მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა
თავი XXVI — დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 237. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(60)
საქმე №ას-1393-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2023
…შესახებ განჩინებაზე, დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს: 5.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა.მ–სა და ლ.ბ–ძეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად საჩივარი არ წარუდგენიათ, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში. 5.2.…
საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: 10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 237-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის…
…შეჩერდა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმისწარმოება. 10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველ მოპასუხეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, სსსკ-ის 237-ე მუხლის შესაბამისად, საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავდა პირველი მოპასუხის…
…გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განსახილველი მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის…
…და ორგანიზაციის თანამშრომელს, მენეჯერ თ. ნ-ეს, ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს. 6.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 23 სექტემბერს. 6.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე, 70-ე, 74-ე მუხლებით, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე მუხლით და განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის ვადა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს…
…და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. ამ კოდექსის 237-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც…