გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4380-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ეფ-------–---ლ“
წარმომადგენელი - და------–------ე
მოპასუხე - სს „სტ---------------------------------–ო“
წარმომადგენელი - ელ---------–--–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების ღირებულების ასანაზღაურებლად მოპასუხის სს „სტ---------------------------------–ოსათვის“ მოსარჩელე შპს „ეფ-------–---ლ“-ის სასარგებლოდ 4 071,00 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლიდან მოსარჩელე მოპასუხეს უწევს სამართლებრივ მომსახურებას, რომელიც ძირითადად გამოიხატება მოპასუხის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლო პროცესების წარმართვაში. ამ მიზნით მხარეებს შორის 2011 წელს გაფორმდა სამართლებრივი მომსახურების ჩარჩო ხელშეკრულება (2015 წლის 02 აგვისტოს დაკორექტირდა მხოლოდ მომსახურების ანაზღაურების საპროცენტო განაკვეთის 2%-ით შემცირების კუთხით), სადაც გაიწერა ძირითადი პირობები, რომლის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხეს უწევდა სამართლებრივ მომსახურებას. ამასთან, თითოეულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით მხარეებს შორის ფორმდებოდა სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები და მინდობილობები, რომლებიც გაცემული იყო შპს "ეფ-------–---ლ“-ის თანამშრომელთა სახელზე. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებისა და მოპასუხე მხარის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მოსარჩლის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ წარმოებულ სასამართლო საქმის წარმოების პროცესებში მოწინააღმდეგე მხარეებისა და სასამართლოსათვის გაგზავნილ იქნა საფოსტო გზავნილები, რომელთა ჩაბარების მომსახურება აანაზღაურა მოსარჩელემ. მხარეებს შორის გაფორმებული ჩარჩო და ინდივიდუალური საქმეთა წარმოების მიზნით გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებების მე-7 მუხლი ადგენს, რომ სასამართლო და სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს კლიენტი - ანუ მოპასუხე.
2017 წლის 16 ნოემბერს მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა თანდართული CD დისკით. დისკზე ატვირთული იყო ყველა გზავნილი, რომელიც მოსარჩელემ გააგზავნა მოპასუხის სასარგებლოდ წარმოებულ სასამართლო საქმის წარმოების პროცესებში 2014 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე არსებულ პერიოდში და რომელთა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 4 271,60 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
2018 წლის 5 თებერვალს მოსარჩელემ დაზუსტებული მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს და დეტალური ინფორმაცია გზავნილების შესახებ, მათ შორის, თითოეული გზავნილის ადრესატი, ადრესატის საიდენტიფიკაციო ნომერი, გზავნილის გაგზავნის პერიოდი, თითოეული გზავნილის ნომერი, თითოეულ ადრესატთან ასევე სასამართლოში გზავნილის გაგზავნის რაოდენობა და თითოეული გზავნილის ღირებულება. ამასთან დაკორექტირდა მოთხოვნა, რამაც 423 გზავნილის გაგზავნის სანაცვლოდ შეადგინა 4 071,00 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.
მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს საფოსტო გზავნილების გაგზავნის საფუძველი; ამასთან, საფოსტო გზავნილების გაგზავნის საფუძველი არ შეიძლება იყოს მოპასუხე მხარის მიერ გაცემული მინდობილობები, ვინაიდან მათი შინაარსი არ მოიცავს გზავნილის გაგზავნას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობებით დასტურდება მხარის მოქმედება - სარჩელის, განცხადებისა თუ შესაგებლის ჩაბარება, ჩაბარების თარიღი, დოკუმენტის ტიპი და სხვა ინფორმაცია. შესაბამისად, გზავნილის გაგზავნის მიზნობრიობას აღნიშნული ცნობები არ ადასტურებს.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოდგენდა თავად გაეწია ხარჯი საფოსტო გზავნილებისა, ადვოკატის მიერ გაწეული საფოსტო ხარჯი არ ანაზღაურდება, რამდენადაც საქმეები აწარმოა ადვოკატმა თავისივე ინიციატივით (იხ, 2018 წლის 05 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:51:46-დან).
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია შპს „ეფ-------–---ლის“ მიერ საფოსტო ხარჯის გაწევის ფაქტი (იხ, 2018 წლის 05 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:51:46; 13:45:10-დან).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ეფ-------–---ლ“-სა და სს „სტ--------------------------------–ოს“ შორის 2011 წელს გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ, სადაც გაიწერა ძირითადი პირობები, რომლის თანახმად, მოსარჩელე სს „სტ--------------------------------–ოს“ უწევდა სამართლებრივ მომსახურებას.
მოპასუხე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.
2011 წლის სამართლებრივი მომსახურების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებაში 2015 წლის 02 აგვისტოს შევიდა ცვლილებები და მხოლოდ მომსახურების ანაზღაურების საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 2%-ით.
მოპასუხე მხარეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.
2015 წლის 02 აგვისტოს სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა კომპანიის მიერ კლიენტისათვის შემდეგი მომსახურების გაწევა: კომპანია იცავდა კლიენტის ინტერესს საქარველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მის მიერ მიწოდებულ საქმეებზე, ამზადებდა სამართლებრივ დოკუმენტაციას სასამართლოში წარსადგენად და უწევდა კონსულტაციებს მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით (მუხლი 1, მუხლი 3).
ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, სამართლებრივი მომსახურებისათვის კლიენტი კომპანიას უხდიდა საზღაურს თითოეულ საქმეზე ცალკე დადებული სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, არაუმეტეს სასარჩელო თანხის 5%-სა, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა დღგ-ის გარეშე (7.1. პუნქტი).
სასამართლო და სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებდა კლიენტი (7.4. პუნქტი).
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ფაქტი იმის, შესახებ 2011 წლის ჩარჩო ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ მოიცავდა იდენტურ პირობებს (მუხლი 1 (საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გარდა), მუხლი 3, მუხლი 7).
გარდა 2011 წლის სამართლებრივი მომსახურების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებისა, თითოეულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით მხარეებს შორის ფორმდებოდა სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები და მინდობილობები, რომლებიც გაცემული იყო შპს "ეფ-------–---ლ“-ის თანამშრომელთა სახელზე.
ეს გარემოება არ არის სადავო მხარეთა შორის.
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობების შინაარსით დგინდება, რომ და--------------ეს, მა---------–-–---–ს, ზუ----------–-–---–ს, ელ-------------ის როგორც სს „სტ---------------------------------–ოს“ წარმომადგენლებს მიეცათ მინდობილობა, მასზედ, რომ ისინი უფლებამოსილი იყვნენ წარმოედგინათ და დაეცვათ კომპანიის ინტერესები საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მარწმუნებლის სახელით შეასრულონ ყველა მოქმედება, აეღოთ და გადასახდევინებლად წარედგინათ საარსრულებო ფურცელი. ამ დავალებების შესრულების მიზნით ზემოთ დასახელებული პირები უფლებამოსინლი იყვნენ ჩებარებინათ და მიეღოთ დოკუმენტაცია შესაბამისი უწყებიდან - რაც დაკავშირებული იყო ორგანისზაციის საქმიანობასთან.
მხარეებს შორის ინდივიდუალური საქმეთა წარმოების მიზნით გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებების თანახმად, სასამართლო და სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებდა კლიენტი/ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს კლიენტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა - განმარტება (ს.ფ 3-6; ტ. პირველი).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 161-164; ტომი მესამე).
სამართლებრივი მომსახურების შესახებ 2015 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულება (ს. ფ. 26-29; ტომი პირველი).
ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებები სამართლებრივი მომსახურების შესახებ (ს. ფ. 30-288, ტომი პირველი; 1-68, ტომი მეორე).
მინდობილობები (ს.ფ. 159-161, ტომი მეორე).
3.1.2. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებისა და მოპასუხე მხარის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მოსარჩლის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ წარმოებულ სასამართლო საქმის წარმოების პროცესებში მოწინააღმდეგე მხარეებისა და სასამართლოსათვის გაგზავნილ იქნა საფოსტო გზავნილები, რომელთა გაგზავნის/ჩაბარების მომსახურება აანაზღაურა მოსარჩელემ.
მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების ფარგებში ( სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში) შპს „ეფ-------–---ლ“-ის მიერ საფოსტო ხარჯის გაწევის ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით, დგინდება, რომ საფოსტო გზავნილებში დასახელებული პირები წარმოადგენდნენ სს „სტ---------------------------------–ოს“ მოწინააღმდეგე მხარეებს, ხოლო სს „სტ---------------------------------–ოს“ წარმომადგენელი თავად შპს „ეფ-------–---ლის“ დირექტორი იყო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-10).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 05 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:51:46; 13:45:10-დან).
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა (ს. ფ. 146-148; ტომი მეორე).
3.1.3. 2014 წლის 27 მარტს შპს „ეფ-------–---ლ“-მა (დამკვეთმა) გააფორმა ხელშეკრულება შპს „ს----თან, რომელსაც უნდა უზრუნველეყო დოკუმენტებისა და ამანათების გადაგზავნა დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, კურიერული და საექსპედიტორო მომსახურების ჩათვლით.
გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრა გზავნილის თბილისში ჩაბარებისათვის 5 ლარი, ხოლო ნებისმიერ სხვა დასახლებულ პუნქტში - 10 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2014 წლის 27 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 149-151, ტომი მეორე).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში (2014-2017 წლები) შპს „ეფ-------–---ლ“-ის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული საფოსტო ხარჯის ოდენობა შეადგენს 3 469,1 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავო არ არის გარემოება, რომ შპს „ეფ-------–---ლ“-ის მიერ საფოსტო გზავნილები ეგზავნებოდათ სს "სტ---------------------------------–ოს" მოწინააღმდეგე მხარეებისა და სასამართლოს. გზავნილების გაგზავნის/ჩაბარების მომსახურება აანაზღაურა მოსარჩელემ.
სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილები. საქმეში წარმოდგენილი ბარათებით დგინდება იმ პირების ვინაობა, რომლებიც წარმოადგენდნენ სს "სტ---------------------------------–ოს" მოწინააღმდეგე მხარეებს და რომელთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებშიც მოპასუხეს დახმარებას უწევდა მოსარჩელე მხარე. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაცია საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ მოსარჩელის მიერ თითოეული საქმის წარმოებისათვის საფოსტო გზავნილის გაგზავნისათვის გაღებული ხარჯის (ეროვნულ ვალუტაში) ოდენობა (მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობების გათვალისწინებით, თითოეულ შემთხვევაში).
საფოსტო გზავნილების შეფასების შედეგად სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
მოწინააღმდეგე მხარე გზავნილის კოდი ფასი საქმის ფურცელი
რე----------–-ა 0-------- 0-------- 0-------- 10 10 10 168 (ტ.2) 168 (ტ.2) 103 (ტ.3)
ილ------------–---–ი 0-------- 5 168 (ტ.2)
სუ-–--------------ე 0-------- 0-------- 10 10 168 (ტ.2) 197 (ტ.2)
გი----------------–-–---–ი 0-------- 0-------- 10 10 169 (ტ.2) 202 (ტ.2)
ვა-–-------------–--ე 0-------- 0-------- 5 5 172 (ტ.2) 172 (ტ.2)
ალ---------------–------ი 0-------- 5 172 (ტ.2)
ალ---------------–----–---–ი 0-------- 5 174 (ტ.2)
ნი----–------------–-----ი 0-------- 10 174 (ტ.2)
გე-–------–--–ი 0-------- 10 176 (ტ.2)
ვლ---------------ე 0-------- 0-------- 5 5 178 (ტ.2) 208 (ტ.2)
ფა---------------ი 0-------- 10 208 (ტ.2)
ზუ--------–--ე 0-------- 15 178 (ტ.2)
რე-----–------ე 0-------- 0-------- 0-------- 10 10 10 101 (ტ.3) 13 (ტ.3) 197 (ტ.2)
გი-----------–------ი 0-------- 0-------- 0-------- 5 5 5 215(ტ.2) 222(ტ.2) 221 (ტ.2)
ნი----–ოზ ბერე--–---–ი 0-------- 0-------- 10 10 202 (ტ.2) 202 (ტ.2)
შალ-------–---ი 0-------- 5 196 (ტ.2)
მალ-----–-------ი 0-------- 0-------- 5 5 202 (ტ.2) 203 (ტ.2)
გი---–---------ა 0-------- 5 197 (ტ.2)
გი---------------ე 0-------- 0-------- 5 5 198 (ტ.2) 195 (ტ.2)
რუ-----–--------------ი (ჯი-----------ი) 0-------- 0-------- 5 5 196 (ტ.2) 195 (ტ.2)
და---------–---–ი 0-------- 10 198 (ტ.2)
გი--------------ე 0-------- 0-------- 0-------- 10 10 10 34 (ტ.3) 226 (ტ.2) 196 (ტ.2)
რო------------ე 0-------- 0-------- 5 5 198 (ტ.2) 195 (ტ.2)
აი------------–---–ი 0-------- 0-------- 5 5 197 (ტ.2) 196 (ტ.2)
ფა---------------ი 0-------- 10 208 (ტ.2)
პა------------ე 0-------- 5 205 (ტ.2)
შპს “ლი------------------–” 0-------- 5 205 (ტ.2)
შალ------–-–---–ი 0-------- 0-------- 10 10 222 (ტ.2) 222 (ტ.2)
ჯემ--–-------–---–ი 0-------- 0-------- 10 5 21 (ტ.3) 182 (ტ.2)
გიო------------ე 0-------- 5 219 (ტ.2)
შპს “ბუ--ა” 0-------- 5 221 (ტ.2)
ვახ-------------–---–ი 0-------- 0-------- 0-------- 0-------- 0-------- 15 10 10 10 10 112 (ტ.2) 189 (ტ.2) 212 (ტ.2) 211 (ტ.2) 219 (ტ.2)
მა-–---------------–-–---–ი 0-------- 5 216 (ტ.2)
იას---------–--–---–ი 0-------- 0-------- 0-------- 0-------- 10 10 10 10 186 (ტ.2) 211 (ტ.2) 211 (ტ.2) 212 (ტ.2)
სე------------–-ა 0-------- 0-------- 0-------- 0-------- 5 10 10 10 35 (ტ.3) 190 (ტ.2) 191 (ტ.2) 187 (ტ.2)
შპს „ელ-----------ი“ 0-------- 0-------- 10 10 190 (ტ.2) 188 (ტ.2)
შო-----–-----–--ა 0-------- 0-------- 0-------- 10 10 10 25 (ტ.3) 278 (ტ.2) 228 (ტ.2)
ხვ-----–-----–--ა 0-------- 10 122 (ტ.3)
ლე----–--–-----–---–ი 0-------- 0-------- 5 5 228 (ტ.2) 228 (ტ.2)
აკ-------–--ე 0-------- 0-------- 0------- 10 10 10 41 (ტ.3) 279 (ტ.2) 126 (ტ.3)
გი-------–--–--–---–ი 0-------- 0-------- 0-------- 5 5 5 243 (ტ.2) 240 (ტ.2) 37 (ტ.2)
შა-–------------ე 0-------- 5 224 (ტ.2)
სულ---------–--ე 0-------- 5 241 (ტ.2)
ნი-----------ე 0-------- 5 240 (ტ.2)
და-----–--------ე 0-------- 0-------- 5 5 242 (ტ.2) 36 (ტ.3)
ჯე---–-------ე 0-------- 0-------- 5 5 7 (ტ.3) 242 (ტ.2)
მი----–----–----ე 0-------- 0-------- 10 5 241 (ტ.2) 37 (ტ.3)
უჩ------------–---–ი 0------------------------------ 5 10 10 28 (ტ.3) 24 (ტ.3) 241 (ტ.2)
შპს „ტრ------------–ი“ 0------------------- 10 10 14 (ტ.3) 26 (ტ.3)
შპს „იბ--------------------ნ“ (შალ--------–-–---–ი) 0------------------------------ 10 10 10 142 (ტ.3). 233 (ტ.2) 232 (ტ.2)
შალ---------ე 0------------------------------ 10 10 10 106 (ტ.3) 263 (ტ.2) 253 (ტ.2)
ზა------------–---–ი 0------------------- 5 5 235 (ტ.2) 3 (ტ.3)
ლა–------–-------ე 0------------------- 10 10 74 (ტ.3) 235 (ტ.2)
არჩ--–----------–---–ი 0------------------------------ 10 10 10 42 (ტ.3) 78 (ტ.3) 233 (ტ.2)
აპ---–--- გუ--ერიძე 0----------------------------------------- 10 10 10 10 76 (ტ.3) 107 (ტ.3) 234 (ტ.2) 234 (ტ.2)
ოთ-------------–--ე 0----------------------------------------- 10 10 10 10 250 (ტ.2) 247 (ტ.2) 233 (ტ.2) 231 (ტ.2)
მა-–----------–-----ი 0------------------------------ 10 10 10 121 (ტ.3) 234 (ტ.2) 234 (ტ.2)
გი------------–-----–---–ი 0------------------------------ 15 15 10 95 (ტ.3) 267 (ტ.2) 85 (ტ.3)
ააიპ თბ--–---------------------------ი 0------- 5 4 (ტ.3)
ალ--------------–-ა 0------------------------------ 5 5 10 78 (ტ.3) 79 (ტ.3) 78 (ტ.3)
პაა-----------–--ა 0------------------- 0-------- 10 5 10 130 (ტ.3) 64 (ტ.3) 79 (ტ.3)
სა-----------ი 0-------- 5 79 (ტ.3)
მა-–-----------–---–ი 0---------------------------------------------------- 10 10 10 10 10 123 (ტ.3) 49 (ტ.3) 47 (ტ.3) 57 (ტ.3) 68 (ტ.3)
გი--–-------–-ა 0------------------- 5 5 67 (ტ.3) 70 (ტ.3)
ლი------–------–---–ი 0-------- 5 69 (ტ.3)
ლა-----------ე 0-------- 5 70 (ტ.3)
არ---–-------–-–---–ი 0------------------- 10 15 90 (ტ.3) 272 (ტ.2)
გი--------------–---–ი 0----------------------------------------- 10 10 15 10 102 (ტ.3) 91 (ტ.3) 266 (ტ.2) 53 (ტ.3)
გი--------------ე 0-------- 10 136 (ტ.3)
გე----------------ე 0---------------------------------------------------- 10 15 15 15 10 141 (ტ.3) 261 (ტ.2) 266 (ტ.2) 261 (ტ.2) 251 (ტ.2)
პა–-----–-------ი 0------------------------------ 10 10 10 87 (ტ.3) 265 (ტ.2) 264 (ტ.2)
ნი----–ოზ კუ----–---–ი 0---------------------------------------------------- 5 5 5 5 5 137 (ტ.3) 137 (ტ.3) 114(ტ.3) 118 (ტ.3) 116 (ტ.3)
ბეს-----–---–---–ი 0------------------- 10 10 115 (ტ.3) 111 (ტ.3)
ტა-----–------–---–ი 0------------------------------ 5 10 15 135 (ტ.3) 131 (ტ.3) 114 (ტ.3)
რო-–------–-–--–--ე 0------------------------------ 10 10 10 140 (ტ.3) 136 (ტ.3) 133 (ტ.3)
პო-------------ი 2 0------------------- 10 10 227 (ტ.2) 190 (ტ.2)
მე--------------–---–ი 0-------- 5 201 (ტ.2)
მი----–--------–---–ი 0------------------- 10 10 248 (ტ.2) 66 (ტ.3)
შპს „ლა-–----ი“ 0-------- 5 208 (ტ.2)
შპს „კა---------------------ი“ 0-------- 5 182 (ტ.2)
რე-----------ე 0-------- 5 119 (ტ.3)
ოთ-------–---–---–ი 0--------------------------------------------------------------- 5 5 5 5 5 5 135 (ტ.3) 137 (ტ.3) 136 (ტ.3) 118 (ტ.3) 115 (ტ.3) 117 (ტ.3)
აჯ-----–--------ი 0-------- 5 198 (ტ.2)
გუ--------–--ე 0------------------------------ 5 5 5 214 (ტ.2) 215 (ტ.2) 215 (ტ.2)
შპს „სი-–------------–---------კ“ 0------------------- 10 10 26 (ტ.3) 29 (ტ.3)
შპს „იუ----–-----------–----–-------------ტ“ 0-------- 5 27 (ტ.3)
შპს „ჩი-----–----------“ 0------------------- 5 5 28 (ტ.3) 31 (ტ.3)
შპს „------ 4 0----------------------------------------- 5 5 10 10 17(ტ.3) 27 (ტ.3) 31 (ტ.3) 29 (ტ.3)
შპს „კა-------------ს“ 0------------------------------ 5 5 5 4 (ტ.3) 7 (ტ.3) 16 (ტ.3)
შპს ზ---–ი 0------------------------------ 5 5 5 7 (ტ.3) 17 (ტ.3) 14 (ტ.3)
ფირმა ას-----------–---–-------------–--–ი 0-------- 5 32 (ტ.3)
შ--–-- მგ--–----–-–---–ი 0-------- 5 28(ტ.3)
შპს „ია-–---------ტ“ 0-------- 10 32(ტ.3)
შპს „Lu----------t” 0-------- 0------------------------------ 10 10 10 10 14 (ტ.3) 18 (ტ.3) 31 (ტ.3) 29 (ტ.3)
შპს „გუ----ლ“ 0---------------------------------------------------- 10 10 10 10 10 259(ტ.2) 60 (ტ.3) 55 (ტ.3) 31 (ტ.3) 29 (ტ.3)
რა----------შ 0-------- 5 30 (ტ.3)
შპს U--- 0-------- 10 30(ტ.3)
შპს “S--------m” 0-------- 5 32(ტ.3)
ირ---–------–--ე 0------------------- 5 5 16(ტ.3) 14(ტ.3)
თე----------ა 0------------------------------ 5 5 5 3(ტ.3) 5(ტ.3) 16(ტ.3)
გი---–---ია 0-------- 10 16(ტ.3)
ბე-----–---–---–ი 0----------------------------------------- 10 10 10 10 89(ტ.3) 263(ტ.2) 263(ტ.2) 264(ტ.2)
ვა---–------------–---–ი 0------------------- 10 10 3(ტ.3) 15(ტ.3)
ნო--------–-–---–ი 0------------------------------ 10 10 10 5(ტ.3) 4(ტ.3) 15(ტ.3)
ბე---------–---–ი 0------------------- 5 5 7(ტ.3) 5(ტ.3)
შპს „ჯ-------ი“ 0------------------- 5 5 3(ტ.3) 15(ტ.3)
ნა---------–----ე 0------------------- 10 15 255(ტ.2) 53(ტ.3)
ენ----------–უ 0-------- 10 15 (ტ.3)
ნ----------------- 0------------------------------ 5 5 5 92(ტ.3) 94(ტ.3) 269(ტ.2)
ნო-----------–------ე 0-------- 5 8(ტ.3)
ლი-------ი 0------------------------------ 5 5 5 233(ტ.2) 10(ტ.3) 6(ტ.3)
იოს-----------–---–ი 0-------- 10 8(ტ.3)
ირ---–----------ა 0-------- 10 6(ტ.3)
ელ------------ა 0-------- 5 8(ტ.3)
ნა-----------–---–ი 0-------- 5 5(ტ.3)
და----------ე 0------------------- 5 5 9(ტ.3) 4(ტ.3)
ალ-------------------–ი 0-------- 5 9(ტ.3)
ზვ---------------ე 0-------- 10 10(ტ.3)
ვა---–------ა 0------------------- 5 5 9(ტ.3) 6(ტ.3)
ეკ----------–------ი 0----------------------------------------- 5 5 5 5 51(ტ.3) 51(ტ.3) 51(ტ.3) 58(ტ.3)
შპს „ჯა-----ა“ 0----------------------------------------- 5 5 5 5 94(ტ.3) 94(ტ.3) 267(ტ.2) 265(ტ.2)
შპს “UH----------P” 0-------- 5 68(ტ.3)
შპს „ჯ----ა-7“ 0------------------------------ 5 5 5 270(ტ.2) 48(ტ.3) 53(ტ.3)
შპს „პი---ი“ 0---------------------------------------------------- 5 5 5 5 5 259(ტ.2) 262(ტ.2) 49(ტ.3) 55(ტ.3) 53(ტ.3)
შპს „კა------------------–---------კ“ 0------------------- 5 5 49(ტ.3) 60(ტ.3)
შპს „გა-–---ი“ 0-------- 10 61 (ტ.3)
რუსუდან მ----–---–ი 0------------------------------ 10 10 10 264(ტ.2) 266(ტ.2) 57(ტ.3)
ია მ----–---–ი 0------------------------------ 10 10 10 268(ტ.2) 57(ტ.3) 54(ტ.3)
ნი------------–-ა 0-------- 5 56(ტ.3)
ნუ----------------–---–ი 0------------------------------ 0-------- 5 5 5 5 271(ტ.2) 268(ტ.2) 56(ტ.3) 55(ტ.3)
გე-----------------ე 0------------------------------ 5 5 5 271(ტ.2) 56(ტ.3) 54(ტ.3)
ალ--------------–-----ე 0------------------------------ 5 5 5 260(ტ.2) 52(ტ.3) 54(ტ.3)
თე---------------–-–---–ი 0------------------- 5 5 271 (ტ.2) 54(ტ.3)
ზუ-------------–---–ი 0-------- 5 270(ტ.2)
თე-------------------ე 0------------------------------ 5 15 5 97(ტ.3) 97(ტ.3) 260(ტ.2)
გრ-----------------ი 0-------- 5 267(ტ.2)
თა----------ა 0------------------------------ 5 5 10 265(ტ.2) 261(ტ.2) 265(ტ.2)
შალ------------ი 0------------------------------ 10 5 10 135(ტ.3) 132(ტ.3) 114(ტ.3)
და----------ა 0-------- 5 269(ტ.2)
ჯე--------------–ი 0----------------------------------------- 10 5 10 5 119(ტ.3) 97(ტ.3) 93(ტ.3) 269(ტ.2)
ვი----–---------–---–ი 0-------------------------------------------------------------------------- 5 5 5 5 5 5 5 115(ტ.3) 116(ტ.3) 120(ტ.3) 92(ტ.3) 97(ტ.3) 96(ტ.3) 270(ტ.2)
ხვიჩა ცი----–ია 0------------------------------ 5 5 5 92(ტ.3) 95(ტ.3) 260(ტ.2)
გი----------------ე 0-------- 5 95(ტ.3)
სე-----------–--ი 0-------- 5 93(ტ.3)
შირ-----------------------ა 0------------------------------ 0-------- 5 5 5 5 115(ტ.3) 116(ტ.3) 114(ტ.3) 94(ტ.3)
და----------–----ე 0------------------------------ 5 5 5 120(ტ.3) 120(ტ.3) 92(ტ.3)
და-------------ა 0------------------- 5 5 227 (ტ.2) 190(ტ.2)
რა-----------ე 0------------------------------ 5 5 5 241(ტ.2) 36(ტ.3) 37(ტ.3)
ალ--------------------–ი 0------------------------------ 5 5 5 242(ტ.2) 240(ტ.2) 37(ტ.3)
გი---------------–---–ი 0------------------------------ 5 5 5 60(ტ.3) 48(ტ.3) 60(ტ.3)
გე-----------ა 0------------------- 5 5 67(ტ.3) 78(ტ.3)
ალ------------–---ი 0-------- 5 52(ტ.3)
ლე----------–---–ი 0------------------------------ 5 5 5 271(ტ.2) 268(ტ.2) 55(ტ.3)
ზუ-------------–---–ი 0-------- 10 216(ტ.2)
ბე--------–--–-–---–ი 0----------------------------------------- 10 10 10 10 215(ტ.2) 214(ტ.2) 223(ტ.2) 220(ტ.2)
და------------–---–ი 0------------------- 10 10 276(ტ.2) 227(ტ.2)
ვლ-------------------–--ე 0------------------------------ 5 5 5 221(ტ.2) 220(ტ.2) 219(ტ.2)
ნუ-------–----ე 0------------------------------ 10 10 10 277(ტ.2) 275(ტ.2) 228(ტ.2)
მა–----------ი 0-------- 5 67(ტ.3)
ერ---------–-ნ 0------------------------------ 10 10 10 270(ტ.2) 252(ტ.2) 61(ტ.3)
შპს „სე---------ი“ 0-------- 10 48(ტ.3)
შპს „ძი----–ა“ 0----------------------------------------- 10 10 10 10 268(ტ.2) 249(ტ.2) 57(ტ.3) 52(ტ.3)
გი-------–---–ი 0-------- 5 61(ტ.3)
ივ---–-------ი 0----------------------------------------- 10 10 10 10 96(ტ.3) 86(ტ.3) 266(ტ.2) 262(ტ.2)
ზა-----------ე 0-------- 10 110(ტ.3)
გი-----------ი 0------------------------------ 10 10 10 88(ტ.3) 261 (ტ.2) 264(ტ.2)
გი--------------ე 0------------------------------ 10 10 10 136(ტ.3) 129(ტ.3) 117(ტ.3)
ერ------------ნ 0-------- 10 113(ტ.3)
გი----------–--ე 0------------------- 10 10 69(ტ.3) 65 (ტ.3)
მა---------ე 0-------- 10 52 (ტ. 3)
თე--------------ა 0-------- 5 221(ტ.2)
ლე------------–---–ი 0-------- 5 222 (ტ.2)
თე-------------–---ი 0------------------- 5 5 191(ტ.2) 191(ტ.2)
თე-------------–--ე 0------------------- 10 10 42(ტ.3) 235(ტ.2)
შპს „სი----–---ი-2015“ 0----------------------------------------- 5 5 5 5 59(ტ.3) 58(ტ.3) 59(ტ.3) 59(ტ.3)
ალ----------------–---–ი 0------------------------------ 10 10 10 69(ტ.3) 69(ტ.3) 79(ტ.3)
თე------------------–---–ი 0---------------------------------------------------- 5 10 10 10 10 49(ტ.3) 50(ტ.3) 45(ტ.3) 68(ტ.3) 68(ტ.3)
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ გაუქარწყლებია მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, სასამართლოს, სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში (2014-2017 წლები) შპს „ეფ-------–---ლ“-ის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული საფოსტო ხარჯის ოდენობა შეადგენს 3010,00 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო 3 469,1 ლარს დღგ-ის ჩათვლით.
რაც შეეხება მოთხოვნილი თანხის დანარენ ნაწილს, უტყუარად ვერ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ დავალების შესრულების ფაქტები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მის მიერ გაწეული სამართლებრივი მომსახურებიდან გამომდინარე საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საფოსტო ხარჯის ანაზღაურებაზე გამომდინარეობს სსკ-ის 709-ე მუხლიდან, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს ასახავს.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმდა სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მოსარჩელე იცავდა მოპასუხის ინტერესს საქარველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მის მიერ მიწოდებულ საქმეებზე, ამზადებდა სამართლებრივ დოკუმენტაციას სასამართლოში წარსადგენად და უწევდა კონსულტაციებს მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. მოცემულ შემთხვევაში დაცულია სკ-ის 709-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მარწმუნებლის (სს „სტ---------------------------------–ოს“) მიერ მინდობილობის გაცემის შესახებ. მხარეებს შორის ეს გარემოება სადავო არც ყოფილა.
სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს რწმუნებულისათვის მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯების მარწმუნებლის მიერ ანაზღაურების მოვალეობას.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადვოკატს ავალდებულებს, კლიენტს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი (ანუ კლიენტის) საქმის წარმოებასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ რწმუნებული, როგორც წესი, დავალებას ასრულებს პირადად, თუმცა მას არ ეკრძალება დავალებული საქმეების შესასრულებლად მიმართოს სხვა პირებს, თუმცა რწმუნებული ვალდებულია მიაწოდოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაცია მარწმუნებელს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ეფ-------–---ლ“-მა (დამკვეთმა) გააფორმა ხელშეკრულება შპს „ს----თან, რომელსაც უნდა უზრუნველეყო დოკუმენტებისა და ამანათების გადაგზავნა დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, კურიერული და საექსპედიტორო მომსახურების ჩათვლით. მოსარჩელე, უფლებამოსილი იყო გაეფორმებინა ამგვარი ხელშეკრულება, რითიც იგი უზურნველყოფდა (ტექნიკურად) დავალების ხელშეკრულებითა და გაცემული მინდობილობების შინაარსით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელებასა და ამავე დროს ვალდებულებების შესრულებას (საფოსტო გზავნილების განხორციელება მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებასა და შესაბამისად, მხარის (მოპასუხის) ინტერესების დაცვას), შესაბამისად, საფოსტო გზავნილებში დასახელებული გამგზავნი შპს „ეფ-------–---ლ“ სწორედ ამგვარი ტექნიკური ხასიათის შესრულებას უზრუნველყოფდა, რასაც ამავე დროს ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, საფოსტო გზავნილებში დასახელებული პირები წარმოადგენდნენ სს „სტ---------------------------------–ოს“ მოწინააღმდეგე მხარეებს, ხოლო სს „სტ---------------------------------–ოს“ წარმომადგენელი თავად შპს „ეფ-------–---ლის“ დირექტირი იყო. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ საქმის წარმოებასთან და სასამართლო და სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების მარწმუნებლის მიერ ანაზღაურების პირობაზე, რითიც დაცული იყო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში (2014-2017 წლები) შპს „ეფ-------–---ლ“-ის მიერ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული საფოსტო ხარჯის ოდენობა შეადგენს 3010,00 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო 3 469,1 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს შპს „ეფ-------–---ლ“-ს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული საფოსტო ხარჯი 3 469,1 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერ დადასტურდა მტკიცებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოპასუხე მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 104,07 ლარის ოდენობით, ხოლო ბაჟის დარჩენილი ნაწილი (18,08 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “ეფ-------–---ლ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე სს „სტ---------------------------------–ოს“ მოსარჩელე შპს “ეფ-------–---ლ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 3469,1 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) გადახდა.
2. მოპასუხე სს „სტ---------------------------------–ოს“ შპს “ეფ-------–---ლ“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 104,07 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე