განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001602733
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1077-2017 6 მარტი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა------ დ-------ე
წარმომადგენელი - დ----- ჩ---–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ--–---- შ------ე
წარმომადგენელი - ი------- ს--–--ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 18 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და თ--–---- შ------ის (პ/ნ6----------) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების ნ----- მ–------ისა (პ/ნ 6----------) და ა------ დ-------ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის თ--–---- შ------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–----ის ქ. N--, ბ. N-, ს/კ #0------------------ და აღნიშნული ქონება გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს - მოსარჩელე თ--–---- შ------ეს. გასაჩივრებული განჩინებით ა------ დ-------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 11 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა თ--–---- შ------ის წარმოამდგენელმა ი------- ს--–--ემ მოპასუხეების ა------ დ-------ის, ნ----- მ–------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის (ქონებიდან გამოსახლების გზით) მოთხოვნით. 2.2. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 04 ოქტომბერს თ--–---- შ------ემ აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–----ის ქ. N--, ბ. N-. საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან N-82016703612, მომზადების თარიღი 18/10/2016, ს/კ 05.35.27.04.01.008. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები ა------ დ-------ე და ნ----- მ–------ე, რომელთაც ამ უძრავ ქონებაზე არ გააჩნიათ მისი მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ კვლავ გრძელდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მიუხედავად ქონების მესაკუთრის მრავალჯერადი კანონიერი მოთხოვნისა ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მას, მოპასუხეები კვლავ ჯიუტად აგრძელებენ ამ უძრავი ქონებით თავად სარგებლობას და არ აძლევენ საშუალებას მოსარჩელეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავ ქონებას. მოპასუხეების მიერ უხეშად ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ--–---- შ------ემ სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა. 2.3. მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხეებზე გზავნილის ჩაბარება. მოპასუხეს ნ----- მ–------ეს გზავნილი ჩაბარდა 2016 წლის 09 დეკემბერს, ხოლო ა------ დ-------ეს გზავნილი გადასაცემად ჩაბარდა მეუღლეს ნ----- მ–------ეს 2016 წლის 09 დეკემბერს, წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, შესაბამისად მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2016 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 2.5. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. 2.6. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ა------ დ-------ის წარმომადგენელმა, დ----- ჩ---–--–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ა------ დ-------ეს ფოსტის მეშვეობით არ ჩაბარებია მისთვის განკუთვნილი მოსარჩელე თ--–---- შ------ის მიერ შედგენილი სარჩელი. აღნიშნული სარჩელი ჩაბარდა ა------ დ-------ის მეუღლეს ნ----- მ–------ეს. სარჩელის ჩაბარების პერიოდში ა------ დ-------ე და მისი მეუღლე ნ----- მ–------ე, მათ შორის არსებული ცუდი ურთიერთობის გამო, ერთად არ ცხოვრობდნენ. ისინი შერიგდნენ 2017 წლის 22 ივნისს. რა დროსაც ა------ დ-------ისათვის კიდეც გახდა ცნობილი სარჩელისა და ამ სარჩელზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ. 22 ივნისამდე მათ ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. ა------ დ-------ის მეუღლემ მიუხედავად იმისა, რომ ა------ დ-------ისათვის განკუთვნილი სარჩელი თავად ჩაიბარა, ის ა------ დ-------ეს გადასცა ამა წლის 22 ივნისის შემდგომ. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში აღნიშნული სარჩელის არსებობის შესახებ ა------ დ-------ისათვის უცნობი იყო. რის გამოც, ბუნებრივია მოპასუხეს მიერ შესაგებელი სასამართლოში 10 დღის განმავლობაში წარდგენილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ თ--–---- შ------ემ სარჩელი აღძრა ა------ დ-------ისა და ნ----- მ–------ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა. 4.2. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. 4.3. სარჩელი და თანდართული მასალები აპელანტის მეუღლეს, ნ----- მ–------ეს ჩაჰბარდა 2016 წლის 8 დეკემბერს, თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 4.5. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, დამტკიცების შემთხვევაშიც კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ გამოიწვევს. 4.6. აპელანტი არ უარყოფს, რომ სარჩელი და თანდართული მასალები ჩაჰბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლეს ნ----- მ–------ეს. 4.6.1. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, უწყება ჩაბარებულად ითვლება თავად აპელანტისთვისაც. 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უწყების მიმღები ვალდებული იყო იგი აპელანტისათვის დაუყოვნებლივ ჩაებარებინა. 4.7.1. ამ კანონისმიერ ვალდებულებაზე მეუღლეთა ყოფითი დაპირისპირება გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ, იმის მიუხედავად, მართლაც ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი აპელანტსა და მის მეუღლეს, გზავნილი აპელანტისთვის მაინც ჩაბარებულად ითვლება. 4.8. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპელანტის მეუღლე, ნ----- მ–------ე განსახილველ საქმეში თავადაც მოპასუხე იყო და სარჩელზე შესაგებელი არც მას წარუდგენია. 4.8.1. გარდა ამისა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ნ----- მ–------ემ ჩაიბარა და ამ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საჩივარი დადგენილ ვადაში წარადგინა. 4.8.2. საყურადღებოა ისიც, რომ აპელანტის განმარტებით, ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 22 ივნისამდე ის და მისი მეუღლე სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. 4.8.3. საქმის მასალებით უთუოდ დგინდება, რომ ამ პერიოდში, სადავო მისამართზე ნ----- მ–------ე იმყოფებოდა. 4.8.4. ის, თუ სად ცხოვრობდა ამ დროს თავად აპელანტი, მას არ განუმარტავს და, მეუღლის ჩვენების გარდა, ამ ფაქტის დამადასტურებელ სხვა მტკიცებულებაზე არც კი მიუთითებია. 4.8.5. ამის გამო, პალატის აზრით, აპელანტის პოზიცია არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია. 4.9. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა------ დ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 18 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე