1. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ექსტრადიცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (21.07.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(8)
საქმე №2კ-120-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
…ასევე, ერთობლივი დეკლარაციის გათვალისწინებით, სასჯელად სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს. არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და ამავე კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. 8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად,…
საქმე №2კ-116-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
…სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მისი არსის განადგურებას ახდენს. 15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ…
საქმე №2კ-101-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
…სათანადო დაცვას. მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. 10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ…
საქმე №2კ-12-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
…ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მთავარი პროკურატურის დაკავების ორდერი (იხ. ტ. N2; ს.ფ. 197-198). იმავდროულად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია (მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის) საქმის მასალებში…
საქმე №2კ-41-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2022
…მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე. 7. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენი/სამართლიანი სასამართლოს უფლება: 7.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,,,პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ…
საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
საქმე №2კ-444-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №2კ-445-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, მუხლი 23, №3541, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.004.175 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112594/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია