მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა
თავი XLV — აპელაციის დასაშვებობა #
1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-1483-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2023
…პროცესუალურად მცდარად იქნა მიღებული. იხ. დამატებით: BGHZ, Beschlus vom 06.05.1999 –V ZB 1/99, 141, 351; BGHZ, Beschlus vom 07.12.2017 –IX ZR 81/17-WM 2018, 445; BGHZ, Beschlus vom 08.03.2017 – III ZR 39/17 –Iuris.). 34. სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ,…
საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
…ითვალისწინებს არა მარტო პირველ ინსტანციაში, არამედ სააპელაციო სასამართლოშიც. დაუსწრებელი წარმოება სააპელაციო ინსტანციაში ხასიათდება მნიშვნელოვანი თავისებურებებით. დაუსწრებელი წარმოების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი…
…წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სასარგებლოდ 14618 ლარის დაკისრების ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, 366-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ კანონმდებლობა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას არ ითვალისწინებდა,…
…ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონითYგათვალისწინებული წინაპირობები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 308-ე, 365-ე, 366-ე, 368-ე, 370-ე მუხლები). რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის (მოცემულ შემთხვევაში- უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა სარჩელი) ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას,…
საქმე №ას-759-975-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2008
…გაუქმება, შესაბამისად, მათ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე არ უნდა გადაეხადათ. აღნიშნულ გარემობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო წესით ( სსსკ-ის 366-ე მუხლი), რომელზეც ვრცელდება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ…
საქმე №3კ/815-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2001