განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002096492
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/662-19 “ 25” ივლისი, 2019წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარეები წარმომადგენელი _ _ - - შპს „ჭ--------- 6--“ ც-–---- დ-------–---–- თ----- მ-----–-–---–- ს------ მ--------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თ----- მ-----–-–---–-ს სარჩელი შპს ,,ჭ--------- 6--”-ს მიმართ დაკმაყოფილდა.
2. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 184 670.00 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
3. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი - 102 000.00 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
4. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სავენტილაციო მოწყობილობის რეკონსტრუქციის ღირებულება 21 670.57 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში.
5. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებით შპს ,,ჭ--------- 6--"-ს თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1880 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 31.01.2017 წელს მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხეზე სარჩელის და თანდართული მასალების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე შპს „ჭ--------- 6--“-ს კანონით დადგენილი წესების დაცვით. კერძოდ, მასალები ჩაბარდა კომპანიის ოფის-მენეჯერს ე---------- მ---–------ 26.01.2017 წელს. შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან ე.ი. 2017 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა მოპასუხეს ამოეწურა 2017 წლის 05 თებერვალს. ვინაიდან, აღნიშნული არის არასამუშაო დღე, მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად ბოლო ვადად განესაზღვრება მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 06 თებერვალი. საქმის მასალებიდან დასტურდება რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში წარმოადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2017 წლის 14 თებერვალს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ კითხვებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელზე დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეზე 21-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: - თ----- მ-----–-–---–- წარმოადგენს ქ.თბილისში, ი.მ----–---–-- ქ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბ---------- და ბ--------ის ქვეშ მდებარე სარდაფში არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის მესაკუთრეს. - სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ 2--------- წელს შედგენილ იქნა №0-------- დასკვნა, რომლითაც დადგინდა რომ აღნიშნული ობიექტი იმყოფებოდა ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა დასკვნაში აღინიშნა, რომ აღნიშნული ობიექტის სიახლოვეს სამშენებლო სამუშაოების წარმართვა გამოიწვევდა შენობის მზიდი კონსტრუქციების რღვევით დეფორმაციას. - სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ 2--------- წელს შედგენილ დასკვნაში ასახული მითითებების მიუხედავად შპს ,,ჭ--------------”-მ დაიწყო სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები; არ გაითვალისწინა სპეციალური ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ქონების მდგომარეობის შენარჩუნებას. - ქ.თბილისში, ი.მ----–---–-- ქ----ში მყოფი ქონების უშუალო სიახლოვეს ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსარჩელის ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე. - შპს ,,ჭ--------------”-ს მიერ მოეწყო შესასვლელი ბ-------–---–-- ქუჩის მხრიდან ი.ჭ--------- გამზირის ტროტუარზე, სადაც მოსარჩელის ობიექტის წინ ტროტუარზე მოძრაობდა მძიმე ტექნიკა, რამაც შეუძლებელი გახადა აღნიშნული კვების ობიექტით სარგებლობა. - ქონების არაერთხელ დატბორვამ, ასევე სახლის სიახლოვეს და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩნდა გამჭოლი ბზარები მზიდ კონსტრუქციებზე, კედელზე, ჭერზე, იატაკზე, დასველდა და დანესტიანდა კედლები. - სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს” დასკვნით დაასტურა, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობამ გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი ქონების არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა. - სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს’-ს, 3--------- წლის №--------- დასკვნით დადგინა რომ, 2015 წლის ივლისის შემდეგ გაჩნდა ახალი ბზარები და დაზიანებებმა იმატა. მოსარჩელემ კიდევ გაუგზავნა ბიუროს დასკვნა მოპასუხეს. - შპს ,,მ------–----ს” მიერ 11.05.2016წ. მომზადებულ დასკვნაში მიეთითა მოპასუხის მიმართ განხორციელებული სამუშაოების შეწყვეტის აუცილებლობაზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების საძირკვლის გაძლიერებამდე, რაც მოპასუხემ არც ახლა გაითვალისწინა. - 18.11.2016წ. აუდიტორული ფირმა ,,ბ---–---–---------------:-ს მიერ მომზადებულ შეფასებაში დადგენილია: 1. თ----- მ-----–-–---–-ს საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება 2--------- წლის მდგომარეობით შეადგენდა 344 670 აშშ დოლარს, ხოლო 01.11.2016 წლის მდგომარეობით 160 000 აშშ დოლარს. მოპასუხის მხრიდან განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება 184 670.00 აშშ დოლარით შემცირდა. 2. თ----- მ-----–-–---–-ს მიერ მიუღებელმა შემოსავალმა 01.01.2014 წლიდან 01.11.2016 წლამდე შეადგინა 102 000.00 აშშ დოლარი (თვეში 3000.00 აშშ დოლარი). მოსარჩელე აღნიშნულ თანხას მიიღებდა მის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში, რომ არა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანება. - ვენტილაციის რეკონსტრუქციის ღირებულება შეადგენდა 21 670,57 ლარს, რომელიც ადეკვატურია დღეს არსებულ საბაზრო ფასებთან მიმართებაში. 2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმა, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყნებს ზიანს, ვალდებულია აუნაზრაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს, არა მხოლოდ ფაქტობრივად მიყენებული დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შომასავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შომოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო გამოიტანს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ მხარე, რომელმაც სასამართლოში შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე, დანიშნულ დროს არ გამოცხადდება სასამართლოს სხდომაზე. 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ჭ--------- 6--“-მ. 4. გასაჩივრებული განმეორებითი გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 19.12.2016წ. თ----- მ-----–-–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,ჭ--------- 6--"-ს მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 1-21). 4.2. 14.02.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ფოსტის მეშვეობით შევიდა შპს ,,ჭ--------- 64”-ის შესაგებელი, რომლითაც მოპასუხემ სარჩელი არ ცნო (ტ.1, ს.ფ. 122-159). 4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა და სხდომის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 22 ივნისი (ტ.1, ს.ფ. 168,169). 2017 წლის 22 ივნისს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა გადაიდო 2017 წლის 11 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 189-193). 4.4. 2017 წლის 11 ივლისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შპს „ჭ--------- 6--“ და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 214-219). 2017 წლის 05 სექტემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ”„ჭ--------- 6--“-ს საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა (ტ.2, ს.ფ. 292-303). საქმის განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 27 სექტემბერს. 4.5. 2018 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ----- მ-----–-–---–-ს სარჩელი შპს ,,ჭ--------- 6--”-ს მიმართ დაკმაყოფილდა. შპს ,,ჭ--------- 6--"-ს თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 184 670.00 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი - 102 000.00 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სავენტილაციო მოწყობილობის რეკონსტრუქციის ღირებულება 21 670.57 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალენტით ლარში. შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარის გადახდა (ტ.3, ს.ფ. 85-91). ამავე სასამართლოს 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებით შპს ,,ჭ--------- 64-ს" თ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1880 ლარის გადახდა (ტ.3, 124-126). 4.6. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამდენად, უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეაუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა), სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ აფასებს ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს, სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე N121-117-2016). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 14.02.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ფოსტის მეშვეობით შევიდა შპს ,,ჭ--------- 6--”-ს შესაგებელი, რის შემდგომაც სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა და სხდომის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 22 ივნისი (ტ.1, ს.ფ. 122-159,168,169). საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომამდე მოსარჩელის წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა განცხადებით სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ემსჯელა შესაგებლის დადგენილი ვადაში წარუდგენლობის საკითხზე და მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.:20.02.2017წ., 27.02.2017წ., 02.03.2017წ. განცხადებები), თუმცა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა და 2017 წლის 22 ივნისს საქმეზე შედგა მოსამზადებელი სხდომა. შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის საკითხს სასამართლო დაუბრუნდა მხოლოდ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, უკვე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მოტივით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ. Nას-381-354-2017, 13.11.2017წ.). პალატა განმარტავს, რომ საპროცესო წესების დანიშნულება საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველყოფაა და სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმათა განმარტება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ თავიდან იქნას აცილებული მოდავე სუბიექტთაგან ერთ-ერთის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. ხსენებული პრინციპის უზრუნველსაყოფადაა საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლი ითვალისწინებს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს იმ შემთხვევებში, როდესაც ამ პირის მიმართ ერთხელ უკვე გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, იმ შემთხვევაში როდესაც მხარე არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ განიხილება საქმე არსებითად, სასამართლოს გამოაქვს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღარ შეიძლება გასაჩივრდეს მის გამომტან სასამართლოში. იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო (სსსკ-ის 366-ე მუხლი) ან საკასაციო წესით (სსსკ-ის 392-ე). განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 11 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საფუძვლით, რომელიც შემდგომ გააუქმა 2017 წლის 05 სექტემბრის საოქმო განჩინებით და საქმის წარმოება განახლდა (ტ.2, ს.ფ. 214-219, 292-303). საქმის განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 27 სექტემბერს, რა დროსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკვე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელი წარდგენილი იყო ვადის დარღვევით (ტ.3, ს.ფ. 85-91). ამდენად, დგინდება, რომ სასამართლომ გააუქმა რა მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოგვიანებით განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო შესაგებლის ვადის დარღვევის წარდგენის გამო. ანუ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მოხდა იმ ფაქტობრივი საფუძვლით, რომელიც არსებობდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი ხნით ადრე და თვალსაჩინო იყო სასამართლოსთვის, რაც პალატის მოსაზრებით საპროცესო ნორმების დარღვევად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსსკ-ის 242-ე მუხლით გათვალისწინებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები რადგან სააპელაციო პალატა სარჩელზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ იღებს და საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, წინამდებარე განჩინებით პალატა არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. შპს „ჭ--------- 6--“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2018წ. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 14.11.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 3. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა ამირან ძაბუნიძე თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი