელო მოთხოვნა : „სასარჩელო მოთხოვნად რჩება შპს „ლა გ------- დ------ასა“ და შპს „ლ----- ლ----ს“ შორის 2014 წლის 19 ივნისს დადებული ხელეკრულების ბათილად ცნობა და მოპასუხეების მიერ სოლიდარულად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (შპს „ლ----- ლ----მა“ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო შპს „ლა გ------- დ------ამ“ მიიღო 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი).” ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს დამატებით არ მოუთხოვია 107 130,67 ევროს გადახდა.

 

სასამართლომ პირველივე მუხლში სასარჩელო მოთხოვნა სხვაგვარად ჩამოაყალიბა და აქედან გამომდინარე დააკმაყოფილა მოთხოვნა 107 130,67 ევროს ნაწილში. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნას დაამატა 1.1. პუნქტში: „შპს ლ----- ლ----სა“ და ფ--–---- ა-–------ესათვის სოლიდარულად შესრულებული შეკვეთების შესაბამისი თანხის - 197 130,67 ევროს დაკისრება“. ასეთი ფორმულირება გაჩნდა მხოლოდ სასამართლოს ძირითად სხდომაზე ზეპირი განცხადებების დროს და ისიც პაექრობის ეტაპზე, რაზედაც აპელანტმა უარი გა--ცხადა ამოქალაქო საპროცესო კოდექსის 224-ე და 83-ე მუხლის თა--ხმად, რადგა--ც ეს ნიშნავს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, დავის საგნის და საფუძვლის შეცვლას, რომელსაც ჭირდება მოპასუხის თანხმობა.

 

აპელანტების უარის მიუხედავად აუცილებელია დაფიქსირდეს, რომ მოთხოვნა ამ სახით, როგორც ამას სასამართლო აფიქსირებს, მოსარჩელეებს პაექრობის ეტაპზე გაუჩნდათ მხოლოდ.

 

3.2. მოსარჩელის ახსნა განმარტება, წერილობითი განმარტებები, საპაექრო სიტყვა მიმართულია მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არქონაზე და შესაბამისად ძირითადი ხელშეკრულების ბათილობაზე. ანუ ის, რომ მოთხოვნილი ყოფილიყო ცალკე შეუსრულებელი ვალდებულება, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. მთავარი ფაქტობრივი გარემოებაც სწორედ ეს არის. შეჯიბრებითობის პრინციპი სწორედ აქედან მომდინარეობს. მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და შესაბამისად მოთხოვნებს და სამართლებრივ არგუმენტაციას თავად აყალიბებს. ბათილობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა თავშივე გამორიცხავს მეორე მოთხოვნას - ხელშეკრულების შეუსრულებლობას, რადგანაც თუ მხარე დავობს, რომ ხელშეკრულება ბათილია, „მოტყუებით დაგვადებინეს“ და ამბობს რომ არ არის ნამდვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბათილი გარიგებიდან ვერ მოითხოვ მის მუხლებზე აპელირებას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას. ხელშეკრულება ან ნამდვილია ან არა. თუ ამტკიცებ, რომ ბათილია და გინდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, გამოდის, რომ მისი ნამდვილობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას ვერ მოითხოვ. ისინი რადიკალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ესეთი ორი მოთხოვნის ერთად არსებობა დაუშვებელია. სასამართლოს ეს უნდა გაერკვია მოსამზადებელ ეტაპზე და რამდენადაც მოსამზადებელ ეტაპზე სწორედ ბათილობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დარჩა, როგორც თავიდანვე იყო სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების დროს, პაექრობის ეტაპზე სასამართლოს არ უნდა მიეღო მთავარი სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო მოთხოვნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება საკმაოდ კვალიფიციურია, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპს და მხარეთა თანასწორობას ენიჭება.

 

3.3. საპროცესო ნორმების სერიოზული დარღვევაა, როცა სამოქალაქო საქმეში, სადაც თანასწორი სუბიექტები მონაწილეობენ, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, საფუძველს, მტკიცებულებებს და მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხე დავის საგნის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრავს თავის შესაგებელს, მტკიცებულებებს, ტაქტიკას და ა.შ.

 

როდესაც ერთმანეთის გამომრიცხავ მოთხოვნებზე მოპასუხე ახსნა-განმარტების დროს აცხადებს, რომ ბათლობის შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვის ანგარიშზე იმყოფება თანხა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სამართლებრივი საფრთხე არ ემუქრება დაცვის პოზიციიდან გამომდინარე, რამეთუ ბათილობა და ხელშეკრულებიდან გასვლა მოსარჩელეს ერთმანეთში ერევა. როდესაც მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ და მოსამართლის მოზიციის დაფიქსირების შემდეგ მოსარჩელე ხვდება, რომ დავის საგანი არა აქვს სწორად ჩამოყალიბებული, არა აქვს სწორად ჩამოყალიბებული დავის საფუძველი, ზრდის სასარჩელო მოთხოვნას, მაგრამ მაინც ვერ ადგენს სწორ სამართლებრივ პოზიციას.

 

სასამართლომ დაარღვია ფუნდამენტალური სამოქალაქო საპროცესო პრინციპები- მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის. ამდენად გასაჩივრებულ ნაწილში აპელაცია უნდა დაკმაყოფილდეს სსსკ-ის 393-ე, 394-ე, 224-ე მუხლების მიხედვით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ლა გ------- დ------ას“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ლ----- ლ----ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 107 130,67 ევროს გადახდა.

 

გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ერთადერთი საფუძვლით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ასეთი ფორმულირება გაჩნდა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის დროს, რაზეც მოპასუხის თანხმობა არ გაცხადებულა (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ.394-404).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 248-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს და აწესებს შემდეგ ქცევის წესს: სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია - ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე, 83-ე მუხლების დარღვევას.

 

4.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში 01.02.2016წ.. წინამდებარე განჩინებაში მოპასუხედ დასახელებული პირის გარდა მოთხოვნა წარდგენილი იყო ასევე მეორე მოპასუხის - ფ--–---- ა-–------ეს მიმართ, რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სარჩელის საგანი განისაზღვრა შემდეგი სახით:

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 19.06.2014წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოპასუხეების მიერ სოლიდარულად და მოსარჩელის მიერ (მოპასუხემ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი), ასევე მოპასუხეების მიერ სოლიდარულად ზიანის ა--ზღურება (ტ.1, ს.ფ.10).

 

სარჩელში დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში, სხვა გარემოებებთან ერთად, მითითებულ იქნა შემდეგი:

· მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის მიერ გადარიცხული 107 130,67 ევროს ღირებულების შეკვეთები (ტ.1, ს.ფ.9);

· მოსარჩელემ მოპასუხეს მორიგი შეკვეთის განსახორციელებლად გადაურიცხა 107 130,67 ევრო, მაგრამ მოსარჩელეს არ მიუღია დარიცხული თანხის შესაბამისი საქონელი, რომელიც, თავის მხრივ, მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა შპს „ჯ--------- დ----–-------- გ-----ისთვის“ (ტ.1, ს.ფ.12);

· მოსარჩელესა და შპს „ჯ--------- დ----–-------- გ-----ს“ შორის ხელშეკრულების დარღვევა გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ საქონლის მიუწოდებლობით (მიუწოდებელი საქონლის შესაძენად გადახდილი თანხა შეადგენს 107 130,67 ევროს), რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი საჯარიმო სანქციების - 300 000 აშშ დოლარის სახით (ტ.1, ს.ფ.12);

· მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ არაერთხელ შეახსენა მოპასუხეს ვადაგადაცილებული შეკვეთების შესრულების აუცილებლობის შესახებ, მოპასუხემ მაინც არ უზრუნველჰყო ამ შეკვეთების შერულება (ტ.1, ს.ფ.12).

 

დაისმის კითხვა:

ფორმულირება - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოპასუხეების მიერ სოლიდარულად (მოპასუხემ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი) - რას შეიძლება ნიშნავდეს გადახდილი თანხის დაბრუნების გარდა? პასუხი უარყოფითია, სხვას არაფერს, რამეთუ როგორც სარჩელის საგნის (სასარჩელო მოთხოვნის) ფორმულირების, ისე სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის გათვალიწინებით, მოსარჩელის პრეტენზია იყო სწორედ ის, რომ მან თანხა გადაიხადა და შესაბამისი შესრულება მიღებული არ აქვს.

 

როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელის მხრიდან მოხდა 26.01.2017წ. სხდომაზე (იხ.: 26.01.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 11:17:22-11:19:26). პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ მოთხოვნა შემცირდა, კერძოდ, ზიანის ა--ზღაურების ნაწილში, რაც შეეხება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნას, მოსარჩელემ მხოლოდ დააზუსტა ის საკითხი, თუ რას გულისხმობდა ფრჩხილებში აღნიშნული ფორმულირება. მოპასუხის წარმომადგენელს აღნიშნულზე პრეტენზია არ განუცხადებია (იხ.: 26.01.2017წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 11:20:27-11:20:35), თუმცა მისი ნება მოთხოვნის შემცირება-დაზუსტების საკითხში სამართლებრივად რელევანტური არც არის. ამასთან, საბოლოოდ პრეტენზია მაინც დაფიქსირდა, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა გადაწყვეტილებაში.

 

თბილისის საქალაქო სასმართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ 19.06.2014წ. გარიგება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შეუსრულებელი შეკვეთების შესაბამისი თანხის 107 130,67 ევროს დაბრუნება, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ასევე ემსჯელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ 107 130,67 ევროს დაკისრება არ იყო დავის საგანი, რადგან მოსარჩელემ დამოუკიდებლად კი არ მოითხოვა მისი გადახდა, არამედ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ამ შედეგის მიღწევა.

 

შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა დადგინდა მოსარჩელის მხრიდან დისპოზიციურობის ფარგლებში სადავო მოთხოვნის არსებობა, უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლებამოსილება დაედგინა არსებული მოთხოვნის და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ისეთ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობა, რაზეც თავად მოსარჩელე არ უთითებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

რომის სამართლიდან დღემდე მოქმედებს პრინციპი - Iura novit curia (ლათ. „სასამართლომ იცის კანონები,“ „სასამართლომ იცის სამართალი“), რომელიც მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოიყენოს მოთხოვნის ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მიაჩნია სწორად.

 

სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიოციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება, სამოქალაქოსამართლებივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს (იხ.: ჩაჩავა სოფიო, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, თბილისი 2011, გვ.49,50). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი თავისი არსით მოსამართლისათვის მხარეთა ავტონომიურობაში შეჭრის აკრძალვაა, რაც ამავე დროს, მოიცავს მოდავე მხარეებზე პასუხისმგებლობის ტვირთის მნიშვნელოვნად გადატანას. ამასთან, არ შეიძლება დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების იმდაგვარი განმარტება, რომ მოსამართლის როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში სრულიად უმნიშვნელოდ იქცეს. დაუშვებელია, სასამართლოს მიერ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტების შესწავლა და შეფასება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ნაწილში და იმგვარად, როგორც ეს მხარის მიერაა წარმოდგენილი (იხ.: ჩაჩავა სოფიო, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, თბილისი 2011, გვ.51; Schurter, Grundzüge des mariellen Beweisrechtes in der schweizerischen Civilprozess-gesetzgebung, 1890, S. 27). წინამდებარე დავაში მოთხოვნის განხილული სახით არსებობა დადასტურდა უდავოდ, თუმცა მაშინაც, როცა მისი განმარტების საკითხი დგას, მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი. სასამართლოს მიერ დავის საგნის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების სწორად წარმართვისათვის. მოსამართლის მიერ განმარტება ხორციელდება მოსარჩელის მიერ წაყენებული მოთხოვნის ფარგლებში, მათ შორის, კითხვის დასმის ნაწილშიც, ამასთან, სასამართლოს არ აქვს უფლება სრულიად ახალი დამატებითი მოთხოვნის სტიმულირება მოახდინოს (იხ.: ჩაჩავა სოფიო, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, თბილისი 2011, გვ.52).

 

ამდენად, დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება/ ან სათანადო სამუძვლის მიუთიტებლობა არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა, სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ.: სუსგ # ას-1350-1275-2012; სუსგ #ას-212-201-2017).

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის გზით გადახდილი თანხის დაბრუნებას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მიეცა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისათვის, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ჰქონდა შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება, სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაც მოისმინა და შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში მოხდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ 2014 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო 454 246 ევროს ღირებულების შეკვეთა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო მხოლოდ 347 115,33 ევროს ღირებულების საქონელი.

 

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352, 400, 405-ე მუხლები და დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი (ტ.2, ს.ფ.8).

 

რაც შეეხება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას ადვოკატის ხარჯის ა--ზღაურების აპელანტისათვის დაკისრების შესახებ, უნდა განიმარტოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 3000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასა--ზღაურებლად. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკისრებული თანხა მიიჩნია გონივრულად მოცემული დავის სირთულის გათვალისწინებით.

 

აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა ხელშეკრულება 2000 ევროს ღირებულების საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურების გაწევის თობაზე, ასევე ქვითარი (ტ.2, ს.ფ.26-30).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

ამდენად, ეს არის ზოგადად საქმეზე ასა--ზღურებელი წარმომადგენლის დახმარების ხარჯების დაკისრების წესი.

 

მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სა--ცვლო ა--ზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს და აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის განსაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ დავის სირთულის და თავისებურებების გათვალისწინებით დაკისრებული ოდენობა - 3000 ევროს ოდენობით გონივრულია და არ არსებობს აპელანტისათვის დამატებით 2000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ლ----- ლ----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები დია-- ბერეკაშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო