გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
050210019002888234
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0502100-9002888234

N2/198-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.20-9 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე,მოსარჩელე -მე--–------------–-ძე

წარმომადგენელი-ია-–--------ძე, მე-–----------------იძე

მოპასუხე-შა-–----------–--ლი

წარმომადგენელი-შო--------------ძე

დავის საგანი:უსაფუძვლო გამდიდრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს შა-–----------–--ლს მე--–-------------–-ძის სასარგებლოდ 300000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე მე--–------------–-ძის წარმომადგენლის ია-–--------ძის განმარტებით 20-5 წლის 25 თებერვალს და 20-8 წლის 14 მარტს შა-–----------–--ლმა მე--–------------–-ძეს გაუფორმა მინდობილობა, რომლის შინაარსიდან არ ვლინდება რაიმე მითითება სასტუმროს აშენების თაობაზე და მასში ზოგადადაა განსაზღვრული მოვალეობები. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ უარყოფს მე--–------------–-ძის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს, არც ერთ მინდობილობაში მითითებული არ არის იმ შრომის ანაზღაურების შესახებ, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში 20-3 წლიდან 20-9 წლამდე უნდა მიეღო მის მარწმუნებელს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მე--–------------–-ძემ 20-3 წლიდან 20-9 წლამდე განახორციელა სხვადასხვა სამუშაოები. კერძოდ, დაეხმარა შა----------------–-ილს სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენაში, დაუკვეთა და წარადგინა ო----------------------–ი სასტუმროს მშენებლობისთვის სამშენებლო დოკუმენტაცია (პროექტი), აიღო მშენებლობის ნებართვა და შეუდგა მშენებლობას ოზურგეთში, სოფ ნ-------–- მდებარე საკ.კოდი 26.0-.4-.3---ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ნაგებობის ღირებულებამ 20-9 წ. იანვრის მდომარეობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგინა 2 232 000 ლარი.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 20-9 წლიდან მე--–------------–-ძე, გარდა სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა უშუალოდ და მთლიანად მარტო ხელმძღვანელობდა მშენებლობას. საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა მოპასუხის მამა- შა----------------–-ილი, რომელიც დასაქმებულ მუშებთან საუბარში ღიად აღნიშნავდა, რომ მე--–------------–-ძე იყო მისი ბიზნეს პარტნიორი. მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში მე--–------------–-ძე მშენებლობის დეტალებს განიხილავდა შა----------------–-ილდან ერთად და საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლადაც ღებულობდა გადაწყვეტილებებს. ყველა საბანკო გადმორიცხვა მე--–------------–-ძის სახელზე განხორციელებულია შა----------------–-ილის სახელით ან მისი დავალებით. ია-–--------ძის განმარტებით მე--–------------–-ძეს უშუალოდ აჰყავდა მუშახელი სამუშაოდ და ახდენდა მათთან ანგარიშსწორებას. იგი შა----------------–-ილის გამოგზავნილი თანხებით და ნაწილობრივ თავისი თანხებითაც ყიდულობდა სამშენებლო მასალებს და ამარაგებდა სამშენებლო ობიექტს. სასამართლო სხდომაზე მშენებლობაზე დასაქმებული პირების განმარტებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მე--–------------–-ძე შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურებას არ იღებდა, რადგან იგი მოწმეების განმარტებით აკეთებდა თავის საკუთარ საქმეს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მე--–------------–-ძე ერთობლივ საქმიანობაში ფიზიკური მონაწილეობის გარდა, ასევე ხარჯავდა თავის სახსრებს, რომელთა ნაწილს უგზავნიდა მეუღლე უცხოეთიდან, ნაწილი კი აღებული ჰქონდა სესხად. მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან ჰქონდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, მიიჩნევს საფუძველს მოკლებულად. ია-–--------ძის განმარტებით შა-–----------–--ლსა და მე--–------------–-ძეს შორის რეალურად არ ჩამოყალიბდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობები, მე--–------------–-ძეს შა-–----------–--ლისაგან არასდროს მიუღია კონკრეტული დავალება და ამ დავალების შესასრულებლად საჭირო დაფინანსება. ასევე შა-–----------–--ლი არასდროს დაინტერებულა მე--–------------–-ძის მიერ მისი რწმუნების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით, მას არ მოუთხოვია მე--–------------–-ძისგან ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და უფრო მეტიც, შა----------------–-ილის გარდაცვალების შემდეგ, შალვა რეხვაშვილმა ისე შეუწყვიტა მე--–------------–-ძეს რწმუნება, არანაირი ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ არ მოითხოვა. შა-–----------–--ლმა მის მარწმუნებელს აღუკვეთა სამშენებლო ობიექტზე მისვლის საშუალება, მთლიანად დაეუფლა ობიექტს და იქ არსებულ დოკუმენტებს და არ მისცა საშუალება მე--–------------–-ძეს ჩაებარებინა მისთვის ანგარიში გაწეული სამუშაოების შესახებ.

 

საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ია-–--------ძე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მამას- შა----------------–-ილსა და მოსარჩელე-მე--–------------–-ძეს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ზეპირი ხელშეკრულება, რაც მიზნად ისახავდა სასტუმროს ბიზნესის წარმოებას და მიღებული მოგების განაწილებას. ერთობლივი საქმიანობაში მხარეთა შორის წილობრივი მონაწილეობა გამოიხატებოდა იმაში, რომ შა----------------–-ილი წილის სახით პერიოდულად იხდიდა მშენებლობისთვის საჭირო ძირითად თანხას, ხოლო მე--–------------–-ძე ასევე იხდიდა ნაწილობრივ თანხას და ძირითადად ახორციელებდა ხელმძღვანელობით საქმიანობას. შა----------------–-ილი სასტუმრო ბიზნესის სფეროში დასაქმებულ საერთო ნაცნობებთან და სასტუმოს მშენებლობაზე დასაქმებულ პირებთან საუბარში ღიად აღნიშნავდა, რომ მოსარჩელესთან ჰქონდა ერთობლივი ბიზნესი და აშენებდა სასტუმროს. ამ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო შა----------------–-ილის ოჯახის წევრებისათვისაც და მის სიცოცხლეში არავითარი პრეტენზია მოსარჩელის წილობრივ მონაწილეობის შესახებ არ გამოუთქვავთ. ია-–--------ძის განმარტებით მისთვის ცნობილია, რომ შა----------------–-ილის მიერ ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში გადახდილია დაუზუსტებულად დაახლოებით 180 000 აშშ დოლარი, ხოლო მისი მარწმუნებლის მიერ 20-3 წლიდან ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში პერიოდულად გადახდილია 300000 ლარი.

 

შა----------------–-ილის გარდაცვალებით 20-9 წლის 28 იანვარს მის მარწმუნებელსა და შა----------------–-ილს შორის ერთობლივი საქმიანობა შეწყდა. მოპასუხემ უარი განუცხადა ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებაზე, ვინაიდან ერთობლივი საქმიანობის პროდუქტი განთავსებული იყო მის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე. მე--–-------------–-ძემ შესთავაზა შა----------------–-ილის მემკვიდრეს, თუ არ სურდა მასთან ერთობლივი საქმიანობის გაგრძელება, გაესწორებინათ მისთვის საბოლოო ანგარიში, რაზედაც მოპასუხემ კატეგორიული უარი განაცხადა და აღუკვეთა მას სამშენებლო ობიექტზე მისვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე ია-–--------ძის განმარტებით შა-–----------–--ლი უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახსრებით-300000 ლარით და მის მიერ გაწეული ფიზიკური შრომით. ითხოვს აღნიშნული თანხის დაკისრებას მოპასუხისადმი

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შა-–----------–--ლის წარმომადგენლის შო--------------ძის განმარტებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მითითებით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება მის მარწმუნებელს ზეპირი ფორმით დადებული ჰქონდა მოპასუხის მამასთან, აწ გარდაცვლილ შა-----------------–--ლთან, რასაც ამყარებს მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა მიერ პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ხოლო სარჩელით სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს შემდეგი მტკიცებულებები:

 

1. სესხლის გადახდის გრაფიკი სულ ჯამში 28 700 ლარზე.

2. მოპასუხის მიერ 20-5 წლის და 20-8 წლის გაცემული მინდობილობები.

3. შეთანხმებული პროექტის ბრძანებები და სხვა სანებართვო დოკუმენტები.

 

შო--------------ძის განმარტებით მოპასუხე-შა-–----------–--ლი არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მას ეკუთვნის აღნიშნული სასტუმრო და შესაბამისად ის წარმართავდა მშენებლობასაც, რადგან ის მას აშენებდა შემოსავლის მიღების მიზნით, ხოლო მოსაჩელე მხარესთან მას გაფორმებული ჰქონდა ორი მინდობილობა, რომლის ფარგლებშიც უნდა ემოქმედა მე--–------------–-ძეს, მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე, კეთილსინდისიერად, მარწმუნებლის იტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული მინდობილობები დღეის მდგომარეობით გაუქმებულია, რადგან მისმა მარწმუნებელმა მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე არაჯეროვნად ასრულებდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

 

მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენებები სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან, ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომელზეც უთითებს მხარე, უნდა დადასტურდეს არა მოწმეთა ჩვენებებით, არამედ წერილობითი მტკიცებულებით, რადგან საკითხი გამომდინარეობს ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობიდან.

 

საქმეში წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ვერ დგინდება არც მისი მიზნობრიობა და არც ის, რომ მე--–----ი ქემოკლიძის მიერ განხორციელებულ იქნა რაიმე სახის ფულად შენატანი ე.წ ამხანაგობაში, რომელიც თითქოსდა მას აკავშირებდა მოპასუხის აწ გარდაცვლილ მამასთან. მხარე ასევე აბსურდულად მიიჩნევს ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგენილია სადაო ქონების ღირებულება, ხოლო აღნიშნულით რისი დადასტურება სურს მხარეს მისთვის გაუგებარია, ხოლო თუ საიდან დაადგინა მოსარჩელე მხარემ 300 000 ლარის შენატანი ამხანაგობაში, რომლითაც თითქოსდა უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე მხარე, ასევე მიიჩნევს გაუგებრად.

 

შო--------------ძის განმარტებით მოპასუხის მიერ 20-5 წელს და 20-8 წელს გაცემული იქნა მინდობილობები მოსარჩელის სახელზე, სადაც გაწერილ იქნა უფლებები და ვალდებულებები, რომლითაც აღჭურვილ იქნა მოსარჩელე მხარე. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა იმპერატიულად განსაზღვრული და დოკუმენტალურად დადასტურებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარე მოქმედებდა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად, თუ რაიმე სახის სამართლებრივი საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული მხარეებს შორის, ეს უნდა მომხდარიყო დავალების სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რაც იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელისათვის.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი შო--------------ძე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ია-–--------ძის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის მამას შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით და სასტუმროს მშენებლობა და ზოგადად აღნიშნული საქმიანობა მოსარჩელის და მოპასუხის მამის საკუთრება იყო. შო--------------ძის განმარტებით თუ იარსებებდა მოსარჩელესა და მოპასუხის მამას შორის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, ის არ უნდა ყოფილიყო ზეპირი ფორმისა, რადგან მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას ქონდა, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია სადაო შენობა, წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. თუ იარსებებდა ერთობლივი საქმიანობა, ამხანაგობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმის და არა ზეპირი ფორმის, სადაც გაწერილი იქნებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობები.

 

უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით შო--------------ძე განმარტავს, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის წერილი და ბრძანებები შა-–----------–--ლის მინდობილი პირის მე--–------------–-ძის მიმართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ-------–- მდებარე შა-–----------–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანებები, სანებართვო მოწმობები (იხ. ს.ფ. 19-23).

 

3.2.2. საქმეშია შა-–----------–--ლის მიერ 20-5 წლის 25 თებერვლს და 20-8 წლის 14 მარტს გაცემული მინდობილობები მე--–------------–-ძისადმი სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მის კუთვნილ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, მდებარე ოზურგეთი, ნატანები ს/კ 26.0-.4-.3--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მინდობილობა (იხ. ს.ფ. 24-29).

 

3.2.3 საქმეშია 20-9 წლის 18 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე ს/კ 26.0-.4-.3--, რომლის მესაკუთრეა შა-–----------–--ლი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30-31).

 

3.2.4 საქმეშია მე--–------------–-ძის სესხის ხელშეკრულებების ამონაწერები 20.02.20-9 წლის 12500 ლარზე, 7700 ლარზე და 1500 ლარზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები (იხ. ს.ფ. 36-39).

 

3.2.5.საქმეშია ფულად გზავნილებთან დაკავშირებით ინფორმაციები, მიმღები მელუდ ქე-----–---, დავით ქე-----–---.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ინფორმაცია ფულად გზავნილებზე (იხ. ს.ფ. 40-43).

 

3.2.6. საქმეშია ექსპერტიზის 20-9 წლის 15 აპრილის დასკვნები, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ-------–- მდებარე შა-–----------–--ლის საკუთრებაში არსებულ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 26.0-.4-.3-- საბაზრო ღირებულება 20-3 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 166340 ლარს. ხოლო აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებული 1700 კვ.მ შენობა-ნაგებობის საერთო საბაზრო ღირებულება 20-9 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 2 232 100.00 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტიზის დასკვნები (იხ. სფ. 88-119)

 

3.2.7. საქმეშია 20-9 წლის 12 თებერვალს შედგენილი სანოტარო აქტი შა-–----------–--ლის მიერ მე--–------------–-ძისადმი მინდობილობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სანოტარო აქტი (იხ. ს.ფ. 127)

 

მოწმე ზა-------------ს ჩვენებით ის მუშაობდა სადაო შენობის სამშენებლო სამუშაოებზე ერთი წელი. მისთვის ცბობილია, რომ მე--–------------–-ძე იყო მეწილე. მე--–----ი და შა----------------–-ილები იყვნენ აღნიშნული შენობის მესაკუთრეები. მუშაობის დროს მე--–----ი ფიზიკურადაც ეხმარებოდა მათ და შესრულებულ სამუშაოში ხელფასს არ იღებდა. ძირითადად მასალებზე და თანხაზე მე--–------------–-ძესთან ქონდათ ურთიერთობა. შა-–----------–--ლის მამის-შა----------------–-ილის გარდაცვალების შემდეგ შა-–----------–--ლისაგან გაიგო, რომ მე--–----ი აღრა იმუშავებდა ობიექტზე. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მე--–---- ქე-----–---ს თანხა დარჩა ასაღები.

 

მოწმე ფრ---------------ის ჩვენებით სადაო შენობაზე ასრულებდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. 20-9 წლის იანვარში დაიწყეს ოთხმა ბიჭმა სამუშაოების შესრულება და მუშაობდნენ აგვისტოს ბოლომდე. შა----------------–-ილისაგან იცოდა, რომ მისი პარტნიორი და შენობის თანამესაკუთრე იყო მე--–------------–-ძე. მათ საქმიანი ურთიერთობა ქონდათ მე--–----თან. შემდეგ მე--–----ი აღარ უნახავთ ობიექტზე. მისთვის ცნობილია, რომ შა----------------–-ილს პრეტენზია არ ქონდა მე--–------------–-ძესთან.

 

მოწმე ალ-----------------ძის ჩვენებით მას დაუკავშირდა მე--–------------–-ძე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. მე--–----იმ შა----------------–-ილი გააცნო, როგორც მისი ძმა. 1-2 წელი მუშაობდა აღნიშნული შენობის რემონტზე. ანგარიშსწორებას მასთან ახდენდა მე--–----ი და ფიქრობდა რომ ის იყო აღნიშნული შენობის მესაკუთრე. მისი განმარტებით მე--–----ს ოჯახის წევრებიც ეხმარებოდნენ სამშენებლო სამუშაოებში და როგორც დაქირავებული პირი ისე არ მუშაობდა.

 

მოწმე რა-----------------ის ჩვენებით მე--–------------–-ძეს იცნობს დიდი ხანია, შა----------------–-ილი ერთხელ ყავს ნანახი. იცის, რომ შა--------ი იყო მე--–----ის ბიძაშვილი, რომლებიც ერთად, საზიაროდ აშენებდნენ სასტუმროს შეკვეთილში. მას მაღაზია აქვს ბათუმში და მისგან მიქონდა მე--–------------–-ძეს სხვადასხვა დასახელების საქონელი.

 

მოწმე გი---------------–---–ის ჩვენებით მე--–------------–-ძეს იცნობს 10 წელია. შა----------------–-ილსაც იცნობს, რამოდენიმეჯერ ყავს ნანახი. იცოდა, რომ მე--–----ი და შა--------ი ერთობლივად აკეთებდნდნ სასტუმროს.

 

მოწმე მი----–---------ძის ჩვენებით მას შეეხმიანა მე--–------------–-ძე ობიექტის გაკეთებასთან დაკავშირებით. დაახლოებით წელიწადნახევარი იმუშავა იმ ობიექტზე. პირველად შა----------------–-ილი და მე--–------------–-ძე ერთად შეხვდნენ მას და მოილაპარაკეს შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით. შემდეგ ძირითადად კავშირი ქონდა მე--–------------–-ძესთან. მისთვის ცნობილი იყო რომ მე--–----ი და შა--------ი ერთად აშენებდნენ სასტუმროს. შესრულებული სამუშაოსათვის თანხას უხდიდა მე--–----ი. ერთხელ შა--------ის ცოლმაც მისცა თანხა. დასრულებული სამუშაოსათვის თანხა სრულად არ აქვს აღებული. შა--------ის მეუღლემ უთრა, რომ ფულისთვის მიეკითხა მე--–------------–-ძისათვის.

 

მოწმე ლა–------------ის ჩვენებით იგი არის მე--–------------–-ძის შვილის-გიორგის მეგობარი. მისთვის ცნობილი იყო, რომ შეკვეთილში გიორგის მამა და ბიძამისი ერთობლივად აშენებდნენ სასტუმროს. შეკვეთილში ჩადიოდნენ გიორგის ჯგუფელები და ეხმარებოდნენ სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაში.

 

მოწმე გო------–-----ს ჩვენებით მუშაობდა ერთი წელი სადაო ობიექტზე. პირველად მე--–----ი და შა--------ი შეხვდა მას. შესრულებული სამუშაოსათვის თანხას მე--–------------–-ძე უხდიდა მას, რომელიც ყველაფერს სიფრთხილით ეკიდებოდა. შემდეგ მე--–----ისაგან გაიგო, რომ იგი გაანთავისუფლეს სამუშაოდან. შა-–----------–--ლმა მას უთხრა, რომ დარჩენილ თანხას არ გადაუხდიდა და მოეთხოვა მე--–----ისათვის.

 

მოწმე ზვ-----–------–--ის ჩვენებით ერთი წელი მუშაობდა სადაო ობიექტზე. თავიდან მე--–------------–-ძესთან ქონდა ურთიერთობა, შემდეგ გაიცნო მე--–----ის ბიძაშვილი-შა--------ი და მასთანაც ქონდა საქმიანი ურთიერთობა. მისთვის ცნობილი იყო, რომ შა--------ი და მე--–----ი ერთად აკეთებდნდ სასტუმბროს და იყვნენ მეწილეები. იცოდა რომ მე--–----ი შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურებას არ იღებდა, რადგან სასტუმრო მისიც იყო.

 

მოწმე ნო---------–---–ის ჩვენებით არის არქიტექტორი. მისთვის ცნობილი იყო რომ მე--–------------–-ძე და შა----------------–-ილი იყვნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ერთობლივ საქმიანობას ეწეოდნენ. ასვე იცოდა, რომ მე--–----ს მინდობილობა ქონდა მიცემული შა-–----------–--ლისაგან.

 

მოწმე ჰა---------------------–--ვის ჩვენებით შა----------------–-ილს იცნობს 2003 წლიდან. 20-8 წელს შა----------------–-ილმა მას სთხოვა წასულიყო საქართველოში სადაც მის ბიძაშვილთან ერთად-მე--–------------–-ძესთან ერთად აშენებდა სასტუმროს. რამოდენიმე თვე იმუშავა იქ. როდესაც შა--------ი გარდაიცვალა, შა--------ის შვილი- შალვა და შა--------ის ცოლი ჩავიდნენ შეკვეთილში და უთანხმოება მოუვიდათ მე--–----ისთან. ამბობდნენ, რომ მე--–----ი აღარ იმუშავებდა ობიექტზე, მაგარამ რატომ მისთვის უცნობია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მოწმეებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 991-ე, 50-ე, 317-ე, 316-ე, 51-ე, 59-ე, 68-ე, 931-ე, 992-ე, 976-ე, 709-ე, 717-ე, 52-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასმართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი

გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

 

მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას, რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ Nს 15-29-1443-20-2, 09.12.20-3წ.; სუსგ საქმე Nას-973-1208-04).

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის რამდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს ყველა გასათვალისწინებელი მოთხოვნის საფუძველი, თუ ერთ-ერთი მათგანი საერთოდ (ან სრულყოფილად) ვერ მიუახლოვდება მოსარჩელის მიერ დასახულ და სასურველ შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს თანხის დაკისრებას ერთობლივი საქმიანობიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს, ხომ არ გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ დასახული სამართლებრივი შედეგი კანონისმიერი მოთხოვნის საფუძვლებიდან, კერძოდ, მართალია, მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ- ის 930-ე და 991- ე მუხლებს მიიჩნევს, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სავალდებულო არაა სასამართლოსათვის.

 

მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არ ზღუდავს სასამართლოს, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიცსამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.

 

მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ღუიზ თორijა ვ. შპაინ, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე შერყავინ ანდ Oტჰერს ვ. Uკრაინე §§ 55-62).

 

საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ....

 

317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-9 წლის 18 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ს/კ 26.0-.4-.3--, მესაკუთრეა შა-–----------–--ლი (იხ. პუნქტი 3.2.3) .

 

დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა სასტუმროს მშენებლობა, რასაც მხარეები სადაოდ არ ხდიან. აღნიშნული სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულნი იყვნენ მოსარჩელე-მე--–------------–-ძე და მოპასუხის მამა- შა----------------–-ილი, რასაც ასევე ადასტურებენ მხარეები და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებიც.

 

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით მოწმეების მიერ დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მე--–------------–-ძე და მოპასუხის მამა-შა----------------–-ილი იყვნენე ბიზნესპარტნიორები და ერთობლივ საქმიანობას ახორციელებდნენ შა-–----------–--ლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და რომ მე--–------------–-ძეს სამუშაოს შესრულებაში არ აუღია ანაზაღაურება, რადგან მოწმეთა აზრით იგი საზიარო ობიექტზე საკუთარ საქმეს აკეთებდა.

 

ია-–--------ძის განმარტებით მოპასუხის მამას- შა----------------–-ილსა და მოსარჩელე-მე--–------------–-ძეს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის ზეპირი ხელშეკრულება, რაც მიზნად ისახავდა სასტუმროს ბიზნესის წარმოებას და მიღებული მოგების განაწილებას. ერთობლივი საქმიანობაში მხარეთა შორის წილობრივი მონაწილეობა გამოიხატებოდა იმაში, რომ შა----------------–-ილი წილის სახით პერიოდულად იხდიდა მშენებლობისთვის საჭირო ძირითად თანხას, ხოლო მე--–------------–-ძე ასევე იხდიდა ნაწილობრივ თანხას და ძირითადად ახორციელებდა ხელმძღვანელობით საქმიანობას. ია-–--------ძის განმარტებით მისთვის ცნობილია, რომ შა----------------–-ილის მიერ ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში გადახდილია დაუზუსტებულად დაახლოებით 180 000 აშშ დოლარი, ხოლო მისი მარწმუნებლის მიერ 20-3 წლიდან ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში პერიოდულად გადახდილია 300000 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას მე--–------------–-ძესა და შა----------------–-ილს შორის არსებულ ბიზნესპარტნიორობასთან და ერთობლივ საქმიანობასთან დაკაშვირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დამტკიცდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხე მხარის მამას-შა----------------–-ილს შორის ბიზნესპარტნიორობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცეულება საქმეში არ მოიპივება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

საქართველოს სკ-ის 51-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. სკ-ის 68-ე მუხლის თანახმად კი გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვა.

 

საქართველოს სკ-ის 931-ე მუხლის თანახმად

1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:

ა. მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;

ბ. მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

გ. მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ. მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;

ე. მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;

ვ. ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

ზ. საქმიანობის ხანგრძლივობას;

თ. ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

 

სკ-ის 932-ე მუხლის თანახმად კი:

1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად.

2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

 

როგორც დადგენილია ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მიმდინარეობდა სასტუმროს მშენებლობა, წარმოადგენს მოპასუხის-შა-–----------–--ლის საკუთრებას. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას და თუ ერთობლივ საქმიანობას ექნებოდა ადგილი, ის აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა ყოფილიყო დადებული, რადგან აქ გავლენას იქონიებდა უძრავი ქონების შეძენის ფორმის კანონისმიერი დანაწესი. რაც დაადასტურებდა ამგვარი ურთიერთობის არსებობას, რაც სახეზე არ გვაქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის დაფუძნებისათვის როგორც წესი ფორმის დაცვა არ იყო აუცილებელი, მაგრამ გამონაკლისად უნდა იქნას ის ფაქტობრივი გარემოება მიჩნეული, თუ რა წესით უნდა მომხდარიყო სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეტანა ამხანაგობაში. ასევე გაწერილ უნდა ყოფილიყო მხარეთა- მე--–------------–-ძეს, შა----------------–-ილსა და შა-–----------–--ლს შორის უფლება-მოვალეობები და ამხანაგობის წევრთა როლი მიზნის მიღწევაში, რაც ასევე არ გვაქვს სახეზე. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება თანხის შეტანა მე--–------------–-ძეს მიერ ე.წ. ამხანაგობაში. მართალია საქმეში წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები და ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სადაოა აღნიშნული თანხების მიზნობრიობა, ვინაიდან მე--–------------–-ძემ ნამდვილად გამოიყენა თუ არა სესხის სახით აღებული და გადმორიცხული თანხები მოცემული ბიზნესის საწარმოებლად, ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულებება საქმეში არ მოიპოვება.

 

მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ მოპასუხე მხარე უსაფუძვლდ გამდიდრდა 300000 ლარით, ვინაიდან შა----------------–-ილის გარდაცვალებით (20-9 წლის 28 იანვარი) ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, რადგან მოპასუხემ უარი განაცხადა ერთობლივი საქმოიანობის შედეგზე და არ გაუსწორა საბოლოო ანგარიში, ასევე ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სკ-ის 976-ე მუხლის თანახმად:

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად კი: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას „ (იხ. სუსგ. #ას-74-71-20-6, 225-215-20-6 25.05.20-6, #ას-184-171-20-5, 20.05.20-6).

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, ანუ როდესაც ერთი პირის ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა პირს. ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება, თუნდაც მოცემულ შემთხვევაში დავალების ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები. სასამართლოსათვის ასევე ბუნდოვანია კონკრეტულად 300000 ლარის მოთხვნა მოპასუხისადმი იმ მოცემულობით, როდესაც თუნდაც არც სესხად აღებული თანხების და არც ფულადი გზავნილების ოდენობა არ ემთხვევა მითითებულ თანხას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შა-–----------–--ლის მიერ 20-5 წლის 25 თებერვლს და 20-8 წლის 14 მარტს გაცემული იქნა მინდობილობები მე--–------------–-ძისადმი სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მის კუთვნილ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, მდებარე ოზურგეთი, სოფ. ნატანები ს/კ 26.0-.4-.3-- (იხ. პუნქტი 3.2.2).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ია-–--------ძის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული მინდობილობებით არ დგინდება მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა იმ ფაქტობრივი გარემობიდან გამომდინარე, რომ მინდობილობები არ შიცავდა მითითებას სასტუმროს აშენების თაობაზე, მასში ზოგადად იყო მითითება განსაზღვრულ მოვალეობებთან დაკავშირებით და ასევე არ იყო დათქმა შრომის ანაზღაურებასთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად: დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

ამავე კოდექსის კოდექსის 717-ე მუხლის თანახმად მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი

 

საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს.

 

სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

მინდობილობის შინაარსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ურთიერთობა უდევს ამ უფლებამოსილებას საფუძვლად: დავალება, შრომის ხელშეკრულება, სამეწარმეო საზოგადოების წესდება, სამანდატო ხელშეკრულება თუ სხვა. მაშასადამე, მინდობილობა არის როგორც გარიგების საფუძველზე მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილება - რწმუნებულება, რითიც განსხვავდება იგი კანონით წარმომადგენლობისგან. (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 103-ე, თბ., 1999, 277). გარიგებისმიერი წარმომადგენლობა ნებაყოფლობითი წარმომადგენლობაა, რადგან ამ დროს პირი თავად იღებს გადაწყვეტილებას თავისი ინტერესების რეალიზებისთვის უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემის თაობაზე. წარმომადგენლობად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ პირდაპირი წარმომადგენლობა, ე.ი. როცა წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის სახელით და ამ პირის ინტერესებისათვის. (იხ.დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 20-1.)

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმოადგენელი უთითებს, რომ მხარეებს შორის იმთავითვე არ არსებობდა შეთანხმება რაიმე სახის ფიქსირებული ოდენობის გასამრჯელოზე, ვინაიდან მოსარჩელე ასრულებდა თავის სამუშაოს. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ თანხების უკან დაბრუნებაზე, რომელიც მოსარჩელე მხარემ ვალდებულების შესარულებად გადასცა მოპასუხეს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ.

 

როგორც უკვე განიმარტა მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით მისმა მარწმუნებელმა 300000 ლარი შეიტანა სადაო შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით, რასაც ითხოვს მოპასუხისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერც საქმის მასალებით და ვერც სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა დადგენილი სათანადო მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, თუ რა რაოდენობის თანხა იქნა დახარჯული მოსარჩელე მხარის მიერ სადაო შენობის მშენებლობაზე, მოპასუხე მხარეს დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვერ დაეკისრება თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.მე--–------------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე